გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.04.2019
საქმის ნომერი
190310019002875476
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-72-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03.04.2019 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–-

სხდომის მდივანი ე-–--- ო-----

მოსარჩელე - მ--- ქ-----ა,წარმომადგენელი - მ------ ს--------,მოპასუხე - შინაგან საქმეთა სამინსიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო,მოპასუხის წარმომადგენელი - გ--- მ–-------,დაინტერესებული პირი - ი--- კ------,წარმომადგენელი --------------,დავის საგანი - შემ---ვებელი ორდერის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №0----- შემ---ვებელი ორდერის ბათილად ცნობას.

 

მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 26 თებერვალს ძმასთან - კ------- ქ-----ასთან, შვილთან - ლ---- გ------–---–თან და ნათესავ მ------ კ-–--სთან ერთად იმყოფებოდა ძმის ოჯახში, ქ. რუსთავში, მე-17 მ/რ №1-----ში, ძმისშვილის დაბადების დღეზე, სადაც აღმოაჩინა, რომ ძმას არ ჰქონდა საკუთარი სახლის გასაღები, რაც ძალიან გაუკვირდა. სახლის კარები გაუღო ძმის მეუღლემ - ი--- კ------მ, რომელიც თავიდანვე იყო აგრესიული და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი არ იყო ინფორმირებული მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების შესახებ და რძლის კითხვაზე ,,რატომ მოეთრიეთ ჩემს სახლშიო?" უპასუხა, რომ მივიდა ძმის სახლში ძმისშვილის დაბადების დღეზე. რაცას მოჰყვა მოსარჩელის პროტესტი ვინაიდან ბინა, რომელშიც იმყოფებოდნენ შეძენილი იყო მისი ძმის ფულით, რაც მისცა მოსარჩელემ. როცა ეს ფაქტი შეახსენა რძალს ის გაღიზიანდა და ხელი მოიქნია მისი მისამართით, რაც მოხვდა ლ---- გ------–---–ს. ყოველივე აღნიშნულის შემდგომ ი--- კ------მ დარეკა 112-ზე და ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს კი განუცხადა, რომ მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. პატრულის თანამშრომელმა ისე, რომ არ მოუსმენია მოსარჩელისა და მისი თანხმლები პირების ახსნა-განმარტებას, მხოლოდ ი--- კ-----ის ჩვენების საფუძველზე შეადგინა შემ---ვებელი ორდერი, რომ თითქოს მოსარჩელე მხარე ფსიქოლოგიურად ძალადობდა ი--- კ------ზე.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ--- მ–-------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას შესრულებისას შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მისამართზე და ადგილზე მისვლისას მხარეები შედარებით დამშვიდებულნი იყვნენ, ძალადობის ფაქტს პოლიციის თანამშრომლები არ შესწრებიან, თუმცა როგორც წესი მოხდა მხარეთა განცალკევება სხვადასხვა ოთახებში, შემდგომ მხარეთა ახსნა- განმარტებების საფუძველზე მოხდა შემ---ვებელი ორდერის გამოცემა.

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია

დაინტერესებული პირი მოსარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა. მისი მითითებით, არ არსებობს შემ---ვებელი ორდერი გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მ--- ქ-----ას მხრიდან ნამდვილად განხორციელდა ფსიქოლოგიურ ძალადობა. კერძოდ ლანძღავდა და უყვიროდა, რის გამოც ი--- კ------ იძულებელი გახდა გამოეძახა შესაბამისი სამსახური. ამასთან მიუთითა, რომ მხარეთა შორის არის კონფლიქტური სიტუაცია და გარკვეველია თუ რატომ მივიდა ეხლა მ--- ქ-----ა ძმის შვილის დაბადების დღეზე, როდესაც სამი წლის განმავლობაში ბავშვი არ უნახავს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2019 წლის 26 თებერვალს გამოიცა №0----- შემ---ვებელი ორდერი მ--- ქ-----ას მიმართ, მსხვერპლი -ი--- კ------, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №0----- შემ---ვებელი ორდერი. (ს. ფ. 13)

 

3.1.2. ქ. რუსთავში, მე-17 მ/რ, №1-----ში მდებარე ბინა ს.კ. 02.02.03.062.0----- წარმოადგენს ი--- კ-----ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 92-93)

 

3.1.3. მხარეთა შორის კონფლიქტი წარმოიშვა საცხოვრებელ ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მოწმეთა ჩვენების მოსმენის, სამხრე კამერის ჩანაწერის დათვალიერების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--- ქ-----ას მიერ აღძრული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემ---ვებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემ---ვებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემ---ვებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ,განსახილველ შემთხვევაში სარჩელი წარმოდგენილია მითითებულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, კერძოდ, მსხვერპლად დასახელებული პირის ი--- კ-----ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა დაიწყო კანონით გათვალისწინებულ 3 დღიან ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემ---ვებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემ---ვებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემ---ვებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემ---ვებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემ---ვებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემ---ვებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

 

,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემ---ვებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

 

განსახილველ შემთხვევაში ი--- კ------მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით მიემართა სახელმწიფო ორგანოსათვის შემ---ვებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით და მის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

დასახელებული ნორმების ანალ----დან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მხოლოდ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით განმარტებულია ოჯახის წევრის არსი, რომლის თანახმადაც – ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრია- დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; ამავე ნორმის ,,თ" ქვეპუნქტით მოძალადე განმარტებულია როგორც – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2019 წლის 26 თებერვალს გამოცემული იქნა №0----- შემ---ვებელი ორდერი მ--- ქ-----ას მიმართ, მსხვერპლი -ი--- კ------, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემ---ვებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

შემ---ვებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ადგილი ჰქონდა თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ და პირიქით, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა, მოწმეთა ჩვენებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ--- ქ-----ას მხრიდან ი--- კ-----ის მიმართ ძალადობის გამორიცხვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახის გამოყენების სამართლებრივი აუცილებლობა, ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა უთანხმოებას სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განპირობებულია მათ შორის არსებული ოჯახური კონფლიქტით საცხოვრებელი ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით. ამასთან, კონკრეტული სახის მტკიცებულებები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დადასტურებდა მ--- ქ-----ას მიერ განხორციელებული რაიმე სახის შესაძლო ძალადობის ფაქტს (ფსიქოლოგიური ძალადობა),- ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის.

 

შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების სამართლებრივ საფუძველს, რადგან ამგვარი დამოკიდებულება იმთავითვე ძალადობას არ ნიშნავს და ასეთ დროს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. სასამართლო, სამხრე კამერის ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ თავდაპირველი კონფლიქტი წარმოიშვა ი--- კ-----ის მხრიდან მას შემდეგ რაც მეუღლე და მისი ნათესავები არ შეუშვა საცხოვრებელ ბინაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ზოგადად მხარეებს ერთმანეთის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ იძლევა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების სამართლებრივ საფუძველს, რადგან ამგვარი დამოკიდებულება იმთავითვე ძალადობას არ ნიშნავს და ასეთ დროს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

 

საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე- 2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ არასრულწლოვნის მიმართ საპროცესო მოქმედება არასპეციალიზებულმა პირმა განახორციელა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა განაგრძოს პროცესი, ხოლო არასპეციალიზებული პირი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესს.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასრულწლოვნის საქმეს აწარმოებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პოლიციელი. არასრულწლოვნის მიმართ „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს ახორციელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ა) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემ---ვებელ ორდერს და მეთვალყურეობს დამცავი და შემ---ვებელი ორდერების აღსრულებას;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ოჯახში კონფლიქტს ესწრებოდნენ არასრულწლოვნები მ--- ქ-----ას და ი--- კ-----ის შვილები. გაურკვეველია არის თუ არა პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირი. სამხრე კამერის ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე ასეთს არ უნდა წარმოადგენდეს ვინაიდან, კითხულობს სხვა თანამშრომელს. სამხრე კამერის ჩანაწერითვე ირკვევა, რომ ი--- ქ-----ას პრეტენზიები აქვს მ--- ქ-----ას მიმართ მშობლების ბინასთან დაკავშირებით, ხოლო მეუღლის მიმართ ხელფასის მიუღებლობასთან დაკავშირებით.

 

იმ პირობებში, თუ მ--- ქ-----ას მხრიდან ი--- კ-----ის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას და აღნიშნულს ესწრებოდნენ არასრულწლოვნები სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელთა დასაცავადაც უნდა გამოცემული ყოფილიყო შემ---ვებელი ორდერი კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. (სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მონაწილეობით)

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შემ---ვებელი ორდერი გამოცემულია საქმის გამოკვლევის გარეშე, არ იქნა მოსმენილნი არასრულწლოვნები, არ გამოიკითხა სხვა ოჯახის წევრები, შეფასება არ მისცემია იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არის კონფლიქტი, რომელიც წარმოშობილია ქონებრივ დავასთან დაკავშირებით. ამასთან, არ შეფასებულა თუ რატომ გაიზიარა ი--- კ-----ის ახსნა-განმარტება პატრულ ინსპექტორმა და რატომ არ მიიჩნია სარწმუნოდ მ--- ქ-----ას ახსნა-განმარტება. მით უფრო, რომ სამხრე კამერის ჩანაწერის და მოწმე რაულ კ-----ის ჩვენებით დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის გამოძახებას აპირებდა მ--- ქ-----ა და ი--- კ------მ დაასწრო.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის მოთხვონის დაკმაყოფილებისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემ---ვებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ--- ქ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2019 წლის 26 თებერვალს №0----- შემ---ვებელი ორდერი ბათილად იქნეს ცნობილი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე ნ---- თ----–---–-