განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001186153
№3ბ/1452-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
12 სექტემბერი, 2016 წელი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი - ი----- ქ-------ე
წარმომადგენელი - ი-----–- ნ---–--ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------ კ-------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - თ------- ჩ----ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის № 2------ ბრძანების ბათილად ცნობის, ი----- ქ-------ის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ი----- ქ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს MIA9---------- წერილის (პატაკის) თანახმად, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მეორე განყოფილების (სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფი“) პატრულ-ინსპექტორმა, მესაზღვრე-კონტროლიორის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ი----- ქ-------ემ მოითხოვა ოჯახური პირობების გამო 2015 წლის 21 აგვისტოს სამსახურიდან გათავისუფლება ქალაქგარეთ გასვლით, კერძოდ, ქ. თბილისში.
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 31 აგვისტოს MIA6---------- წერილით შსს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ 2015 წლის 22 აგვისტოს დაახ. 15:00 სთ-ზე საპატრულო პოლიციის მხედველობის არეში მოხვდა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა შკოდა სახ.N A------ ბორტის N1--- სრული საპატრულო შეფერილობით და აღჭურვილობით, სადაც მძღოლისა და მგზავრების ადგილას იმყოფებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს თანამშრომელი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ი----- ქ-------ე. ამავე წერილის თანახმად, ი----- ქ-------ეს ავტომანქანა რემონტის შემდეგ მიჰყავდა თბილისიდან ბათუმში და გზად დაიმგზავრა რამოდენიმე უცხო პირი.
მითითებული წერილის საფუძველზე, საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირებისა და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს I სამმართველოს საპატრულო პოლიციის შემოწმების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გ-------------ამ ამავე სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, პოლიციის მაიორ თ-------------ას თანდასწრებით, 2015 წლის 02 და 04 სექტემბერს, ი----- ქ-------ესთან, ა-----ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამეურნეო განყოფილების უფროსთან - დ----- დ-----აძესთან და ა-----ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების უფროსთან - კ------------- ს---–---–თან შეადგინა სატელეფონო გასაუბრების ოქმები. ოქმების თანახმად, შესაბამისი პატაკის საფუძველზე, 2015 წლის 21 აგვისტოს სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებდა ი----- ქ-------ე. 2015 წლის 21 აგვისტოს წავიდა თბილისში და ა-----ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამეურნეო განყოფილების უფროსის დ----- დ-----აძის თხოვნის საფუძველზე სამსახურებრივი ავტომანქანა წაიყვანა შესაკეთებლად. ქ. თბილისში, დ----- აღმაშენებელის ხეივანში არსებულ „SKODA“-ს სერვის ცენტრში ავტომანქანის შეკეთების შემდეგ, 2015 წლის 22 აგვისტოს, ი----- ქ-------ე დახვდა საქართველოში ჩამოსულ ნათესავებს (ი----- ქ-------ის განმარტებით, შვილის ნათლიის ოჯახს) და ბრუნდებოდა ბათუმში.
დ----- დ-----აძისა და კ------------- ს---–---–ის განმარტებებით, მათთვის სხვა ინფორმაციის შესახებ არ არის ცნობილი, ხოლო ი----- ქ-------ის სატელეფონო განმარტების თანახმად, ვინაიდან იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ ეცვა სამსახურებრივი ფორმა, ავტომანქანას თვითონ მართავდა და გზაში სპეციალური შუქურა არ გამოუყენებია.
საქართველოს შსს გენერალური ინსპექციაში, 2015 წლის 09 სექტემბერს, ი----- ქ-------ემ წერილობით ახსნა-განმარტებაში დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ სხვა დროსაც წაუყვანია სამსახურებრივი ავტომანქანა თბილისში შესაკეთებლად, რა დროსაც მას მართავდა სამოქალაქო ტანსაცმელით და შენიშვნა არასოდეს მიუღია. ამასთან, 2015 წლის 22 აგვისტოს, ბათუმში დაბრუნების დროს გზაზე გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც საცობი იყო, გამოიყენა როგორც ციმციმა, ასევე ხმოვანი სიგნალი. მანვე განმარტა, რომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, ბათუმში სამსახურებრივი ავტომანქანით მიჰყავდა სტუმრად ჩამოსული ახლობლები და გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საჭესთან იჯდა მისი შვილის ნათლია - ა-----ნ ბ-------ე. ამავე ახსნა-განმარტების მიხედვით, ი----- ქ-------ე აცნობიერებს რა თავის ქმედებას, დებს პირობას, რომ აღარ გაიმეორებს.
იმერეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს II სახაზო საპატრულო განყოფილების II ოცეულის პატრულ-ინსპექტორის გ-------– ფ------–--ისა და ამავე ოცეულის მეთაურის დ----- წ----–----ას 2015 წლის 08 სექტემბრის ახსნა- განმარტებებით დგინდება, რომ 2015 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 სთ-ზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს სახ.N A------ ბორტის N1--- სრული საპატრულო შეფერილობის და აღჭურვილობის მქონე ავტომანქანა, სადაც იმყოფებოდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4 პირი, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს თანამშრომელი პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი ი----- ქ-------ე. ამავე განმარტებების თანახმად, ავტომანქანა მოძრაობდა ჩართული ციმციმებით, ხოლო საჭესთან არ იჯდა ი----- ქ-------ე, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მისი დაღლილობის გამო არსებობდა საჭესთან ახლობლის დასმის აუცილებლობა. ამასთან, მძღოლი ცდილობდა პატრულ-ინსპექტორის შეცდომაში შეყვანას და იძახდა, რომ ის იყო ა-----ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ „SKODA“-ს მარკის საპატრულო ავტომანქანას მართავდა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ი. ქ-------ის ახლობელი, მოქალაქე ა-----ნ ბ-------ე, ხოლო ი----- ქ-------ე იჯდა მძღოლის გვერდით.
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი პოლიციის მაიორის მ----ბ ძ-------ის მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს გაცემული სამსახურებრივი დახასიათების თანახმად, ი----- ქ-------ე შსს ორგანოებში მუშაობდა 2004 წლიდან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს II განყოფილების (სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი „სარფი“) პატრულ-ინსპექტორის მესაზღვრე კონტროლიორის თანამდებობაზე კი იყო 2009 წლიდან; ი----- ქ-------ე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებდა ჯეროვნად, მუშაობის პერიოდში ვერ გამოიჩინა თავი როგორც პრინციპულმა და შრომისმოყვარე მუშაკმა, არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, არ ასრულებდა ხელმძღვანელობის დავალებებსა და ბრძანებებს, მოქალაქეებთან მიმართებაში არ იყო თავაზიანი, ცუდად ფლობდა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებს, სამინისტროს მარეგლამენტირებელ ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და დირექტიულ წერილებს; ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას შორის სარგებლობდა ცუდი ავტორიტეტით.
„შს სამინისტროს მოსამსახურის ი----- ქ-------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2015 წლის 06 ოქტომბერს დამტკიცებული დასკვნის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულ პირთა (დ----- წ----–----ას, გ-------– ფ-----–--ისა და ი----- ქ-------ის) ახსნა-განმარტებებითა და მოპოვებული ფოტო მასალის თანახმად, ი----- ქ-------ემ ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა; ამასთან, იგი ხასიათდება უარყოფითად, რის გამოც ინსპექციას მიზანშეწონილად მიაჩნია პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ი----- ქ-------ეს შეეფარდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. აღნიშნული დასკვნა შესასრულებლად გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
„დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის N2------ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის „სარფი“ პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ი----- შ------ ძე ქ-------ე (პ/ნ 6----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის N9-- ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს სამმართველოს IV განყოფილების (სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტი“) პატრულ-ინპექტორს (მესაზღვრე-კონტროლიორი) პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ი----- შ------ ძე ქ-------ეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოეცხადა შენიშვნა.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მინისტრის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის N2------ ბრძანება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამსახურის „სარფი“ პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ი----- ქ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე ი----- ქ-------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლომ აქვე მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალურ ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმინობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
მითითებული კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეების სახეებს, რომელზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ ი----- ქ-------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამსახურის „სარფი“ პატრულ-ინსპექტორად (მესაზღვრე-კონტროლიორი). შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით“.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, „სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) საშტატო- საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო“.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი“.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ი----- ქ-------ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის N2------ ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტების საფუძველზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,„დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ)სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით და დარღვევებს შორის არის: 3. სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; 16. აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება; ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების შემთხვევაში: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივ ავტომანქანაში უცხო პირთა ჩასმა, გარდა სამსახურებრივი აუცილებლობისა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა -გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.
ამავე მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ი----- ქ-------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 31 აგვისტოს MIA6---------- წერილზე რეაგირების მიზნით, წარმოების ფარგლებში როგორც წერილობით, ასევე ზეპირად, ტელეფონის მეშვეობით გამოკითხულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ა-----ს მთავარი სამმართველოს ის მოსამსახურეები, ვისაც შეიძლებოდა კონკრეტულ გადაცდომასთან დაკავშირებით ჰქონოდა ინფორმაცია და მიღებული ახსნა-განმარტებების, აგრეთვე, მოპოვებული ფოტომასალის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ ი----- ქ-------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 59-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 70-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, „დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი“, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ი----- ქ-------ემ გამოიჩინა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და ჩაიდინა მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც შელახა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტი. აღნიშნული თავად დაადასტურა მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გაკეთებულ ახსნა-განმარტებაში და აღნიშნა, რომ აცნობიერებდა რა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმეს, მის განმეორებას ადგილი აღარ ექნებოდა.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გადაცდომასთან მიმართებით დადებული სახდელის არაპროპორციულობასა და არათანაზომიერებაზე მოსარჩელის მითითებას, სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის გათვალისწინებით განმარტა, რომ სახდელის დადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც მან ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესთან მიმართებაში სწორად უნდა შეარჩიოს და გამოიყენოს სახდელის შესაბამისი სახე. ასევე, გაითვალისწინოს თანამშრომლის პიროვნებისა და დამსახურების შეფასება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე ვალდებულია პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 723-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელისადმი არსებობს მისი საქმიანობის შეფასების მაღალი სტანდარტები, რამდენადაც იგი ასრულებს საზოგადოებაში სამართალდაცვით ფუნქციას და ამ თვალსაზრისით იგი უნდა განამტკიცებდეს და იცავდეს მართლწესრიგს, ხოლო ეს შეუძლებელია თვით პოლიციელის მიერ მაღალი ზნეობრივი თვისებების გამოვლენისა და დაცვის, კეთილსინდისიერად ქცევის გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული პირობების განზრახ დაუცველობა და უხეშად დარღვევა შეუთავსებელს ხდის პიროვნებას პოლიციელის თანამდებობასთან.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გაუთვალისწინებლობის საფუძველი, რომლის თანახმადაც, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკ ი----- ქ-------ეს შეფარდებოდა სახდელის ისეთი სახე, როგორიცაა სამსახურიდან დათხოვნა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი----- ქ-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლისათვის ისეთი შეუფერებელი საქციელის ჩადენას, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, რის გამოც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხიმგებლობა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის სახით. მით უმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი პოლიციის მაიორის მ----ბ ძ-------ის მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს გაცემული სამსახურებრივი დახასიათების მიხედვით, ი----- ქ-------ე დახასიათებულია უარყოფითად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის N9-- ბრძანებით ი----- ქ-------ეს გამოცხადებული ჰქონდა შენიშვნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ეს უკანასკნელი ფაქტი არ შეიძლება სამართლებრივ საფუძვლად დაედოს განსახილველ შემთხვევაში ი----- ქ-------ისათვის დისციპლინური სახდელის დადებას, თუმცა მისი პიროვნების შეფასების თვალსაზრისით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირის - მინისტრის მიერ მისი მხედველობაში მიღების დამაბრკოლებელი საფუძვლები არ არსებობს.
ამრიგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი----- ქ-------ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ისეთ პირობებში, რა დროსაც მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთი დისციპლინური გადაცდომების ჩადენას, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რასაც მოჰყვა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შელახვა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დისციპლინური სახდელის შერჩევისა და შეფარდების ნაწილში მოპასუხის მიერ კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევების გარეშე არის გადაწყვეტილება მიღებული და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი შეესაბამება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლს, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს , ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი----- ქ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის N2------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნტების თანახმად, დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის ი----- ქ-------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის „სარფი“ პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის N2------ ბრძანება და ასევე, უსაფუძლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე ი----- ქ-------ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, პირველ ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის მ----ბ ძ-------ის მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს გაცემული სამსახურებრივი დახასიათების მიხედვით, ი----- ქ-------ე დახასიათებულია უარყოფითად, კერძოდ, დახასიათებაში განმარტებულია, რომ ი----- ქ-------ე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებდა ჯეროვნად, მუშაობის პერიოდში ვერ გამოიჩინა თავი, როგორც პრინციპულმა და შრომისმოყვარე მუშაკმა, არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, არ ასრულებდა ხელმძღვანელობის დავალებებსა და ბრძანებებს, მოქალაქეებთან მიმართებაში არ იყო თავაზიანი, ცუდად ფლობდა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებს, სამინისტროს მარეგლამენტირებელ ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და დირექტიულ წერილებს, ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას შორის სარგებლობდა ცუდი ავტორიტეტით.
აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის მ----ბ ძ-------ის მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს გაცემული სამსახურებრივი დახასიათება შედგენილია პირადი მოტივით, იმ მიზნის მისაღწევად, რომ პიროვნებას მიადგეს გარკვეული ზიანი, ამ შემთხვევაში მიზანი წარმოადგენდა სასამართლოზე გავლენის მოხდენას იმ მიმართებით, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა ი----- ქ-------ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივ დახასიათებას, რომელიც პიროვნების შეურაცხმყოფელი იყო და მიმართული იყო სასამართლოზე ზეგავლენის მოსახდენად. თუკი ი----- ქ-------ე ამგვარი უარყოფითი პოლიციელი გახლდათ, მაშინ საკითხავია, როგორ ანდობდნენ მას შს სამინისტროს რიგებში ერთობ საპასუხისმგებლო თანამდებობას, იმის გათვალისწინებითაც, რომ იგი გახლდათ საკონტროლო გამშვები პუნქტის მესაზღვრე-კონტროლიორი და მის პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტზე იყო დამოკიდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მისი უშუალო კონტროლი და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების გარანტიები. ამასთან, ი----- ქ-------ეს უშუალო შეხება ჰქონდა სამსახურებრივი მნიშვნელობის დოკუმენტაციასა და სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებთან, რომლებსაც ანდობენ მხოლოდ და მხოლოდ დადებით და პროფესიონალ მუშაკებს. ი----- ქ-------ე მიუთითებს, რომ იგი არის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, უფროსი ოფიცერი. ასეთ შემთხვევაში, თუკი იგი ხასიათდებოდა უარყოფითად და სარგებლობდა ცუდი ავტორიტეტით, მაშინ დასადგენია, რა დამსახურების საფუძველზე მიანიჭა მას შს სამინისტრომ ვიცე-პოლკოვნიკის მაღალი და საპატიო წოდება.
აპელანტის მოსაზრებით, აშკარაა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს გაცემული სამსახურებრივი დახასიათება, არ არის საფუძვლიანი და იგი მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელებისა და სასამართლოსათვის ი----- ქ-------ის მიმართ მცდარი ინფორმაციის მიწოდებისაკენ. დახასიათებას თან არ ახლავს მასში მოყვანილი გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ უნდა ადასტურებდნენ დახასიათებაში მითითებულ გარემოებებს. წერილობითი დოკუმენტაცია, მოქალაქეთა საჩივრები მის უხეშ ქმედებებზე, ანდა სამსახურებრივი დოკუმენტაცია, თუნდაც შენიშვნის, გაფრთხილების ან სხვა დისციპლინარული სახდელის გამოცხადების შესახებ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის და ვერც იქნება, ასეთი მტკიცებულებების ბუნებაში არარსებობის გამო. სამსახურებრივი დახასიათება მიმართულია ი----- ქ-------ის დისკრედიტაციისაკენ, რადგანაც როგორც დადგენილია ი----- ქ-------ე მისი ნამსახურობის საერთო სტაჟის გათვალისწინებით უკვე წარმოადგენს სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფის უფლების მქონე პირს, ხოლო სამსახურებრივი დახასიათების გაცემით და მასზე დაყრდნობით მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ უკანონო ბრძანების მიღებით, შს სამინისტრომ შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუსპო მას სახელმწიფო პენსიის მიღების ყველა სამართლებრივი საშუალება. შს სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი თანამდებობის პირის მსგავსი სახის ქმედებებმა განსაკუთრებით ა-----ს რეგიონში, უკვე მიიღო სისტემატიური ხასიათი, რასაც შედეგად მოყვა სასამართლოებში მსგავსი დავების სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდა. აპელანტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები უკვე წარმოადგენს ნაცად მეთოდს, საპენსიო უფლებამიღწეული მუშაკებისათვის რეპუტაციის შელახვისა და სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების ხელოვნურად მოსპობის თვალსაზრისით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს არ გააჩნდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გაეზიარებინა მოპასუხეთა პოზიცია ი----- ქ-------ის უარყოფითი მახასიათებლების თვალსაზრისით, გარდა იმ სამსახურებრივი დახასიათებისა, რომელიც არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ამ დახასიათების შესაბამისი ვერანაირი მასალა, ეს იქნებოდა თუნდაც რომელიმე მოქალაქის განცხადება-საჩივარი ი----- ქ-------ის მოქალაქეებისადმი ცუდი და უხეში დამოკიდებულების, ასევე სამსახურებრივი დოკუმენტაცია, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ანდა პირად შემადგენლობასთან არსებული ცუდი ავტორიტეტის არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება, მის მიმართ მსგავსი ფაქტების გამო რომელიმე სახის დისციპლინარული ზომის გამოყენების შესახებ, პირიქით, საქმეში წარმოდგენილია ი----- ქ-------ის პირადი საქმე, რომელიც აშკარად და უტყუარად მიუთითებს ი----- ქ-------ის დადებით მახასიათებლებზე. მას უფროსი ოფიცრის წოდებასთან ერთად, არაერთხელ აქვს გამოცხადებული მადლობა სამსახურებრივი მოვალეობების პროფესიონალურ დონეზე შესრულებისა და გულისხმიერი დამოკიდებულების გამო, ასევე მრავალჯერაა წახალისებული და მიღებული აქვს ჯილდოები და სხვადასხვა საჩუქრები შსს ხელმძღვანელი პირების მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციისაკენ მიმართული, საქმის შედეგით დაინტერესებული პირის მიერ შედგენილი სრულიად უსაფუძვლო სამსახურებრივ დახასიათებაზე დაყრდნობით, მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, რის გამოც სახეზეა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აშკარა სამართლებრივი საფუძვლები.
აპელანტის მითითებით, მეორე ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ასევე დაეყრდნო, მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი----- ქ-------ემ ჩაიდინა ისეთი ადმინისტრაციული გადაცდომა, რომელიც სამინისტროს ავტორიტეტის შელახვასთან ერთად, დაზიანების ან განადგურების საფრთხეს უქმნიდა შს სამინისტროს კუთვნილ ქონებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან სამსახურებრივი ავტომანქანის საჭესთან დასვა სამოქალაქო პირი, ხოლო თვითონ იჯდა მძღოლის გვერდით, ასევე ავტომანქანაში ჩაისვა უცხო პირები.
აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხეთა ეს მოსაზრება ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ ი----- ქ-------ის ქმედება დაზიანების ან განადგურების საფრთხეს უქმნიდა სამინისტროს კუთვნილ ქონებას. სასამართლოში საქმის განხილვისას ი----- ქ-------ემ განაცხადა, რომ იგი პირველ რიგში არ იმყოფებოდა ქ. თბილისში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, როგორც ეს შსს გენერალური ინსპექციის დასკვნაშია მითითებული, იგი ქ. თბილისში იმყოფებოდა პირად საქმეზე, რასაც ადასტურებდა მისივე პატაკი, ხოლო სამსახურებრივი ავტომანქანა წაიყვანა ხელმძღვანელის თხოვნით შესაკეთებლად, ვინაიდან იყო წინა დღით ცვლაში ნამყოფი, ასევე ქ. ბათუმიდან თბილისამდე ავტომანქანაც მან ჩამოიყვანა და ქ. თბილისშიც სხვადასხვა ადგილებზე მოძრაობდა. ქ. ბათუმის მიმართულებით მოძრაობისას, ავტომანქანის საჭესთან დასვა სამოქალაქო პირი, რითაც ფაქტიურად არ დაუშვა გადაღლილი და გამოუძინებელი პირის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანის მართვის შემდგომი გაგრძელება. ი----- ქ-------ემ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირიქით თავიდან აიცილა შსს კუთვნილი ქონების შესაძლო დაზიანების ფაქტი, როდესაც იყო რა გადაღლილი და გამოუძინებელი, აღარ გააგრძელა სამსახურებრივი ავტომანქანის მართვა და საჭესთან დასვა უფრო მოსვენებული და სრულიად ფხიზელი პირი, რომელიც უსაფრთხოდ განახორციელებდა ამ ავტომანქანის გადაადგილებას.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შს სამინისტრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებენ მიზანმიმართულ დევნას საკუთარი თანამშრომლის მიმართ, პირველ რიგში იმიტომ, რომ პირად საქმეზე მიმავალ ი----- ქ-------ეს გაატანეს სამსახურებრივი ავტომანქანა, მაშინ, როცა კარგად იცოდნენ, რომ იგი იმ დილით გამოვიდა ცვლიდან და იყო გადაღლილი, თანაც დააბრალეს, რომ იგი ქ. თბილისში იმყოფებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, რაც ყოვლად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო მოსაზრებაა, ამასთან დაუზუსტებელი ინფორმაციით მის ხელმძღვანელობას გააჩნდა ინფორმაცია, რომ ქ. თბილისიდან ქ. ბათუმის მიმართულებით მოძრაობისას ავტომანქანაში იმყოფებოდნენ სამოქალაქო პირები. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა მოპასუხეთა მოსაზრებები, რომ ი----- ქ-------ე თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნიდა სამინისტროს კუთვნილი ქონების დაზიანებას.
აპელანტის მითითებით, ი----- ქ-------ეს ასევე დაბრალდა, რომ მან მოძრაობისას გამოიყენა ციმციმა და ხმოვანი სიგნალი, რაც დაუშვებელი იყო. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ აღნიშნული იქნა, თუ როგორ მოახერხა ი----- ქ-------ემ ციმციმისა და ხმოვანი სიგნალების გამოყენება, მაშინ როცა ავტომანქანის საჭესთან თავად არ იჯდა და ავტომანქანას მართავდა სხვა პიროვნება. აღნიშნულ კითხვაზე ვერც მოპასუხეების მიერ იქნა გაცემული ჯეროვანი პასუხი და ვერც სასამართლოს მიერ იქნა ეს გარემოება დადგენილი. ი----- ქ-------ის მიერ კი არ გამოყენებულა ციმციმა და ხმოვანი სიგნალი, არამედ მან ძალაუნებურად დაუშვა სხვა პირის მიერ ციმციმისა და ხმოვანი სიგნალის გამოყენების შესაძლებლობა, როცა ავტომანქანის საჭესთან დასვა სამოქალაქო პირი, რასაც ი----- ქ-------ე არ უარყოფდა და სასამართლოზეც დაადასტურა. ასევე დადო პირობა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად ეს დისციპლინური გადაცდომა მიიჩნია და განმარტა, რომ დარღვევის სიმძიმე შეესაბამებოდა ი----- ქ-------ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის სახეს და ზომას, რითაც ფაქტიურად დააკანონა შს სამინისტროს გადაწყვეტილება, პიროვნებისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების მიზანმიმართული მოსპობის თვალსაზრისით.
აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში არ არის საკმარისი მოტივაცია და დასაბუთება, თუ რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამგვარ დასკვნამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხეთა არგუმენტაცია, საერთოდ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ი----- ქ-------ის პირადი საქმე მხოლოდ და მხოლოდ მის დადებით თვისებებსა და ნამსახურობის პერიოდში მასზე დაკისრებული მოვალეობების პროფესიონალურ დონეზე შესრულებას ადასტურებდა, ასევე ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული ისიც, რომ იგი რამოდენიმეჯერ იყო წახალისებული და დაჯილდოვებული, გამოცხადებული ჰქონდა არაერთი მადლობა და ფლობდა უფროსი ოფიცრის ერთობ საპატიო ჩინს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების მაღალი პროფესიონალიზმისა და დაკისრებული მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულების გამოვლენის შემთხვევაში ანიჭებენ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ პირველივე ადმინისტრაციული გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, ყველაზე მძიმე სახდელის გამოყენება სრულიად კანონიერი და სამართლიანი ქმედება იყო და ამ ქმედების სიმძიმე შეესაბამებოდა ი----- ქ-------ის მიერ ჩადენილი დისციპლინარული გადაცდომის სიმძიმესა და ხასიათს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე მიუთითებს, შესაბამისად ასეთი გადაწყვეტილება გაუქმებული უნდა იქნეს. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი ხდება. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად არ არის ასახული, თუ რომელი გარემოება და საფუძველი მიიჩნია სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების აუცილებელ პირობად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ: სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მართალია მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-1 მუხლზე, რომელიც არეგულირებს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება-არაკანონიერების საკითხებს, მაგრამ სრულიად დაუსაბუთებლად განმარტა, რომ შს მინისტრის მიერ მიღებული ბრძანება სრულიად შეესაბამებოდა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მაგრამ ამავე დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს უტყუარად არ დაუდგენია ის გარემოება, შს მინისტრის გასაჩივრებული ბრძანება აყენებდა თუ არა ზიანს ი----- ქ-------ის პირად უფლებებსა და ინტერესებს, რომელი უფლებებისა და ინტერესების დაცვაც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით იყო გარანტირებული, სასამართლოს არ გამოურკვევია, შს მინისტრის ბრძანებით ხომ არ მოესპო ი----- ქ-------ეს ეს გარანტიები და ხომ არ მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა და საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მიერ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი დოკუმენტაციის შედგენით, ხომ არ დარღვეულა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არსებობს აშკარა სამართლებრივი საფუძვლები ამ გადაწყვეტილების გაუქმებისათვის.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
წინამდებარე სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია ბათილად იქნეს ცნობილი შსს მინისტრის 15.10.2015 წლის ბრძანება ი----- ქ-------ის გათავისუფლების შესახებ; დაევალოს შს სამინისტროს მისი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
დადგენილია, რომ მოსარჩელის (აპელანტის) მიმართ დისციპლინური სახდელის დადების საფუძველს წარმოადგენს შს გენერალური ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა - შს სამინისტროს მოსამსახურის ი----- ქ-------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, რომლის თანახმადაც, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს 2 განყოფილების (სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი „სარფი“ პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ი----- ქ-------ე 2015 წლის 21 აგვისტოს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თავის ახლობლებთან დასახვედრად იმყოფებოდა ქ. თბილისში. მანვე, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, „SKODA”-ს მარკის სამსახურებრივი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით A------, სრული საპატრულო შეფერილობით და აღჭურვილობით, შეკეთების მიზნით მიიყვანა ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე არსებულ “SKODA”-ს სერვისცენტრში. მეორე დღეს, პატრულ-ინსპექტორი ი. ქ-------ე ქ. თბილისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე დახვდა თავის ახლობლებს, ჩასვა ისინი აღნიშნულ ავტომანქანაში და გაემგზავრა ქ. ბათუმის მიმართულებით. დაბა შ--------თან იგი შეჩერებულ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაურ დ. წ----–----ას მიერ, რა დროსაც ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე ჩართული იყო სპეციალური შუქურა, ხოლო მძღოლი ცდილობდა პატრულ-ინსპექტორის შეცდომაში შეყვანას და იძახდა, რომ ის იყო ა-----ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ “SKODA”-ს მარკის საპატრულო ავტომანქანას მართავდა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ი. ქ-------ის ახლობელი, მოქალაქე ა-----ნ ბ-------ე, ხოლო ი. ქ-------ე იჯდა მძღოლის გვერდით.
სამსახურებრივი შემოწმების პროცესში შს სამინისტროს მოსამსახურე ი----- ქ-------ემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ქ. თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას “SKODA”-ს მარკის სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა პირადად და გზაში არ გამოუყენებია სპეციალური შუქურა, რითაც ცდილობდა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანას, რამეთუ მოგვიანებით შსს გენერალურ ინსპექციაში ახსნა-განმარტების მიცემისას განმარტა, რომ სამსახურებრივი ავტომანქანის საჭესთან დასვა მისი ახლობელი, მოქალაქე ა-----ნ ბ-------ე, ხოლო სპეციალური შუქურა გამოიყენა საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით რომ ი. ქ-------ე ხასიათდებოდა უარყოფითად შს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია ი. ქ-------ეს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ‘ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი-სამსახურიდან დათხოვნა.
გენერალური ინსპექციის დასკვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შსს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შემთხვევაში - ინპექტირების სამსახურის), ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილნი არიან შეადგინონ დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილონ დისციპლინური გადაცდომის დადების საკითხი, რაც მათ კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მხოლოდ აღნიშნული პირები არიან უფლებამოსილი იმსჯელონ მოსამსახურის ქმედებასა და მის მიმართ შეფარდებული სახდელის პროპორციულობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ გენერალური ინპექციის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის და იგი შეიძლება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნას გათვალისწინებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ მიჩნეული იქნა, რომ დასკვნაში არსებული მონაცემები და რეკომენდაციის სახით შეთავაზებული დისციპლინური სახდელის შესაბამისობა სახეზე იყო, რაც ცალსახად დასკვნის გაზიარების საფუძველი გახდა.
შს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გამოცემულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 ოქტომბრის N2------ ბრძანება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის „სარფი“ პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ი----- ქ-------ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
გათავისუფლების მატერიალურ საფუძვლებად მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და (ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, კანონიერების პრინციპი, ერთის მხრივ, მოითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონთან შესაბამისობას, მეორეს მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს პატივი სცეს და დაიცვას ნორმები, მათ შორის მის მიერ მიღებული ნორმებიც. კანონიერების პრინციპში ”კანონი” გაგებულ უნდა იქნას ძალიან ფართოდ, როგორც ”სამართლის” სინონიმი. კანონიერება გამოხატავს მოქმედ სამართალთან შესაბამისობას და წარმოადგენს იურიდიული მართლზომიერების სინონიმს. კანონიერების პრინციპი ადმინისტრაციასთან მიმართებაში ადგენს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც ადმინისტრაცია ვალდებულია იმოქმედოს სამართლის შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების თანამედროვე პრაქტიკა გამოყოფს ”კანონიერების” ცნების ოთხ ძირითად მნიშვნელობას: ”კანონიერების” ცნებაზე მითითება, გულისხმობს სამართლებრივი რეგულირების არსებობას (ასეთის არარსებობის საწინააღმდეგოდ). სასამართლო მიმართავს გამოსაყენებელი დებულების ფართო ინტერპრეტაციას და ამატებს საჯარო ხელისუფლების ვალდებულებას მიიღოს გონივრული სამართლებრივი ნორმები ამ ნორმათა ეფექტურობისათვის. ყოველი უფლების აღიარებას უნდა გააჩნდეს ნაციონალურ კანონმდებლობაში მისი რეალიზაციისათვის ”საკმაოდ ეფექტური სამართალგამოყენებითი მექანიზმები”;
მეორე, ”კანონსა” და ”კანონიერებაზე” მითითება შეიძლება მოითხოვდეს, რომ, ამა თუ იმ სფეროში სამართლებრივი რეგულირებას უნდა ჰქონდეს გარკვეული ხარისხობრივი მახასიათებლები; სახელმწიფო ორგანოთა ქმედება კანონს უნდა ეფუძნებოდეს, ამ შემთხვევაში ”კანონს” უნდა მიეცეს არა ტექნიკური განმარტება, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ინტერპრეტაციით, საზოგადოებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, საკმაოდ ზუსტი და გასაგები, რათა მისი გამოყენება გავხადოთ გამოსაცნობი და განჭვრეტადი. საქმეში ”სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” ნათქვამია რომ ”სამართლებრივი ბაზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, იმდენად რომ მოქალაქემ შესძლოს ადეკვატური წარმოდგენის მიღება იმ წესებზე, რომლებიც ამოქმედდება მის სიტუაციაში; ამას გარდა, სამართლებრივი ნორმა მხოლოდ მაშინ შეესაბამება ”კანონის” კრიტერიუმებს, როდესაც იგი ზუსტად არის ფორმულირებული, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს შეუთანხმოთ მას ჩვენი ქმედება: მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა - თუ ეს საჭიროა პროფესიული კონსულტაციის დახმარებით - საკმაო ალბათობით განჭვრიტოს კონკრეტული საქმის გარემოებებში თავისი მოქმდებათა შედეგები”. აღიარებს რა პრაქტიკაში სამართლებრივი ნორმების აბსოლუტური სიზუსტით გამოყენების შეუძლებლობას, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს სახელმწიფო ორგანოთა თვითნებობისაგან დაცვის ადეკვატური მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. ასეთია სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებების სრულფასოვანი სასამართლო კონტროლი, ასევე ამ ორგანოთა ვალდებულება განმარტონ თავისი მოქმედების მიზეზები. ამ მექანიზმების გაუთვალისწინებლობა, სახელმწიფო ორგანოთა ფართო უფლებამოსილება, რომელიც არანაირ ფარგლებსა და შეზღუდვებს არ შეიცავს, არ არის რეგლამენტირებული სახელისუფლებო უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები, ყოველივე ეს წარმოადგენს კონვენციით გათვალისწინებული ”კანონიერების” კრიტერიუმის დარღვევას. (Malone v. The United Koingdom, Judgment of 2 August 1984, series A no.82) სამართლებრივი სახელმწიფოს დოქტრინა გულისხმობს სახელმწიფო ორგანოთა თვითნებობის შეზღუდვას, ვაიძულოთ სახელმწიფო იფუნქციონიროს გარკვეული წესების შესაბამისად, რომელიც გამოხატული იქნება კონსტიტუციის, კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტების ფორმებში.
სახელმწიფო ორგანოთა მოქმედების ”კანონიერება” შეიძლება განმარტებულ იქნას სტრასბურგის სასამართლოს მიერ, როგორც სათანადოდ უფლებამოსილი სუბიექტის, კომპეტენტური პირის ან ორგანოს სახელით მოქმედება; ცნების ეს მიმართულება ეხება არა სამართლებრივი ნორმების შინაარსს, არამედ სახელმწიფო ორგანოთა მოქმედებების შემოწმებას ფაქტებით, მათი ეროვნული სამართლის წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ამ კუთხით შესაძლებელია ვისაუბროთ ”კანონიერებაზე”, როგორც საჯარო ორგანოების ვალდებულებაზე დაიცვან კომპეტენციის ფარგლები, ე.ი. იმოქმედონ სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს ან პირის სახით, ასევე არა მხოლოდ კომპეტენციის ფარგლებში, ამასთანავე ნაციონალური კანონმდებლობის ყველა სხვა წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ცნების ამ მიმართულებას გააჩნია ორი ასპექტი: სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს სახით (სუბიექტის კანონიერება) და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში (საგნობრივი კომპეტენცია);
”კანონისა” და ეროვნული სამართლის მოხსენიება შეიძლება გულისხმობდეს არა მხოლოდ შესაბამისი ორგანოს კომპეტენციის წესების დაცვას, ამასთანავე ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურულ და სხვა კრიტერიუმებთან შესაბამისობასაც; ანუ ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმედებდეს კანონიერად, ახორციელებდეს კომპეტენციით განსაზღვრულ ფუნქციას, ასევე ”კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობით” ე.წ. ფორმალური კანონიერების დაცვითაც. იგი მოიცავს იერარქიით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვასა და კანონზე დაფუძნებული ქმედების განხორციელებას.
განსახილველ საქმესთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს: სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას აქტის მიღების და მომზადების პროცესში იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ი. ქ-------ის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებს და განმარტავს: სამსახურებრივი მოვალეობების დაუდევარი დამოკიდებულებისა და სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შემლახავი მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების შეფასების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს საკმაოდ ფართო დისკრეციით, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოზეა დამოკიდებული განსაზღვროს მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები. ასეთ პირობებში სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოებების კვლევა-დადასტურებით, დაცულია თუ არა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი, ადექვატური და სამართლიანია თუ არა დადებული სახდელი და რამდენადაა დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციის ფარგლები. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სამსახურიდან თანამშრომლის გათავისუფლება ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, შემოწმდეს კონკრეტული ადმინისტრაციული გადაცდომის არსებობა, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის საფუძველზე, წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - დადასტუროს ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტის არსებობა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიცემული ი----- ქ-------ის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა 2015 წლის 21 აგვისტოს იგი ჩამოვიდა ქ. თბილისში, რათა დახვედროდა ნათესავებს და მეორე დღეს წამოეყვანა ისინი ბათუმში. ამის შესახებ მას შედგენილი ქონდა წერილობით პატაკი ქალაქიდან გასვლის თაობაზე. შესაბამისად იგი 21-22 აგვისტოს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნით დადგენილია რომ, 2015 წლის 19 აგვისტოს ი----- ქ-------ემ პატაკით მიმართა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ დ----- მ-----–-–---–ს 21 აგვისტოს ოჯახური პირობების გამო გაენთავისუფლებინა სამსახურიდან, ვინაიდან უწევდა ქალაქგარეთ გასვლა, კერძოდ მიემგზავრებოდა ქალაქ თბილისში.
მოკვლევის პროცესში ა-----ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთავარი სამმართველოს სამეურნეო განყოფილების უფროსმა დ----- დ-----აძემ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამსახურის თანამშრომელს დაუდასტურა რომ ვინაიდან სამსახურებრივი ავტომანქანა იყო შესაკეთებელი, ხოლო სამორიგეო განყოფილების თანამშრომელი ი----- ქ-------ე მიდიოდა თბილისში, მან პირადად სთხოვა მას ავტომანქანის წაყვანა თბილისში შესაკეთებლად, რაზეც იგი დათანხმდა. დ----- დ-----აძის განმარტებით, ი. ქ-------ეს ადრეც არაერთხელ წაუყვანია ავტომანქანები შესაკეთებლად. რაც შეეხება სამსახურებრივ ფორმებს, სამეურნეო განყოფილების თანამშრომლებს სამსახურებრივი ავტომანქანების გადაყვანის შემთხვევაში არავინ სთხოვდა პოლიციელის ფორმის ჩაცმას და ავტომანქანაში ისხდნენ სამოქალაქო ფორმით. ანალოგიური სიტუაცია გახლდათ ი.ქ-------ის შემთხვევაშიც.
ა-----ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების უფროსმა კ------------- ს---–---–მა ასევე დაადასტურა, რომ მისმა თანამშრომელმა ი. ქ-------ემ თბილისში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართა პატაკით ქალაქიდან გასვლის შესახებ. მისთვის ცნობილი იყო, რომ 22 აგვისტოს საქართველოში ჩამოდიოდნენ ი. ქ-------ის ნათესავები და ეს უკანასკნელი უნდა დახვედროდა მათ ქ. თბილისში. მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელმა დ. დ-----აძემ სთხოვა ი. ქ-------ეს სამსახურებრივი ავტომანქანა წაეყვანა ქ. თბილისში მისი შეკეთების მიზნით, რაზეც ეს უკანასკნელიც დათანხმდა.
გენერალური ინსპექციის დასკვნით, 2015 წლის 21 აგვისტოს პატრულ-ინსპექტორი ი----- ქ-------ე არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თავის ახლობლებთან დასახვედრად იმყოფებოდა ქ. თბილისში. საქმის მასალებით დადგენილია რომ ი----- ქ-------ეს ეკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის „სარფი“ პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) თანამდებობა, შესაბამისად, ავტომობილის ქალაქ თბილისში შესაკეთებლად წაყვანა არ შედიოდა მის სამსახურებრივ ვალდებულებებში. ამასთანავე, პირად საკითხზე თბილისში გამგზავრების მიზნით იგი პატაკის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და თბილისიდან იგი ნათესავებთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო უკან ბათუმში. მან ავტომობილი შესაკეთებლად წაიყვანა სამეურნეო განყოფილების მუშაკის პირადი თხოვნით.
ამგვარად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 21 აგვისტოს თბილისში გამგზავრებისას და 22 აგვისტოს თბილისიდან ბათუმში უკან დაბრუნების პროცესში ი----- ქ-------ე სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. თბილისში იგი იმყოფებოდა პირად საქმეზე, კერძოდ, ნათესავების დასახვედრად და მათ ბათუმში წამოსაყვანად, რაც დასტურდება იმითაც, რომ სამსახურებრივი მივლინება ი. ქ-------ის თბილისში მივლინების შესახებ გაფორმებული არ ყოფილა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №995 ბრძანების 31 -ე მუხლის მიხედვით, სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ „შსს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ „მივლინების“ შესაბამისი გრაფის შევსებით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში - სათანადო პატაკის/მატერიალური დოკუმენტის წარდგენით. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით, რასაც ი. ქ-------ესთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №995 ბრძანების მე-6 მუხლის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიაჩნია რომ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება უშუალოდ დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესთან, როდესაც მოხელის ქმედება არ არის დაკავშირებული მის სამსახურებრივი კომპეტენციების განხორციელებასთან, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა შეუძლებელია.
შსს გენერალური ინსპექციის დასკვნით დადგენილია, რომ პატრულ-ინსპექტორი ი----- ქ-------ე 21 აგვისტოს თბილისში ყოფნისას და თბილისიდან ბათუმში დაბრუნებისას არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თავის ახლობლებთან დასახვედრად იმყოფებოდა ქ. თბილისში. აღნიშნული ფაქტი სასამართლო პროცესზე ასევე დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა აღნიშნავს რომ, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება უშუალოდ დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესთან. საქმის მასალებითა და სასამართლო განხილვით დადგენილია, რომ ი----- ქ-------ე 2015 წლის 21 აგვისტოს თბილისში გამგზავრებისას და ასევე უკან ბათუმში დაბრუნებისას სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებას სადავოდ არ ხდის ასევე მოპასუხე მხარე.
ამის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ქ-------ის მიერ საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ჩადენას ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებას ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ვერ ექნება ადგილი, თუ მოხელის ქმედება არ არის დაკავშირებული მის სამსახურებრივ-მოვალეობათა განხორციელებასთან.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარ დამოკიდებულებად ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებად უნდა ჩაითვალოს მოხელის ისეთი ქმედება, რომელიც მის სამსახურებრივი უფლებამოსილებებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე მის უფლება-მოვალეობათა განხორციელებასთან არის დაკავშირებული. მოხელის სამსახურებრივი ფუნქციები და ფარგლები განსაზღვრულია სათანადო სამართლებრივი აქტებით (დებულება, წესდება, ბრძანება და სხვ.). შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, როგორც გადაცდომის შემადგენლობა, ბლანკეტურ ნორმას წარმოადგენს, რაც გამომდინარეობს მოხელის უფლებამოსილებათა მოცულობისა და შინაარსისაგან და გულისხმობს მითითებას გარკვეულ აკრძალვაზე.
რაც შეეხება ი. ქ-------ის გათავისუფლების სხვა სამართლებრივ საფუძვლებს, „მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნას“, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია რომ ი. ქ-------ის ქმედებაში გადაცდომის აღნიშნულ შემადგენლობებს ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ქ-------ე სამსახურებრივ მოვალეობებს არ ასრულებდა, იგი მოქმედებდა პირადი ყოფითი მოტივით.
სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შელახვის ობიექტური მხარე უნდა გამოხატულ იქნას ქმედების განხორციელებაში, ხოლო სუბიექტური მხარე გამოიხატება სამსახურის ავტორიტეტის შელახვის განზრახვაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ასევე ადგილი არ ჰქონია საზოგადოების ან მესამე პირების შემხებლობას მომხდარ ფაქტთან, ხოლო ი. ქ-------ის მოქმედებას უწყების მუშაობაზე რაიმე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ როდესაც “SKODA”-ს მარკის საპატრულო ავტომანქანა დაბა შ--------თან შეჩერებულ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაურ დ. წ----–----ას მიერ, საპატრულო ავტომანქანას მართავდა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ი. ქ-------ის ახლობელი, მოქალაქე ა-----ნ ბ-------ე, ხოლო ი. ქ-------ე იჯდა მძღოლის გვერდით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №989 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით. დანართის მე-18 პუნქტის თანახმად, შრომის დისციპლინის დარღვევას წარმოადგენს შს სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისათვის სამართავად გადაცემა (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისა) თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნით დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მუშაკების მიერ “SKODA”-ს მარკის საპატრულო ავტომანქანის შეჩერებისას მართავდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ი. ქ-------ის ახლობელი, ხოლო ი. ქ-------ე იჯდა მძღოლის გვერდით, რაც 2013 წლის 31 დეკემბერის №989 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დანართით განსაზღვრულ შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხით გათვალისწინებულ ქმედებას გამორიცხავს.
თბილისიდან ბათუმში დაბრუნების პერიოდში, ი ქ-------ის მიერ საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში სხვა უცხო პირების ჩასმასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დანართის მიხედვით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიმართ, შრომის დისციპლინის დარღვევას წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს სამსახურებრივ ავტომანქანაში უცხო პირთა ჩასმა, (გარდა სამსახურებრივი აუცილებლობისა). იმის გათვალისწინებით, რომ ი----- ქ-------ე ამ პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობებს არ ასრულებდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიერ შრომის დისციპლინის აღნიშნულ დარღვევასაც ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება ი. ქ-------ის მიერ ქონებრივი ზიანის მიყენებას ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ი. ქ-------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნაში მითითებულია ი. ქ-------ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისადმი შესაძლო დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედების შესაძლო გადაცდომის ფაქტზე, ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნის რაიმე გარემოება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევით არ გამოვლენილა.
შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ არც სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში და არც სასამართლო განხილვისას აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით დამტკიცებული შრომის დისციპლინის დარღვევათა ნუსხის მე-16 პუნქტის მიხედვით, შრომის დისციპლინის დარღვევას წარმოადგენს აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღალმოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება. ი. ქ-------ის განცხადებით, თბილისიდან ბათუმში უკან დაბრუნების პერიოდში მან ავტომობილის სპეციალური შუქურა გამოიყენა საავტომობილო გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე. მის მიერ აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალის (სირენა) და ხმამაღალმოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება მგზავრობისას გზის გარკვეულ მონაკვეთზე დადგენილი არ ყოფილა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი დახასიათების მიხედვით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-2 განყოფილების პატრულ ინსპექტორი, მესაზღვრე კონტროლიორი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ი----- ქ-------ე ხასიათდება უარყოფითად. იგი მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ვერ ასრულებს ჯეროვნად, ასევე არ ასრულებს ხელმძღვანელობის დავალებებს. აღნიშნული სამსახურებრივი დახასიათება შესაბამისობაში არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ი. ქ-------ის სამსახურის გავლის ნუსხასთან, რომლითაც ირკვევა, რომ მას 2008 წლიდან მინიჭებული აქვს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდება. შსს სამსახურის პერიოდში მას მხოლოდ ერთხელ 2009 წელს აქვს გამოცხადებული შენიშვნა შსს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, რაც ამჟამად გაქარწყლებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მსახურების პერიოდში იგი არაერთგზის არის წახალისებული სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისათვის.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ქ-------ის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლების - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და (ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, გამოყენებისათვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სადავო აქტი არ შეესაბამება მისი გამოცემის ფორმალურ და მატერიალურ საფუძვლებს, რაც ქმნის ამ აქტის ბათილობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი ბუნება, მასში წარმოდგენილი უფლებებისა და ვალდებულებების ურთიერთშეპირისპირებულობა ყოველთვის ქმნის აქტის შინაარსის განსხვავებულ კონტექსტში წარმოდგენის რისკებს. მითითებული რისკების თავიდან აცილების და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფლებათა დარღვევის სათანადო სამართლებრივი დაცვის მექანიზმს იძლევა აქტის დასაბუთებულობა, სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი მოქცეული უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში, მიღებული უნდა იყოს ზაკ-ის პრინციპების დაცვით და პასუხობდეს მთავარ მოთხოვნას, რა იქცა აქტის მიღების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად. ფაქტობრივი გარემოებები განაპირობებენ ნებისმიერი ქმედების იურიდიულ კვალიფიკაციას, რამდენადაც სწორედ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი და მათი შეფასება ხდის შესაძლებელს შემოწმდეს დამდგარი იურიდიული შედეგი და გამოყენებული ნორმების შესაბამისობა. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს კონკრეტული გადაცდომის არსებობის ფაქტს, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აღიაროს დამდგარი შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების - მართლზომიერება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
მითითებულ პრინციპებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ი. ქ-------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღდგენილ უნდა იქნას თანამდებობაზე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორის მეორე მოთხოვნას (განაცდურის ანაზღაურება) სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობა იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/3/630 გადაწყვეტილების თანახმად, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ თანამდებობრივი სარგო სუბიექტს უნდა აუნაზღაურდეს სრული მოცულობით, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.4-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი----- ქ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ი----- ქ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შს მინისტრის 2015 წლის 15 ოქტომბრის N2------ ბრძანება ი----- ქ-------ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და საქართველოს შს სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი----- ქ-------ის შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----ს მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის „სარფი“ პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ი----- ქ-------ისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი