გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/554-19(010370019003261771)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - ნ-----–----------
წარმომადგენელი - ვ--–-----------------
ადვოკატი - დ----------–--–---–-
მოპასუხე - (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)
მესამე პირი - გ----------------
წარმომადგენელი - ვ---------–------
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–------------- მიერ 2019 წლის 27 ოქტომბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმება. (იხ. 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი)
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 31 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის N2-3498/16 განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიზნით, ნ-----–---------- მივიდა ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N112-ში მდებარე, გ----------------ს საკუთრებად რეგისტრირებულ სახლის სხვენში. ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები. ნ-----–----------ს მისვლის შემდგომ, ადგილზე გამოცხადდა პოლიციელი, რომელმაც მას განუცხადა, რომ არ ჰქონდა გ----------------ს საკუთრებაში შესვლის უფლება და ეს შეზღუდვა დადგენილი იყო შემაკავებელი ორდერით. ამ გარემოების შესახებ ნ-----–----------------- სრულიად მოულოდნელი იყო, გამომდინარე იქედან, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ისეთი სახის ქმედებას, რაც შემაკავებელი ოდერის გამოცემის საფუძველი გახდებოდა. მოსარჩელე დაემორჩილა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მოთხოვნას, მას გაჰყვა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გადასცეს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–------------- მიერ 2019 წლის 27 ოქტომბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი.
ნ-----–---------- მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ოდერი უკანონოა, იგი ცნობილ იქნა მოძალადედ იმ პირობებში, როდესაც რაიმე სახის ძალადობა არ ჩაუდენია, ორდერი გამოიცა მოსარჩელის გამოკითხვის გარეშე, მას კანონით დადგენილ ვადაში არ გადასცეს ორდერი და ბრალი დასდეს შემაკავებელი ოდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში. ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 4 ნოემბრის წერილით, ნ-----–---------- სრულიად უსაფძვლოდ უარი ეთქვა შემაკავებლ ორდერთან დაკავშირებული მასალების ასლების გადაცემაზე. უდავოა, რომ გ------------------ მიზანს წარმოადგენს, მოსარჩელემ არ მიიღოს მონაწილეობა სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის N2-3498/16 განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში. რეალურად, გ----------------- პოლიციის უკანონო მოქმედებებითა და ხელშეწყობით, მიაღწია იმას, რომ ნ-----–---------- სრულიად უსაფუძვლოდ შეეზღუდა აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს 2019 წლის 27 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერი.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე, ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა და სასამართლოში პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ წერილობითი შეპასუხება არ შემოსულა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, შესაბამისად საქმე განხილული იქნა მისი მონაწილეობის გარეშე.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
გ---------------- სასარჩელო განცხადებას არ ეთანხმება, მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მხარეებს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო სამართლებრივი დავა, მემკვიდრეობასთან, ქონების მესაკუთრედ ცნობასთან და ამხანაგობის კრების ოქმის ბათილობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნ-----–----------ა და გ---------------ს შორის ადგილი აქვს უთანხმოებას. 2019 წლის 27 ოქტომბერს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემაკავებელი ოდერი გამოიცა სათანადო საფუძვლით, გ----------------ს N2860330 შეტყობინების საფუძველზე. შეტყობინება უკავშირდებოდა მოძალადის მხრიდან 2019 წლის იანვრის თვეში მსხვერპლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ამასთან, სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ 2019 წლის 31 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მიერ სადავო ქონების აღწერა-დაყადაღების პროცესში მოძალადის მხრიდან განხორციელდებოდა ამგვარი ფსიქოლოგიური ძალადობა. სწორედ ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად იქნა გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ზემოაღნიშნული შემაკავებელი ოდერის შესახებ (იხ 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 15 ოქტომბერს, ნ-----–----------სა და ქეთევან ხარაზის წარმომადგენელმა - ვ--–-----------------მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მეგობრობა“ თავმჯდომარე ლ------------------ორგი ხარაზის, ი------------------------------------ის მიმართ, მემკვიდრეობის მიღების ფაქტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებას, მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. ამავე, სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის №2-3498/ 2019წ.განჩინებით, მოსარჩელე ნ-----–----------სა და ქეთევან ხარაზის წარმომადგენლის - ვალერიან გიორგაძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სასამართლომ დაადგინდა შემდეგი:
-ყადაღა დაედოს მოპასუხე გ----------------ს (პ--------------- საკუთრებად რეგისტრირებულ, ქალაქ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N112-ში მდებარე 412.93 კვ.მ. სხვენის ფართს (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი #20.42.06.676.01.5----
-აღიწეროს და ყადაღა დაედოს გ----------------ს (პ---------------; ი---------------------------------------------------------------------------–------------------- მფლობელობაში არსებულ ბიბლიოთეკას - 5--------------–--------------მდე) წიგნს (არსებულს ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N112-ში მდებარე სახლის სხვენში განთავსებული ბიბლიოთეკა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 20.42.06.676.01.5----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება.
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.1.2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის №2-3498/ 2019წ.განჩინების აღსრულების მიზნით, ამავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააღსრულებო ფურცელი;
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.1.3.2019 წლის 27 ოქტომბერს, გ----------------- განცხადებით მიმართა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა ნ-----–----------ს მიმართ შემაკავებელი ოდერის გამოცემა.
2019 წლის 27 ოქტომბერს, ქობულეთის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------------- მიერ გამოცემული იქნა №------ შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ნ-----–---------- აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, გ---------------- ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 27 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერი;
3.1.4. 2019 წლის 31 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის N2-3498/16 განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიზნით, ნ-----–---------- მივიდა ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N112-ში მდებარე, გ----------------ს საკუთრებად რეგისტრირებულ სახლის სხვენად დარეგისტრირებულ ფართში.
2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N112-ში მდებარე, გ----------------ს საკუთრებად რეგისტრირებულ ფართში გამოცხადებისას, ნ-----–----------სთვის უცნობი იყო მის მიმართ 27 ოქტომბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის შესახებ.
ნ-----–---------- №------ შემაკავებელი ორდერი ჩაბარდა 2019 წლის 31 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 27 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერი;
3.1.5.2019 წლის 1-ელ ნოემბერს, ნ-----–----------ა განცხადებით მიმართა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა და N021948 შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული მასალების ასლების გადაცემა.შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოს 2019 წლის 5 ნოემბრის NMYA21902938690 წერილით, ნ-----–---------- უარი მოთხოვნილი მასალების გადაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ-----–----------ს 2019 წლის 1-ლი ნოემბრის განცხადება;
- ქობულეთის რაიონულ სამმართველოს 2019 წლის 5 ნოემბრის NMYA21902938690 წერილი;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს, ქობულეთის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------------- მიერ გამოცემული იქნა №------ შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ნ-----–---------- აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, გ---------------- ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
დადგენილია ისიც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, ნ-----–----------სა და ქეთევან ხარაზის სარჩელისა გამო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მეგობრობა“ თავმჯდომარე ლ------------------ორგი ხარაზის, ი------------------------------------ის მიმართ, მემკვიდრეობის მიღების ფაქტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებას, მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის №2-3498/2019წ. განჩინებით, ყადაღა დაედო მოპასუხე გ----------------ს საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, ასევე, გ----------------ს (პ---------------; ი---------------------------------------------------------------------------–------------------- მფლობელობაში არსებულ ბიბლიოთეკას - 5--------------–--------------მდე) წიგნს (არსებულს ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N112-ში მდებარე სახლის სხვენში განთავსებული ბიბლიოთეკა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 20.42.06.676.01.5----
N2-3498/16 განჩინების შესაბამისად, სადავო მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების პროცესის დაწყებამდე, 2019 წლის 27 ოქტომბერს, გ----------------- განცხადებით მიმართა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა ნ-----–----------ს მიმართ შემაკავებელი ოდერის გამოცემა, იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ნ-----–----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 31 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის N2-3498/16 განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიზნით, ნ-----–---------- მივიდა ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N112-ში მდებარე, გ----------------ს საკუთრებად რეგისტრირებულ სახლის სხვენად დარეგისტრირებულ ფართში. ამ დროისათვის მისთვის უცნობი იყო მის წინააღმდეგ 27 ოქტომბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის შესახებ.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ)სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე)ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი, თავისი არსით წარმოადგენს დროებითი ღონისძიების სახეს, რომელიც გამოიცემა ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო სამართლებრივი დავა, 2019 წლის 27 ოქტომბერს, შემაკავებელი ოდერის გამოცემის საფუძველად მითითებულია 2019 წლის იანვრის თვეში, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, თუმცა როგორც საქმის განხილვისას გამოირკვა, ორდერი მესამე პირის განცხადებით გამოიცა რამდენიმე თვის შემდგომ, იგი უკავშირდება სწორედ ზემოაღნიშნულ დავასთან დაკავშირებული აღსრულების პროცესის გამო. ამასთან, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ-----–----------ს მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–------------- მიერ 2019 წლის 27 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერის გამოცემის არც ფორმალური და არც სამართლებრივი წინაპირობა, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–------------- მიერ 2019 წლის 27 ოქტომბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ნ-----–----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.გაუქმდეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–------------- მიერ 2019 წლის 27 ოქტომბერს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე