გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/559-19(010370019003265570)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე - ხ----------–---
წარმომადგენელი - შ-----------–---
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილება
წარმომადგენელი - ზ-------------–---
მესამე პირი - ნ------------
წარმომადგენელი - ჟ--–------–---------------
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ-------------–---ს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული №021677 შემაკავებელი ორდერის გაუქმება. (იხ. 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი)
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 6 ნოემბრიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ------------სთან, თანაცხოვრების მანძილზე არსებული უთანხმოების გამო, 2019 წლის სექტემბრის თვიდან, მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ნ------------ ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, ქ. ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე. დაშორების შემდეგ, ნ------------ ხელს უშლის ხ----------–---ს შვილებთან ურთიერთობაში, რის გამოც ამ უკანასკნელმა სარჩელით მომართა სასამართლოს განქორწინებისა და შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განკარგულების გამოცემა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 30 ოქტომბერს, მხარეთა მონაწილეობით განიხილა დროებითი განკარგულების გამოცემის საკითხი და დააკმაყოფილება მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა. მოსარჩელე მხარის დასაბუთებული ვარაუდით, როგორც კი ცნობილი გახდა ნ---- თებისათვის სარჩელის აღძვრისა და დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ, მან განცხადებით მიმართა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და მიუთითა, თითქოსდა ხ----------–--- 2015, 2018 და 2019 წლებში მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამ საფუძვლით მან მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემაც. ნ---------------ოთხოვნა დაკმაყოფილდა და შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ-------------–---ს მიერ, 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოიცა №021677 შემაკავებელი ორდერი, (ძალადობის ფორმა ფიზიკური ფსიქოლოგიური) შემდეგი პირობებით: მოძალადეს, ხ----------–---ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
№021677 შემაკავებელი ორდერი გამოიცა დროებითი განკარგულების გამოცემის დღეს. სასამართლოს განჩინების შინაარსის შესაბამისად, მცირეწლოვან შვილებთან მამის ურთიერთობის საკითხი დარეგულირებულია დედასთან აუცილებელი კომუნიციკაციის გზით, რასაც კრძალავს სადავო ორდერი. დროებითი განკარგულება და შემაკავებელი ორდერი ურთიერთგამომრიცხავ ქცევის წესებს ადგენს მეუღლეთათვის. ე.წ. შემაკავებელი ორდერი იცავს ნ------------ს ,,მოძალადისგან“ იმ პირობებში, როცა მოსარჩელის ბრალეულობა არ დამტკიცებულა და სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასაბუთებული ვარაუდით, ნ------------მ მეუღლის მხრიდან თითქოსდა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა სწორედ იმ საფუძვლით, რომ ხ----------–---ს ხელი შეეშალოს შვილებთან ურთიერთობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს 2019 წლის 30 ოქტომბრის №021677 შემაკავებელი ორდერი.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების წარმომადგენელმა წარმოადგინა წერილობითი პასუხი (პოზიცია), რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ გარემოებებს. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების სახით, მსვერპლის დაცვის და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.
2019 წლის 29 ოქტომბერს, ნ------------მ განცხადებით მიმართა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და მიუთითა, რომ წარსულში მისი მეუღლის, ხ----------–------ხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში ხ----------–------იმართ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართალის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. 2019 წლის 30 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ნ------------ გამოიკითხა მის განცხადებასთან დაკავშირებით. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2015, 2018 და 2019 წლებში მეუღლე ახორციელებდა ძალადობას მის მიმართ, ძალადობის თვითმხილველი იყო არაერთი მოწმე. საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა 5 პირი, მათ შორის მოწმე, თ---------------–---–-- ამ უკანასკნელის ჩვენებით, ის პროფესიით ორთოდენტია, მკურნალობას უწევდა ნ------------ს, კერძოდ, კბილების გასწორების მიზნით მას ჩაუსვა ე.წ. ბრეკეტები. აღნიშნული მკურნალობის პროცესი მოიცავს დაახლოებით 2 წელს. თ---------------–---–ი პერიოდულად ამოწმებდა ნ------------ს და აკვირდებოდა კბილების მკურნალობის პროცესს. 2018 წლის დეკემბრის თვეში, მორიგი შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ ნ------------ს ბრეკეტები ამძვრალი ჰქონდა კბილებიდან და ვერ ხერხებოდა მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი ბრეკეტების ჩასმა. მოწმის ჩვენებით, ამგვარი დაზიანება შეეძლო გამოეწვია მხოლოდ და მხოლოდ დარტყმას, ყბაში ხელის მოჭერას, ან სხვა ამგვარ ძალადობრივ ქმედებას. როგორც ნ------------მ თ---------------–---–ს განუმარტა, აღნიშნული დაზიანება მოხდა ქ. ბათუმში, ახმეტელის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რა დროსაც მოძალადემ, ხ----------–---მ მეუღლეს ხელი მოუჭირა ყბის არეში და ფიზიკურად იძალადა მასზე. ამ ფიზიკური ძალადობის ფაქტის გამო, საჭირო გახდა კბილებზე მკურნალობის კურსის გაგრძელება რამდენიმე თვით. ამდენად, მომწეებმა თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს ხ----------–------ხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-2 ნაწილების შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ნ---- თ------ განცხადება, ასევე გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა.
გასაჩივრებული №021677 შემაკავებელი ორდერი კანონიერია, იგი გამოცემულია შესაბამისი საფუძვლით და წინააღმდეგობაში არ მოდის სასამართლოს მიერ მიღებულ დროებით განკარგულებასთან. შემაკავებელი ოდერი გამოიცა მოძალადის, ხ----------–------ხრიდან მეუღლის, ნ---------------იმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქლოგიური ძალადობის საფუძველით, იგი არ ეხება მეუღლეთა არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებს. №021677 შემაკავებელი ორდერი ითვალისწინებს მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოყენებულ რიგ ღონისძიებებს და მისი მიზანია სამომავლოდ ძალადობის თავიდან აცილება. მოპასუხეს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. (იხ. შესაგებელი)
2.2. მესამე პირის პოზიცია:
თანახმად საოქმო განჩინების სარჩელში მოპასუხედ მითითებული ნ------------ მოცემული საქმეში ჩართული იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად. მისივე წარმომადგენლის განმარტებით ის არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოძალადე, ხ----------–--- წლების განმავლობაში განახორციელებდა ნ---- თ------ მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე, ფიზიკურ ძალადობას. ნ------------ მეუღლის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ითმენდა ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებითაც. მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო დავა, განქორწინებისა და არასრულწლოვან შვილებთან მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, საქმეზე დღეის მდგომარეობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 2019 წლის 30 ოქტომბერს, ხ----------–------იმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა სწორდ იმ საფუძვლით, რომ მოძალადე გასულ პერიოდში სისტემატურად ძალადობდა ნ------------ზე, რაც დადასტურდა არაერთი მოწმის ჩვენებით, ამასთან, იგი მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდა სოციალური ქსელის საშუალებითაც. შემაკავებელი ორდერი არ არის რაიმე სახის კავშირში სასამართლოს მიერ გამოცემულ დროებით განკარგულებასთან. ნ------------ს არ შეუშლია ხელი მეუღლისთვის, შვილებთან ურთიერთობის მხრივ. ამდენად, მესამე პირის პოზიციით, მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ------------ და ხ----------–--- 2009 წლის 6 ნოემბრიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების მანძილზე არსებული უთანხმოების გამო, 2019 წლის სექტემბრის თვიდან, ნ------------ და ხ----------–--- ერთად აღარ ცხოვრობენ.
ნ------------ არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში.
2019 წლის 24 ოქტომბერს, ხ----------–---მ სასარჩელო განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ნ---------------იმართ, განქორწინების და არასრულწლოვან შვილებთან მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.
სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ხ----------–---- შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა;
1.2.მოცემულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხ----------–---ს უფლება მიეცა იქონიოს ურთიერთობა შვილებთან ზ------------–-------- (დაბ.2010 წლის 11 ნოემბერს) და მ---------–-------- (დაბ.2014 წლის 26 სექტემბერს) სკოლასა და საბავშვო ბაღში, ისე რომ არ შეფერხდეს საგანმანათლებო დაწესებულების/საბავშვო ბაღის სამუშაო პროცესი.
1.3.ხ----------–---ს უფლება მიეცა სახლში წაიყვანოს ზ------------–-ძე (დაბ.2010 წლის 11 ნოემბერს) და მ---------–--- (დაბ.2014 წლის 26 სექტემბერს) ყოველ შაბათს 12 საათიდან კვირის 16 საათამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ თუ შაბათ დღეს დაემთხვა ბავშვების სპორტში ან სხვა საგანმანათლებო დაწესებულებაში გამოცხადება, უზრუნველყოფს მათ მიყვანას.
2.ბავშვების მამისათვის გადაცემას განახორციელებს დედა ნ------------. ხოლო მათ დაბრუნებას დედის საცხოვრებელ ადგილას მამა ხ----------–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. 2019 წლის 28 ოქტომბერს, ნ------------მ განცხადებით მიმართა ბათუმის რაიონულ პროკურატურას, მეუღლის, ხ----------–------ხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. 2019 წლის 30 ოქტომბერს, პოლიციის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ-------------–---მ შეადგინა გამოკითხვის ოქმები, რომელთა საფუძველზე გაირკვა, რომ ხ----------–------ხრიდან ადგილი ჰქონდა ნ---------------იმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს, რასაც სისტემატური სახე ჰქონდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. ნ---- თ------ 2019 წლის 28 ოქტომბრის განცხადება;
- იხ. დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები;
3.1.4. დადგენილია, რომ ხ----------–--- მეუღლის მიმართ განახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და აყენებდა შეურაცხყოფას სოციალური ქსელის საშუალებითაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. სოციალური ქსელით მიმოწერის ასლი;
3.1.5. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ-------------–---ს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული იქნა №021677 შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ხ----------–---ს აეკრძალა აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, ნ------------ ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 30 ოქტომბრის №021677 შემაკავებელი ორდერი
- 2019 წლის 30 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის ოქმი №021677
3.1.5. საქმეში თან ერთვის ფორმა #1 გამოძიების დაწყების სააღრიცხვო ბარათი სისხლის სამართლის საქმის N171291019010.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. ფორმა N 1
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით მე-12 მუხლით, საქართველომ, როგორც ამ კონვენციის წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის პრევენციისათვის. კონვენციით რეგლამენტირებული გარანტიები მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში და ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში.
6.2. კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, (1) ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო და (2) დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება;
6.3. კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, (1) ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით;
6.4. კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, (1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია;
6.5. კონვენციის პრეამბულის თანახმად, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და სხვა ხელმომწერნი,გმობენ რა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ყველა ფორმას; ასევე აღიარებენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ისტორიულად ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალთა უთანასწორობის გამოვლენა, რამაც მიგვიყვანა მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ დისკრიმინაციამდე და მათზე დომინირებამდე და ხელი შეუშალა ქალების სრული თანასწორუფლებიანობის განხორციელებას;
6.6. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ პარაგრაფის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
6.7. კონვენციის მე-3 მუხლის „ბ“ პარაგრაფის თანახმად, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის მე-3 მუხლის „ვ“ პარაგრაფის თანახმად, „ქალები“ მოიცავს ასევე 18 წლამდე ასაკის გოგონებს.
6.8. ,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადეს წარმოადგენს ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას.
6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ-------------–---ს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული იქნა №021677 შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ხ----------–---ს აეკრძალა აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, ნ------------ ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.
6.10. ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------------ და ხ----------–--- 2009 წლის 6 ნოემბრიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების მანძილზე არსებული უთანხმოების გამო, 2019 წლის სექტემბრის თვიდან, ნ------------ და ხ----------–--- ერთად აღარ ცხოვრობენ. ნ------------ არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, თავისი მშობლების საცხოვრებელ სახლში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე ხ----------–---- სარჩელისა გამო, ნ---------------იმართ განქორწინების და არასრულწლოვან შვილებთან მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით. 2019 წლის 28 ოქტომბერს, ნ------------მ განცხადებით მიმართა ბათუმის რაიონულ პროკურატურას, მეუღლის, ხ----------–------ხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. 2019 წლის 30 ოქტომბერს, პოლიციის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ-------------–---მ შეადგინა გამოკითხვის ოქმები. ფორმა #1 გამოძიების დაწყების სააღრიცხვო ბარათით, ხ----------–------იმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N171291019010, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ-------------–---ს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული იქნა №021677 შემაკავებელი ორდერი, ხ----------–------იმართ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების მიერ გატარებული ღონისძიების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დაინტერესებული პირის მიმართ, განხორციელდება ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ფორმა #1 გამოძიების დაწყების სააღრიცხვო ბარათით, ხ----------–------იმართ აღძულირა სისხლის სამართლის საქმე N171291019010, დაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
სასამართლო მიიჩევს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მოძალადის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს მსხვერპლის იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილო მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ-------------–---ს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული №021677 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ----------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ-------------–---ს მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული №021677 შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე: კობა გოცირიძე