გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310019003037586
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე - ნ---- შ----ე (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - თ----- ჭ-----------, რ--------- ბ----------(არ გამოცხადდა)
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი - მ-------- ხი-–--–---–ი, რ----- შ------
დაინტერესებული მხარე - თ------ შ----ე (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - რ----–-- ბ------
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის ნაწილობრივ გაუქმება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ-------- ხი-–--–---–ის მიერ 2019 წლის 05 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი იმ ნაწილში, რითიც ნ---- შ----ეს აეკრძალა თ------ შ----ის საცხოვრებელ სახთან მიახლოება;
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 05 ივნისს თ------ შ----ემ მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს განცხადებით და მოითხოვა ნ---- შ----ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ნ---- შ----ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი ადმინნისტრაციული ორგანოსა და თ------ შ----ის წინააღმდეგ ადმინისტრაციული აქტის ნ---- შ----ის 1/6 ნაწილში ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ასევე დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო თ------ შ----ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას დავის დასრულებამდე. აღნიშნული განჩინების ჩაბარებისთანავე თ------ შ----ემ მიმართ სამართალდამცავ ორგანოებს და ცდილობს აიძულოს ნ---- შ----ე დატოვოს საცხოვრებელი სახლი.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის წარმოდგენილი - შემაკავებელი ორდერის შემდგენი შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ-------- ხი-–--–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
2.2. თ------ შ----ის წარმომადგენელი, რ----–-- ბ------ ასევე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 05 ივნისს გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით ნ---- შ----ე ეკონომიკურ ძალადობას ახორციელებს მამის თ------ შ----ის მიმართ.
ნ---- შ----ის მიმართ 2019 წლის 05 ივნისის №0----- გამოტანილია შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოძალადე ნ---- შ----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ასევე, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე, აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 05 ივნისის №0----- შემაკავებელი ორდერი;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ნ---- შ----ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . . ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
მოცემულ შემთხვევაში ნ---- შ----ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ნ---- შ----ე მამის, თ------ შ----ის , მიმართ ახორციელებს ეკონომიკურ ძალადობას, რაც საქმის მასალების თანახმად გამოიხატა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მაისის თვეში არ გადახდაში.
სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მსხვერპთა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ---- შ----ე შესაძლებელია ახორციელებდა ისეთ ქმედებას, რაც იწვევდა თ------ შ----ეზე ეკონომიურ ძალადობას, რაც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ეკონომიურ ძალადობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა ნ---- შ----ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძვლები.
მაგრამ შემაკავებელი ორდერი გამოიცა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ასევე, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;
მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელია შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა თუ არა შესაბამისი და აუცილებელი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფდა დადგენილი ძალადობის თავიდან აცილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო ეკონომიკური ძალადობის პირობებშიც კი შემაკავებელო ორდერის გამომცემმა ორგანომ, შესაძლო მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას კონკრეტულ შემთხვევაში ნ---- შ----ისთვის 30 დღით საცხოვრებელ სახლთან მიახლოების აკრძალვისას არ შეაფასა ასეთი შეზღუდვის აუცილებლობა იმ საფრთხეებთან პროპორციულობაში რაც შეიძლება მოჰყოლოდა პირის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების აკრძალვით, მით უფრო ასეთი მტკიცებულებითი ბაზის არსებობისას. ამავდროულად სასამართლო მიიჩნევს, რომ ეკონომიკური შესაძლო ძალადობის პირობებშიც კი ნ---- შ----ის საცხოვრებელ სახლთან იმ მიახლოვების აკრძალვა, არ წარმოადგენს აუცილებლობას, არ ემსახურება ოჯახში შესაძლო ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებას ან ძალადობის აღკვეთას, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლი05 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მოძალადის შესაძლო მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილებთან მიახლოვების აკრძალვა , ხოლო დანარჩენ ნაწილში შემაკავებელი ორდერი უნდა დარჩეს ძალაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- შ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 05 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი იმ ნაწილში, რომლითაც ნ---- შ----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.
3. დანარჩენ ნაწილში შემაკავებელი ორდერი დარჩეს ძალაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი