გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2018
საქმის ნომერი
330310918002775049
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310918002775049

საქმე №3/7945-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26.12.2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე

 

მსხვერპლი - გ-------------–--–ი

(პ/ნომერი: 0----------, მისამართი: ქ. თბილისი, ა-–-------------ის 7)

 

მოძალადე - ლ----------–--–ი

(პ/ნომერი: 0----------, მისამართი: ქ. თბილისი, ა-–-------------ის 7)

 

დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

გ-------------–--–მა 2018 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ლ----------–--–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

 

განმცხადებლის განმარტებით, მისი შვილი - ლ----------–--–ი არის მის მიმართ აგრესიული, რის გამოც შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი. გ-------------–--–ის განიცდის ლევანი ხიდეშელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას და ფიზიკური ძალადობის საფრთხეს. ამდენად, იგი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. განმცხადებელი ითხოვს დამცავი ორდერის გამოცემას 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ-------------–--–ი დაეთანხმა წარმოდგენილ განცხადებას და მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა.

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ლ----------–--–ი და არც წერილობით წარმოუდგენია მოსაზრება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 2113 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე, ხოლო ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს მომართა გ-------------–--–მა.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დამცავი ორდერი არის დროებით სახის ღონისძიება, და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით იკრძალება გარკვეული მოქმედების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ოჯახის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურდა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა ატარებს ფსიქოლოგიური ძალადობის ხასიათს და აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობა ლ----------–--–ის მხრიდან მსხვერპლის გ-------------–--–ის მიმართ და შესაბამისად არსებობს დამცავი ორდერის დამტკიცების საფუძველი. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დამცავი ორდერი გამოიცეს შემდეგი პირობით: აეკრძალოს ლევანი ხიდეშელს გ-------------–--–ის მიმართ კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ნებისმიერი ტექნიკური საკომუნიკაციო საშუალებით; ასევე, ლ----------–--–ს აეკრძალოს მიახლოება მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ ადგილთან და სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაიცეს 3 (ორი) თვით დამცავი ორდერი ლ----------–--–ის მიმართ.

 

რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის 24.12.2018 წ. N05/9-797/672 წერილი, რომლითაც ცენტრი გამოთქვამს მზაობას მოძრალადის ძალადობირივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მომენტისათვის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა შინაარსის მომსახურებას შესთავაზებს ცენტრი პირს კურსის სავალდებულოდ გავლის დაკისრების შემთხვევაში.

 

სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3 თვემდე ვადით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ (მოქმედებს 2018 წლის 28 დეკემბრამდე).

 

სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112, 2113, 2115 მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------–--–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. გამოიცეს დამცავი ორდერი ლ----------–--–ის მიმართ შემდეგი პირობით:

 

- აეკრძალოს ლ----------–--–ს გ-------------–--–ის მიმართ კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ნებისმიერი ტექნიკური საკომუნიკაციო საშუალებით;

 

- აეკრძალოს ლ----------–--–ს მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ ადგილთან და სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 3 (სამი) თვით;

 

4. დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

 

4. განემარტოს ლ----------–--–ს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს პასუხისგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით;

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე