გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.05.2019
საქმის ნომერი
190310919003000093
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-1---19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

 

24.05.2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნინო ონიანი

 

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

განმცხადებელი - მა---------------ე

წარმომადგენელი - გვ--–---------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გი----------------ე

 

განმცხადებლის მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა

 

სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

2019 წლის 17 მაისს მა---------------ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გი----------------ეს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. მა---------------ის წარმომადგენლის განმარტებით, გი----------------ემ არაერთხელ განახორციელა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა დედის - მა----------------ის მიმართ.

 

შუამდგომლობაში მითითებულია, რომ გი----------------ე სისტემატიურად მოიხმარდა ალკოჰოლს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ კი ძალადობდა მის დედაზე, როგორც არასრულწლოვანი დისშვილების, ასევე დედის თანამშრომლების თანდასწრებით. გი----------------ის მხრიდან წლების განმავლობაში სისტემატური ძალადობის ფაქტზე არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერები და დადგა განაჩენები სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ 2016 წლის 15 აპრილს გი----------------ემ განახორციელა დედის მა---------------ეს მიმართ დამცირება, მიუვარდა სამუშაო ადგილზე და მოქალაქეთა თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცადა იქვე მოთავსებული ტელევიზორის დაზიანება, ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით 2016 წლის 15 აპრილს გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ორდერით (0-----) გი----------------ეს აეკრძალა მა---------------ესთან ყველანარი კონტაქტი. 2016 წლის 26 აპრილს გი----------------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სსამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. განაჩენით მას ძირითადი სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მიუხედავად აღნიშნულისა, გი----------------ეს არ შეუწყვეტია დედის მიმართ დამამცირებელი ქმედებების განხორციელება და სისტემატური შეურაცხყოფა. მის მიმართ 2016 წლის 04 ივნისს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი (0------, რომლითაც მას აეკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია დედასთან, ასევე მიახლოება ყველა იმ ადგილთან სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.

 

მიუხედავად გი----------------ის მიმართ დამდგარი სისხლის სამართლის განაჩენისა, 2016 წლის 13 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიაკითხა მა---------------ეს სამსახურში, მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და მოსთხოვა ფული, მა---------------ემ მისი თავიდან მოშორების მიზნით მისცა 10 ლარი. 2016 წლის 14 ნოემბერს გი----------------ემ კვლავ მიაკითხა დედას მაღაზიაში და მოითხოვა ფული, მაგრამ უარის მიღების შემდეგ დედას მიმართა უცენზურო სიტყვებით და მაღაზიის კარის დაზიანების მუქარით დედის მისამართით დაიწყო გინება. იმავე დრეს გი----------------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი (0-----), რომლითაც მას აეკრძალა კომუნიკაცია და მიახლოევება დედის ადგილსამყოფელთან. ამ ფაქტის შემდგომ გი----------------ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და 2017 წლის 7 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცდა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა და გი----------------ეს გაუფორმდა საპროცესო. 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით გი----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, პირობითი მსჯავლის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

2017 წლის 27 ნოემბერს გი----------------ე განთავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან და ამავე წლის 28 ნოემბერს იგი მივიდა დედის საცხოვრებელ სახლში და არასრულწლოვანი დისშვილების თანდასწრებით დედას სახის არეში ჩაარტყა მუშტი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 18 მაისს დადგა განაჩენი გი----------------ის მიმართ. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის 06 თვის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 18 მაისს დადგენილი განაჩენის მიხედვით გი----------------ე საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს 2018 წლის 28 მაისს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გი----------------ე ძალადობრივ ქმედებებს დედაზე ახორციელებდა სისტემატიურად და გაცნობიერებულად, რომ იგი ჩადიოდა დანაშაულს, თუმცა მისი ქცევის გამოსწორება არასოდეს უცდია, მარინა ტაბტაძეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი/შიში, რომ მისი შვილის კვლავ გააგრძელებს ძალადობას მასზე.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმცხდებელმა მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა 06 თვის ვადით, შემდეგი პირობებით:

1) გი----------------ე ცნოთ მოძალადედ, ხოლო მა---------------ე ძალადობის მსხვერპლად;

2) გი----------------ეს აეკრძალოს მა---------------ესთან ურთიერთობა, მათ შორის სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება;

3) გი----------------ეს აეკრძალოს - მა---------------ის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე რ----------------------------------------) და ყველა იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება

4) გი----------------ეს დაევალოს - მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა.

 

ს ა მ ო ტ ივ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა”, “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას”, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით”.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ამოქმედდება გამოცემისთანავე. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქმედება, რომელიც ხორციელდება გი----------------ის მხრიდან მა---------------ის მიმართ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. ამასთან, განმცხადებლების განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება.

 

წარმოდგენილი მასალების ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე გი----------------ის მხრიდან მსხვერპლის - მა---------------ის მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მა---------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1 გი----------------ე ცნობილ იქნეს მოძალადეს ხოლო მა---------------ე ძალადობის მსხვერპლად;

1.2 გი----------------ეს აეკრძალოს მა---------------ესთან ურთიერთობა, მათ შორის სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება;

1.3 გი----------------ეს აეკრძალოს - მა---------------ის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე რ----------------------------------------) და ყველა იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება

 

2. დამცავი ორდერი გამოიცეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

4. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე ნინო ონიანი