განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
330310019002990595
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1367-19

საქმე № 330310019002990595

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე _ გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი _ რუსუდან ანდრიაშვილი

აპელანტები (დაინტერესებული პირები) _ ა--- ა--------უ, მ----- ა--------უ

წარმომადგენლები: ა------–----ე, ს-----------------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა--------ოს ა--------უ

წარმომადგენლები: თ-----------–---–ი, ი----- ა--------ა

შემაკავებელი ორდერის შემდგენი პირი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება

წარმომადგენელი: მ-----------–-–---–ი

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: ნ-------–--–-–---–-

დავის საგანი _ 2019 წლის 10 მაისის N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტების მოთხოვნა _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ა--------ოს ა--------უს სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ, 2019 წლის 10 მაისს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

2019 წლის 10 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მ---- ნ-----–--–---–-ს მიერ გამოცემულ იქნა №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები ა--------ოს ა--------უს მიმართ, მსხვერპლი ა--- ა--------უ, მ----- ა--------უ.

№0----- შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: „მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“, ,,მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება“; ,,მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აკრძალვა“ მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებულ იქნა მოძალადისაგან; არასრულწლოვანი განცალკევდა მოძალადისაგან.

№0----- შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: „მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“, ,,მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება“'; ,,მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აკრძალვა“ მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებულ იქნა მოძალადისაგან; არასრულწლოვანი განცალკევდა მოძალადისაგან.

2019 წლის 1--------–-------- სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით, მ----- ა--------უმ თავად მოითხოვა დედის გარეშე სოციალურ მუშაკთან გასაუბრება, მისი გადმოცემით, როცა თვითონ მიდიან მამასთან კარგად ატარებენ დროს, მამა მათ ეთამაშება და ისინი მამას პრანჭავენ ხოლმე. ის ყიდულობს ბევრ სათამაშოებს და ნივთებს მათთვის, თუმცა სახლში არაფერს ატანს. მისი თქმით, მათ უნდათ, რომ დედა და მამა ისევ ერთად იყვნენ და ორივესთან იყვნენ ყოველ დღე, მამა კი მათ ეუბნება, რომ დედა არის „ნაგავი და ცუდი ქალი და ის ქუჩაში დარჩება, ბავშვები კი მასთან იცხოვრებენ, თუ დედა კარგად მოიქცევა და მას დაუჯერებს, მაშინ იქნება მათთან სადამდეც ბავშვებს მოუნდებათ და თუ ცუდად მოიქცევა, მაშინ ქუჩაში დარჩება“. მ-----ს გადმოცემით ამის გამო ძალიან ნერვიულობს და არ უნდა, რომ დედა წავიდეს სახლიდან, თუმცა ამას დედას არ ეუბნება, რადგან დედა მამაზე კიდევ უფრო გაბრაზდება და აღარ შეურიგდება მამას. ასევე აღნიშნავს, რომ მამასაც არ ეუბნება, რომ დედასთანაც უნდა ყოფნა და უნდა, რომ ისინი შერიგდნენ, რადგანაც ის კიდევ გაბრაზდება და ამის გამო უფრო ეჩხუბება მათ. თუმცა სოციალური მუშაკის კითხვაზე, მამა ეჩხუბება თუ არა მათ, მ----- ამბობს, რომ მამა არ ეჩხუბება მათ, თუმცა ასევე აღნიშნვს, რომ როცა ერთად ცხოვრობდნენ, მამა ი----ეს ეჩხუბებოდა და სცემდა ხოლმე ქამრით. მამას არ მოსწონდა როცა ი----ე უმიზეზოდ ტიროდა ან ყვიროდა, ასევე არ მოსწონდა კომპიუტერთან დიდხანს, რომ იჯდა და ამის გამო სცემდა, რის გამოც დედა და მამა ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ასევე მ-----მ გაიხსენა საუბრისას, რომ მამა ღამე მოდიოდა ხოლმე სახლში და მას დედას და მამას ჩხუბზე ეღვიძებოდა ხოლმე.

ა--- სოციალურ მუშაკთან ცალკე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მამასთან კარგად გრძნობს თავს, მოსწონს მამასთან ერთად თამაში, თუმცა არ უნდა რომ დედა წავიდეს სახლიდან. მისი გადმოცემით, მამა მას არ ეჩხუბება, თუმცა დედას არ ახსენებს მამასთან, რადგან ფიქრობს, რომ მამა გაბრაზდება და იყვირებს. ა---აც აღნიშნა, რომ მამა ი----ეს ეჩხუბებოდა ხოლმე და სცემდა, როცა უმიზეზოდ ტიროდა და ყვიროდა ან სახლიდან გარბოდა. მისი თქმით, ი----ე ცუდად იქცეოდა და ამიტომ სცემდა მამაც და სწორედ ი----ეს ბრალია, რომ მამამ და დედამ იჩხუბეს და მამა სახლიდან წავიდა.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თა---შრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თა---შრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 10 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მ---- ნ-----–--–---–-ს მიერ გამოცემულ იქნა №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები ა--------ოს ა--------უს მიმართ, მსხვერპლი ა--- ა--------უ, მ----- ა--------უ. №0----- შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: „მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“, "მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება''; "მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აკრძალვა" მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებულ იქნა მოძალადისაგან; არასრულწლოვანი განცალკევდა მოძალადისაგან. №0----- შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: „მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“, "მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება''; "მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აკრძალვა" მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებულ იქნა მოძალადისაგან; არასრულწლოვანი განცალკევდა მოძალადისაგან.

საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 05 თებერვლის გასაუბრების ოქმის მიხედვით, რომელსაც ესწრებოდა სოციალური მუშაკი, მ----- ა--------უსმა განმარტა, რომ მამას უყვარს ის, და მისი და-ძმა, ყიდულობს მათთვის ტკბილეულს და დაჰყავს გასართობ ცენტრებში, მამა უყვარს და უნდა მასთან ცხოვრება, მამა არ ეჩხუბება. მ----- ა--------უსმა აღნიშნა, რომ მასაც უყვარს მამა. მამა არ ელაპარაკება ხმამაღლა და არ დაუნახავს, რომ მამას დედისათვის დაერტყა, ასევე მამას არასოდეს დაურტყავს ხელი მისთვის ან მისი და-ძმისთვის, ხოლო 2019 წლის 20 მარტის გასაუბრების ოქმში კი, რომელსაც ესწრებოდნენ კოორდინატორი, ფსიქოლოგი და ბავშვის ბიძა, მ----- ა--------უსმა განმარტა, რომ მამა არის ძალიან კარგი და ექცევა ძალიან კარგად, თუმცა დედაზე ეუბნება, რომ არის ნაგავი და დარჩება ქუჩაში. იგივე განმარტა 2019 წლის 20 მარტს ა--- ა--------უსმა.

2019 წლის 05 თებერვლის გასაუბრების ოქმის მიხედვით, ხ------ა ა--------უსმა განმარტა, რომ ა--------ოს ა--------უსმა ბავშვებს უთხრა, რომ მალე მასთან იცხოვრებდნენ და აღარ იცხოვრებდნენ დედასთან, რაც მან, როგორც ბავშვების დედამ, აღიქვა ფსიქოლოგიურ ძალადობად ბავშვებზე, სხვა რაიმე სახის ძალადობა ა--------ოს ა--------უსს ბავშვებზე არ განუხორციელებია, არ დამუქრებია ბავშვებს არასოდეს, არის ძალიან კარგი მამა.

2019 წლის 1--------–-------- სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით, მ----- ა--------უის გადმოცემით, როცა თვითონ მიდიან მამასთან კარგად ატარებენ დროს, მამა მათ ეთამაშება და ისინი მამას პრანჭავენ ხოლმე. ის ყიდულობს ბევრ სათამაშოებს და ნივთებს მათთვის, თმცა სახლში არაფერს ატანს. მისი თქმით, მათ უნდათ, რომ დედა და მამა ისევ ერთად იყვნენ და ორივესთან იყვნენ ყოველ დღე, მამა კი მათ ეუბნება, რომ დედა არის „ნაგავი და ცუდი ქალი და ის ქუჩაში დარჩება, ბავშვები კი მასთან იცხოვრებენ, თუ დედა კარგად მოიქცევა და მას დაუჯერებს, მაშინ იქნება მათთან სადამდეც ბავშვებს მოუნდებათ და თუ ცუდად მოიქცევა, მაშინ ქუჩაში დარჩება“. მ-----ს გადმოცემით ამის გამო ძალიან ნერვიულობს და არ უნდა, რომ დედა წავიდეს სახლიდან, თუმცა ამას დედას არ ეუბნება, რადგან დედა მამაზე კიდევ უფრო გაბრაზდება და აღარ შეურიგდება მამას. ასევე აღნიშნავს, რომ მამასაც არ ეუბნება, რომ დედასთანაც უნდა ყოფნა და უნდა, რომ ისინი შერიგდნენ, რადგანაც ის კიდევ გაბრაზდება და ამის გამო უფრო ეჩხუბება მათ. თუმცა სოციალური მუშაკის კითხვაზე, მამა ეჩხუბება თუ არა მათ, მ----- ამბობს, რომ მამა არ ეჩხუბება მათ, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ როცა ერთად ცხოვრობდნენ, მამა ი----ეს ეჩხუბებოდა და სცემდა ხოლმე ქამრით. მამას არ მოსწონდა როცა ი----ე უმიზეზოდ ტიროდა ან ყვიროდა, ასევე არ მოსწონდა კომპიუტერთან დიდხანს რომ იჯდა და ამის გამო სცემდა, რის გამოც დედა და მამა ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ასევე მ-----მ გაიხსენა საუბრისას, რომ მამა ღამე მოდიოდა ხოლმე სახლში და მას დედას და მამას ჩხუბზე ეღვიძებოდა ხოლმე. ა--- სოციალურ მუშაკთან ცალკე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მამასთან კარგად გრძნობს თავს, მოსწონს მამასთან ერთად თამაში, თუმცა არ უნდა რომ დედა წავიდეს სახლიდან. მისი გადმოცემით, მამა მას არ ეჩხუბება, თუმცა დედას არ ახსენებს მამასთან, რადგან ფიქრობს, რომ მამა გაბრაზდება და იყვირებს. ა---აც აღნიშნა, რომ მამა ი----ეს ეჩხუბებოდა ხოლმე და სცემდა, როცა უმიზეზოდ ტიროდა და ყვიროდა ან სახლიდან გარბოდა. მისი თქმით, ი----ე ცუდად იქცეოდა და ამიტომ სცემდა მამაც და სწორედ ი----ეს ბრალია, რომ მამამ და დედამ იჩხუბეს და მამა სახლიდან წავიდა.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ხ------ა ა--------უმ, 2019 წლის 10 მაისს, განცხადებით მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს და განმარტა, რომ ამა წლის 02 თებერვალს მისმა მეუღლემ ა--------ოს ა--------უმ თავის სახლში წაიყვანა ბავშვები ა--- და მ----- ა--------უები. 03 თებერვალს ბავშვები დაბრუნდენენ განერვიულებულები, ისინი აღშფოთებით ამბობდნენ, რომ დედაზე მამა ამბობდა „ნაგავი, ნაგავი, ნაგავი“ და ამ სიტყვებს ყვიროდა. ასევე, მამამ მათ უთხრა, რომ დედა ქუჩაში დარჩება, იქ იცხოვრებს და მე თქვენთან მოვალ და მოგივლითო. მ----- იმ ღამეს ვერ იძინებდა, ტიროდა. ასევე, სამი კვირის წინ წაიყვანა ბავშვები და რომ დაბრუნდნენ მ-----მ თქვა, რომ მამამ გააფრთხილა თუ სიმართლეს იტყოდა სასამართლოში მომხდარ ამბებზე (რაც დაინახა და მოისმინა ბავშვმა) დედა და მამა ერთად აღარ იქნებოდნენ და საქმე უფრო გართულდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ------ა ა--------უმ ითხოვა შემაკავებელი ორდერების გამოცემა ბავშვების დაცვის მიზნით.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ)ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ)იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ)სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი, თავისი არსით წარმოადგენს დროებითი ღონისძიების სახეს, რომელიც გამოიცემა ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემაკავებელი ორდერები გამოცემულია 2019 წლის 03 თებერვალსა და აპრილის დასაწყისში მომხდარ ფაქტებზე, რომელზედაც სოციალური მუშაკის დასკვნა გაცემულია 2019 წლის 16 აპრილს, თუმცა სოციალურ სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება, ფსიქოლოგიურ ძალადობად ჩაეთვალა აღნიშნული და მოეთხოვა შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამის მიზეზი იყო ფსიქოლოგის დასკვნის არქონა. ამასთან, 2019 წლის 05 თებერვალს, გამოკითხვისას მ----- ა--------უსი არ მიუთითებს მამის მხრიდან ძალადობაზე, აღნიშნული მას მითითებული აქვს 2019 წლის 20 მარტის გამოკითხვის ოქმში, თუმცა 2019 წლის 05 თებერვალს თავად ხ------ა ა--------უსიც არ მიუთითებს იმ ფაქტებზე, რასაც მოგვაინებით, 2019 წლის მაისში განმარტავს, როგორც თებერვალში მომხდარს.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ მამა, ხოლო მამასთან დაშორებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათ შემდგომ ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, მით უფრო, რომ არ არსებობს ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც მიუთითებდა რამდენად მიზანშეწონილი და სწორია ბავშვებს არ ჰქონდეთ მამასთან კომუნიკაცია და აღნიშნული რამდენად კარგად ან ცუდად აისახება ბავშვების შემდგომ განვითარებაზე.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურიბის შენარჩუნებას. შემაკავებელი ორდერის გამოცემისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ა---ს და მ-----ს ძალიან უყვართ მამა, მასთან კარგად გრძნობენ თავს, მათ სოციალური მუშაკისთვისაც არ განუმარტავთ, რომ არ უნდათ მამასთან ურთიერთობა, ხოლო საქმეს არ ერთვის მტკიცებულება იმისა, რომ ბავშვების მამასთან ურთიერთობის შეზღუდვა გამომდინარეობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი აკრძალვა შესაძლოა პირიქით, საზიანო იყოს ბავშვების შემდგომი განვითარებისთვის. ასევე საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა--------ოს ა--------უსის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მ---- ნ-----–--–---–-ს მიერ, 2019 წლის 10 მაისის გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გამოცემის არც ფორმალური და არც სამართლებრივი წინაპირობა, რაც წარმოადგენს მათი გაუქმების საფუძველს.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა--------ოს ა--------უს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მ---- ნ-----–--–---–-ს მიერ, 2019 წლის 10 მაისს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, მისი გაუქმების მოთხოვნით გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო საჩივრით ა--- ა--------უსის და მ----- ა--------უსის წარმომადგენლის მიერ შემდეგი საფუძვლით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერები გამოცემულია 2019 წლის 3 თებერვლისა და აპრილის დასაწყისში მომხდარ ფაქტებზე.

აპელანტების წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არასწორად იქნა განმარტებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან 2019 წლის 3 თებერვლის ფაქტზე ხ------ა ა--------უმ დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, თუმცა პოლიციის მხრიდან არ მომხდარა აღნიშნული ფაქტის შესწავლა. ამასთან, 2019 წლის აპრილის დასაწყისში კვლავ განმეორდა მამის მხრიდან ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი (ზემოქმედება სასამართლოში ჩვენების მიცემის შესახებ). სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ხ------ა ა--------უს ბოლო ინციდენტის შესახებ მოგვიანებით შეატყობინეს ბავშვებმა (8 მაისის გამოკითხვაში მითითებულია, რომ 2 კვირის წინ განაცხადეს ბავშვებმა მომხდარის შესახებ) შესაბამისად, ბავშვების მიმართ ძალადობა გამოვლინდა მოგვიანებით, აპრილის ბოლოს. რის შემდეგაც 2019 წლის 8 მაისს, ხ------ა ა--------უს გამოკითხვისას იქნა დაფიქსირებული ზემოხსენებული ფაქტები და მოთხოვნილ იქნა შემაკავებელი ორდერი. სასამართლომ, მომხდარი ინციდენტები არ განიხილა, როგორც განგრძობადი ძალადობა, რომ მამის ყოველი შეხვედრა ბავშვებთან, სრულდებოდა მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლით, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესს. ამასთანავე, აპელანტი მხარეები აღნიშნავენ, რომ შემაკავებელი ორდერის მყისიერად გამოყენების საკითხი განსხვავებულად უნდა განიმარტოს ბავშვებთან, მითუფრო მცირეწლოვან ბავშვებთან მიმართებით, ვინაიდან ბავშვები მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ მყისიერად არ აცხადებენ, ამიტომ პრევენციული მექანიზმის გამოყენებისას ცხადია მხედველობაში მიიღება ეს საკითხი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის 3 თებერვლის ინციდენტან დაკავშირებით სოციალურმა მუშაკმა 16 აპრილს გასცა დასკვნა და არ ჩაუთვალია აღნიშნული ფსიქოლოგიურ ძალადობად.

სასამართლომ, მიუხედავად სასამართლო სხდომაზე სოციალური მუშაკის განმარტებისა, მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სოციალური მუშაკისათვის ცნობილი არ იყო ბავშვებთან შემდგარი გასაუბრების ოქმები, ამასთანავე ხ------ა ა--------უს განმარტება, რომ ბავშვებმა ტირილით უთხრეს დედას მომხდარის შესახებ. ამიტომ სოციალურმა მუშაკმა მიმართა ფსიქოლოგს ბავშვების მდგომარეობის შეფასების მიზნით. სასამართლომ წარდგენილი მასალა არ შეაფასა ერთობლიობაში და ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენციაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ სოციალურმა მუშაკმა მაშინვე არ მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მან მხარი დაუჭირა ორდერების ძალაში დატოვებას. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მიიღო მხედველობაში, რომ ბავშვების ფსიქოლოგიური შეფასება დღემდე არ დაუწყია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგს და ის, რომ სახელმწიფო უწყებებმა დროულად არ შეისწავლეს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტები, არ შეიძლება გახდეს სასამართლოს მხრიდან ბავშვის ძალადობისგან დაცვაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლო ვალდებულია გამოასწოროს ხელისუფლების სხვა შტოების მიერ დაშვებული ხარვეზი და უზრუნველყოს ბავშვის ნებისმიერი ძალადობისგან დაცვა.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ მ----- ა--------უსთან 2019 წლის 5 თებერვლის გასაუბრების ოქმში, ბავშვი არ საუბრობს მომხდარ ინციდენტზე, აღნიშნული ასევე არ არის ასახული ხ------ა ა--------უს 2019 წლის 5 თებერვლის გასაუბრების ოქმში. რის გამოს არასარწმუნოდ მიიჩნია სასამართლომ მოგვიანებით ბავშვისა და ხ------ას მიერ ინციდენტის შესახებ მიცემული ინფორმაცია.

სასამართლომ დეტალურად არ შეისწავლა თუ რატომ არსებობს ორი ურთიერთ გამომრიცხავი ოქმი. ხ------ა ა--------უმ არაერთგზის განმარტა, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვისას, რომ ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომელმა პირველი გასაუბრებისას არ ასახა მომხდარი ინციდენტი, ხოლო ვინაიდან იყო გადაღლილი და სტრესულ მდგომარეობაში, ბავშვებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში, რომლებიც იქ არსებული გარემოდან გამომდინარე ასევე იყვნენ სტრესულ მდგომარეობაში, გასაუბრების სწრაფად დასრულების მიზნით, ოქმს ხელი მოაწერა წაკითხვის გარეშე. მას შემდეგ რაც, პოლიციამ არანაირი რეაგირება არ განახორციელა, განცხადებით მიმართა და გამოითხოვა გასაუბრების ოქმი, როდესაც აღმოაჩინა, რომ ფაქტები არ იყო დაფიქსირებული, მოითხოვა ხელმეორედ გასაუბრება მათ შორის ბავშვენთან. სასამართლომ არ იმსჯელა რა მიზნით შეიძლება მიემართა ხ------ა ა--------უს პოლიციისათვის და თან გასაუბრებისას არ დაეფიქსირებინა მომხდარი ძალადობის შესახებ. რაც შეეხება პოლიციის თა---შრომლის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების ფაქტს, აღნიშნულზე აპელანტი მხარე მიუთითებს, რომ მათ განცხადებით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და რომ შესწავლის პროცესცია აღნიშნული ფაქტი.

გარდა ამისა, სააპელაციო საჩივრის წარმდგენი მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი გასაუბრებისგან განსხვავებით, მეორე გასაუბრება მიმდინარეონდა ფსიქოლოგის მონაწილეობით, რაც გასაუბრების პროცეს ხდიდა უფრო სანდოს, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ბავშვთან გასაუბრება უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართულობით, რომელიც შეძლებს ბავშვის გახსნასა და ინფორმაციის სწორად ამოღებას, ბავშვისთვის ზიანის მიყენების გარეშე. აპელანტი მხარეები განსაზღვრავენ, რომ სასამართლო პროცესზე მათ მიერ აღინიშნა, რომ ყველა იმ გამოკითხვისა და გასაუბრების ოქმებში, სადაც მონაწილეობდა ფსიქოლოგი, ბავშვები ყვებიან განცდილი ან დანახული ძალადობის შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ის გასაუბრების ოქმები, სადაც ბავშვები ფსიქოლოგის თანდასწრებით არიან გამოკითხული.

სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვების მამასთან ურთიერთობის შეზღუდვა უფრო საზიანო შეიძლება იყოს, ვიდრე მამასთან ურთიერთობის პირობებში ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება.

სასამართლომ აღნიშნული დასკვნა გააკეთა მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე, ჰიპოთეტურად, არ გაითვალისწინა სოციალური მუშაკის პოზიცია, რომ ბავშვისთვის საზიანოა მამასთან ურთიერთობა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების პირობებში, ასევე უყურადღებოდ დატოვა განმარტება, რომ უფრო მძიმე ფორმით ძალადობის პირობებშიც კი ბავშვები უარს არ აცხადებენ მშობელთან ურთიერთობაზე, რაც არის ბუნებრივი რეაქცია. აპელანტი მხარე უდავოდ მიიჩნევს, რომ ბავშვებს მამა უყვართ, მაგრამ ასევე უდავოდ თვლიან, რომ ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ძალადობისგან, მათ შორის მშობლის მხრიდან ძალადობისგანაც. სასამართლომ პასუხისმგებლობა გადაიტანა თავად ბავშვებზე და სწორედ ბავშვებისგან მოითხოვა მათი საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა, რაც ვერ ჩაითვლება ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებად.

სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას სასამართლომ აქცენტი გააკეთა, რომ ეს არ იყო ფიზიკური ძალადობა, შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა არ მიიჩნია საკმარისად მამის უფლების შეზღუდვისათვის.

აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო მსგავსი განცხადებით წინააღმდეგობაში მოვიდა როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო კონვენციებთან, რომლებიც ბავშვთა უფლებების მაღალ სტანდართს აწესებს. სასამართლოს მხრიდან მსგავსი რეპლიკა არის მითითება, რომ ძალადობად მიიჩნევს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას და სათანადოდ მწვავედ და ბავშვისთვის ზიანის მომტანად არ თვლის ძალადობის ისეთ ფორმას, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა, ანუ უგულებელყოფა.

აპელანტების მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს არაერთ სამართლებრივ უსწორობას. სასამართლომ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ მომხდარა მყისიერად ამიტომ უნდა მომხდარიყო მისი გაუქმება. თუმცა სასამართლოს არ განუმარტავს თუ რას ნიშნავს „მყისიერი“ და რა გონივრულ ვადას გულისხმობს ის. ის გარემოება, რომ პოლიციამ თებერვალში არ გამოსცა შემაკავებელი ორდერი და არ დაიცვა ბავშვის ინტერესები, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ინციდენტი მხედველობაში არ უნდა მიეღოთ ფსიქოლოგიური ძალადობის განმეორების შემთხვევაში. სააპელაციო საჩივრის წარმდგენი მხარე საქმის მასალებით ადასტურებს, რომ ყოველჯერზე როდესაც მამა ხვდება შვილებს მათზე ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის შეფასებული ძალადობის განმეორების რისკები, რაც შემაკავებელი ორდერის გაუქმების პირობებში გაიზარდა. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა მოძალადის პიროვნულ მახასიათებლებძე, მის მიერ წარსულიში განხორციელებული ძალადობის ინციდენტებზე. ა--------ო ა--------უს დღეის მდგომარეობით აქვს ბრალდებულის სტატუსი ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, ასევე მიმდინარეობს გამოძიება ა--------ო ა--------უს მხრიდან უფროსი შვილის ი----ნის ა--------უს მიმართ აუტიზმის გამო სისტემატური ფიზიკური ძალადობის (ქამრით და ხელით ცემა), ასევე ხ------ა ა--------უს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე. მით უფრო, რომ მ----- ა--------უს და ა--- ა--------უს გამიკითხვის ოქმების, ასევე სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ინციდენტები მათი თანდასწრებით ხდებოდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის და წარმოდგენელი საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისსაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სააპელაციო სასამართლო საჩივრის ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავი განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებს. ამ კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარების და რეაბილიტაცის საფუძვლები. ზემოთ მითითებული კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თა---შრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4-ე მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

ამავე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა, ხოლო ამავე მუხლის ,,ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს, თავის მხრივ, ამავე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრად, მოიაზრება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მ---- ნ-----–--–---–-ს მიერ გამოცემულ იქნა №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები ა--------ოს ა--------უს მიმართ, მსხვერპლი ა--- ა--------უ, მ----- ა--------უ.

№0----- შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: „მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“, ,,მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება“; ,,მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აკრძალვა“ მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებულ იქნა მოძალადისაგან; არასრულწლოვანი განცალკევდა მოძალადისაგან.

№0----- შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: „მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“, ,,მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება“'; ,,მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აკრძალვა“ მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებულ იქნა მოძალადისაგან; არასრულწლოვანი განცალკევდა მოძალადისაგან.

2019 წლის 1--------–-------- სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით, მ----- ა--------უმ თავად მოითხოვა დედის გარეშე სოციალურ მუშაკთან გასაუბრება, მისი გადმოცემით, როცა თვითონ მიდიან მამასთან კარგად ატარებენ დროს, მამა მათ ეთამაშება და ისინი მამას პრანჭავენ ხოლმე. ის ყიდულობს ბევრ სათამაშოებს და ნივთებს მათთვის, თუმცა სახლში არაფერს ატანს. მისი თქმით, მათ უნდათ, რომ დედა და მამა ისევ ერთად იყვნენ და ორივესთან იყვნენ ყოველ დღე, მამა კი მათ ეუბნება, რომ დედა არის „ნაგავი და ცუდი ქალი და ის ქუჩაში დარჩება, ბავშვები კი მასთან იცხოვრებენ, თუ დედა კარგად მოიქცევა და მას დაუჯერებს, მაშინ იქნება მათთან სადამდეც ბავშვებს მოუნდებათ და თუ ცუდად მოიქცევა, მაშინ ქუჩაში დარჩება“. მ-----ს გადმოცემით ამის გამო ძალიან ნერვიულობს და არ უნდა, რომ დედა წავიდეს სახლიდან, თუმცა ამას დედას არ ეუბნება, რადგან დედა მამაზე კიდევ უფრო გაბრაზდება და აღარ შეურიგდება მამას. ასევე აღნიშნავს, რომ მამასაც არ ეუბნება, რომ დედასთანაც უნდა ყოფნა და უნდა, რომ ისინი შერიგდნენ, რადგანაც ის კიდევ გაბრაზდება და ამის გამო უფრო ეჩხუბება მათ. თუმცა სოციალური მუშაკის კითხვაზე, მამა ეჩხუბება თუ არა მათ, მ----- ამბობს, რომ მამა არ ეჩხუბება მათ, თუმცა ასევე აღნიშნვს, რომ როცა ერთად ცხოვრობდნენ, მამა ი----ეს ეჩხუბებოდა და სცემდა ხოლმე ქამრით. მამას არ მოსწონდა როცა ი----ე უმიზეზოდ ტიროდა ან ყვიროდა, ასევე არ მოსწონდა კომპიუტერთან დიდხანს, რომ იჯდა და ამის გამო სცემდა, რის გამოც დედა და მამა ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ასევე მ-----მ გაიხსენა საუბრისას, რომ მამა ღამე მოდიოდა ხოლმე სახლში და მას დედას და მამას ჩხუბზე ეღვიძებოდა ხოლმე.

ა--- სოციალურ მუშაკთან ცალკე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მამასთან კარგად გრძნობს თავს, მოსწონს მამასთან ერთად თამაში, თუმცა არ უნდა რომ დედა წავიდეს სახლიდან. მისი გადმოცემით, მამა მას არ ეჩხუბება, თუმცა დედას არ ახსენებს მამასთან, რადგან ფიქრობს, რომ მამა გაბრაზდება და იყვირებს. ა---აც აღნიშნა, რომ მამა ი----ეს ეჩხუბებოდა ხოლმე და სცემდა, როცა უმიზეზოდ ტიროდა და ყვიროდა ან სახლიდან გარბოდა. მისი თქმით, ი----ე ცუდად იქცეოდა და ამიტომ სცემდა მამაც და სწორედ ი----ეს ბრალია, რომ მამამ და დედამ იჩხუბეს და მამა სახლიდან წავიდა.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ა---ს და მ-----ს ძალიან უყვართ მამა, მათ სოციალური მუშაკისთვისაც არ განუმარტავთ, რომ არ უნდათ მამასთან ურთიერთობა, ხოლო საქმეს არ ერთვის მტკიცებულება იმისა, რომ ბავშვების მამასთან ურთიერთობის შეზღუდვა გამომდინარეობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა--------ოს ა--------უსის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი.

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. ,,კლიმატის“ ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობის შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მის ემოციურ მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე.

ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ისეთი გარემოს შექმნაში, როდესაც ბავშვი ვერ აფიქსირებს თავის ნებას და ვერ გამოხატავს გრძნობებს. როდესაც ბავშვს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ეშინია, ამის გამო ვინმეს უკმაყოფილება არ დაიმსახუროს, ესეც ფსიქოლოგიური ძალადობის გამოხატულებაა. ბავშვი ამ დროს ახდენს თავისი სურვილების უგულველყოფას. ბავშვის სურვილების გამოხატვა თუ არ მოხდება, ამან შეიძლება დააზიანოს ბავშვის ფსიქიკა

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის, სხდომაზე მოწვეული სოციალური მუშაკის და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოცემული ახსნა-განმარტებები სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს საჩივარი.

სოციალური მუშაკის 2019 წლის 1--------–-------- დასკვნის თანახმად, ა--- ა--------უს და მ----- ა--------უს მამისადმი აქვთ დადებითი დამოკიდებულება და ფისქსირდება დადებითი ემოციური მიჯაჭვულობა, ამასთან სოციალური მუშაკი მიუთითებს, რომ ბავშვების სურვილია რომ დედა და მამა ისევ ერთად იყვნენ, მამა კი ბავშვს ეუბნება, რომ დედა არის „ნაგავი და ცუდი ქალი და ის ქუჩაში დარჩება, ბავშვები კი მასთან იცხოვრებენ, თუ დედა კარგად მოიქცევა და მას დაუჯერებს, მაშინ იქნება მათთან სადამდეც ბავშვებს მოუნდებათ და თუ ცუდად მოიქცევა, მაშინ ქუჩაში დარჩება“, ამის გამო ბავშვები ძალიან ნერვიულობენ და არ უნდათ, რომ დედა წავიდეს. ასევე სოციალურ მუშაკთან საუბრისას ა--- აღნიშნა, რომ დედას არ ახსენებს მამასთან, რადგან ფიქრობს რომ მამა გაბრაზდება და იყვირებს. ეს გარემოებები ადასტურებს, რომ მამის მხრიდან შვილებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გამოიხადება დედის აუგად მოხსენიებაში. ამასთან სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ ბავშვებს ეშინიათ მამასთან დედის ხსენებაც კი რომ მამა არ გაბრაზდეს და არ იყვიროს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს მამის ა--------ოს ა--------უსის მიერ შვილებზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს, რაც გამოიხატება დედის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებაში. ბუნებრივია ბავშვებს უყვართ დედა, რომელსაც მამა დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებს ბავშვების თანდასწრებით, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვნების მამასთან ფსიქოლოგიური ზეგავლენის რეჟიმში ყოფნა მათ ფსიქიკურ მდგომარეობას დააზიანებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგები.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც ა--- ა--------უსის და მ----- ა--------უსის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩება 2019 წლის 10 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მ---- ნ-----–--–---–-ს მიერ გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა--- ა--------უს და მ----- ა--------უს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გაუქმების თაობაზე;

 

3. ძალაში დარჩეს 2019 წლის 10 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის მ---- ნ-----–--–---–-ს მიერ გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები;

 

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე