გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/557-19 (010310019003281636)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით;
მოსარჩელე - ჰ----- ჯ------------–-–----;
ადვოკატი - ი-–-------------
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება
წარმომადგენელი - ლ----–-----
მესამე პირი - ჰ----- ჯ------------–-–----; დ--------------------–-–----; ჰ----- ჯ------------–-–---;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი;
წარმომადგენელი - გ---–-------–---------
მესამე პირი - ნ------------–-– (ყოფილი მეუღლე);
წარმომადგენელი - მ--------------
თარჯიმანი - ზ----------------------------------–--–--------
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერების გაუქმება;
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ 2019 წლის 9 ნოემბერს გამოცემული №--------------------------- შემაკავებელი ორდერების გაუქმება (იხ. 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 9 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერები არის ბუნდოვანი, მოსარჩელეს არასწორად ეთარგმნა მათი შინაარსი. 2019 წლის 9 ნოემბერს, დილის საათებში, ჰ----- ჯოზეფ ბუელლ III-ს საცხოვრებელ მისამართზე, ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა N66, ბინა N28ა-ში, გამოცხადდნენ პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რის მიზეზადაც დაასახელეს მოსარჩელის ყოფილი მეუღლის, ნ------------–-–ის მიერ პოლიციაში შეტანილი განცხადებები. მოსარჩელემ პოლიციის თანამშრომლებს გასაუბრებისას აუხსნა, რომ ყოფილ მეუღლესთან აქვს კონფლიქტი, საოჯახო დავა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჰ----- ჯ------------–-–------ა და ნ------------–-–ს ჰყავთ 3 საერთო შვილი, მათზე დაბადებიდან ზრუნავდა მოსარჩელე, რაც გაგრძელდა განქორწინების შემდგომაც, იგი არასოდეს უშლიდა ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობაში. პოლიციის თანამშრომელმა ჰ----- ჯ------------–-–------ განუმარტა, რომ შემაკავებელ ორდერებს ავსებდა იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს ეთანამშრომლა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და შვილები მიეყვანა დედასთან, რაზეც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა და ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. თუმცა როგორც შემდგომში თარჯიმანთან კონსულტაციით გამოირკვა, ამ დოკუმენტით ჰ----- ჯ------------–-–------ყო მოძალადე, იგი ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას არასრულწლოვან შვილებზე და მათ ხელს უშლიდა დედასთან ურთიერთობაში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერები უსაფუძვლოა, მისი მხრიდან ადგილი არ აქვს შვილების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, საქმეში წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებებითაც დასტურდება ის გარემოება, რომ ჰ----- ჯ------------–-–---- სათანადოდ განახორციელებს მშობლის უფლება-მოვალეობებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია დავა მხარეთა შორის არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვის, შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რეალურად შემაკავებელ ორდერებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს ზემოაღნიშნული სამოქალაქო დავის ფარგლებში მოსაწესრიგებელ საკითხს. ის გარემოება, რომ ნ------------–-–ი არ არის შეზღუდული შვილებთან კომუნიკაციაში, დასტურდება იმითაც, რომ საქმეზე არ არის მიღებული დროებითი განჩინება. ამდენად, №--------------------------- შემაკავებელ ორდერებში მითითებული ღონისძიებების გამოყენების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ისინი უნდა გაუქმდეს (იხ. 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების წარმომადგენელმა წარმოადგინა წერილობითი პასუხი (პოზიცია), რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ გარემოებებს. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების სახით, მსვერპლის დაცვის და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოძალადის მხრიდან არასრულწლოვან შვილებზე სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები.
№--------------------------- შემაკავებელი ორდერების გამოცემას საფუძვლად დაედო ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნ------------–-–ის განცხადებები და გამოკითხვის ოქმები, ყოფილი მეუღლის, ჰ----- ჯ------------–-–------ მხრიდან არასრულწლოვან შვილებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არასრულწლოვნების კანონიერი ინტერესების უგულებელყოფასთან დაკავშირებით. განმცხადებელთან გასაუბრებით დგინდებოდა, რომ ჰ----- ჯ------------–-–------ მხრიდან, არასრულწლოვანი შვილების მიმართ ხორციელდებოდა მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობა, მათი კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა, რის შესახებაც ნ------------–-–ს არაერთხელ ჰქონდა მიმართული სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, თუმცა უშედეგოდ. განქორწინების შემდგომ, ჰ----- ჯ------------–-–------ ექვსჯერ ჰქონდა შეცვლილი საცხოვრებელი მისამართი, რაც ნ------------–-–ისთის მნიშვნელოვნად ართულებდა შვილებთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ინფორმაციას ბავშვების მდგომარეობის შესახებ ფლობდნენ მხოლოდ მამისგან, თუმცა მათ არ ეძლეოდათ ამ მდგომარეობის გადამოწმების საშუალება. ნ------------–-–ის განმარტებით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ჰ----- ჯ------------–-–------ არაერთხელ უთქვამს, რომ ნ------------–-–ი ცუდი დედა იყო, რომელმაც მიატოვა შვილები და არ უყვარს ისინი. არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება სისტემატურად, მამა ხშირად ეუბნება შვილებს, რომ დედას არ უყვარს ისინი, არ სურს მათთან ერთად ყოფნა და მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა ტყუილია. მოძალადესთან ცხოვრების პირობებში, ბავშვები არ არიან უზრუნველყოფილნი აღზრდისა და განვითარებისთვის სათანადო საჭიროებებით, ისინი არ დადიან სკოლაში, არ იღებენ განათლებას, მათ არ უტარდებათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, არ აქვთ ძილისა და დასვენების შესაბამისი რეჟიმი, ჩართულნი არიან ნუდიზმში, ყოველივე აღნიშნული კი ხდება ჰ----- ჯ------------–-–------ პირადი მოსაზრებების გამო. ამასთან, ამ უკანასკნელმა შვილები თვეების მანძილზე დააშორა დედას და სხვადასხვა ხერხით უშლის მათ დედასთან კომუნიკაციაში.
სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელე მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არასათანადოდ ეთარგმნა შემაკავებელი ორდერების შინაარსი. სადავო ორდერებით მხარეს მცირედითაც კი არ შეზღუდვია შვილებთან კომუნიკაციის საშუალება, მას დაუწესდა მხოლოდ დამატებითი ვალდებულება, კერძოდ: ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მშობლის უფლება-მოვალეობები, არ შეზღუდოს და ხელი არ შეუშალოს მისი არასრულწლოვანის შვილების - დედასთან, ნ------------–-–თან განცალკევებით კომუნიკაციას, მათ შორის კომუნიკაციის (მათ შორის შეხვედრა) უზრუნველყოფის მიზნით შეასრულოს სოციალური მუშაკის მითითებები. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა ემსახურება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვას, რათა მათ შეძლონ სოციალური სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ დედასთან კომუნიკაციის დამყარება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოძალადის, ჰ----- ჯ------------–-–------ მიმართ, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N007081119006, არასრულწლოვან შვილებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. მოპასუხეს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი (იხ. წერილობითი პასუხი).
2.2. მესამე პირის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის პოზიცია:
მესამე პირი ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერების მოქმედების შესაბამისი საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე. 2019 წლის 6 ნოემბერს, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს წარედგინა საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის წერილი არასრულწლოვნების, ჰ----- ჯ------------–-–------- დ--------------------–-–------ა და ჰ----- ჯ------------–-–----- ახლანდელი გარემოს შეფასებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 9 ნოემბერს, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომელმა განახორციელა ვიზიტი ჰ----- ჯ------------–-–------ საცხოვრებელ ბინაში. შემოწმებით დადგინდა შემდეგი: ბინაში არის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები, ბავშვებს აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო ნივთები, მამა ყურადღებას აქცევს შვილების კვების რაციონს, ზრუნვას მათ ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება განათლებას, ბავშვები იღებენ არაფორმალურ განათლებას სახლში, რამდენადაც მამა მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი მისთვის მისაღებია, თავად პროფესიით პედაგოგია და ყოველდღიურად ამეცადინებს მათ, ამასთან, არ გამორიცხავს, რომ თუკი რომელიმე სკოლის პირობები და განათლების დონე მისთვის მისაღები იქნება, მიიყვანს შვილებს საჯარო ან კერძო სკოლაში. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბავშვები საუბრობენ მხოლოდ ინგლისურ ენაზე, იციან ერთეული სიტყვები ქართულ და რუსულ ენაზე. არასრულწლოვნების დედის, ნ------------–-–ის მიმართვების საფუძველზე, პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერები, დედას და შვილებს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად დაიგეგმა შეხვედრები. რომლებიც შესდგა 2019 წლის 11 ნოემბერს, 12 ნოემბერსა და 14 ნოემბერს. შეხვედრებისას ბავშვები იყვნენ მოწესრიგებულნი, მათი დედასთან შეხვედრები იყო ემოციური, ბავშვები გამოხატავდნენ სითბოს მის მიმართ, თამაშობდნენ ერთად, მამა ასევე გამოხატავდა სიყვარულს ბავშვების მიმართ. ერთ-ერთი შეხვედრა გაიმართა სააგენტოს ტერიტორიის გარეთ, ,,ზოოტოპიაში“, ე.წ. კონტაქტურ ზოოპარკში, სოციალური სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით, შეხვედრისას ასევე ფიქსირდებოდა მამის ზრუნვა შვილების მიმართ, იგრძნობოდა დედასთან ურთიერთობის დანაკლისიც, რამდენადაც, როგორც ცნობილი გახდა, ნ------------–-–ს დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონია ურთიერთობა შვილებთან. იკვეთებოდა ის გარემოებაც, რომ შვილებს მამასთან აქვთ ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა, მათ უჭირდათ მამის გარეშე დარჩენა და ყოველი შეხვედრისას თავიანთი ინიციატივით გადიოდნენ მამასთან და ეძებდნენ მას, ბავშვები გამოხატავდნენ მამასთან ყოფნის სურვილს, აფიქსირებდნენ, რომ მამის გარემოში იღებდნენ საჭირო მზრუნველობას, გრძნობდნენ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ. ამ შეხვედრებისას იკვეთებოდა ისიც, რომ ბავშვებისთვის მშობლების განქორწინებამ და ამ მომენტში დედასთან არასაკმარისმა ურთიერთობამ, სავარაუდოდ გამოიწვია დედასთან მიჯაჭვულობის რღვევა, ამდენად, სასურველი იყო დედასთან ურთიერთობის გაღრმავება, მშობლების გონივრული მიდგომა შექმნილი სიტუაციისადმი.
ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გამოცემულ შემაკავებელი ორდერებში მითითებული, ჰ----- ჯ------------–-–------ მხრიდან არასრულწლოვან შვილებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებსა და სოციალური მუშაკის მოთხოვნების შეუსრულებლობას, ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამგვარი მოცემულობა სახეზე იქნებოდა დროებითი განკარგულების მოქმედების შემთხვევაში, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
მესამე პირის წარმომადგენლის პოზიციით, შემაკავებელი ორდერებში მითითებული საკითხი სამოქალაქო დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით დამატებით, შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული შეზღუდვების აუცილებლობა არ არის სახეზე (იხ. 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
2.3. მესამე პირის, ნ------------–-–ის პოზიცია:
მესამე პირი, ნ------------–-–ის მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება საფუძვლიანია ნაწილობრივ. სინამდვილეს შეესაბამება ის გარემოება, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს სამოქალაქო სამართლებრივი დავა, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვის, შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ, ნ------------–-–ის განცხადებების საფუძველზე, 2019 წლის 9 ნოემბერს გამოიცა №--------------------------- შემაკავებელი ორდერები, რომელთა შესაბამისად: მოძალადეს დაევალა ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მშობლის უფლება მოვალეობები, არ შეზღუდოს და ხელი არ შეუშალოს არასრულწლოვან შვილებს, დედასთან, ნ------------–-–თან კომუნიკაციაში. მათ შორის, კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით შეასრულოს სოციალური მუშაკის მითითებები. მითითებული საკითხები, თავისი შინაარსით, ამავდროულად წარმოადგენს სასამართლოში მიმდინარე დავის საგანსაც, თუმცა შემაკავებელი ორდერები გამოიცა ამ საკითხების დამატებით მოსაწესრიგებლად (იხ 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე, ჰ----- ჯ------------–-–---- და მესამე პირები, ჰ----- ჯ------------–-–----; დ--------------------–-–---- და ჰ----- ჯ------------–-–--- იმყოფებიან ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში, კერძოდ, მოსარჩელე არის მესამე პირების მამა. ჰ----- ჯ------------–-–---- და ნ------------–-–ი არიან ერთმანეთის ყოფილი მეუღლეები.
- სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას და შემაკავებელ ორდერს;
3.2. ჰ----- ჯ------------–-–---- და ნ------------–-–ი განქორწინდნენ 2016 წელს. დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი შვილები, ჰ----- ჯ------------–-–----; დ--------------------–-–---- და ჰ----- ჯ------------–-–--- იმყოფებიან მამასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №2/35399-18, ჰ----- ჯ------------–-–-----ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ნ------------–-–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვის და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №2/37570-18, ნ------------–-–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ჰ----- ჯ------------–-–-----ის მიმართ, შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის №2/35399-18 განჩინებით, №2/35399-18 და №2/37570-18 სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №2/35399-18.
- სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის №2/35399-18 განჩინებას;
3.3.ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N007081119006, ჰ----- ჯ------------–-–------ მიმართ არასრულწლოვან შვილებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. 2019 წლის 4 ნოემბერს, ნ------------–-–მა განცხადებებით მიმართა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას, ყოფილი მეუღლის, ჰ----- ჯოზეფ ბუელლ III-ს მხრიდან არასრულწლოვან შვილებზე განხორცილებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და შვილებთან კომუნიკაციის შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით.
- სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას, ნ------------–-–ის განცხადებებს;
3.4.2019 წლის 9 ნოემბერს, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერები ჰ----- ჯ------------–-–------ მიმართ, მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილები ჰ----- ჯ------------–-–----; დ--------------------–-–---- და ჰ----- ჯ------------–-–----
№--------------------------- შემაკავებელი ორდერები გამოიცა შემდეგი პირობებით: მოძალადეს, ჰ----- ჯ------------–-–------ დაევალა ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მშრობლის უფლება მოვალეობები, არ შეზღუდოს და ხელი არ შეუშალოს არასრულწლოვან შვილებს, დედასთან, ნ------------–-–თან კომუნიკაციაში. მათ შორის, კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით შეასრულოს სოციალური მუშაკის მითითებები.
სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას, შემაკავებელ ორდერებს და მათ ოქმებს;
3.5. სასამართლო მხარეთა დასწრების გარეშე გაესაუბრა მესამე პირებს: ჰ----- ჯ------------–-–------- დ--------------------–-–------ა და ჰ----- ჯ------------–-–-----. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ მამასთან აქვთ კარგი დამოკიდებულება ის ზრუნავს მათზე, დედას ხშირად ვერ ნახულობენ, თუმცა მამა არ უშლის მათ რომ ჰქონდეს კარგი ურთიერთობა და კომუნიკაცია დედასთან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჰ----- ჯ------------–-–------ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
6.2 ;ბავშვთა კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევდეს, თუ კანონით, რომელიც ამ ბავშვისადმი გამოიყენება, ის უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას..,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, 1.მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ებყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. 2.დაცვის ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მოცავს ეფექტიან პროცედურებს სოციალური პროგრამების შესამუშავებლად იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვს და მასზე მზრუნვლე პირებს, აგრეთვე განახორციელონ გაფრთხილებისა და გამოვლენის, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის სხვა ფორმები და შემდგომი ღონისძიებანი ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის აღძვრისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ გამოცემული იქნა #--------------------------- შემაკავებელი ორდერები. შემაკავებელი ორდერებით ჰ----- ჯ------------–-–------ დაევალა ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მშობლის უფლება მოვალეობები, არ შეზღუდოს და ხელი არ შეუშალოს არასრულწლოვან შვილებს, ჰ----- ჯ------------–-–------- დ--------------------–-–------ა და ჰ----- ჯ------------–-–----- დედასთან, ნ------------–-–თან კომუნიკაციაში. მათ შორის, კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით შეასრულოს სოციალური მუშაკის მითითებები.
დადგენილია ისიც, რომ ჰ----- ჯ------------–-–---- არის მესამე პირების მამა. მესამე პირი, ნ------------–-–ი და მოსარჩელე არიან ერთმანეთის ყოფილი მეუღლეები, ისინი განქორწინდნენ 2016 წელს. დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი შვილები, ჰ----- ჯ------------–-–----; დ--------------------–-–---- და ჰ----- ჯ------------–-–--- იმყოფებიან მამასთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №2/35399-18, ჰ----- ჯ------------–-–-----ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ნ------------–-–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვის და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №2/37570-18, ნ------------–-–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ჰ----- ჯ------------–-–-----ის მიმართ, შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის №2/35399-18 განჩინებით, №2/35399-18 და №2/37570-18 სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №2/35399-18. სამოქალაქო დავაზე მიმდინარეობს წარმოება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
დადგენილია ისიც, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N007081119006, ჰ----- ჯ------------–-–------ მიმართ არასრულწლოვან შვილებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. 2019 წლის 4 ნოემბერს, ნ------------–-–მა განცხადებებით მიმართა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას, ყოფილი მეუღლის, ჰ----- ჯ------------–-–------ მხრიდან არასრულწლოვან შვილებზე განხორცილებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და შვილებთან კომუნიკაციის შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით. 2019 წლის 9 ნოემბერს, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერები ჰ----- ჯ------------–-–------ მიმართ.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ მოსარჩელე მხარე, ჰ----- ჯ------------–-–---- დღემდე ზრუნავს არასრულწლოვან შვილებზე და ჯეროვნად ასრულებს მშობლის მოვალეობას, თავის მხრივ, ჰ----- ჯ------------–-–------- დ--------------------–-–------ა და ჰ----- ჯ------------–-–----- აქვთ ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა მამასთან, მათ უჭირდათ მამის გარეშე დარჩენა, გამოხატავენ მასთან ყოფნის სურვილს, აფიქსირებენ, რომ მამის გარემოში იღებდნენ საჭირო მზრუნველობას, გრძნობენ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ, რაც ასახულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლის მიერ წერილობით მომზადებულ სიტუაციურ ანალიზში.
6.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ)სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე)ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი, თავისი არსით წარმოადგენს დროებითი ღონისძიების სახეს, რომელიც გამოიცემა ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო სამართლებრივი დავა, 2019 წლის 9 ნოემბრის შემაკავებელი ორდერების გამოცემის საფუძველად მითითებულია ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება არასრულწლოვანი შვილების მიმართ, ხოლო ჰ----- ჯ------------–-–----- ამ ორდერებით დავალდებულდა მშობლის უფლების ჯეროვნად შესრულებაში, სოციალური მუშაკის მოთხოვნების შესრულებასაში, ასევე დაევალა, არ შეუშალოს ხელი შვილებს დედასთან კომუნიკაციაში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა განმარტებებით, დასტურდება, რომ სადავო შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული ღონისძიებები, თავისი არსით წარმოადგენს მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავის საგნის ნაწილს. შესაბამისად, არ დასტურდება, ჰ----- ჯ------------–-–---- მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, არასრულწლოვანი შვილების დედასთან კომუნიკაციის შეზღუდვის გარემოებები და შემაკავებელი ორდერებით გათალისწინებული შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ 2019 წლის 9 ნოემბრის №--------------------------- შემაკავებელი ორდერების გამოცემის არც ფორმალური და არც სამართლებრივი წინაპირობა, რაც წარმოადგენს მათი გაუქმების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ----- ჯ------------–-–------ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ 2019 წლის 9 ნოემბერს გამოცემული N--------------------------9 შემაკავებელი ორდერები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე. 368-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ჰ----- ჯ------------–-–------ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.გაუქმდეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ----–----- მიერ 2019 წლის 9 ნოემბერს გამოცემული №--------------------------- შემაკავებელი ორდერები.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე