გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.08.2018
საქმის ნომერი
330310918002578141
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4959-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

განმცხადებელი - ი-------------ე (დაბადებული: 14.05.1---წ.; პ/ნ 5----------; მცხოვრები: ქ. თ---–-------------------------------–--------------------)

 

არასრულწლოვანი პირები:

1. ბ------------–---–ი (დაბადებული: 26.10.2---წ.);

2. ს--–-------------–---–ი (დაბადებული: 20.09.2---წ.);

3. ა--------------–---–ი (დაბადებული: 06.11.2---წ.);

კანონიერი წარმომადგენელი (დედა) - ი-------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – დ--------------–---–ი (დაბადებული: 28.08.1---წ.; პ/ნ 0----------; მცხოვრები: ქ. თბილისი, შ--–------–--------------------------------, ბ------)

 

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო

წარმომადგენელი - ნ--------------ია (სოციალური მუშაკი)

 

დავის საგანი – დამცავი ორდერის გამოცემა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ი-------------ემ დ--------------–---–ის მიმართ და მოითხოვა მისი და მისი არასრულწლოვანი შვილების - ბ------------–---–ის, ს--–-------------–---–ის და ა--------------–---–ის უფლებათა დასაცავად დამცავი ორდერის გამოცემა.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ დ--------------–---–ი მასზე და მის არასრულწლოვან შვილებზე ძალადობს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. განმცხადებლის მითითებით, დ--------------–---–ი არ იხდის დაკისრებულ ალიმენტს, რის გამოც უწევს საზღვარგარეთ მუშაობა. 2018 წლის მაისში სამუშაოდ ჩავიდა ქალაქ სტამბულში, როდესაც ამის შესახებ შეიტყო დ--------------–---–მა ლისზე წაიყვანა ბ------------–---–ი და 2 საათის განმავლობაში ეჩხუბა იმის გამო, რომ არ გააფრთხილა. ამის შემდეგ ბ------------–---–ს აიძულებდა თმის შეჭრას, თუმცა იგი დ--------------–---–ს გამოექცა, მივიდა ბაბუასთან ლეო ბრეგვაძესთან და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დ--------------–---–მა მომხდარის გამო მოიხადა ბოდიში.

 

განმცხადებლის მითითებით, 2018 წლის 29 ივლისს, დილით, დ--------------–---–ი შევარდა ი-------------ის მშობლების სახლში, ვინაიდან მას ჰქონდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ბ------------–---–ი ეწეოდა სიგარეტს. ბ------------–---–ი ამ დროს სახლში იმყოფებოდა კლასელთან ერთად. დ--------------–---–მა საფერფლეში იპოვა სიგარეტის ნარჩენი, რის გამოც ბ------------–---–ი ცემა, ხოლო მისი კლასელი სახლიდან გააგდო. შემდეგ, ძალით წაიყვანა ბ------------–---–ი, თმა გადაპარსა და სოფელში გააგზავნა განმცხადებლის დედასთან. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ბ------------–---–ის ცემის ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი მისი იტალიაში ყოფნის დროს. ბ------------–---–მა დ--------------–---–ის ქმედებების გამო სცადა თვითმკვლელობა.

 

განმცხადებელთა განმარტებით, დ--------------–---–მა ბ------------–---–ს წაართვა ტელეფონი, სადაც ჩართული იყო ბ--ას კლასელის ,,Facebook“ გვერდი და მიწერა მის დას, დედას და თავად განმცხადებელს. ამასთან, დარეკა ბ--ას მეგობრების მშობლებთან მიაყენა, მათ შეურაცხყოფა, ასევე დააშინა მათი შვილები. განმცხადებლის მითითებით, დ--------------–---–ი ამ ყველაფერს აკეთებს იმის გამო, რომ არ გადაიხადოს ალიმენტი, თუმცა მუშაობს, აქვს სხვაზე გაფორმებული ავტომანქანა და ბინა, რომელიც მის დაზეა გაფორმებული.

 

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ დ--------------–---–ი მას ამცირებს, ემუქრება დედამისს, მას და მის შვილებს. დ--------------–---–ი ერევა ი-------------ის პირად ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჰყავს ცოლი და შვილი მეორე ქორწინებიდან.

 

განმცხადებელი მიუთითებს, რომ დ--------------–---–ი უკრძალავს მათ შვილს - ს--–-------------–---–ს იაროს ცეკვის წრეზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი-------------ე მოითხოვს დ--------------–---–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას, 6 თვის ვადით, მისი და მისი არასრულწლოვანი შვილების - ბ------------–---–ის, ს--–-------------–---–ის და ა--------------–---–ის დაცვის მიზნით.

 

ი-------------ემ (იმავდროულად არასრულწლოვანების - ბ------------–---–ის, ს--–-------------–---–ის და ა--------------–---–ის კანონიერი წარმომადგენელი - დედა) 2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა, შემდეგი პირობით: აეკრძალოს დ--------------–---–ს ი-------------ესთან, ბ------------–---–თან, ს--–-------------–---–თან და ა--------------–---–თან, მათ სახლთან, სკოლასთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოებას, სადაც ისინი იმყოფებიან; დამცავი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვროს 6 (ექვსი) თვე.

 

დ--------------–---–მა 2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი მხრიდან განცხადებაში მითითებული რომელიმე პირის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ყველა მისი ქმედება მიმართულია არასრულწლოვანი შვილების ინტერესების დასაცავად.

 

დაინტერესებული პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა - ნ--------------იამ (სოციალური მუშაკი) მხარი დაუჭირა არასრულწლოვანთა უფლებათა დასაცავად დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 2113 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე, ხოლო ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-31 მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ამავე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). „ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს. ხოლო ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას.

ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმის გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ერთი მხრივ ბ------------–---–სა და მეორე მხრივ დ--------------–---–ს შორის არის რთული და დაძაბული ურთიერთობა, რაც შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარების გარეშე. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებისა (მათ შორის არასრულწლოვანი ბ------------–---–ის) და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ძალადობა დ--------------–---–ის მხრიდან ბ------------–---–ის მიმართ, შესაბამისად არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველი.

 

ამდნად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედებები, რომლებსაც ახორციელებს დ--------------–---–ი ბ------------–---–ის მიმართ, წარმოადგენს ძალადობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაიცეს დამცავი ორდერი დ--------------–---–ის მიმართ 2 (ორი) თვის ვადით შემდეგი პირობით: აეკრძალოს დ--------------–---–ს ბ------------–---–თან, მის სახლთან, სკოლასთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ბ------------–---–ი იმყოფება.

 

ამასთან, რაც შეეხება დამცავი ორდერის გამოცემას ი-------------ის, ს--–-------------–---–ის და ა--------------–---–ის მიმართ სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა მის მიერ სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, მითითებულ პირთა მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტები არ დასტურდება საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, რაც მითითებულ პირთა მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3 თვემდე ვადით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2112, 2113, 2115 მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გამოიცეს დამცავი ორდერი დ--------------–---–ის (დაბადებული: 28.08.1---წ.; პ/ნ 0----------; მცხოვრები: ქ. თბილისი, შ--–------–--------------------------------, ბ------) მიმართ შემდეგი პირობით:

 

- აეკრძალოს დ--------------–---–ს ბ------------–---–თან, მის სახლთან, სკოლასთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ბ------------–---–ი იმყოფება;

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 02 (ორი) თვით;

 

4. განემარტოს დ--------------–---–ს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს პასუხისგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

5. ი-------------ის განცხადება მისი და მისი არასრულწლოვანი შვილების - ს--–-------------–---–ის და ა--------------–---–ის ნაწილში, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

6. გადაწყვეტილება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით;

 

8. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე. დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე