გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002593470
საქმე №3/521-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - ი--- ლ-----ე
წარმომადგენელი - მ------- ლ----ე
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - ი-–-- ბ--–-------ე
დაინტერესებული პირი - თეონა გიორგაძე
მოთხოვნის არსი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ი-–-- ბ--–-------ის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს გამოცემული №001147 შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 13 აგვისტოს ი--- ლ-----ეს დაახლოებით 2 საათისთვის დაუკავშირდა მისი შვილი - თეონა გიორგაძე, რომელიც მიმართავდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ემუქრებოდა ისეთი სახელის გამტეხი ინფორმაციის გაჟღერებით, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ასევე, ქონების დაზიანებითაც. თეონა გიორგაძის მხრიდან ამგვარი ქმედება ატარებს სისტემატიურ ხასიათს, რაც გამოხატულია მისი მხრიდან ამავე შინაარსის შეტყობინების მასიურად დაგზავნაშიც. აღნიშნული აგრესია გამომდინარეობს იქედან, რომ თეონა გიორგაძეს ქორწინებაში შეძენილი შვილი - ბარბარე ტურაბელიძე იზრდება მამასთან გიორგი ტურაბელიძესთან. მამასთან შვილის გაზრდის ფაქტს მხარს უჭერს მოსარჩელე ი--- ლ-----ე, ვინაიდან თეონას ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა, ასევე მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი არ იძლეოდა ამის საშუალებას, რომ ბავშვი მასთან აღზრდილიყო. აღნიშნულმა მხარდაჭერამ გააღიზიანა თეონა, რომელიც ყოველ ჯერზე აფრთხილებს დედას რომ მის საწინააღმდეგოდ გააკეთებს რაიმეს, ამასთან ე.წ. მსხვერპლი თეონა გიორგაძე დედას ადანაშაულებს მის ყოფილ მეუღლესთან ინტიმურ ურთიერთობებში, რასაც აღწერს უცენზურო კონტექსტით, რაც მძიმე ტანჯვას აყენებს ი--- ლ-----ეს. მხარე აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ი--- ლ-----ის მხრიდან ადგილი აქვს თეონა გიორგაძის მიმართ ძალადობის ფაქტს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა ი--- ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
3. დაინტერესებული პირის პოზიცია.
დაინტერესებული პირი ი--- ლ-----ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3. უდაო ფაქტობრივი.
3.1.1. დადგენი-–--, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს თეონა გიორგაძემ განცხადებით (შეტყობინება) მიმართა საპატრულო პოლიციას და ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით ითხოვა დახმარება.
დადგენი-–--, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის ი-–-- ბ--–-------ის მიერ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა თეონა გიორგაძეს, რომელმაც განმარტა, რომ დედამ ი--- ლ-----ემ სატელეფონო საუბრისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის ი-–-- ბ--–-------ის მიერ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ი--- ლ-----ეს, რომელმაც განმარტა, რომ მას დაუკავშირდა შვილი თეონა გიორგაძე, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა რეპუტაციის შელახვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინება;
- რეაგირების ოქმი;
- ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენი-–--, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის ი-–-- ბ--–-------ის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს გამოიცა N001146 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია: ი--- ლ-----ე; მოძალადე: თეონა გიორგაძე. თეონა გიორგაძეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მობილური საშუალებით კონტაქტი. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური ძალადობა; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 30 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N001146 შემაკავებელი ორდერი;
3.3. დადგენი-–--, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის ი-–-- ბ--–-------ის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს გამოიცა N001147 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია: თეონა გიორგაძე; მოძალადეა: ი--- ლ-----ე. ი--- გიორგაძეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მობილური საშუალებით კონტაქტი. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური ძალადობა; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 30 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N001147 შემაკავებელი ორდერი;
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი--- ლ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსი-–-- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემის მიზანს წარმოადგენს მსხვერპლის მოძალადისგან მყისიერი დაცვა, აღნიშნული კი განხორციელებული უნდა იქნეს პოლიციის ორგანოების მიერ ოპერატიული რეაგირების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს შესაბამისი ორგანოების ვალდებულებას დაუყოვნებლივ გამოცხადნენ ადგილზე ან მსხვერპლის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში დაიწყონ წარმოება, შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოკითხონ მოწმეები და საჭიროების შემთხვევაში გამოსცენ შემაკავებელი ორდერი, რათა აღკვეთონ ძალადობრივი ქმედება მსხვერპლის მიმართ.
საქმის მასალებით დადგენი-–--, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 13 აგვისტოს გამოსცა №001147 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი თეონა გიორგაძე მოძალადე ი--- ლ-----ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას. ი--- ლ-----ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მასვე აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო ურთიერთობა. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
ასევე დადგენი-–--, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა თეონა გიორგაძის განცხადება/შეტყობინება, რომლის თანახმად იგი დედის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის ,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.
აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და ისინი შეიძლება გამომდინარეობდეს მძიმე სოციალური თუ ეკონომიური მდგომაროებიდან, ემყარებოდეს რელიგიური თუ კულტურულ ტრადიციებს და ურთიერთობის დადგენილი ფორმით სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულ წესებს. ოჯახში ძალადობის მიზეზს ასევე, შეიძლება წარმოადგენდეს ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორის მიმართ ძალაუფლების დემონსტრირების ან კონტროლის განხორციელებას. ანუ, როცა ოჯახის ერთი წევრი ცდილობს დაამყაროს კონტროლი მსხვერპლის ქმედებაზე (არსებობაზე), მის ქცევასა და ცხოვრების წესზე და ამისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს. რიგ შემთხვევაში ძალადობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ისეთი სხვა ფაქტორები, როგორიცაა სოციალური ურთიერთობები, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ფსიქიკური და მენტალური პრობლემები.
სასამართლო მიუთითებს, რომ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, მიზანმიმართულად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: კრიტიკა, აგრესიული და შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ან ასეთი მიმართვა, დაშინება, ,,მსვერპლის“ აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი მსხვერპლის პიროვნების მიმართ, საზოგადოებისგან იზოლირება, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
დადგენი-–--, რომ ი--- ლ-----ე და თეონა გიორგაძე არიან დედა-შვილი და მათ შორის ადგილი აქვს დაძაბულ ურთიერთობას (კონფლიქტს). სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ, დაინტერესებული პირის (მსხვერპლის) მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს, შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ი--- ლ-----ის სარჩელი და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერი №001147.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი--- ლ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი