გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.06.2019
საქმის ნომერი
050310019003057101
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310019003057101

N3/91-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.0--2019 ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე- გუ-----–----–---ძე,მოსარჩელის წარმომადგენელი- აკ----------ე,მოპასუხე -შსს ო-----------------------–--------------–ო,წარმომადგენელი-მი-------------ძე

დაინტერესებული პირი -მა----------ძე,დავის საგანი : შემაკავებელი ორდერის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-----------------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მი--------------ძის მიერ 2----–-–------------ გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერი.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-----------------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი მი--------------ძე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2----–-–------------ N------ შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირი - მა----------ძე არ დაეთანხმა სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–------------ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-----------------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მი--------------ძის მიერ გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი გუ-----–----–---ძის მიმართ, მსხვერპლი მა----------ძე. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: „მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“, "მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება'', მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აკრძალვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

2----–-–------------- N------ შემაკავებელი ორდერი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გუ-----–----–---ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან

შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის

 

დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–------------ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-----------------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მი--------------ძის მიერ გამოცემულ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი გურამ სარაშენიძის მიმართ, მსხვერპლი მა----------ძე. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: „მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“, "მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება'', მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აკრძალვა.

 

გუ-----–----–---ძის წარმომადგენლის განმარტებით მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და განქორწინებაზე, ალიმენტზე და ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს სასამართლოში. მისი მარწმუნებელი-გუ-----–----–---ძე მ/წ 15 ივნისს დაახლოებით 2--00 საათზე იმყოფებოდა ქ. ოზურგეთში, ,,ჩემი მარკეტის" მეორე სართულზე განთავსებულ კლუბში სავარჯიშოდ, რა დროსაც მარკეტის დარბაზში დაინახა შვილი- და----–ი დედასთან მა----------ძესთან ერთად. გადაწყვიტა ენახა შვილი, რადგან 3 თვე დედის წინააღმდეგობის გამო არ ენახა იგი. ბავშვს გაუხარდა მამის დანახვა, მივიდა მასთან და მოეხვია მას, რაც გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მა----------ძისათვის, რომელიც ცდილობდა მამა-შვილის ურთიერთობაში ხელის შეშლას. იგი არ მოერიდა ხმამაღლა საუბარს და არაადეკვატურ ქცევას საზოგადოების თვალწინ. მა----------ძე ემუქრებოდა გუ-----–----–---ძეს დაცვისა და პოლიციის თანმშრომლების გამოძახებით, ამასთან ტელეფონით უკავშირდებოდა ადვოკატს. გუ-----–----–---ძის თხოვნაზე მა----------ძისადმი, რომ გააცილებდა მათ სახლამდე ან დროებით წაიყვანდა შვილს, მა----------ძე არ დათანხმდა და მხარეები მარკეტის გარეთ დაცილდნენ ერთმანეთს. შემდგომ გაირკვა, რომ მა----------ძეს დაერეკა პოლიციაში და გადაუცია შეტყობინება, რომ გუ-----–----–---ძემ ფსიქოლოგიურად იძალადა მასზედ და მოითხოვა სათანადო რეაგირება. მიიჩნევს, რომ მა----------ძეს უნდა მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოზე.

 

გუ-----–----–---ძე დაეთანხმა მის ადვოკატს და განმარტა, რომ მას უნდოდა შვილი დროებით წაეყვანა მასთან ან გაეციებინა ისინი სახლამდე, რაზედაც მიიღო კატეგორიული უარი, რის შემდგომაც დაშორდა მათ. მისი მხრიდან არანაირ ძალადობას მისი მეუღლის მიმართ ადგილი არ ქონია.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით

სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი, თავისი არსით წარმოადგენს დროებითი ღონისძიების სახეს, რომელიც გამოიცემა ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2----–-–-----------ს, ხოლო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემაკავებელი ორდერი გამოიცა 2----–-–------------. ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გუ-----–----–---ძის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, რაც უნდა გამოხატულიყო-შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მუქარაში ან სხვა ისეთი მოქმედებაში, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ასეთი ფაქტის არსებობას, სასამართლო სხდომაზე თავად მა----------ძეც უარყოფს. მისი განმარტებით მას არ სურს მისმა ყოფილმა მეუღლემ დაელაპარაკოს შერიგებაზე ან იურთიერთობის მასთან, ვინაიდან აღნიშნული მასში იწვევს გაღიზიანებას და აქვს დათრგუნვის განცდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-----------------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლ მი--------------ძის მიერ 2----–-–------------ N------ შემაკავებელი ორდერის გამოცემის არც ფორმალური და არც სამართლებრივი წინაპირობა, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გუ-----–----–---ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-----------------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლ მი--------------ძის მიერ 2----–-–------------ გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გუ-----–----–---ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გუ-----–----–---ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-----------------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლ მი--------------ძის მიერ 2----–-–------------ გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერი.

 

3. გუ-----–----–---ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა- 100 (ასი) ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 3--------, საგადახდო დავალება №--, ბანკის კოდი - T-------, თარიღი 2--0--2--- წ. თანხა - 100 (ასი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. N14) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 03 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე