გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.05.2019
საქმის ნომერი
820310019002988767
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310019002988767

№3-39/19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

მოსარჩელე - თ------ შ----ე

წარმომადგენელი - რ----–-- ბ-----ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი - თ------ ჯ---------, რ----- შ----ძე

 

დაინტერესებული მხარე - ე------ შ----ე, ნ---- შ----ე

წარმომადგენელი - ნ------- მ---–---

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ თ------ ჯ--------ის მიერ 2019 წლის 08 მაისს გამოცემული №015672 შემაკავებელი ორდერი;

 

1.2.გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ თ------ ჯ--------ის მიერ 2019 წლის 09 მაისს გამოცემული №015674 შემაკავებელი ორდერი;

 

მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ თ------ ჯ--------ის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერებით თ------ შ----ეს შეეზღუდა საკუთრების უფლება და მის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ვეღარ სარგებლობს. ე------ შ----ე და ნ---- შ----ე, რომლებმაც მიმართეს სამართალდამცავ უწყებას, წარმოადგენენ თ------ შ----ის შვილებს. ისინი ცხოვრობენ თ------ შ----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი სამება. ე------ შ----ესა და ნ---- შ----ეს 2012 წელს თ------ შ----ემ შეუძინა ბინა, რათა ცალკე ჰქონოდათ საკუთარი საცხოვრებელი.

 

2019 წლის მარტის თვეში თ------ შ----ეს, ნ---- შ----ესა და ე------ შ----ეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხებზე, კერძოდ ნ---- შ----ემ და ე------ შ----ემ მთელი ზამთრის განმავლობაში არ მისცეს უფლება თ------ შ----ეს ჰქონოდა სახლში გათბობის საშუალებადა აიძულეს არაადამიანურ პირობებში, სიცივეში ეცხოვრა.

 

თ------ შ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობით (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა) ბოროტად სარგებლობდნენ ე------ და ნ---- შ----ეები, ისინი მუდმივად ზეწოლას ახდენდნენ თ------ შ----ეზე და მუდმივად იყო ზეწოლის მსხვერპლი. 2019 წლის მარტში კი დაემუქრნენ, რომ საკუთარი სახლიდან გააგდებენ.

 

თ------ შ----ის მიერ არ მომხდარა არანაირი მუქარა და არც ფიზიკური შეურაცხყოფა და ვერც მოხდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მისი მოთხოვნა იყო და არის მხოლოდ ის რომ მის საკუთარ საცხოვრებელში, რომელიც მრავალწლიანი შრომის შედეგად შექმნა ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილებისა და ცხოვრების უფლება.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარის წარმოდგენილი - შემაკავებელი ორდერის შემდგენი შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი თ------ ჯ--------- არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

2.2. ე------ და ნ---- შ----ეების წარმომადგენელი, ნ------- მ---–--- ასევე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 08 მაისს გამოცემული იქნა №015672 და 2019 წლის 09 მაისს №015674 შემაკავებელი ორდერები, რომლის მიხედვით თ------ შ----ე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს შვილების ე------ შ----ისა და ნ---- შ----ის მიმართ.

 

თ------ შ----ის მიმართ დამტკიცებულ იქნა 2019 წლის 08 მაისს №015672 და 2019 წლის 09 მაისს №015674 შემაკავებელი ორდერები შემდეგი პირობებით: მოძალადეს თ------ შ----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ასევე, აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ასევე, აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა; მოძალადეს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა; აეკრძალოს იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება; მოძალადეს ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და იგი იქნეს შენახული კანონით დადგენილი წესით; მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი, განრიდებული იქნეს მოძალადისგან. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 08 მაისის №015672 შემაკავებელი ორდერი;

- 2019 წლის 09 მაისის №015674შემაკავებელი ორდერი;

 

3.1.2. თ------ შ----ე გახლავთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურეობის ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 0------------

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს თ------ შ----ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . . ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში თ------ შ----ის მიმართ გამოცემული №015672 და №015674 შემაკავებელი ორდერების მიხედვით, თ------ შ----ე შვილების ე------ და ნ---- შ----ეების მიმართ ახორციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მსხვერპთა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ შ----ე შესაძლებელია ახორციელებდა ისეთ ქმედებას, რაც იწვევდა ე------ შ----ისა და ნ---- შ----ის პატივისა და ღირსების შელახვას, რაც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა თ------ შ----ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძვლები.

 

მაგრამ №015672 და №015674 შემაკავებელი ორდერები გამოიცა შემდეგი პირობებით: მოძალადეს თ------ შ----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ასევე, აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ასევე, აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა; მოძალადეს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა; აეკრძალოს იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება; მოძალადეს ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და იგი იქნეს შენახული კანონით დადგენილი წესით; მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი, განრიდებული იქნეს მოძალადისგან.

 

მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელია შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა თუ არა შესაბამისი და აუცილებელი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფდა დადგენილი ძალადობის თავიდან აცილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც კი შემაკავებელო ორდერის გამომცემმა ორგანომ შესაძლო მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას კონკრეტულ შემთხვევაში არ გაითვალისწინა თ------ შ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იგი გახლავთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შესაძლო მსხვერპლები არიან სრულწლოვანები, ცალკე ოჯახისა და შემოსავლის მქონე პირები და ასეთ პირობებში თ------ შ----ისთვის 30 დღით საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მიახლოების აკრძალვისას არ შეფასდა ასეთი შეზღუდვის აუცილებლობა იმ საფრთხეებთან პროპორციულობაში რაც შეიძლება მოჰყოლოდა მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირის მისთვის ადაპტირებულ საცხოვრებელ სახლთან მიახლოების აკრძალვით, მით უფრო ასეთი მტკიცებულებითი ბაზის არსებობისას. ამავდროულად სასამართლო მიიჩნევს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც კი თ------ შ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლო მსხვერპლთან ე------ და ნ---- შ----ეებთან და იმ ადგილებთან მიახლოვების აკრძალვა, არ წარმოადგენს აუცილებლობას, არ ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებას ან ძალადობის აღკვეთას, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 08 მაისს გამოცემული №015672 შემაკავებელი ორდერი და 2019 წლის 09 მაისს გამოცემული №015674 გამოცემული შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მოძალადის მსხვერპლთან და იმ ადგილებთან მიახლოვების აკრძალვა სადაც მსხვერპლი იმყოფება, ხოლო დანარჩენ ნაწილში შემაკავებელი ორდერი უნდა დარჩეს ძალაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------ შ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 08 მაისს გამოცემული №015672 შემაკავებელი ორდერი იმ ნაწილში, რომლითაც მოძალადეს თ------ შ----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე, იმ ადგილებთან მიახლოვების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

3. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 09 მაისს გამოცემული №015674 შემაკავებელი ორდერი იმ ნაწილში, რომლითაც მოძალადეს თ------ შ----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე, იმ ადგილებთან მიახლოვების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

4. დანარჩენ ნაწილში შემაკავებელი ორდერი დარჩეს ძალაში.

 

5.მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2019 წლის 14 მაისს სს თიბისი ბანკში (საგადასახადო დავალება №1) რ----–-- ბ-----ის (პ/ნ 4----------) მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი -100 (ასი) ლარი (გადამხდელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი