განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310017002024263 (3ბ/554-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–-
აპელანტი (მესამე პირი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენლები - ნ-----–--------–-, ლ--–--------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ-----------–---–-
წარმომადგენელი - გ------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით რ-----------–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N5----- და 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანებები რ-----------–---–-ს ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ-----------–---–-ს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ს----------------------------------------------------ს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა რ-----------–---–-ს სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ-----------–---–-ს სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა რ-----------–---–-ს სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ-----------–---–- 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ბოლოს კი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 9 დეკემბრის N402 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება, რომლის მე-9 მუხლის მიხედვით, დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებს წარმოადგენდა სხვადასხვა სამმართველოები, მათ შორის, საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო, რომელიც იმავე დებულების მე-10 მუხლის თანახმად, თავის მხრივ შედგებოდა საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოსა და ს-----–-------------–------------------ის განყოფილებისგან. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ს-----–-------------–------------------ის განყოფილება: ა) მონაწილეობდა სახმელეთო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ-საბრძოლო, საზღვრის დაცვის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამხედრო-ტაქტიკური, სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების პერსპექტიულ შედგენაში; ბ) გეგმავდა და ათანხმებდა საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოსთან სასაზღვრო ოპერაციებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციის, სამეთაურო-საშტაბო სწავლებების საკითხებს და მონაწილეობდა მათ განხორციელებაში; გ) შეისწავლიდა და აანალიზებდა საზღვრის დაცვის მდგომარეობას, ვითარების განვითარების პერსპექტივებს, ამზადებდა წინადადებებს საზღვარზე ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენებით, გეგმავდა გასატარებელ ღონისძიებებს და ათანხმებდა სამმართველოს ხელმძღვანელობასთან; დ) გეგმავდა მუდმივი მზადყოფნისა და კანონმდებლობით დადგენილი განგაშის სიგნალებზე მოქმედების, ღონისძიებების შემუშავებასა და პერიოდულ განახლებას. გარდა აღნიშნულისა, ხსენებული განყოფილება ახორციელებდა დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ,,შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსი რ-----------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
2.4. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 აპრილის N75 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება“, რომლის მე-5 მუხლის მიხედვით, დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებს წარმოადგენს სხვადასხვა სამმართველოები, მათ შორის გათვალისწინებული იქნა, სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო, რომლის შემადგენლობაში, თავის მხრივ, შევიდა სამი სამსახური - ს----------------------------------------------------, სასაზღვრო საქმიანობის კონტროლის სამსახური და სასაზღვრო საქმიანობის კოორდინაციის სამსახური. იმავე დებულების მე-9 მუხლის თანახმად, სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების სამსახური უზრუნველყოფს: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის სრულყოფის მიზნით, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო შეთანხმებების/ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტების, სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან, საშუალოვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, ბრძანებების, დირექტივებისა და ინსტრუქციების პროექტებს; ბ) სახმელეთო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ - საბრძოლო, საზღვრის დაცვის საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის, სასაზღვრო სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების დაგეგმვას; გ) წინადადებების მომზადებას სახელმწიფო საზღვარზე ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენებით გეგმავს გასატარებელ ღონისძიებებს და ათანხმებს უფლებამოსილ პირებთან; დ) კანონმდებლობით დადგენილი განგაშის სიგნალებზე მოქმედების დაგეგმვასა და პერიოდულ განახლებას. გარდა აღნიშნულისა, ხსენებული განყოფილება ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანების თანახმად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების ყოფილი უფროსი რ-----------–---–- დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” და ,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N5----- ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანება, რომლითაც რ-----------–---–- დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლომ იმსჯელა, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან მოსარჩელე რ-----------–---–-ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ.თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9), კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნეს ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
2.8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც, თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N21722/11) გვ.48 -49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002 -III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია no. 251-B) შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004 -VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010) და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, § 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
2.9. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება. საქალაქო სასამართლომ მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალურ ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას. იმავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება. მოცემულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან. მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში იმსჯელა მასზედ, მოსარჩელე რ-----------–---–-ს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. საქალაქო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ-----------–---–- 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ბოლოს კი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეს.
2.11. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. მითითებული კანონის 42-ე მუხლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომლის 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შტატების შემცირების საფუძვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსი რ-----------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანებით, იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირებაა), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას).
2.12. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. იმავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 9 დეკემბრის N402 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულებითა“ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 აპრილის N75 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულებით“ გათვალისწინებული ს-----–-------------–------------------ის განყოფილებისა და ს----------------------------------------------------ს ფუნქციები და ამოცანები განსხვავებულადაა ფორმულირებული, თუმცა არსებითად იმავე შინაარსის მატარებელია. მაგალითად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 9 დეკემბრის N402 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით (მუხ. 10.7) ს-----–-------------–------------------ის განყოფილება მონაწილეობდა სახმელეთო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ-საბრძოლო, საზღვრის დაცვის საინჟინრო- ტექნიკური უზრუნველყოფის სამხედრო-ტაქტიკური, სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების პერსპექტიულ შედგენაში; გეგმავდა და ათანხმებდა საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოსთან სასაზღვრო ოპერაციებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციის, სამეთაურო-საშტაბო სწავლებების საკითხებს და მონაწილეობდა მათ განხორციელებაში; შეისწავლიდა და აანალიზებდა საზღვრის დაცვის მდგომარეობას, ვითარების განვითარების პერსპექტივებს, ამზადებდა წინადადებებს საზღვარზე ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენებით, გეგმავდა გასატარებელ ღონისძიებებს და ათანხმებდა სამმართველოს ხელმძღვანელობასთან; გეგმავდა მუდმივი მზადყოფნისა და კანონმდებლობით დადგენილი განგაშის სიგნალებზე მოქმედების, ღონისძიებების შემუშავებასა და პერიოდულ განახლებას და ახორციელებდა სხვა ფუნქციებს, ხოლო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 აპრილის N75 ბრძანებით დამტკიცებული ახალი დებულებით (მუხ. მე-9) ს----------------------------------------------------ს ფუნქციებად განისაზღვრა სახმელეთო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ-საბრძოლო, საზღვრის დაცვის საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის, სასაზღვრო სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საზღვარზე ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენებით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უფლებამოსილ პირებთან შეთანხმება; კანონმდებლობით დადგენილი განგაშის სიგნალებზე მოქმედების დაგეგმვა და პერიოდული განახლება. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ცხადია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სახელშეცვლილი სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციები იდენტურია, ცალკეულ შემთხვევაში ჩამოყალიბებული განსხვავებული სიტყვათა წყობით. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ რეორგანიზებული სამსახურის და ცალკეული ახალი ფუნქციის დამატების პირობებში, გაიზარდა ზოგიერთი უფლებამოსილება, რის გამოც მოსარჩელის კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის საფუძვლით მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, თანამდებობიდან განთავისუფლება მკაცრად შესაბამასობაში უნდა იყოს რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან განთავისუფლების კანონით დადგენილ პირობებთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განთავისუფლების საფუძველი მოხელის შესაბამის თანამდებობასთან საკვალიფიკაციო შეუსაბამობაა, დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საფუძველი უნდა იქნეს მითითებული და დასაბუთებული. ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც ის საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციები არსებითად არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა უფლება-მოვალეობები, რომელსაც ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ახორციელებდა. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა რ-----------–---–-ს ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N5----- ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N5----- და 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანებები რ-----------–---–-ს ნაწილში.
2.14. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა რ-----------–---–-ს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ს----------------------------------------------------ს უფროსის თანამდებობაზე აღდგენა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ აღარ არსებობს ის საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელეს ეკავა და მიიჩნია, რომ განყოფილებისთვის სახელწოდების შეცვლით არ გაუქმებულა მისი და მასში შემავალი საშტატო ერთეულების ფუნქციური დატვირთვა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ს----------------------------------------------------ს უფროსის თანამდებობა იმავე ფუნქციების მატარებელია, რაც რეორგანიზაციის განხორციელებამდე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსის თანამდებობას ჰქონდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს იდენტური უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი თანამდებობა და შტატების შემცირებას ამ თვალსაზრისით ადგილი არ ჰქონია, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე.
2.15. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რასთან დაკავშირებითაც საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე რ-----------–---–-ს სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის განაცდური მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
2.16. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა რ-----------–---–-ს სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით. დამატებით გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო ,,ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 04 ივნისის კონვენცია (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. ამასთან, კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, „ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირმა, რომელიც თავისი ყოველწლიური შვებულების განმავლობაში იმუშავებს ფასიან სამუშაოზე, შეიძლება დაკარგოს შვებულების პერიოდის ანაზღაურება“. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებულია პოლიციელის ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლება და ხანგრძლივობა. იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N997 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული სპეციალური ნორმატიული აქტები არ განსაზღვრავენ პოლიციის ორგანოებიდან დათხოვნის შემთხვევაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების წესს. რაც შეეხება წინა წლების შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის შესაძლებლობას, ეს საკითხი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. გამოუყენებელი ფასიანი შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-651-644(2კ-16), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში. კანონი ითვალისწინებს შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის შესაძლებლობას, რა დროსაც უნდა არსებობდეს ორი პირობა, პირველი - დასაქმებული უნდა იყოს თანახმა და მეორე, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. კანონის აღნიშნული დანაწესი ანაზღაურებადი შვებულების გადატანის საშუალებას იძლება, თუმცა არა უმეტეს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. ანუ 2012 წლიდან 2013 წელს გადატანილი შვებულება, რომელიც არ იქნა სრულად გამოყენებული 2013 წელს, გაქარწყლდა და არ დამატებია მომდევნო წლების შვებულებას. ანალოგიური წესი ვრცელდება 2013 წელს გამოუყენებელ შვებულებაზე. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასაქმებულმა გადაწყვიტა, არ ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და მას აღარ ეკუთვნის 2012-2013 წლების შვებულების დღეების ანაზღურება.“ საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა 2012 და 2013 წლების კუთვნილი შვებულების ანაზღაურება, შრომის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის - შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის უფლების გამოყენების შემთხვევაში.“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით, უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზება დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე რ-----------–---–- 2017 წელს არ უსარგებლია მისთვის მინიჭებული შვებულების უფლებით და ამასთან, იგი ამავე წელს დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. ამდენად, 2017 წლის კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით, რ-----------–---–-ს დარღვეული უფლება სახეზეა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა ამ პერიოდში ესარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე, 30-ე მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე. ეს ნომრები ეხება ადამიანის შრომის უფლებებს, თუმცა არ კრძალავს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. აღსანიშნავია, რომ არცერთი გამოყენებული ნორმა, რომელიც საფუძვლად დაედო რ-----------–---–-ს სამსახურიდან განთავისუფლებას, წინააღმდეგობაში არ მოდის არც საქართველოს კონსტიტუციასთან და არც საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმასთან. ამასთან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებული ნორმებით არ დარღვეულა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
3.2. აპელანტის მითითებით, რ-----------–---–- მუშაობდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 07 მარტის №------–------- საორგანიზაციო ბრძანებით განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატების გაუქმება. რ------------–---–ი კანონით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 07 მარტის №5----- ბრძანებით აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადის გასვლის საფუძვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით, მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა.
3.3. აპელანტის მითითებით, რ-----------–---–- იყო პოლიციელი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ითვლებოდა საჯარო მოხელედ. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სპეციალური კანონი ,,პოლიციის შესახებ’’ ადგენს როგორც კადრების განკარგულებაში აყვანის, ასევე თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესაბამის საფუძვლებს. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით, შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. მსგავს რეგულაციას ადგენს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანება, რომლის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადად პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახბე“ შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. აპელანტის მითითებით, რ-----------–---–- კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითველებოდა შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. ამდენად, კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ რ-----------–---–- დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
3.4. აპელანტი განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. საკასაციო სასამართლოს (გადაწყვეტილება №ბს-449-442 (კ-15), 08 დეკემბერი, 2015 წელი) განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულდ ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ , იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს-----–-------------–------------------ის განყოფილებისა და ს----------------------------------------------------ს ფუნქციები და ამოცანები განსხვავებულადაა ფორმულირებული, თუმცა არსებითად იმავე შინაარსის მატარებელია. სამინისტრო არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 09 დეკემბრის №402 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულებისა“ და დღეს მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 05 აპრილის №75 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების“ ურთიერთშეჯერების საფუძველზე ცხადია, რომ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართლველო გაუქმებულია, გაუქმებულია მასში შემავალი ს-----–-------------–------------------ის განყოფილება, სადაც დასაქმებული იყო რ-----------–---–-. ახალი დებულებით ნათელია, რომ შეიქმნა ახალი სამმართველო, კერძოდ, სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო, რომელშიც შედის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების სამსხური. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილდა ს-----–-------------–------------------ის განყოფილებისა და ახლად შექმნილ სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების სამსახურს შორის იმგვარად, თითქოსდა ფუნქციები მსგავსია, თუმცა განსხვავებული ფორმულირებით. სასამართლოს ერთის მხრივ, არ მიუთითებია, თუ რომელი ფუნქციაა მსგავსი და მეორეს მხრივ, არ უმსჯელია განყოფილებასა და სამსახურს შორის არსებით განსხვავებაზე. ამდენად, აპელანტისათვის დაუსაბუთებელი და გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა, თუ რატომ უნდა აღდგეს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსი, ს----------------------------------------------------ს უფროსის თანამდებობაზე, როდესაც ფუქნციური დატვირთვით აღარ არსებობს მოსარჩელის შტატი, ფუნქციურად სამსახურს მეტად ფართო უფლებამოსილებები გააჩნია, ვიდრე განყოფილებას. აპელანტი უთითებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ. აპელანტის მოსაზრებით, სწორედ აღნიშნული შემთხვევა გვაქვს სახეზე. ამასთან, შეიცვალა რა არსებითად რ-----------–---–-ს მიერ დაკავებული შტატი, იერარქიულად არც იმავე საფეხურზე აღარ არსებობს.
3.5. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დაღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობისას არ არის დაკონკრეტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქმედება (ან უმოქმედობა) ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ თუ საპროცესო კოდექსის ან რომელი კონკრეტული მტკიცებულებით დასტურდება გასაჩვირებული ადმინისტრაციული აქტის ბათილობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა. აპელანტის მოსაზრებით, კონკრეტულ საქმეში როგორც კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქარველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №5----- ბრძანება, ისე რ-----------–---–-ს სამსაუხრიდან დათხოვნის თაობაზე №1------ ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისი ნორმატიული და სამართლებრივი საფუძვლების მითითებით. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება, ისევე როგორც დამატებითი გადაწყვეტილება ამავე საქმეზე, არის დაუსაბუთებელი, რის გამოც ითხოვს მათ გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც უარი ეთქმევა მოსარჩელე რ-----------–---–- სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.6. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული არ გაუქმებულა და თანამდებობის ფუნქციები არ შეცვლილა. აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის იდენტურია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამართველოს ს----------------------------------------------------ს უფროსის თანამდებობა.
3.7. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლო საკუთარი მსჯელობით ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს და აკეთებს მათ სამართლებრივ შეფასებას ისე, რომ უგულებელყოფს კანონს, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო იყენებს კანონს, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებაში ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობისას გვერდს უვლის მოპასუხისა და მესამე პირის ახსნა-განმარტებას, გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების 2017 წლის 07 მარტის შემდგომ და 2017 წლის 07 მარტამდე მოქმედ რედაქციებზე, მაშინ, როდესაც მესამე პირის მიერ დეტალურად იქნა განმარტებული სასამართლო სხდომაზე აღნიშნული დებულების მიხედვით განხორციელებული ფუნქციური ცვლილება და მოსარჩელე მხარის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება. აღნიშნული დებულებების თანახმად ნათელია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახლემეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია და ძირეული ფუნქციური ცვლილებები.
3.8. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასაამრთლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ გვერდი აუარა იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლითაც დასტურდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაცია და ფუნქციური ცვლილება, ხოლო საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ გადაწყვეტილების გამოტანისას ობიექტურად შეისწავლა და შეაფასა გარემოებები და მოახდინა საამათლებრივ საფუძლებზე მითითება, რასაც სასამართლო ცალსახად უგულებელყოფს. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 07 მარტის №5----- ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისი დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის11 ივლისის №1------ ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით.
3.9. აპელანტის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 07 მარტის №5----- ბრძანებით მოსარჩელე რ-----------–---–- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანების მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. კადრების განყოფიებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი ცნობილია მოსარჩელისათვის, რასაც თავად ადასტურებს წარმოდგენილ სარჩელში და არ ხდის სადავოდ. აპელანტი განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნას კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის თანახმად, საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებათა განხორციელებისას სამინისტროს მოსამსახურე უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლედ თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში-სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, აღნიშნული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით. იმავე მუხლის მე-5 პუქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას, ხოლო 35-ე მუხლის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მასთან სამსხურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს, რაც იმავე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლას. კანონმდებლობა სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ გაათავისუფლოს კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომელი, თუკი მის შრომითი მოწყობის საკითხს დადებითად ვერ გადაწყვეტს, რომლის გადაწყვეტაც მთლიანად სამინისტროს დისკრეციულ უფლებაზეა დამოკიდებული.
3.10. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დაღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემუულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.“ აპელანტის მოსაზრებით, სარჩელით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზე არ გავქვს აქტის ბათილად ცნობის არცერთი წინაპირობა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-12, მე-16 და მე-17 გვერდებზე უსაფუძვლოა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ-----------–---–- 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ბოლოს კი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 9 დეკემბრის N402 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება, რომლის მე-9 მუხლის მიხედვით, დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებს წარმოადგენდა სხვადასხვა სამმართველოები, მათ შორის, საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო, რომელიც იმავე დებულების მე-10 მუხლის თანახმად, თავის მხრივ შედგებოდა საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოსა და ს-----–-------------–------------------ის განყოფილებისგან. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ს-----–-------------–------------------ის განყოფილება: ა) მონაწილეობდა სახმელეთო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ-საბრძოლო, საზღვრის დაცვის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამხედრო-ტაქტიკური, სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების პერსპექტიულ შედგენაში; ბ) გეგმავდა და ათანხმებდა საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოსთან სასაზღვრო ოპერაციებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციის, სამეთაურო-საშტაბო სწავლებების საკითხებს და მონაწილეობდა მათ განხორციელებაში; გ) შეისწავლიდა და აანალიზებდა საზღვრის დაცვის მდგომარეობას, ვითარების განვითარების პერსპექტივებს, ამზადებდა წინადადებებს საზღვარზე ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენებით, გეგმავდა გასატარებელ ღონისძიებებს და ათანხმებდა სამმართველოს ხელმძღვანელობასთან; დ) გეგმავდა მუდმივი მზადყოფნისა და კანონმდებლობით დადგენილი განგაშის სიგნალებზე მოქმედების, ღონისძიებების შემუშავებასა და პერიოდულ განახლებას. გარდა აღნიშნულისა, ხსენებული განყოფილება ახორციელებდა დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ,,შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსი რ-----------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
4.4. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 აპრილის N75 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულება“, რომლის მე-5 მუხლის მიხედვით, დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებს წარმოადგენს სხვადასხვა სამმართველოები, მათ შორის გათვალისწინებული იქნა, სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო, რომლის შემადგენლობაში, თავის მხრივ, შევიდა სამი სამსახური - ს----------------------------------------------------, სასაზღვრო საქმიანობის კონტროლის სამსახური და სასაზღვრო საქმიანობის კოორდინაციის სამსახური. იმავე დებულების მე-9 მუხლის თანახმად, სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების სამსახური უზრუნველყოფს: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის სრულყოფის მიზნით, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო შეთანხმებების/ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტების, სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან, საშუალოვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, ბრძანებების, დირექტივებისა და ინსტრუქციების პროექტებს; ბ) სახმელეთო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ - საბრძოლო, საზღვრის დაცვის საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის, სასაზღვრო სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების დაგეგმვას; გ) წინადადებების მომზადებას სახელმწიფო საზღვარზე ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენებით გეგმავს გასატარებელ ღონისძიებებს და ათანხმებს უფლებამოსილ პირებთან; დ) კანონმდებლობით დადგენილი განგაშის სიგნალებზე მოქმედების დაგეგმვასა და პერიოდულ განახლებას. გარდა აღნიშნულისა, ხსენებული განყოფილება ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანების თანახმად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების ყოფილი უფროსი რ-----------–---–- დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
სამართლებრივი დასაბუთება
4.6. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით რ-----------–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N5----- და 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანებები რ-----------–---–-ს ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ-----------–---–-ს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ს----------------------------------------------------ს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა რ-----------–---–-ს სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ-----------–---–-ს სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. საქმის მასალების შესწავლის საფუძველაზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში კანონს ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე, ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდნენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დავალდებულების საფუძველი.
4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ.თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9), კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნეს ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც, თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N21722/11) გვ.48 -49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობებისხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002 -III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია no. 251-B) შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები ,,პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004 -VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010) და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, § 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
4.13. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება. საქალაქო სასამართლომ მართებულად მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალურ ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას. იმავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება. მოცემულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან. მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად იმსჯელა მასზედ, მოსარჩელე რ-----------–---–-ს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. საქალაქო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ-----------–---–- 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ბოლოს კი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეს.
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. მითითებული კანონის 42-ე მუხლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომლის 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შტატების შემცირების საფუძვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსი რ-----------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანებით, იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირებაა), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას).
4.16. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. იმავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ ყურადღება ასევე სწორად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 9 დეკემბრის N402 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულებითა“ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 აპრილის N75 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულებით“ გათვალისწინებული ს-----–-------------–------------------ის განყოფილებისა და ს----------------------------------------------------ს ფუნქციები და ამოცანები განსხვავებულადაა ფორმულირებული, თუმცა არსებითად იმავე შინაარსის მატარებელია. მაგალითად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 9 დეკემბრის N402 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით (მუხ. 10.7) ს-----–-------------–------------------ის განყოფილება მონაწილეობდა სახმელეთო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ-საბრძოლო, საზღვრის დაცვის საინჟინრო- ტექნიკური უზრუნველყოფის სამხედრო-ტაქტიკური, სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების პერსპექტიულ შედგენაში; გეგმავდა და ათანხმებდა საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოსთან სასაზღვრო ოპერაციებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციის, სამეთაურო-საშტაბო სწავლებების საკითხებს და მონაწილეობდა მათ განხორციელებაში; შეისწავლიდა და აანალიზებდა საზღვრის დაცვის მდგომარეობას, ვითარების განვითარების პერსპექტივებს, ამზადებდა წინადადებებს საზღვარზე ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენებით, გეგმავდა გასატარებელ ღონისძიებებს და ათანხმებდა სამმართველოს ხელმძღვანელობასთან; გეგმავდა მუდმივი მზადყოფნისა და კანონმდებლობით დადგენილი განგაშის სიგნალებზე მოქმედების, ღონისძიებების შემუშავებასა და პერიოდულ განახლებას და ახორციელებდა სხვა ფუნქციებს, ხოლო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 აპრილის N75 ბრძანებით დამტკიცებული ახალი დებულებით (მუხ. მე-9) ს----------------------------------------------------ს ფუნქციებად განისაზღვრა სახმელეთო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ-საბრძოლო, საზღვრის დაცვის საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის, სასაზღვრო სარეჟიმო და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საზღვარზე ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური გამოყენებით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უფლებამოსილ პირებთან შეთანხმება; კანონმდებლობით დადგენილი განგაშის სიგნალებზე მოქმედების დაგეგმვა და პერიოდული განახლება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ცხადია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სახელშეცვლილი სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციები იდენტურია, ცალკეულ შემთხვევაში ჩამოყალიბებული განსხვავებული სიტყვათა წყობით. საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ რეორგანიზებული სამსახურის და ცალკეული ახალი ფუნქციის დამატების პირობებში, გაიზარდა ზოგიერთი უფლებამოსილება, რის გამოც მოსარჩელის კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის საფუძვლით მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, თანამდებობიდან განთავისუფლება მკაცრად შესაბამასობაში უნდა იყოს რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან განთავისუფლების კანონით დადგენილ პირობებთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განთავისუფლების საფუძველი მოხელის შესაბამის თანამდებობასთან საკვალიფიკაციო შეუსაბამობაა, დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საფუძველი უნდა იქნეს მითითებული და დასაბუთებული. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამრიგად, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც ის საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციები არსებითად არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა უფლება-მოვალეობები, რომელსაც ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ახორციელებდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამებოდა და წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა რ-----------–---–-ს ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N5----- ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სწორად იქნა დაკმაყოფილებული საქალაქო სასამართლოს მიერ.
4.17. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა რ-----------–---–-ს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ს----------------------------------------------------ს უფროსის თანამდებობაზე აღდგენა. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ აღარ არსებობს ის საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელეს ეკავა და სწორად მიიჩნია, რომ განყოფილებისთვის სახელწოდების შეცვლით არ გაუქმებულა მისი და მასში შემავალი საშტატო ერთეულების ფუნქციური დატვირთვა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ს----------------------------------------------------ს უფროსის თანამდებობა იმავე ფუნქციების მატარებელია, რაც რეორგანიზაციის განხორციელებამდე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს ს-----–-------------–------------------ის განყოფილების უფროსის თანამდებობას ჰქონდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს იდენტური უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი თანამდებობა და შტატების შემცირებას ამ თვალსაზრისით ადგილი არ ჰქონია, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე.
4.18. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რასთან დაკავშირებითაც საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე რ-----------–---–-ს სამსახურში აღდგენა, მასვე ასევე სწორად დაევალა მისთვის განაცდური მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
4.19. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა რ-----------–---–-ს სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მართალია დამატებით გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებზე, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო პალატა სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ როგორც საერთაშორისო კანონმდებლობა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული პრაქტიკაც ნამდვილად ითვალისწინებს გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების უფლებას, მაგრამ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს მიუღებელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება, ამ მიუღებელ შემოსავალში შედის ყველა ის თანხმა, რომელსაც მიიღებდა მოსარჩელე, რომ არ მომხდარიყო სამსახურიდან მისი უკანონოდ გათავისუფლება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ,,ფასიანი შვებულება’’ გულისხმობს არა იმას, რომ შვებულებაში გასვლის დროს სახელმწიფო მოსამსახურე შესაბამისი თვის ხელფასთან ერთად აუცილებლად მიიღებს სხვა რაიმე დამატებით თანხას, არამედ ,,ფასიანი შვებულება’’ გულისხმობს იმას, რომ შვებულებაში გასვლის მიუხედავად, სახელმწიფო მოსამსახურეს მაინც ეძლება შესაბამისი თვის ხელფასი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს მიუღებელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდისათვის, ამ მიუღებელ შემოსავალში შედის კუთვნილი შვებულების თანხაც, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა, კუთვნილ შვებულებაში რომ გასულიყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება და რ-----------–---–- უარი უნდა ეთქვას 2017 წლის გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; არ უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ძალაში უნდა დარჩეს მითითებული გადაწყვეტილება სრულად; უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება და რ-----------–---–- უარი უნდა ეთქვას 2017 წლის გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. არ დაკმაყოფილდეს აპელანტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ძალაში დარჩეს მითითებული გადაწყვეტილება სრულად;
3. დაკმაყოფილდეს აპელანტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება და რ-----------–---–- უარი ეთქვას 2017 წლის გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
4. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე