განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2019
საქმის ნომერი
330310018002509794
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/3393-18 27 თებერვალი, 2019 წელი

№ 330310018002509794 ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ს--------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ნ----–------ძე, უ-----------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ----–------ძის და უ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 1---------ს ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2------ის N-------- გადაწყვეტილება. დაევალა მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახს აღუდგება სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2005 წლის 3 დეკემბრიდან 2016 წლის 20 ივნისამდე, ნ----–------ძისა და უ-----------–--ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------) რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში. 2016 წლის 20 ივნისს ოჯახს ცენტრალიზებულად გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიზეზი - შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოჯახის წევრს - უ-----------–--ეს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი (2016 წლის აპრილი - 5092,00 ლარი, შპს საფინანსო კომპანია „ს----------–------“ პროცენტის სახით მიღებული), რის შესახებაც ოჯახმა სააგენტოს არ აცნობა.

 

2017 წლის 21 ივნისს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, პირველადი განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს უ-----------–--ემ.

 

2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2017 წლის 4----–--ს განხორციელდა უ-----------–--ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) შესწავლა, კერძოდ, უ-----------–--ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“, რომლის თანახმად, ოჯახს (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) საკუთრებაში არ გააჩნია არავითარი უძრავი ქონება; ცხოვრობს მდგმურად, ოროთახიან, 47 კვ.მ. ფართში, სადაც იატაკი არის პარკეტის. ოჯახში არიან: უ-----------–--ე და ნ----–------ძე. ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, უ-----------–--ე „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორულ მკურნალობას“, ხოლო ნ----–------ძე არ მიეკუთვნება არცერთ ჩამოთვლილ კატეგორიებს; ორივე არის „მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი)“ და „მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები პირი“. მათ არ ჰყავთ სრულწლოვანი შვილი/შვილები, რომლებიც მათთან არ ცხოვრობენ. უ-----------–--ეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო ნ----–------ძეს - საშუალო განათლება; თითოეული მათგანის შემოსავალი შეადგენს 100-100 ლარს (სოციალური პაკეტი); ოჯახს სხვა წყაროებიდან (შინაური ცხოველების, ფრინველებისა და მათი პროდუქციის (რძის, კვერცხის, ხორცის, ყველის, კარაქის, მატყლის და ა.შ.) და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის და მათი გადამუშავების პროდუქტების (ხილი, ბოსტნეული, ღვინის, არაყის, ზეთის, ფქვილის, ჩირის) გაყიდვიდან; ქონების (ბინის, აგარაკის, მანქანის და სხვა) გაქირავებიდან ან გაყიდვიდან ფულადი შემოსავალი, ასევე, ფულადი დახმარება საქართველოში/საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისაგან; სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი გასულ 12 თვეში არ მიუღია; ოჯახი არ ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (იჯარით აღებულისა და უფასო სარგებლობის ჩათვლით); ოჯახს არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი; ოჯახს არ გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი უძრავი ქონების რომელიმე საგანი; ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 207,22 ლარი, მოხმარებული წყლისთვის - 22,05 ლარი, მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის - 176,10 ლარი, ხოლო დასუფთავებისათვის - 17,50 ლარი; ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება არის - ღატაკი. ამასთან, ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სოციალურმა აგენტმა მიიჩნია სანდოდ.

 

უ-----------–--ემ მითითებულ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურა მის მიერ მიწოდებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“ ინფორმაციის სინამდვილე და სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში სრულად ასახვა.

 

უ-------------–---ს ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------) შედგებოდა 2 წევრისაგან, კერძოდ: უ-----------–--ე და ნ----–------ძე. ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 5----.

 

2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–-------------------ს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 1--------ს განხორციელდა ვიზიტი უ-----------–--ის მიერ ,,ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებულ მისამართზე: ქ. თბილისი, წ-------–----------, რა დროსაც მოხდა შეხვედრა და გასაუბრება, როგორც ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან უ-----------–--ესთან, ასევე მოქალაქე მ---------------თან. ეს უკანასკნელი დასაქმებულია წ-------–---------------- კორპუსთან მდებარე მაღაზიაში, კონსულტანტის პოზიციაზე. ვიზიტის დროს დადგინა, რომ შემოსავლის მიღების მიზნით ოჯახი წელიწადზე მეტია ეწევა კერძო საქმიანობას, კერძოდ, საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში აბარებს საკონდიტრო ნაწარმს. აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავალი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ არ იქნა დაფიქსირებული 2017 წლის 4-----–--ის დეკლარაციაში. ასევე, 2017 წლის 4----–--ის ,,ოჯახის დეკლარაციის“ B5 პუნქტში არასწორად იქნა დაფიქსირებული ცალკე მცხოვრები სრულწლოვანი შვილების რაოდენობა, ვინაიდან მოქალაქე უ-----------–--ეს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი - დ--------------–--ე, რომელიც დამოუკიდებლად ოჯახის გარეთ ცხოვრობს ცალკე ოჯახად.

 

4.4. უ-----------–--ემ 2018 წლის 1--------ს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–-------------------ს უფროსს და განმარტა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ერთჯერადად გამოყოფილი დახმარება ერთჯერადად გადაიხადა კომუნალური ხარჯების დაფარვისათვის. ამასთან, მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს სრულწლოვანი შვილი - დ--------------–---, რომელთანაც წლების განმავლობაში არ აქვს კონტაქტი. განმცხადებელის განმარტებით, შესაბამისად, 2017 წლის ივლისის თვის დეკლარაციაში დაფიქსირებული ფულადი შემოსავალი არ არის შეცვლილი.

 

4.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა 2018 წლის 1--------ს შემოწმების შედეგად შეადგინა უ------------–--ის ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი იმ მიზეზით, რომ ოჯახი მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმზე გრაფა - „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის ხელმოწერა“ თავისუფალი სახით არის. აღნიშნულის საფუძველზე, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახმა დაკარგა უფლება ერთი წლით ხელახალ რეგისტრაციაზე.

 

„ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 1---------ს ოქმი ნ----–------ძეს გაეგზავნა 2018 წლის 11 აპრილის №-------- მიმართვით.

 

2.6. ნ-----–--------მ და უ------------–--ემ 2018 წლის 13 აპრილს №----- ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოში გაასაჩივრეს

„ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“

 

2018 წლის 1---------ს ოქმი და მისი თანმდევი გადაწყვეტილება. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის აღდგენა.

 

2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2018 წლის 10 მაისის მდგომარეობით) უ-----------–--ის მიერ 2017 წლიდან 2018 წლის 10 მაისამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.

 

2.8. უ-----------–--ემ და ნ----–------ძემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარადგინეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ზედნადებები, რომლებიც ეხება 2018 წლის 23 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტამდე და 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 3 აპრილამდე პერიოდს. ზედნადებების თანახმად, ორგანიზაცია ე------------------–-–---–-ს მიერ გაცემულია თანხა 62,00 ლარი და 56,40 ლარი, ჯამში 118,40 ლარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მითითებული თანხა ჩათვალა ნ----–------ძის მიერ ლობიანის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლად და წარდგენილი ინფორმაცია მიიღო ცნობის სახით.

 

2.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2------ის №-------- გადაწყვეტილებით ნ----–------ძისა და უ-----------–--ის 2018 წლის 13 აპრილის №----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2.10. უ-----------–--ეს და ნ----–------ძეს უვადოდ დაუდგინდათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტატუსი (II ჯგუფი).

 

დადგენილია, რომ მე-3 სამკურნალო-პროფ. ცენტრს 2017 წლის 05 ივლისს მიმართა უ-----------–--ემ, რომელსაც დაუდგინდა დიაგნოზი - „ქ----------–-------------–-------------------------–------------------------------------–----------------------. აღნიშნული დიაგნოზით, იგი საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას.

 

ასევე დადგენილია, რომ მე-3 სამკურნალო-პროფ. ცენტრს 2017 წლის 2-------------- მიმართა უ-----------–--ემ, მას დაუდგინდა დიაგნოზი - „ჰ-------------–---------------------------–------------------------------------–----------------------------------–-------------–---------------. აღნიშნული დიაგნოზით, იგი საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას.

 

2.11. დადგენილია, რომ ერთის მხრივ შპს „ს--------------------------------–----“ (გამსესხებელი) და მეორეს მხრივ უ-----------–--ეს შორის 2016 წლის 1--------------- გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1----. სესხის ოდენობამ შეადგინა 27700 (ოცდაშვიდიათასშვიდასი) აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო 6 (ექვსი) თვის ვადით, წლიური 28%-ის დარიცხვით.

 

უ-----------–--ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე №1------- (გამოძიების №------------). აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 ივლისს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2.12. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით, უ-----------–--ისა და ნ----–------ძის სახელებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

2.13. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ-------------------მ განმარტა, რომ 2005 წლიდან მუშაობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, კ----------–-------------------ს თანამშრომლად. 2018 წლის 22 თებერვალს, კ----------–-- დეპარტამენტში წარდგენილ იქნა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ უ-----------–--ის ოჯახი მალავდა შემოსავალს. აღნიშნულს მათი მხრიდან აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა რეაგირება. შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის გადასამოწმებლად უფლებამოსილმა პირმა განახორციელა ბენეფიციართან ვიზიტი. ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, გამოიკითხნენ მეზობლები. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე გაფორმებული აქვს მემორანდუმი სსიპ შემოსავლების სამსახურთან და მისი მეშვეობით ხდება ინფორმაციის მიღება იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი მომდინარეობს ოფიციალური წყაროებიდან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარის მიერ ადგილი აქვს იმ თანხის დამალვას, რასაც ოფიციალური წყაროდან, კერძო სამეწარმეო საქმიანობიდან იღებს.

 

მ-------------------მ მიუთითა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმში მითითებულია მხოლოდ ერთი ძირითადი საფუძველი - მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან, ვინაიდან ერთი საფუძვლის არსებობაც კი იწვევს დახმარების შეწყვეტას. ასევე მათ მოიპოვეს ინფორმაცია უ-----------–--ის სრულწლოვანი შვილის შესახებ, თუმცა აღნიშნული დეკლარაციაში არ იყო დაფიქსირებული იმ საფუძვლით, რომ სტატუსის შესაწყვეტად ერთი საფუძველის მითითებაც საკმარისია.

 

მ-------------------მ ასევე განმარტა, რომ შემოსავლის სახით მიღებული თანხის ოდენობას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან ბენეფიციარი განაცხადის შევსებისას პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ხოლო ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის მიწოდება იწვევს სოციალური დახმარების შეწყვეტას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.14. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 1---------ს ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2------ის N-------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე და რომლითაც აღდგება მათი ოჯახისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსი (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია).

 

2.15. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

2.16. სასამართლომ განმარტა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ - ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლომ მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ივნისს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, უ-----------–--ემ პირველადი განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 4----–--ს განახორციელა უ-----------–--ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) შესწავლა. გამოიკითხა უ-----------–--ე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, უ-----------–--ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------), რომელიც შედგებოდა 2 წევრისაგან, კერძოდ: უ-----------–--ე და ნ----–------ძე, დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 5----.

 

ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირდა შემდეგი ინფორმაცია: უ-----------–--ეს და ნ----–------ძეს არ ჰყავთ სრულწლოვანი შვილი/შვილები, რომლებიც მათთან არ ცხოვრობენ; ამასთან, მათ შემოსავალს წარმოადგენს სახელმწიფოსგან ყოველ თვე მიღებული 100-100 ლარი, სოციალურ პაკეტი. სხვა სახის შემოსავალი მითითებულ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–-- დეპარტამენტში შევიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უ-----------–--ე და ნ----–------ძე მალავდნენ შემოსავალს. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით, გამოიკითხა მეზობელი, რომელმაც განმარტა, რომ დასაქმებულია ქ. თბილისში, წ-------–---------------- კორპუსთან მდებარე მაღაზიაში, კონსულტანტის პოზიციაზე და მოსარჩელეთა ოჯახი საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში აბარებს საკონდიტრო ნაწარმს - ლობიანს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–-------------------ს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 4----–--ის ,,ოჯახის დეკლარაციის“ B5 პუნქტში არასწორად იქნა დაფიქსირებული ცალკე მცხოვრები სრულწლოვანი შვილის/შვილების რაოდენობა, ვინაიდან მოქალაქე უ-----------–--ეს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი - დ----------–---, რომელიც დამოუკიდებლად ოჯახის გარეთ ცხოვრობს ცალკე ოჯახად.

 

უ-----------–--ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–-- დეპარტამენტში წარდგენილი 2018 წლის 1-----------ს განცხადებაში განმარტა, რომ პირველი ქორწინებიდან ჰყავს სრულწლოვანი შვილი - დ--------------–---, რომელთანაც წლების განმავლობაში არ აქვს კონტაქტი; ასევე, 2017 წლის ივლისის თვის დეკლარაციაში დაფიქსირებული ფულადი შემოსავალი არ არის შეცვლილი.

 

დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა 2018 წლის 1--------ს შემოწმების შედეგად შეადგინა უ-----------–--ის ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, იმ მიზეზით, რომ ოჯახი მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან. აღნიშნულის საფუძველზე კი, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახმა დაკარგა ერთი წლით ხელახალი რეგისტრაციის უფლება.

 

სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში უ-----------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის საფუძველი გახდა მხოლოდ ერთი საფუძველი - ოჯახი მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან. ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეს ედავება 2017 წლის 4-----–--ს შევსებულ „ოჯახის დეკლარაციაში“ არასწორი ინფორმაციის შეტანაზე, კერძოდ, 1 წლის განმავლობაში კერძო სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დამალვაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

სასამართლომ აქვე მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას.

ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, არამხოლოდ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, არამედ ნებისმიერი წყაროდან, მათ შორის, შესაბამისი ორგანიზაცია- დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) დოკუმენტების შესწავლა-შეფასებისა თუ სხვა პირთა გამოკითხვის საფუძველზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ზედნადებებზე, რომლებიც ეხება 2018 წლის 23 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტამდე და 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 3 აპრილამდე პერიოდს. აღნიშნული ზედნადებების თანახმად, ორგანიზაცია „ე------------------–-–---–-ს“ მიერ გაცემულია თანხა 62,00 ლარი და 56,40 ლარი, ჯამში 118,40 ლარი. აღსანიშნავია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ამ თანხის მიღებას მოსარჩელეების მიერ საკონდიტრო ნაწარმიდან, კერძოდ, ლობიანის რეალიზაციიდან.

 

ამდენად, წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება არა 2017 წლის 4----–--ამდე („ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე) არსებულ, არამედ გაცილებით გვიან პერიოდს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების დროს დამალეს გარკვეული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, არ დასტურდება ის გარემოება, რომ ოჯახის მიზანს წარმოადგენდა შემოსავლის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

ამასთან, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ,,ოჯახის დეკლარაციის“ B5 პუნქტში არასწორად იქნა დაფიქსირებული ცალკე მცხოვრები სრულწლოვანი შვილების შესახებ ინფორმაცია (მოქალაქე უ-----------–--ეს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი - დ--------------–--ე, რომელიც დამოუკიდებლად ოჯახის გარეთ ცხოვრობს ცალკე ოჯახად), სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოების შეფასება სცდება დავის საგანს, რამდენადაც ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.

 

2.17. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2018 წლის 13 აპრილის №----- ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოში გაასაჩივრეს „ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 1---------ს ოქმი და მისი თანმდევი გადაწყვეტილება. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის აღდგენა. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2------ის №-------- გადაწყვეტილებით ნ----–------ძესა და უ-----------–--ეს 2018 წლის 13 აპრილის №----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი ისე, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა მოსარჩელეთა მეზობლის ზეპირ განმარტებაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

2.18. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 1---------ს ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2------ის N-------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახს აღუდგება სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სასამართლო უთითებს, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ არასწორად მოხდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ (ფორმაN3) შევსება, რაც აპელანტს მიაჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან ოჯახში ვიზიტი განხორციელდა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსისლი პირის მიერ. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის 126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე- 11 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას; ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს; გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად; დ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე–3 პუნქტის, თანახმად საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

 

3.2. აპელანტს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოსდა დეკლარაციის შვსებისას ოჯახი უკვე აღარ იღებდა შემოსავალს და წარმოდგენილი ზედნადებებით დასტურდება უფრო ძველი პერიოდის თანხები, როდესაც სასამართლოში და ასევე სააგენტოს თანამშრომლების მიერ და თავად მოსარჩელეების წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება რეალურად 2018 წლის მდგომარეობით, საკონდიტრო ნაწარმიდან კერძოდ, ლობიანის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ჯამში 118,40 ლარის მიღების ფაქტი.

 

ამდენად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესით“ გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის, რიგი უწყებებიდან, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის. „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–14 მუხლის გათვალისწინებით, 2016 წლის 2-------------- სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შეივსო ოქმი ,,ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ”, მიზეზით, სხვა ,,ოჯახი მალავს შემოსავალ.” შესაბამისად, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ოჯახმა დაკარგა უფლება, მოითხოვოს განმეორებითი რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 1---------ს შევსებული ოქმის ,,ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ” ბათილად ცნობის /გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე–10 მუხლის მე–2I პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმების შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

4.3. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია. დამატებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

 

4.4. საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს განსაზღვრავს, სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს ადგენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის. მითითებული კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

პალატა მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას.

 

4.5. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, არამხოლოდ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, არამედ ნებისმიერი წყაროდან, მათ შორის, შესაბამისი ორგანიზაცია- დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) დოკუმენტების შესწავლა-შეფასებისა თუ სხვა პირთა გამოკითხვის საფუძველზე.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2017 წლის 21 ივნისს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, უ-----------–--ემ პირველადი განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 4----–--ს განახორციელა უ-----------–--ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) შესწავლა. გამოიკითხა უ-----------–--ე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, უ-----------–--ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------), რომელიც შედგებოდა 2 წევრისაგან, კერძოდ: უ-----------–--ე და ნ----–------ძე, დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 5----. „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირდა შემდეგი ინფორმაცია: უ-----------–--ეს და ნ----–------ძეს არ ჰყავთ სრულწლოვანი შვილი/შვილები, რომლებიც მათთან არ ცხოვრობენ; ამასთან, მათ შემოსავალს წარმოადგენს სახელმწიფოსგან ყოველ თვე მიღებული 100-100 ლარი, სოციალურ პაკეტი. სხვა სახის შემოსავალი მითითებულ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა.

 

4.6. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–-- დეპარტამენტში შევიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უ-----------–--ე და ნ----–------ძე მალავდნენ შემოსავალს. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით, გამოიკითხა მეზობელი, რომელმაც განმარტა, რომ დასაქმებულია ქ. თბილისში, წ-------–---------------- კორპუსთან მდებარე მაღაზიაში, კონსულტანტის პოზიციაზე და მოსარჩელეთა ოჯახი საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში აბარებს საკონდიტრო ნაწარმს - ლობიანს.

 

უ-----------–--ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–-- დეპარტამენტში წარდგენილი 2018 წლის 1-----------ს განცხადებაში განმარტა, რომ 2017 წლის ივლისის თვის დეკლარაციაში დაფიქსირებული ფულადი შემოსავალი არ არის შეცვლილი.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა 2018 წლის 1--------ს შემოწმების შედეგად შეადგინა უ-----------–--ის ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, იმ მიზეზით, რომ ოჯახი მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან. აღნიშნული საფუძველით ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახმა დაკარგა ერთი წლით ხელახალი რეგისტრაციის უფლება.

 

4.7. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უ-----------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ოჯახი მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან. პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ედავება 2017 წლის 4-----–--ს შევსებულ „ოჯახის დეკლარაციაში“ არასწორი ინფორმაციის შეტანაზე, კერძოდ, 1 წლის განმავლობაში კერძო სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დამალვაზე.

 

პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ზედნადებებზე, რომლებიც ეხება 2018 წლის 23 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტამდე და 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 3 აპრილამდე პერიოდს. აღნიშნული ზედნადებების თანახმად, ორგანიზაცია „ე------------------–-–---–-ს“ მიერ გაცემულია თანხა 62,00 ლარი და 56,40 ლარი, ჯამში 118,40 ლარი. აღსანიშნავია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ამ თანხის მიღებას მოსარჩელეების მიერ საკონდიტრო ნაწარმიდან, კერძოდ, ლობიანის რეალიზაციიდან.

 

4.8. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ, წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება არა 2017 წლის 4----–--ამდე („ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე) არსებულ, არამედ გაცილებით გვიან პერიოდს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების დროს დამალეს გარკვეული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, არ დასტურდება ის გარემოება, რომ ოჯახის მიზანს წარმოადგენდა შემოსავლის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

4.9. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-246-243(კ-14)), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.“

 

4.10. პალატის მოსაზრებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 1---------ს ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2------ის N-------- გადაწყვეტილება უ-----------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის კანონშესაბამისობის შესახებ არ შეესაბამება მისი გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან საქმეზე არ დასტურდება შემოსავლების დამალვის ფაქტი ოჯახის დეკლარაციის შევსებისას, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს, მესამე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დამატებითი მოკვლევა-გადამოწმება არ ჩაუტარებია. ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს დასკვნას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის შესახებ, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნ----–------ძისა და უ-----------–--ის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის შესახებ, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახს აღუდგება სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი