გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.07.2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - სა----------ა
წარმომადგენელი - ბ--–--------ე
მოპასუხე - ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი - გ---------–---–ი, ნ------------ა
დაინტერესებული პირი - ს----------------ი
დაინტერესებული პირი - ნ-----------------ა
წარმომადგენელი - მ----------ე
დაინტერესებული პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ი----------–---–ი
ფსიქოლოგი - მ------------ა
დავის საგანი - ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ---------–---–ის მიერ 2019 წლის 04 ივლისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ---------–---–ის მიერ 2019 წლის 04 ივლისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელის განმარტებით, გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა, ვინაიდან სა----------ა თავად არის ს----------------ის მსხვერპლი. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ გარდაბნის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 22 მაისს გამოცემული აქვს N0----- შემაკავებელი ორდერი, სადაც მსხვერპლს წარმოადგენს სა----------ა ხოლო მოძალადეს ს----------------ი. მითითებული ორდერით დგინდება, რომ 2019 წლის 22 მაისს ოჯახში კონფლიქტის დროს სა----------ას მიმართ ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა მეუღლემ ს----------------მა. ორდერის საფუძველზე მოძალადე ს----------------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. 2019 წლის 22 მაისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ძალადობის საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის N0----------- საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის I ნაწილის თანახმად.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სა----------ას და ს----------------ს ჰყავთ შვიდი თვის შვილი ნ-----------------ი, რომელიც არის ძუძუთი კვებაზე. მოსარჩელის განმარტებით, სა----------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გამოცემით არ იქნა გათვალისწინებული მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესები. ასევე მოსარჩელე არის აზერბაიჯანის მოქალაქე და საქართველოში არ აქვს წასასვლელი, დღეის მდგომარეობით კი თავს აფარებს დეიდის სახლს ბავშვთან ერთად. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელე სა----------ას 2019 წლის 09 მაისს შეუსრულდა 18 წელი. იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და წასასვლელიც არსად არ აქვს, ამიტომ მისი მეუღლე ს----------------ი არ აძლევს ნოტარიულ თანხმობას, რომ საიდა დაბრუნდეს თავის მშობლებთან აზერბაიჯანში და ბავშვიც თან წაიყვანოს. მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერის შედგენისას მოპასუხეს არ გამოუკვლევია, რეალურად ადგილი ჰქონდა თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს და რაში გამოიხატებოდა იგი. მოსარჩელის მეუღლეს უნდოდა სა----------ა "გიჟად" გამოეცხადებინა და ამის გამო ექსპერტიზაც კი ჩაატარეს და დადგინდა, რომ მოსარჩელე არის ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი. ამიტომ მოსარჩელე ითხოვს 2019 წლის 04 ივლისის შემაკავებელი ორდერის გაუქმებას რადგან ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას დაშვებული იქნა ხარვეზები, მოცემულ პირობებში აღარ იკვეთება სა----------ას მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა ს----------------ის მიმართ და იგი ეთანხმება სარჩელს შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე.
2.2. მოპასუხე ს----------------მა განმარტა, რომ მას არ აქვს უშუალო კონფლიქტი მეუღლე სა----------ასთან თუმცა მისი მშობლებისთვის არის ერთადერთი შვილი და მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მას იმედი ჰქონდა, რომ აღარ განმეორდებოდა კონფლიქტური სიტუაციები მოსარჩელესა და მისი ოჯახის წევრებს შორის. მოპასუხე ს----------------მა განმარტა, რომ იგი ესაუბრა სა----------ას მამას აზერბაიჯანში და თანახმაა მისცეს თანხმობა ბავშვის წაყვანასთან დაკავშირებით.
2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია
2.2.1. დაინტერესებული პირის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სა----------ას მიერ არ იკვეთება ძალადობის საფრთხე.
2.2.2. დაინტერესებული პირის ნ-----------------ის ადვოკატმა განმარტა, რომ სა----------ას მიერ არ იკვეთება ძალადობის საფრთხე, შესაბამისად გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა და არ უნდა გამოცემულიყო.
2.2.3. ფსიქოლოგის განმარტებით, მოცემულ საქმეზე არ იკვეთება სა----------ას მხრიდან ძალადობის ფაქტი, შესაბამისად მიაჩნია, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ 2019 წლის 22 მაისს გამოსცა N0----- შემაკავებელი ორდერი, სადაც მსხვერპლს წარმოადგენს სა----------ა ხოლო მოძალადეს ს----------------ი. მითითებული ორდერით დგინდება, რომ 2019 წლის 22 მაისს ოჯახში კონფლიქტის დროს სა----------ას მიმართ ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა მეუღლემ ს----------------მა. ორდერის საფუძველზე მოძალადე ს----------------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 22 მაისის N0----- შემაკავებელი ორდერი
-N 0----- შემაკავებელი ორდერის ოქმი
3.1.2. 2019 წლის 22 მაისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში. ზემოაღნიშნული ძალადობის საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის N0----------- საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის I ნაწილის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 22 მაისის N0----- შემაკავებელი ორდერი
3.1.3. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ---------–---–ის მიერ 2019 წლის 04 ივლისს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი. მითითებული ორდერით მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა ს----------------ს, ხოლო მოძალადის სა----------ას.
ორდერში მითითებულია, რომ სა----------ა ს----------------ას მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამავე ორდერით მოძალადე სა----------ას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მოძალადეს აეკრძალა და შეეზღუდა იარაღით (მათ შორის სამსახურეობრივ-საშტატო) იარაღით სარგებლობა. ამავე ორდერით მოძალადეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერის მოქმედება განისაზღვრა 30 დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 04 ივლისის №0----- შემაკავებელი ორდერი.
3.1.4 საქმეში თანდართული 2019 წლის 04 ივლისის №0----- შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ მოძალადე (სა----------ა) მიდრეკილია ალკოჰოლური/ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისაკენ ან აზარტული თამაშებისადმი ან აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 04 ივლისის №0----- შემაკავებელი ორდერის ოქმი
3.1.5. სა----------ას და ს----------------ს ჰყავთ შვიდი თვის შვილი ნ-----------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 22 მაისის N0----- შემაკავებელი ორდერი
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 09 ივლისის N5--------- ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ სა----------ა ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნოებიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 09 ივლისის N5--------- ექსპერტიზის დასკვნა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომ არსებობს სა----------ას მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ---------–---–ის მიერ 2019 წლის 04 ივლისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ 2019 წლის 22 მაისს გამოსცა N0----- შემაკავებელი ორდერი, სადაც მსხვერპლს წარმოადგენს სა----------ა ხოლო მოძალადეს ს----------------ი. მითითებული ორდერით დგინდება, რომ 2019 წლის 22 მაისს ოჯახში კონფლიქტის დროს სა----------ას მიმართ ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა მეუღლემ ს----------------მა. ორდერის საფუძველზე მოძალადე ს----------------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2019 წლის 22 მაისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში. ზემოაღნიშნული ძალადობის საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის N0----------- საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის I ნაწილის თანახმად.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 22 მაისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდშიც, მაშინ როდესაც მსხვერპლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელე სა----------ას და 2019 წლის 04 ივლისის №0----- შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდშიც განხორციელდა მოსარჩელის განცალკევება შვიდი თვის ბავშვთან ერთად, რომელიც იმყოფება ძუძუთი კვებაზე, რომელიც შემაკავებელ ორდერში არ ასახულა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემაკავებელი ორდერით ისე იქნა გამოცემული, რომ არ ყოფილა გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
ევროპულმა სასამართლომ საქმე X v. LATVIA (საჩივარი № 27853/09, დიდი პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება) განმარტა, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
ევროპულმა სასამრთლომ საქმეში გ.ს საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი N2361/13, 2015 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, ძალაში შესვლის თარიღი 21.10.2015) განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესად გასათვალისწინებელია და რომ პრევენციისა და დაუყოვნებელი დაბრუნების მიზნები თანხვედრაშია „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ სახასიათო კონცეფციასთან (პარაგრაფი 43). სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დროს, ეროვნული სასამართლოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების არით, თუმცა აღნიშნული თავის მხრივ ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას (პარაგრაფი 46).
დამატებით აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის (“the CRC”), (ხელმოწერილი ნიუ-იორკში 1989 წლის 20 ნოემბერს) შესაბამისი დებულებები შემდეგი შინაარსისაა:
პრეამბულა - წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, დარწმუნებული არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში,აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში. აღიარებულია, რომ ბავშვს სრული ჰარმონიული განვითარებისთვის ესაჭიროება ოჯახური გარემო, ბედნიერი ატმოსფერო, სიყვარული და ურთიერთგაგება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, ბავშვი დაიცვას და შეუქმნას ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მისი პიროვნების სრულ და ჰარმონიულ განვითარებას, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ---------–---–ის მიერ 2019 წლის 04 ივლისს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი. მითითებული ორდერით მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა ს----------------ს, ხოლო მოძალადის სა----------ას.
ორდერში მითითებულია, რომ სა----------ა ს----------------ას მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამავე ორდერით მოძალადე სა----------ას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მოძალადეს აეკრძალა და შეეზღუდა იარაღით (მათ შორის სამსახურეობრივ-საშტატო) იარაღით სარგებლობა. ამავე ორდერით მოძალადეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერის მოქმედება განისაზღვრა 30 დღით.
საქმეში თანდართული 2019 წლის 04 ივლისის №0----- შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ მოძალადე (სა----------ა) მიდრეკილია ალკოჰოლური/ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისაკენ ან აზარტული თამაშებისადმი ან აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის სა----------ას მიდრეკილებას მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავაბელი ორდერის ოქმში ჩამოთვლილ ყველა კითხვაზე, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს განმეორებითი ძალადობის რისკები აღნიშნულია უარყოფითად. არ არის მითითებული სავარაუდო მოძალადის მიერ პოლიციის თანდასწრებით განხორციელებული ქმედებები.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სა----------ის მიერ ს----------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, კერძოდ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ სავარაუდო მოძალადე სავარაუდო მსხვერპლს არ ემუქრება ჯანმრთელობის დაზიანებით, არ ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, არ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ იმუქრება თვითდაზიანებით, არ მიუყენებია დაზიანება და არც არაადეკვატურად იქცევა. შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია მოსარჩელის მიერ განხორციელებულ რომელ ქმედებას დაედო საფუძვლად შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ---------–---–ის მიერ 2019 წლის 04 ივლისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მათი გამოცემის დროს არ იქნა გათვალისწინებული სა----------ისა და ს----------------ის მცირეწლოვანი შვილის ინტერესები, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებებით ვერ დადასტურდება ძალადობის განხორციელება სა----------ის მიერ ს----------------ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის კანონიერებას მოპასუხე და დაინტერესებული პირი ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, ვერ დგინდება ძალადობის ფაქტზე ოპერატიული, გადაუდებელი რეაგირების საჭიროება; სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას; სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით და ასევე სასამართლოში ჩატარებულ სხდომაზე ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა თამთა კაციაშვილის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნების არსებობას;
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიჩნევს, რომ არსებობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ---------–---–ის მიერ 2019 წლის 04 ივლისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სა----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის გ---------–---–ის მიერ 2019 წლის 04 ივლისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი