გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2020
საქმის ნომერი
190310020003439408
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3----20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24.01.2020 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - რ-------------–--ე

წარმომადგენელი - გ---------–-–----ე, თ--------------ე

 

მოპასუხე - (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიცია

 

დაინტერესებული პირი - ნ------------–--ე, ნ-------------–-ძე

 

დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, რ-------------–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონი------- და ნ-------------–-ძეების მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მითითებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, თუმცა მისთვის სასამართლო სხდომის თარიღი/საათი ცნობილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია

 

2.2.1. დაინტერესებული პირის, ნ------------–--ის განმარტებით, 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ისე მოაწერა ხელი, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მისი შინაარსი. მან განმარტა, რომ მამის - რ-------------–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და სურდა შემაკავებელი ორდერის ბათილობა.

 

2.2.2. დაინტერესებული პირის, ნ-------------–-ძის განმარტებით, 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ისე მოაწერა ხელი, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მისი შინაარსი. მან განმარტა, რომ მამის - რ-------------–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და სურდა შემაკავებელი ორდერის ბათილობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 26 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, რ-------------–--ის მიმართ, მსხვერპლი - ნ-------------–-ძე. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა ნ-------------–-ძესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამავე ორდერით მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 26 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი

 

3.1.2. 2019 წლის 26 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, რ-------------–--ის მიმართ, მსხვერპლი - ნ------------–--ე. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა ნ------------–--ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამავე ორდერით მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 26 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი

 

3.1.3. შემაკავებელი ორდერი გამოიცა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გამოძიების დაწყების მიმდინარეობის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომ არსებობს რ-------------–--ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად უნდა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემულ იქნა №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები, სადაც მსხვერპლს წარმოადგენენ ნინო და ნ-------------–-ძეები. მითითებული ორდერებით რ------------–--ეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა ნ----- და ნ------------–--ეებთან, მათ სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამავე ორდერით მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.

 

სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სხდომაზე გამოცხადებულმა ნ----- და ნ------------–--ეებმა განმარტეს, რომ 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ისე მოაწერეს ხელი, რომ მათთვის ცნობილი არ იყო მისი შინაარსი. მათ განმარტეს, რომ მამის - რ-------------–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და სურდათ შემაკავებელი ორდერის ბათილობა.

 

ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება სხვა დამატებითი, რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის რ-------------–--ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს. შემაკავებელი ორდერების შესაბამის ოქმებში მითიტებულია, რომ რ-------------–--ე ალკოჰოლის მოხმარებისკენ და აზარტული თამაშებისადმი, თუმცა საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიდრეკილებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება რ-------------–--ის მიერ ნ----- და ნ------------–--ეების მიმართ განხორციელებული ძალადობის, კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები გამოცემულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, და ამასთანავე შემაკავებელ ორდერში მსხვერპლის სტატუსის მქონე ნინო და ნ-------------–-ძეები კატეგორიულად უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის ძალადობის განხორციელების ფაქტს, სასამასრთლო მიიჩნევს, რომ რ-------------–--ის მხრიდან არ განხორციელებულა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. შესაბამისად, ვერ დადასტურდება ძალადობის განხორციელება ნინო და ნ-------------–-ძეების მიმართ. სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას; სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით და ასევე სასამართლოში ჩატარებულ სხდომაზე ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა რ-------------–--ის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნების არსებობას;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. რ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლის რ------------------–-–---–ის მიერ 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ონიანი