განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.12.2018
საქმის ნომერი
330310017002238031
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002238031

საქმე №3ბ/1857-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი - ე-–-------------------ე;

წარმომადგენელი - ა---------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ი--------–---;

 

მესამე პირი (16.2) - სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ე-–-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ე-–-------------------ე 2--- წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2----–-–---------იდან მუშაობდა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დ-------------------–--------------------------------------------------------–------------------–---------დ (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–---------ის ბრძანება (ს.ფ. 73);

 

2.2. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–------------–ის N------------------ ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების ჩატარება 2----–-–--------------------–-–----------ის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ფიზიკური მომზადების დონის დადგენის შედეგების მიხედვით, კ-------მა ე-–-------------------ემ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“ (სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–------------–ის N------------------ ბრძანება (ს.ფ. 87-90).

 

2.3. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–--------–--ის N------------------ ბრძანების საფუძველზე, განმეორებით დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარება სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან 2----–-–---------–--ს, ხოლო აკადემიის დანარჩენი პირადი შემადგენლობისთვის 2----–-–---------–--იდან 2----–-–---------–--ის ჩათვლით.

 

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ფიზიკური მომზადების დონის დადგენის შედეგების მიხედვით კ-------მა ე-–-------------------ემ კვლავ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“ (სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–--------–--ის N------------------ ბრძანება (ს.ფ. 91-94);

 

2.4. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–---------------ს N------------------ ბრძანების საფუძველზე კვლავ დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარება აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებთან, მათ შორის, ე-–-------------------ესთან 2----–-–---------------ს. 2----–-–---------------ს მოსარჩელე ე-–-------------------ის მიერ სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარდგენილი იქნა პაციენტის გასინჯვის ფურცელი, რომლითაც დასტურდება, რომ ავადმყოფის მიმდინარეობა არის ქრონიკული, მას შეზღუდული აქვს წელის მალების არეში მოძრაობა ტკივილის გამო და საბოლოოდ დაესვა დიაგნოზი კუდუსუნის ძვლის მოტეხილობის ნარჩენი მოვლენები (M--------–--------) (სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–---------------ს N------------------ ბრძანება, პაციენტის გასინჯვის ფურცელი (ს.ფ. 95-98);

 

2.5. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–----------------ის N------------------ ბრძანების საფუძველზე კიდევ ერთხელ დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარება აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებთან, მათ შორის, ე-–-------------------ესთან 2----–-–-----------------ს. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ფიზიკური მომზადების დონის დადგენის შედეგების მიხედვით, კ-------მა ე-–-------------------ემ კვლავ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“ (სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–----------------ის N------------------ ბრძანება (ს.ფ. 99-102).

 

2.6. 2----–-–------------------ს სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სახმედრო საექიმო კომისიის მიერ, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის უფროსის 0--------- წლის მომართვის საფუძველზე, შემოწმებული იქნა ე-–-------------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დადგინდა, რომ მოსარჩელე დროებით უვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის.

 

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–-----------------ის მიმართვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს წარედგინა ე-–-------------------ე სამსახურიდან

გათავისუფლების მიზნით სამსახურებრივი შეუსაბამობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ვინაიდან მან ვერ ჩააბარა ფიზიკური ნორმატივები. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანებით, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დ-------------------–--------------------------------------------------------–------------------–---------- ე-–-------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში (ავადმყოფის მოწმობა (ს.ფ. 103-104); სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–-----------------ის მიმართვა (ს.ფ. 33); საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანება (ს.ფ. 109).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. სასამართლომ, ასევე, მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანება შეიცავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ე-–-------------------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

2.8. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

სასამართლო მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და 23-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლების შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

სასამართლომ, ასევე, მიუთითა „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლომ მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალურ ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მას უნდა ემსჯელა მოსარჩელე ე-–-------------------ის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.9. სასამართლომ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და წესებით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამინისტროებში სამსახური, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, განეკუთვნება საჯარო სამსახურის ერთ-ერთ სახეს, რამდენადაც საქართველოში საჯარო სამსახური ერთიანია და ეს სისტემა საქართველოს საჯარო შრომითი ურთიერთობების მოდელს წარმოადგენს. სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, სახეებს, სამსახურში მიღების, დაწინაურების, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, პასუხისმგებლობის სახეებს და მათი დაკისრების, სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს, სტანდარტებს, პროცედურასა და წესებს, შესაბამისად, ამავე კანონითვე არის დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობათა ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.

 

სასამართლო სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი სახელმწიფოსთან სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირს განიხილავს და მიიჩნევს სახელმწიფო მოსამსახურედ. საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემობაზე, რომ მოსარჩელე ე-–-------------------ე 2--- წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2----–-–---------იდან მუშაობდა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დ-------------------–--------------------------------------------------------–------------------–---------დ. ამდენად, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

2.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

 

სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებაზე, კერძოდ მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანებით, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დ-------------------–--------------------------------------------------------–------------------–---------- ე-–-------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. ხსენებული ბრძანების თანახმად, სასანამრთომ განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისთვის) და ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-15 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს: ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე სამსახურის ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ იგი დაექვემდებარება სხვა თანამდებობაზე გადაადგილებას; ბ)სამხედრო მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაადგილების წესი და პირობები; გ) სამხედრო მოსამსახურეების იარაღიდან სროლის და ფიზიკური ნორმატივები, მათი ჩაბარების წესი. ამავე თავის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ამ თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივების ჩაუბარებლობა წარმოადგენს სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

 

სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–------------–ის N------------------- ბრძანების საფუძველზე დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების ჩატარება 2----–-–--------------------–-–----------ის ჩათვლით, რა დროსაც მოსარჩელემ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“. ასევე დადგენილია, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–--------–--ის N------------------ ბრძანების საფუძველზე, განმეორებით დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარება აკადემიის დანარჩენი პირადი შემადგენლობისთვის 2----–-–---------–--იდან 2----–-–---------–--ის ჩათვლით, თუმცა მოსარჩელემ კვლავ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–---------------ს N------------------ ბრძანების საფუძველზე, როდესაც მესამედ დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარება აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებთან, მათ შორის, ე-–-------------------ესთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა პაციენტის გასინჯვის ფურცელი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ავადმყოფის მიმდინარეობა იყო ქრონიკული, მას შეზღუდული ჰქონდა წელის მალების არეში მოძრაობა ტკივილის გამო და ითხოვდა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისგან გათავისუფლებას. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელეს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–----------------ის N------------------ ბრძანების საფუძველზე, კვლავ მიეცა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარების შესაძლებლობა, თუმცა მოსარჩელემ კვლავ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2----–-–-------იდან 2----–-–-------------ის ჩათვლით სამჯერ სცადა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება, თუმცა ვერ შეძლო, ამასთან, 2----–-–------------------ს სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელე დროებით უვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას - საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრულ სასამართლო კონტროლის განხორციელებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს ამოცანას წარმოადგენდა იმის შეფასება, თუ როგორ განახორციელა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება მოსარჩელე ე-–-------------------ის მიმართ, სწორად იქნა, თუ არა ბალანსი დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახური, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჯარო სამსახურის სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რომლისთვისაც კანონმდებელი განსხვავებული მოთხოვნების დაწესებას შესაძლებლად მიიჩნევს. სამხედრო მოსამსახურისთვის განსხვავებული მოთხოვნების დაწესებას და იმ გარემოებას, რომ ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობა წარმოადგენს სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს , სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

 

სასამართლო მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №1/7/580, §§ 27-28), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სწორედ სახელმწიფო, უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა უფლებამოსილი, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვროს, თუ რა ფორმით უნდა იქნეს განსაზღვრული სამხედრო ვალდებულება. ვალდებულების ფორმის განსაზღვრა კი, ცხადია , იმავდროულად, გულისხმობს ამგვარი ფორმისათვის საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების განსაზღვრას, როგორიცაა, მაგალითისათვის, ვალდებულების ვადა, ასაკობრივი ზღვარი , დატვირთვის მაჩვენებელი, ვარგისი და გამოსადეგი კონტინგენტი ...“

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით ბუნებრივია ხორციელდება მის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას იმის შესახებ, რომ საექიმო დასკვნის მიხედვით და ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების შედეგების გათვალისწინებით, მოსარჩელე უვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის, რის გამოც მოპასუხის მიერ განხორციელებული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

 

2.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მისი მონაწილეობის გარეშე, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით

სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

2.12. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ე-–-------------------ის სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დ-------------------–--------------------------------------------------------–------------------–---------ის თანამდებობაზე აღდგენა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ე-–-------------------ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

2.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე ე-–-------------------ის სასარგებლოდ მისი სამსახურიდან დათხოვნის პერიოდიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომლიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა და მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ საერთოდ არ უმსჯელია საქმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რაც წარმოადგენს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება

 

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და წესებით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.

 

პალატა მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამინისტროებში სამსახური, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, განეკუთვნება საჯარო სამსახურის ერთ-ერთ სახეს, რამდენადაც საქართველოში საჯარო სამსახური ერთიანია და ეს სისტემა საქართველოს საჯარო შრომითი ურთიერთობების მოდელს წარმოადგენს. სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, სახეებს, სამსახურში მიღების, დაწინაურების, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, პასუხისმგებლობის სახეებს და მათი დაკისრების, სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს, სტანდარტებს, პროცედურასა და წესებს, შესაბამისად, ამავე კანონითვე არის დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობათა ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.

 

დადგენილია, რომ აპელანტი წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი სახელმწიფოსთან სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირს განიხილავს და მიიჩნევს სახელმწიფო მოსამსახურედ. საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

დადგენილია, რომ ე-–-------------------ე 2--- წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2----–-–---------იდან მუშაობდა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დ-------------------–--------------------------------------------------------–------------------–---------დ. ამდენად, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

6.3. პალატა აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

 

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანებით, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დ-------------------–--------------------------------------------------------–------------------–---------- ე-–-------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისთვის) და ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-15 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს: ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე სამსახურის ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ იგი დაექვემდებარება სხვა თანამდებობაზე გადაადგილებას; ბ)სამხედრო მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაადგილების წესი და პირობები; გ) სამხედრო მოსამსახურეების იარაღიდან სროლის და ფიზიკური ნორმატივები, მათი ჩაბარების წესი. ამავე თავის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ამ თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივების ჩაუბარებლობა წარმოადგენს სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

 

დადგენილია, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–------------–ის N------------------- ბრძანების საფუძველზე დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების ჩატარება 2----–-–--------------------–-–----------ის ჩათვლით, რა დროსაც მოსარჩელემ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“. ასევე დადგენილია, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–--------–--ის N------------------ ბრძანების საფუძველზე, განმეორებით დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარება აკადემიის დანარჩენი პირადი შემადგენლობისთვის 2----–-–---------–--იდან 2----–-–---------–--ის ჩათვლით, თუმცა მოსარჩელემ კვლავ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–---------------ს N------------------ ბრძანების საფუძველზე, როდესაც მესამედ დადგინდა აკადემიაში ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარება აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებთან, მათ შორის, ე-–-------------------ესთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა პაციენტის გასინჯვის ფურცელი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ავადმყოფის მიმდინარეობა იყო ქრონიკული, მას შეზღუდული ჰქონდა წელის მალების არეში მოძრაობა ტკივილის გამო და ითხოვდა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისგან გათავისუფლებას. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელეს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2----–-–----------------ის N------------------ ბრძანების საფუძველზე, კვლავ მიეცა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების გადაბარების შესაძლებლობა, თუმცა მოსარჩელემ კვლავ მიიღო შეფასება - ,,არჩათვლა“.

 

დადგენილია, ის ფაქტიც, რომ აპელანტმა 2----–-–-------იდან 2----–-–-------------ის ჩათვლით სამჯერ სცადა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება, თუმცა ვერ შეძლო, ამასთან, 2----–-–------------------ს სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელე დროებით უვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობ უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს ამოცანაა იმის შეფასება, თუ როგორ განახორციელა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება მოსარჩელე ე-–-------------------ის მიმართ, სწორად იქნა, თუ არა ბალანსი დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახური, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჯარო სამსახურის სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რომლისთვისაც კანონმდებელი განსხვავებული მოთხოვნების დაწესებას შესაძლებლად მიიჩნევს. სამხედრო მოსამსახურისთვის განსხვავებული მოთხოვნების დაწესებას და იმ გარემოებას, რომ ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობა წარმოადგენს სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს , სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

 

პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას - საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრულ სასამართლო კონტროლის განხორციელებას.

 

ცალსახაა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახური, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჯარო სამსახურის სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რომლისთვისაც კანონმდებელი განსხვავებული მოთხოვნების დაწესებას შესაძლებლად მიიჩნევს. სამხედრო მოსამსახურისთვის განსხვავებული მოთხოვნების დაწესებას და იმ გარემოებას, რომ ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობა წარმოადგენს სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს , სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

 

დადგენილია, რომ საექიმო დასკვნის მიხედვით და ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების შედეგების გათვალისწინებით, მოსარჩელე უვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის, რის გამოც მოპასუხის მიერ განხორციელებული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

 

6.4. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება აპელანტის მონაწილეობის გარეშე, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.5. ე-–-------------------ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დ-------------------–--------------------------------------------------------–------------------–---------ის თანამდებობაზე აღდგენა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ხოლო, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ე-–-------------------ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

2.13. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

პალატა განმარტავს, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-------------ის №----------------- ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე ე-–-------------------ის სასარგებლოდ მისი სამსახურიდან დათხოვნის პერიოდიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა