გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
330310018002392185
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2204-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ----- წე-------–-

სხდომის მდივანი თ----–- ა---–-------

 

მოსარჩელე - ნა------- ძნ--–--ე

 

მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

წარმომადგენელი - ნი----–---- წე-------–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2--- წლის 1- თ-------–-- №2----- ოქმი, მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ის მეუღლის - ნუ------ გო---–-–---–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნა------- ძნ--–--ის მეუღლის - ნუ------ გო---–-–---–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სარჩელი არ ცნო, ხოლო მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, აგრეთვე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირების - ა-–----------–------, გი------ მ-------, ი----------------- და მ-----------–-–---–-- მიერ, ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-, ბატალიონი „–-------- რიგითი მებრძოლად, 1-------- წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, აფხაზეთში.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J----------- შემადგენლობის დეპარტამენტის ცნობით, იმავე დეპარტამენტის საარქივო მასალებში ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

საქმეში წარმოდგენილი 2--- ბრიგადის საკომენდანტო ასეულის „–-------- პირადი შემადგენლობის სიაში შეტანილი არ არის ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-.

 

ბატალიონის მეთაურის მოადგილემ - დ. ცა----მ არ დაადასტურა ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტი.

 

მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ე არის ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა 2--- წლის 2-----–----

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საბრძოლო მოკვლევები და თანდართული ვეტერანის მოწმობები (ს.ფ. 19-33);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J----------- შემადგენლობის დეპარტამენტის 2--- წლის 2--------–-- ცნობა (ს.ფ. 18);

- 2--- ბრიგადის საკომენდანტო ასეულის „–-------- პირადი შემადგენლობის სია (ს.ფ. 21);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 134);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ემ 2--- წლის თებერვალში, განცხადებით მიმართა მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ითხოვა მისი გარდაცვლილი მეუღლის - ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურება.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2--- წლის 1- თ-------–-- №2----- ოქმით, სხდომაზე დამსწრე 8 წევრიდან 7 წევრის უმრავლესობით, მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ეს უარი ეთქვა მისი გარდაცვლილი მეუღლის - ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ დადასტურდა სათანადო დოკუმენტაციით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2--- წლის 1- თ-------–-- №2----- ოქმი (ს.ფ. 37-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა------- ძნ--–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2--- წლის 1- თ-------–-- №2----- ოქმი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უარი მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ის მეუღლის - ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას და სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობა. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად.

 

მითითებული კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ვეტერანების კატეგორიებს და ადგენს, რომ ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები; ბ. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები; გ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ. სამხედრო ძალების ვეტერანები“.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით და სამსახურის დირექტორის სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურში იქმნება სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, ხოლო სტუქტურულ ერთეულებს შორისაა სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანებსაც წარმოადგენს: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია. შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება და სხვა.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის დირექტორი ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; აკონტროლებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; იგი უფლებამოსილია კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შექმნას კომისიები, სათათბირო და სხვა ორგანოები.

 

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

ამრიგად, სასამართლო, აღნიშნული ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე ის პირები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები იყვნენ, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ემ 2--- წლის თებერვალში, განცხადებით მიმართა მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ითხოვა მისი გარდაცვლილი მეუღლის - ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურება, რაც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2--- წლის 1- თ-------–-- №2----- ოქმით, სხდომაზე დამსწრე 8 წევრიდან 7 წევრის უმრავლესობით, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ დადასტურდა სათანადო დოკუმენტაციით.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ე არის ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა 2--- წლის 2-----–----

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განისაზღვრა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც ვეტერანის მოწმობის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში, კერძოდ, მითითებული მუხლის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი და იმავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J----------- შემადგენლობის დეპარტამენტის ცნობით, იმავე დეპარტამენტის საარქივო მასალებში ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ 2--- ბრიგადის საკომენდანტო ასეულის „–-------- პირადი შემადგენლობის სიაში შეტანილი არ არის ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-. ამასთან, ბატალიონის მეთაურის მოადგილემ - დ. ცა----მ არ დაადასტურა ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის ფაქტი.

 

ამრიგად, მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ის მიერ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, საკითხის გადაწყვეტისათვის წარდგენილი არ ყოფილა ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული ისეთი სახის დოკუმენტი, რომელიც მოსარჩელის მეუღლის შესაბამის დანაყოფში ჩარიცხვის ან ამორიცხვის, ასევე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს დაადასტურებდა.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ საბრძოლო მოკვლევას, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირების - ა-–----------–------, გი------ მ-------, ი----------------- და მ-----------–-–---–-- მიერ და რომლის მიხედვით, ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-, ბატალიონი „–-------- რიგით მებრძოლად, 1-------- წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, აფხაზეთში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ინსტრუქციით, როგორც აღინიშნა საბრძოლო მოკვლევასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო უწყების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რაც პირის შესაბამის დანაყოფში ჩარიცხვა-ამორიცხვას დაადასტურებს. შესაბამისად, მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა, მითითებული ინსტრუქციის მიხედვით, არ შეიძლება გახდეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დადასტურების საფუძველი.

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა გი------ მო----მ, რომელიც აღნიშნულ საბრძოლო მოკვლევაზე ერთ-ერთი ხელმომწერია, განმარტა, რომ ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს ბატალიონი „–-------- შემადგენლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობა მას უშუალოდ არ უნახავს და ეს ინფორმაცია სხვა პირთაგან აქვს.

 

ამრიგად, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოპასუხის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული და იგი შესაბამისობაშია „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების, შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 2--- მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ მიიჩნია განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს მისი მეუღლის - ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე, ხოლო ამ ფაქტის დადასტურება ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ნა------- ძნ--–--ის მეუღლის - ნუ------ კო-----------ს ძე გო---–-–---–-ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებისა და ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 2---, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნა------- ძნ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დ----- წე-------–-