განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002066072
საქმე №3ბ/1079-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ს--------------–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ--------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 17 აპრილის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის - ხ--------------ის ოჯახი აღდგენილ იქნებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და აენაზღაურებინა მიუღებელი საარსებო შემწეობის თანხა, შეწყვეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დღემდე.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 12 აპრილამდე, ხ--------------ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------) შედგებოდა 4 წევრისაგან, კერძოდ: ხ----- ჯ-------ი, ს----ი ჯ-------ი, ხ--------------ი, დ---- ჯ-------ი. ოჯახი 2007 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში. 2008 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, ოჯახი იყო საარსებო შემწეობის მიმღები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი: 0---------წ. (ს.ფ. 9);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 04 აგვისტოს №------------- წერილი (ს.ფ. 91-92);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 იანვრის №------ წერილი (ს.ფ. 119-120).
3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2014 წლის 05 თებერვალს შევსებული ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ს----ი ჯ-------ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) ფლობს და ცხოვრობს ქ. თბილისში, თ----ს მე-3 მ/რ, მ----------------------------2-ში; საკუთრებაში არ გააჩნია არავითარი უძრავი ქონება; ოჯახში არიან: ხ----- ჯ-------ი, ს----ი ჯ-------ი, ხ--------------ი და დ---- ჯ-------ი. ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, ხ----- ჯ-------ი და ს----ი ჯ-------ი არ მიეკუთვნებიან ჩამოთვლილ კატეგორიებს, ხოლო ხ--------------ი არის სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი და დ---- ჯ-------ს არ შეუძლია დაუხმარებლად გადაადგილება და/ან საჭიროებს მომვლელს; ხ----- ჯ-------ს და დ---- ჯ-------ს არ გააჩნიათ სპეციალური სტატუსი, ს----ი ჯ-------ი და ხ--------------ი კი არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (II ჯგუფი); ხ----- ჯ-------ს და ს----ი ჯ-------ს ჰყავთ 3-3 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მათთან არ ცხოვრობენ; ხ----- ჯ-------ი და ს----ი ჯ-------ი არიან წერა-კითხვის უცოდინარნი, ხ--------------ს მიღებული აქვს საშუალო განათლება, ხოლო დ---- ჯ-------ს - არასრული საშუალო განათლება; ხ----- ჯ-------ის შემოსავალი შეადგენს 150 ლარს (სახელმწიფო პენსია) და 7 ლარს (სახელმწიფო კომპენსაცია), ს----ი ჯ-------ის შემოსავალი - 150 ლარს (სახელმწიფო პენსია), 7 ლარს (სახელმწიფო კომპენსაცია) და 204 ლარს (ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა), ხ--------------ის შემოსავალი - 150 ლარს (სახელმწიფო პენსია), ხოლო დ---- ჯ-------ს არავითარი შემოსავალი არ გააჩნია; არცერთი მათგანი არ მოიხმარს თამბაქოს; ოჯახი ფლობს გაზის წყლის გამათბობელს (არასაბჭოთა); ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 87 ლარი, ხოლო ბუნებრივი გაზისათვის - 338,40 ლარი; ოჯახის საცხოვრისის იატაკის საფარი მთლიანად საჭიროებს გამოცვლას/შეკეთებას; ოჯახის წევრთა ჩაცმულობა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში; ოჯახს პირადი ჰიგიენის საშუალებებიდან გააჩნია მხოლოდ სარეცხი საპონი/ფხვნილი; ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება არის - ღატაკი. ამასთან, ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა სოციალურმა აგენტმა მიიჩნია სანდოდ.
ს----ი ჯ-------მა მითითებულ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურა მის მიერ მიწოდებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“ ინფორმაციის სინამდვილე და სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში სრულად ასახვა.
2014 წლის 05 თებერვალს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 1000 ერთეულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2014 წლის 05 თებერვალს შევსებული ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 95-102);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 04 აგვისტოს №------------- წერილი (ს.ფ. 91-92).
3.1.3. სოციალური აგენტი ლ--ა ფ--–------ე 2017 წლის 17 აპრილს იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ----ს მე-3 მ/რ, კორპ. 15, ბინა 92-ში მცხოვრებ ს----ი ჯ-------ის ოჯახში, გრაფიკული გენერაციის საფუძვლით. ოჯახში ვიზიტისას მას დახვდა დემოგრაფიული ცვლილება - ოჯახის უფლებამოსილი პირი - ს----ი ჯ-------ი იყო ახალი გარდაცვლილი და მისი დისშვილი თ------ პ---–----ი, რომელიც არ იყო წინა დეკლარაციით გათვალისწინებული, რუსეთიდან რამდენიმე წლის დაბრუნებული ცხოვრობდა ამ მისამართზე. აღნიშნული ინფორმაცია ლ--ა ფ--–------ემ მიიღო თავად თ------ პ---–----ისაგან, რომელმაც მიუხედავად სამართლებრივი შედეგების განმარტებისა, უარი განაცხადა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასა და დახმარების მიღებაზე. ლ--ა ფ--–------ემ ხ----- ჯ-------თან შეთანხმებით შეავსო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, მიზეზით: ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი.
2017 წლის 17 აპრილს უფლებამოსილმა პირმა შეამოწმა ქ. თბილისში, თ----ს მე-3 მ/რ, მ----------------------------2-ში მცხოვრები ხ----- ჯ-------ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------). შემოწმების შედეგად, შედგა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმი იმ მიზეზით, რომ ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმზე გრაფა - „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის ხელმოწერა“ თავისუფალი სახით არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალგორის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტის (შტატგარეშე) ლ--ა ფ--–------ის 2017 წლის 03 აგვისტოს №-- ახსნა-განმარტებითი ბარათი (ს.ფ. 93);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 04 აგვისტოს №------------- წერილი (ს.ფ. 91-92);
- „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 აპრილის ოქმი (ს.ფ. 94).
3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 03 მაისის №------------- და 15 ივნისის №------------- წერილებით ხ----- ჯ-------ს ეცნობა, რომ ვინაიდან ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) შემოწმების შედეგად გამოვლინდა ოჯახის მხრიდან დარღვევა კანონის მოთხოვნისა - ოჯახმა „ობიექტური პასუხები უნდა გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები“, შედგა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, მიზეზით: ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი. შესაბამისად, ხ----- ჯ-------ის ოჯახმა დაკარგა უფლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოეთხოვა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 03 მაისის №------------- წერილი (ს.ფ. 82);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 15 ივნისის №------------- წერილი (ს.ფ. 83).
3.1.5. ხ--------------მა 2017 წლის 07 ივლისს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და 2017 წლის 17 აპრილის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ბათილად ცნობა და რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 10 ივლისს დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, ხ--------------მა 2017 წლის 24 ივლისის №----- განცხადებით დამატებით წარადგინა ინფორმაცია, მათ შორის, ს----ი ჯ-------ის გარდაცვალების მოწმობა №0----------.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 13 აპრილს გაიცა №0---------- გარდაცვალების მოწმობა, რომლის თანახმად, 2017 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა ს----ი ჯ-------ი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით ხ--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, უარი ეთქვა ხ--------------ს „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 17 აპრილს შევსებული ოქმის ბათილად ცნობაზე; ხ--------------ს მოეხსნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხ--------------ის 2017 წლის 07 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 88-90);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის №0------- წერილი (ს.ფ. 84-85);
- ხ--------------ის 2017 წლის 24 ივლისის №----- განცხადება (ს.ფ. 75-80);
- №0---------- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 86).
3.1.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის თანახმად, დ---- ჯ-------ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) ფლობს და ცხოვრობს ქ. თბილისში, თ----ს მე-3 მ/რ, მ----------------------------2-ში მდებარე ხუთოთახიან, 95 კვ.მ. ფართში, სადაც იატაკი არის პარკეტის; საკუთრებაში არ გააჩნიათ არავითარი უძრავი ქონება; ოჯახში არიან: ხ----- ჯ-------ი, ხ--------------ი და დ---- ჯ-------ი. ოჯახის უფროსი არის ხ----- ჯ-------ი; ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, ხ----- ჯ-------ს არ შეუძლია დაუხმარებლად გადაადგილება და/ან საჭიროებს მომვლელს, ხ--------------ი არის სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; ოჯახის სამივე წევრი არის მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები, ხოლო დ---- ჯ-------ი ასევე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი); ხ----- ჯ-------ს ჰყავს 3 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მათთან არ ცხოვრობენ; ხ----- ჯ-------ი არის წერა-კითხვის უცოდინარი, ხ--------------ს მიღებული აქვს საშუალო განათლება, ხოლო დ---- ჯ-------ს - არასრული საშუალო განათლება; ხ----- ჯ-------ის შემოსავალი შეადგენს 180 ლარს (სახელმწიფო პენსია) და 7 ლარს (სხვა სოციალური დახმარება), ხ--------------ის - 150 ლარს (სახელმწიფო პენსია) და 7 ლარს (სხვა სოციალური დახმარება), ხოლო დ---- ჯ-------ს შემოსავალს წარმოადგენს 100 ლარი (სოციალური პაკეტი); ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 310 ლარი, ბუნებრივი გაზისათვის - 204 ლარი, წყლისათვის - 100 ლარი და დასუფთავებაში - 80 ლარი.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 77220 ერთეულით. აღნიშნული ქულა ძალაში შევიდა 2017 წლის 13 ნოემბერს და მისი გათვალისწინებით, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შევსებული ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 121-128);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 იანვრის №------ წერილი (ს.ფ. 119-120).
3.1.7. 2018 წლის 08 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ლ--ა ფ--–------ემ განმარტა, რომ მუშაობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სოციალური აგენტის თანამდებობაზე. იგი 2017 წლის 17 აპრილს მოსარჩელის ოჯახში მივიდა „გრაფიკის“ საფუძველზე გადამოწმების მიზნით და იქ დახვდა ოჯახის ნათესავი. ამ უკანასკნელის განმარტებით, ს----ი ჯ-------ი იყო ახალი გარდაცვლილი. მითითებული პირის განმარტებით, ოჯახში მივიდოდა ოჯახის სხვა ნათესავი, რომელიც იქ ცხოვრობდა და ოჯახის წევრების შესახებ ფლობდა მეტ ინფორმაციას. ლ--ა ფ--–------ემ გადაწყვიტა დალოდებოდა იმ პირს, ვინც დაეხმარებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში. ოჯახში მისულმა თ------ პ---–----მა სოციალურ აგენტს განუმარტა, რომ რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ 1-2 წელზე მეტია ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრობს იმავე მისამართზე, ვინაიდან ოჯახის ყველა წევრი იყო ავადმყოფი და საჭიროებდა დახმარებას. სოციალურმა აგენტმა თ------ პ---–----ს აუხსნა, რომ იგი არ ფიქსირდებოდა დეკლარაციაში და რადგან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო სახეზე იყო ახალი დეკლარაციის შევსების საფუძველი, მას დეკლარაციაში უნდა აღენიშნა ფაქტობრივად, მუდმივად ერთად მცხოვრები ყველა პირი, მათ შორის, თ------ პ---–----იც. ეს უკანასკნელი თავიდან დაეთანხმა დეკლარაციის შევსებას, მაგრამ კითხვების დასმის შემდეგ დაინტერესდა, თუ რა მიზნით ხდებოდა დეკლარაციის შევსება. მას შემდეგ, რაც შეიტყო დეკლარაციის საფუძველზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისა და მხოლოდ ამის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიღების შესახებ ინფორმაცია, თ------ პ---–----მა უარი განაცხადა დეკლარაციაში დაფიქსირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა აგენტმა თ------ პ---–----ს არაერთგზის განუმარტა, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოყვებოდა დეკლარაციაში დაფიქსირებაზე უარის თქმას. თ------ პ---–----მა ლ--ა ფ--–------ეს განუცხადა, რომ იგი არ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას და დახმარება გაეწიათ იმ პირებისთვის, ვისაც ეს სჭირდებოდათ, მათ შორის, ამ ოჯახის წევრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლ--ა ფ--–------ემ განმარტა, რომ პროგრამა არ ითვალისწინებს დეკლარაციაში მხოლოდ იმ პირთა დაფიქსირებას, ვისაც ესაჭიროება სოციალური შემწეობა.
მოწმის განმარტებით, მან მიიჩნია, რომ თ------ პ---–----ი მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელის ოჯახში, წარმოადგენდა ოჯახის წევრს, რომელსაც სურვილი არ ჰქონდა მიეღო სოციალური დახმარება.
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული ის არგუმენტაცია, რომელსაც ემყარება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლები.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 17 აპრილის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანი ასევე უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მოთხოვნები - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურების დაკისრება.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
4.3. სასამართლომ განმარტა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლომ მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად, ხოლო 121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 2015 წლის პირველი მაისიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის და/ან სააგენტოს ინიციატივით, მიუხედავად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიმართვისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების თაობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში გამოყენებულ ტერმინებს ადგენს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესი, კერძოდ, წესის მე-2 მუხლის თანახმად, მაძიებელი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები; ხოლო ოჯახი ამ წესის მიზნებისათვის განმარტებულია როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ამასთან, შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი. მითითებული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შინასამეურნეო საქმიანობა ეს არის ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.
სასამართლომ აქვე მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ხ--------------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი შეადგინა თ------ პ---–----თან გასაუბრების გზით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუმცა საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება იგი წარმოადგენდა თუ არა ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს - ოჯახის წევრს, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირს, რომელიც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად ცხოვრობს მოსარჩელის ოჯახში და ისინი ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. მით უმეტეს, რომ თავად თ------ პ---–----ი მითითებულ გარემოებას ხდის სადავოდ და აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს რუსეთის მოქალაქეს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთში, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში სხვა მისამართზე მცხოვრები დის ოჯახში. ასევე პერიოდულად მიდის მოსარჩელის ოჯახში იმ პირების (ნათესავების) დასახმარებლად, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა თავად მოპასუხე მხარესთან დაცულ ინფორმაციასა და პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, ხ----- ჯ-------ის, ხ--------------ის და დ---- ჯ-------ის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე და ისინი საჭიროებენ მესამე პირის დახმარებას. ამასთან, ვინაიდან სოციალური აგენტი ჯ-------ების ოჯახში გამოცხადდა იმ დროს, როდესაც ს----ი ჯ-------ი იყო ახალი გარდაცვლილი, სახლში იმყოფებოდნენ ნათესავები, მათ შორის, თ------ პ---–----ი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა სოციალურმა აგენტმა, რომელმაც შეადგინა გასაჩივრებული ოქმი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ მოძიებული ინფორმაცია ეყრდნობოდა მხოლოდ და მხოლოდ თ------ პ---–----ის განმარტებებს, „ოჯახის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის“ გრაფა თავისუფალია, ანუ არ არის დადასტურებული შესაბამისი ოჯახის წევრის მიერ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან თავად მოსარჩელე და თ------ პ---–----ი სადავოდ ხდიან ამ გარემოებას და განმარტავენ, რომ თ------ პ---–----ი ცხოვრობს რუსეთში, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, ბოლოს ჩამოვიდა 25 დეკემბერს და ცხოვრობს დასთან, სხვა მისამართზე, სოციალურ აგენტის უფლებამოსილებას წარმოადგენდა მოეპოვებინა არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური ინფორმაციაც, ასევე, გამოეკითხა ოჯახის ყველა სრულწლოვანი პირი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითებულ გარემოებაზე აპელირება.
სასამართლომ დამატებით მიუთითა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შევსებულ „ოჯახის დეკლარაციაზე“, რომელშიც დ---- ჯ-------ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 0-----------) შედგება სამი წევრისაგან და ესენი არიან: ხ----- ჯ-------ი, ხ--------------ი და დ---- ჯ-------ი. ამდენად, 2017 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობითაც, მასში არ ფიქსირდება თ------ პ---–----ი.
4.4. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მის მიმართ შედგენილი ოქმი 2017 წლის 07 ივლისს გაასაჩივრა ზემდგომ თანამდებობის პირთან - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან და მოითხოვა, როგორც ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით ხ--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საჩივრის ავტორს უარი ეთქვა „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევი) უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 17 აპრილს შევსებული ოქმის ბათილად ცნობაზე; ხ--------------ს მოეხსნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა ხ--------------ის მოთხოვნა, თუმცა ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ოჯახისათვის განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის მოხსნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საკითხი გადაწყვიტა მხოლოდ მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს როგორც მიზანშეწონილობის, ასევე, კანონიერების თვალსაზრისით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
4.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ბათილად იქნა ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 17 აპრილის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი აღდგენილ იქნებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
4.6. ამასთან, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო 998-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს, რომ თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ ხ--------------ის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სიაში რეგისტრაციის გამო, ვიდრე აღნიშნული რეგისტრაცია არ შეწყდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 17 აპრილის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება და ასევე, მოპასუხეს დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი აღდგენილი იქნებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიიჩნია რომ სახეზეა ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დავალებოდა მოსარჩელის ოჯახისათვის სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის შეწყვეტით გამოწვეული ზიანის (მიუღებელი საარსებო შემწეობის) ანაზღაურება, შეწყვეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დღემდე.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 17 აპრილს გრაფიკული სიის საფუძველზე ხ--------------ის ოჯახში ვიზიტი განახორციელა სოციალურმა აგენტმა, რომლის მიერ გამოვლენილი იქნა დემოგრაფიული ცვლილება, კერძოდ, ოჯახის ერთ-ერთი წევრი - ს----ი ჯ-------ი იყო ახალი გარდაცვლილი. ამასთან, ოჯახში იმყოფებოდა ახალი წევრი თ------ პ---–----ი, რომელიც არ იყო წინა დეკლარაციებში მითითებული და ცხოვრობდა ამავე მისამართზე. ამდენად, აპელანტის აზრით, ხ--------------ის ოჯახი დაყოფილი იყო ხელოვნურად, რის გამოც სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო შეევსო ოქმი ,,ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ხ--------------ის სარჩელი.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:
6.2. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ოჯახს დანიშნული საარსებო შემწეობა და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში ბ) ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, გ) შემოსავლების გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე, დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამრიგად, პალატა განმარტავს, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ოჯახს მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლით შეიძლება შეუწყდეს.
პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“, რომლის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.
მითითებული წესის მე-14 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: ა) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი; გ) ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს; დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; ე) ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე; ვ) ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა; ზ) ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები; თ) სხვა მიზეზი, როცა ვიზიტის დროს რაიმე გარემოების გამო სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ან როდესაც შეუძლებელია ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ. განაცხადში მითითებული მისამართი არ არსებობს ან მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობა).
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოჯახის დეკლარაციის „A“ ბლოკის – „ოჯახის საცხოვრებელი“ შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, თუ რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, მაშინ აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით (მაგ.: საძინებლები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა). ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ხდება მარაგების შენახვა და განაწილება მოცემულ ოჯახში, უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ, თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა მათ საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 17 აპრილს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხ--------------ის ოჯახში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ შევსებულ იქნა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ (ფორმა N3) იმ მიზეზით, რომ ,,ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი“, თუმცა ოჯახის უფლებამოსილ პირთან - ხ--------------თან შეხვედრა საერთოდ არ განხორციელებულა და უფლებამოსილ სუბიექტად მიჩნეულ იქნა - თ------ პ---–----ი, რომელიც არათუ არ წარმოადგენდა სათანადო პირს ხ--------------ის ოჯახის შემოწმების დროს, არამედ თავად ხდიდა სადავოდ მითითებულ გარემოებას და აღნიშნავდა, რომ იგი წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა რუსეთში, პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში სხვა მისამართზე მცხოვრები დის ოჯახში. ამასთან, პალატა ყურადღევას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებულ ოქმში მითითებული „ოჯახის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის“ გრაფა თავისუფალია, ანუ დეკლარაციაში მითითებული გარემოებები არ არის დადასტურებული შესაბამისი ოჯახის წევრის მიერ. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტის უფლებამოსილება - მოეპოვებინა არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური ინფორმაცია და გამოეკითხა ოჯახის ყველა სრულწლოვანი პირი, განსახილველ შემთხვევაში განხორციელებული არ არის.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელე ხ--------------ის ოჯახისთვის სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტა კანონშეუსაბამოდ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც აპელანტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედგენის დროს, ასევე მასთან დაკავშირებით, ხ--------------ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს ზემოთ მითითებული გარემოებების საფუძვლიანად და სრულყოფილად გამოკვლევას და დასაბუთებას დაადასტურებდა. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ ხ--------------ის ოჯახის ხელოვნურად დაყოფას ადგილი არ აქვს.
6.3. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლ--ების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლ--ის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლ--ებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული ნორმატიული აქტებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხ--------------ის შეფასებისა და მისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ასევე საფუძვლიანი იყო მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების დავალების ნაწილშიც.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მიუღებელი საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურება, ხოლო აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დათქმიდან გამომდინარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლევან მურუსიძე