განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.06.2019
საქმის ნომერი
330310018002558121
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310018002558121(3ბ/80-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ჯ---–-----------ე, ვ--–------------–-–-----ე

წარმომადგენელი - კ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

წარმომადგენლები - ნ-----–-----–--------–ი, ე------------–--ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ---–------------- და ვ--–------------–-–------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეების ჯ---–-------------ა და ვ--–------------–-–------ს შვილი ლ----------–-–-----ე 1997 წლის 15 აპრილს გაწვეული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

2.2. 1998 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ა-------–----მ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადი მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა რ------------მ, ჰელსინკის კავშირის წევრმა ზ------------–---–--მ და სხვებმა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება. მათი ორგანიზებით ქ. ს----ში დისლოცირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის შტაბიდან თბილისის მიმართულებით უკანონოდ და მოტყუებით იქნა გაყვანილი სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აღკვეთილი იქნა სამხედრო ამბოხების მცდელობა და სამხედრო შენაერთები დაბრუნდნენ ქ. ს----ის მიმართულებით. გადაადგილებისას ხ-----------ს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში, ჯავშანმანქანა, რომლის კოშკურაზეც ისხდნენ სამხედრო მოსამსახურეები შეეჯახა გამგეობის შენობას. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაიცვალნენ სამხედრო ნაწილის სატანკო ბატალიონის რიგითები ლ----------–-–-----ე და შ--–----------–--–---–ი.

 

2.3. მოსარჩელეებს ჯ---–-----------ეს და ვ--–------------–-–-----ეს, მათი შვილის გარდაცვალების შემდეგ, რაიმე სახის სოციალური, მატერიალური დახმარება არ მიუღიათ.

 

2.4. 2018 წლის 7 მაისს მოსარჩელეებმა ჯ---–-----------ემ და ვ--–------------–-–-----ემ განცხადებით მიმართეს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ითხოვეს მათთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 12 ივნისის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 12 ივნისის №------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელეებისათვის - ჯ---–-------------ა და ვ--–------------–-–------სათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრების (მარჩენალდაკარგულის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ პირველ ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას და სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობა. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ვეტერანების კატეგორიებს და ადგენს, რომ ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები; ბ. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები; გ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ. სამხედრო ძალების ვეტერანები“. მითითებული კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-კუვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, ყოფილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები - მოხალისეები, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით და სამსახურის დირექტორის სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურში იქმნება სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, ხოლო სტუქტურულ ერთეულებს შორისაა სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანებსაც წარმოადგენს: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია. შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება და სხვა. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული კანონების საფუძველზე, სოციალურ უზრუნველყოფას ექვემდებარებიან ის პირები, რომელთა ოჯახის წევრი მონაწილეობას იღებდა და დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პერიოდში, სხვა ქვეყნის ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ საქართველოზე თავდასხმის მოგერიების მიზნით წარმოებულ ბრძოლაში დაღუპვას. შესაბამისად, აღნიშნულ ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისათვის, ზემოაღნიშნული კანონებით დადგენილია სათანადო სოციალური გარანტიები და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების უზრუნველყოფა ევალება მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოცხადებას, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების ჯ---–-------------ა და ვ--–------------–-–------ს შვილი ლ----------–-–-----ე 1997 წლის 15 აპრილს გაწვეული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამასთან, 1998 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ა-------–----მ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადი მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა რ------------მ, ჰელსინკის კავშირის წევრმა ზ------------–---–--მ და სხვებმა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება. მათი ორგანიზებით ქ. ს----ში დისლოცირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის შტაბიდან თბილისის მიმართულებით უკანონოდ და მოტყუებით იქნა გაყვანილი სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აღკვეთილი იქნა სამხედრო ამბოხების მცდელობა და სამხედრო შენაერთები დაბრუნდნენ ქ. ს----ის მიმართულებით. გადაადგილებისას ხ-----------ს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში, ჯავშანმანქანა, რომლის კოშკურაზეც ისხდნენ სამხედრო მოსამსახურეები შეეჯახა გამგეობის შენობას. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელეთა შვილი - სამხედრო ნაწილის სატანკო ბატალიონის რიგითი ლ----------–-–-----ე. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა შვილი, რომელიც ჩარიცხული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, გარდაიცვალა არა საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმასთან დაკავშირებულ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში, არამედ ქვეყნის შიგნით, დანაშაულის აღკვეთასთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. შესაბამისად, მისი ოჯახის წევრებისათვის, ზემოთ აღნიშნული კანონების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრების სტატუსის მინიჭებას მოცემულ შემთხვევაში არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეების ჯ---–-----------ეს და ვ--–------------–-–-----ეს, მათი შვილის გარდაცვალების შემდეგ, რაიმე სახის სოციალური, მატერიალური დახმარება არ მიუღიათ. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი სადავო პერიოდში და დღეის მდგომარეობით ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის სოციალურ უზრუნველყოფას. შესაბამისად, საქმეში მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა, მოსარჩელეთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებს და მის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა საფუძვლებით განსაზღვრავს.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების, შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელეებისათვის - ჯ---–-------------ა და ვ--–------------–-–------სათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრების (მარჩენალდაკარგულის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 12 ივნისის №------------- წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.9. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ მიიჩნია განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს ომში დაღუპულის ოჯახის წევრების (მარჩენალდაკარგულების) სტატუსის მინიჭებაზე, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მოსარჩელეების შვილი, აწგარდაცვლილი ლ----------–-–-----ე ჯავშანმანქანის მიერ გამგეობის შენობაზე შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულს რეალობაში ადგილი არ ჰქონია. ფაქტთან მიმართებაში, სხვადასხვა ვერსიები ფიგურირებს, კერძოდ, რიგ დოკუმენტებში ფიგურირებს პოლიციის შენობა, უფრო მეტიც, სხვადასხვა წერილებში და სათანადო დოკუმენტებში მითითებულია, რომ გარდაცვალება მოხდა საომარი მდგომარეობის დროს. მიუხედავად საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი უტყუარი დოკუმენტებისა, სასამართლოს მხრიდან დაშვებულია ფაქტობრივი უსწორობები. აპელანტების განმარტებით, ისინი, როგორც შვილმკვდარი მშობლები და მარჩენალდაკარგულნი, ამჟამად არიან მძიმე სოციალურ-ეკონომიურ, გაუსაძლის მდგომარეობაში. ამას ემატება მათი, როგორც ხანდაზმულების გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც სათანადო ყურადღება არ ექცევა შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მხრიდან.

 

3.2. აპელანტების მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, ვინაიდან გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია სამართლებრივი შემოწმება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა არარეალურ დასკვნამდე და ცალსახად გაიზიარა მოპასუხის უსაფუძვლო პოზიცია, ყურადღების მიღმა დატოვა ის მომენტი, რომ მოსარჩელეების შვილი - ლ----------–-–-----ე ნამდვვილად გარდაიცვალა საომარი მდგომარეობის დროს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების ჯ---–-------------ა და ვ--–------------–-–------ს შვილი ლ----------–-–-----ე 1997 წლის 15 აპრილს გაწვეული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

4.3. 1998 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ა-------–----მ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადი მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა რ------------მ, ჰელსინკის კავშირის წევრმა ზ------------–---–--მ და სხვებმა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება. მათი ორგანიზებით ქ. ს----ში დისლოცირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის შტაბიდან თბილისის მიმართულებით უკანონოდ და მოტყუებით იქნა გაყვანილი სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აღკვეთილი იქნა სამხედრო ამბოხების მცდელობა და სამხედრო შენაერთები დაბრუნდნენ ქ. ს----ის მიმართულებით. გადაადგილებისას ხ-----------ს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში, ჯავშანმანქანა, რომლის კოშკურაზეც ისხდნენ სამხედრო მოსამსახურეები შეეჯახა გამგეობის შენობას. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაიცვალნენ სამხედრო ნაწილის სატანკო ბატალიონის რიგითები ლ----------–-–-----ე და შ--–----------–--–---–ი.

 

4.4. მოსარჩელეებს ჯ---–-----------ეს და ვ--–------------–-–-----ეს, მათი შვილის გარდაცვალების შემდეგ, რაიმე სახის სოციალური, მატერიალური დახმარება არ მიუღიათ.

 

4.5. 2018 წლის 7 მაისს მოსარჩელეებმა ჯ---–-----------ემ და ვ--–------------–-–-----ემ განცხადებით მიმართეს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ითხოვეს მათთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 12 ივნისის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.10. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ვეტერანების კატეგორიებს და ადგენს, რომ ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები; ბ. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები; გ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ. სამხედრო ძალების ვეტერანები“. მითითებული კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-კუვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, ყოფილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები - მოხალისეები, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით და სამსახურის დირექტორის სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურში იქმნება სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, ხოლო სტუქტურულ ერთეულებს შორისაა სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანებსაც წარმოადგენს: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია. შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება და სხვა. ამრიგად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული კანონების საფუძველზე, სოციალურ უზრუნველყოფას ექვემდებარებიან ის პირები, რომელთა ოჯახის წევრი მონაწილეობას იღებდა და დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პერიოდში, სხვა ქვეყნის ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ საქართველოზე თავდასხმის მოგერიების მიზნით წარმოებულ ბრძოლაში დაღუპვას. შესაბამისად, აღნიშნულ ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისათვის, ზემოაღნიშნული კანონებით დადგენილია სათანადო სოციალური გარანტიები და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების უზრუნველყოფა ევალება მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოცხადებას, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების ჯ---–-------------ა და ვ--–------------–-–------ს შვილი ლ----------–-–-----ე 1997 წლის 15 აპრილს გაწვეული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამასთან, 1998 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ა-------–----მ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადი მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა რ------------მ, ჰელსინკის კავშირის წევრმა ზ------------–---–--მ და სხვებმა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება. მათი ორგანიზებით ქ. ს----ში დისლოცირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის შტაბიდან თბილისის მიმართულებით უკანონოდ და მოტყუებით იქნა გაყვანილი სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აღკვეთილი იქნა სამხედრო ამბოხების მცდელობა და სამხედრო შენაერთები დაბრუნდნენ ქ. ს----ის მიმართულებით. გადაადგილებისას ხ-----------ს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში, ჯავშანმანქანა, რომლის კოშკურაზეც ისხდნენ სამხედრო მოსამსახურეები შეეჯახა გამგეობის შენობას. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელეთა შვილი - სამხედრო ნაწილის სატანკო ბატალიონის რიგითი ლ----------–-–-----ე. ამრიგად, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა შვილი, რომელიც ჩარიცხული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, გარდაიცვალა არა საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმასთან დაკავშირებულ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში, არამედ ქვეყნის შიგნით, დანაშაულის აღკვეთასთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მისი ოჯახის წევრებისათვის, ზემოთ აღნიშნული კანონების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრების სტატუსის მინიჭებას მოცემულ შემთხვევაში არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეების ჯ---–-----------ეს და ვ--–------------–-–-----ეს, მათი შვილის გარდაცვალების შემდეგ, რაიმე სახის სოციალური, მატერიალური დახმარება არ მიუღიათ. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი სადავო პერიოდში და დღეის მდგომარეობით ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის სოციალურ უზრუნველყოფას. შესაბამისად, საქმეში მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა, მოსარჩელეთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებს და მის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა საფუძვლებით განსაზღვრავს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ---–-------------ა და ვ--–------------–-–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე