გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3354606-3/260-19წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ბ----------
წარმომადგენელი - ე--------------–---
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს ახალციხის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი - ლ-–----------
დაინტერესებული პირი - თ-------------
მოთხოვნის არსი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს (ბათილად იქნეს ცნობილი) ბ--- კ------ მიმართ გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელის განმარტებით, ბ---------- და თ------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 27 იანვრამდე, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ჯ--------------
2016 წელს მოსარჩელემ მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე, რაზეც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეგებებული სარჩელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით, როდესაც ბ--- კ------ მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა არ არსებობდა, აღნიშნულ საქმეზე 2017 წლის 06 მარტს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვა რაც გასაჩივრებული იქნა მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში.
2019 წლის ივლისის თვეში მოსარჩელემ წარადგინა სარჩელი თ----- მ-----ის მიმართ და მოითხოვა შვილის ჯ------ კ------ ნახვისა და დარჩენის დღეების განსაზღვრა სასამართლოს წესით, რადგან გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლებით სარგებლობის უფლებასაც უზღუდავდა, სწორედ ამიტომ მიმართა შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს თუმცა რაიმე რეაგირება მოყვა თუ არა მის განცხადებას ინფორმაცია არ აქვს.
2019 წლის 10 ოქტომბერს სამოქალაქო საქმე N2/430-19წ გამოტანილი იქნა განჩინება მხარეთა მორიგების გამო. მორიგების ერთერთი პუნქტის თანახმად , ბ----------ს თ------------- აძლევს უფლებას ყოველი სამუშაოს ნებისმიერ დროს არაუმეტეს 2 საათით ნახოს შვილი ჯ------ კ----ე, რაზეც უნდა შეატყობინოს ჯ------ კ------ დედას თ-------------ს.
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს თ-------------ს დაუკავშირდა მოსარჩელე 16:21 საათზე და 16:41 საათზე რათა გაერკვია სად იყო ჯ------, რომ ენახა, თ-------------სთან საუბრისას ჩაერია მამაკაცი, რომელიც გაეცნო მის მეუღლედ გ---- ჩ-------ედ და განუცხადა რომ სურდა მასთან საუბარი რაზეც დათანხმდა.
2019 წლის 17 დეკემბერს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- მოსარჩელეს დაუკავშირდა გ---- ჩ-------ე და ითხოვდა მასთან შეხვედრას, რაზეც ბ----------მ უარი განუცხადა რადგან არ გამორიცხავდა რაიმე შანტაჟი არ განეხორციელებინა, მითუმეტეს მისთვის ცნობილია რომ გ---- ჩ-------ე არის ორგანოს მუშაკი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა ბ--- კ------ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ახალციხის რაიონულ სამმართველოში შევიდა თ----- მ-----ის შეტყობინება, რაზეც მოახდინეს რეაგირება და გაესაუბრნენ მხარეებს, თ-------------მ განმარტა რომ ბ---------- მისული იყო მის სახლთან, სადაც ილანძღებოდა და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა მას. თანაცხოვრების პერიოდშიც აყენებდა შეურაცხყოფას და არ უნდოდა ბ----------სთან კიდევ რაიმე კონფლიქტი მოსვლოდა.
3. დაინტერესებული პირის პოზიცია.
დაინტერესებული პირი თ------------- არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არის ახალი დაქორწინებული და ბ----------ს არ უნდა, რომ მისი შვილი იზრდებოდეს მის ახლადშექმნილ ოჯახში. სწორედ ამან გამოიწვია ბ--- კ------ გაღიაზიანება და 2019 წლის 17 დეკემბერს იგი მივიდა მისი მეუღლის სახლთან, სადაც გარეთ ილანძღებოდა უწმაწური სიტყვებით თ----- მ-----ის მისამართით, რის გამოც თ-------------მ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, შერცხვა და გარეთ არ გასულა. წარსულშიც ბევრჯერ იყო ბ--- კ------ მხრიდან თ----- მ-----ის მიმართ შეურაცხმყოფელი შეტყობინებები, სატელეფონო ზარები, რასაც ითმენდა, თუმცა ახლა, როცა მან შექმნა ახალი ოჯახი, არის საშიშროება, რომ ბ--- კ------ მსგავსი შეურაცხყოფები და აგრესია გადაიზარდოს უფრო მძიმე ქმედებებში, რის გამოც იგი თავს დაცულად ვერ გრძნობს. თ------------- განმარტავს, რომ ბავშვთან დაკავშირებით არ უქმნის პრობლემას და მზადაა შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების იქით არ სურს რაიმე სახის კონტაქტი ბ----------სთან. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მერეც ბ---------- დაუკავშირდა ტელეფონით და ბავშვი ნახა, რაშიც მას ხელი არ შეუშლია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2019 წლის 19 დეკემბერს თ-------------მ შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს მიმართა განცხადებით, რომ მისი დაოჯახების გამო ყოფილმა მეუღლემ გამოხატა უკმაყოფილება, მივიდა მის ოჯახში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღა და აგინა უცენზურო სიტყვებით. ამასთან დაკავშირებით თ-------------მ ითხოვა დახმარება და მისი ყოფილი მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. ზემოაღნიშნული შეტყობინებების საფუძველზე 2019 წლის 19 დეკემბერს შედგა გასაუბრების ოქმი თ-------------სთან, რომელიც განმარტავს ბ----------მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, პირადად არ უნახავს, სახლიდან არ გამოსულა, რადგან სიტუაცია უფრო არ დაძაბულიყო, თ------------- ითხოვს, რომ ბ---------- არ მივიდეს მის ოჯახში და არ შეაწუხოს მისი ოჯახის წევრები. ასევე გასაუბრების ოქმი შედგა 2019 წლის 19 დეკემბერს ბ----------სთან, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით მისული იყო თ----- მ-----ის სახლში, თუმცა სახლში არ შესულა, არც თ-----ი და არც მისი მეუღლე არ უნახავს, მალევე გამობრუნდა უკან, მას არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებანი;
- გასაუბრების ოქმები;
3.3. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ლ-–----------- მიერ შედგენილ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლის თანახმად სავარაუდო მსხვერპლია თ-------------; ხოლო სავარაუდო მოძალადე - ბ----------; ძალადობის ფორმა - ფსიქოლოგიური; მოძალადე მსხვერპლთან ამყარებს არასასურველ კონტაქტს, რაც გამოიხატება მობილური ტელეფონით არასასურველი შეტყობინებების ხშირად გაგზავნაში - 3 ქულა; სავარაუდო მსხვერპლთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი - 1 ქულა; მოძალადე მსხვერპლს ხშირად აყენებს შეურაცხყოფას ან ამცირებს - 1 ქულა. ვინაიდან ქულათა რაოდენობა იყო 3-ზე მეტი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმი;
3.4. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ლ-–----------- მიერ გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია: თ-------------; მოძალადე: ბ----------; ბ----------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებით გამოყენებით. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 1 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N0----- შემაკავებელი ორდერი;
3.5. ბ---------- არის თ----- მ-----ის ყოფილი მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა
3.6. ბ----------ს და თ-------------ს ჰყავთ საერთო შვილი ჯ--------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ--- კ------ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კანონის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით.
,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს; ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს.
შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში თ----- მ-----ის უფლებებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–----------მ 2019 წლის 20 დეკემბერს გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია: თ-------------; მოძალადე: ბ----------; ბ----------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებით გამოყენებით. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 1 თვე.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა თ----- მ-----ის შეტყობინება, რომლის თანახმად იგი ყოფილი მეუღლის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომლის შედეგადაც იგი თავს შეურაცხყოფილად და დაუცველად გრძნობს.
საქმეში არ არის წარმოდგენილი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ბ--- კ------ მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს თ----- მ-----ის მიმართ. მართალია, შემაკავებელი ორდერის თანახმად ძალადობის ფაქტი განხორციელდა 2019 წლის 16 დეკემბერს, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ ფაქტი უშუალოდ მომხდარია 2019 წლის 17 დეკემბერს, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული არ გამორიცხავს ძალადობის განხორცილების ფაქტს და ოქმში დაშვებული აღნიშნული უზუსტობა ვერ გახდება მისი ბათილად ცნობის საფუძველი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების მიხედვით ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს მსხვერპლის მიმართ ადგილი ჰქონდა წარსულშიც.
მოსარჩელე მართალია უარყოფს ძალადობის ფაქტს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაბათილებულ ან ეჭვქვეშ იქნეს დაყენებული საქმეზე გამოკვლეული გარემოებები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი მოთხოვნა და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილებას აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება თავად მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შემაკავებელი ორდერი პასუხობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და სახეზეა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილო მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-–----------- მიერ 2019 წლის 20 დეკემბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ--- კ------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
მოსამართლე ლუიზა თოდუა