განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002162611
საქმე №3ბ/1143-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური;
წარმომადგენლები- ნ-----–---- წ--------–-, კ----–-- ხ---–---;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--–- ჩ-------–---–-;
დავის საგანი - მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის არ დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ--–- ჩ-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 13 სექტემბრის №4------------------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-სათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს 2017 წლის 5 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მას მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი.
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1.1. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 1992 წლის 1-------–-ს №-- ბრძანების საფუძველზე, კ--- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–- 1992 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ო----------ის №-- ბატალიონის გვარდიელად - მ-------დ.
საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია ეროვნული გვარდიის ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გვარდიის ვ/პოლკოვნიკის, ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა და ტექნიკის განყოფილების უფროსის, გვარდიის ვ/პოლკოვნიკის, ეროვნული გვარდიის საფინანსო განყოფილების მთავარი ბუღალტერის, გვარდიის მაიორის, ასევე ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის, გვარდიის პოლკოვნიკის მიერ, კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–- ნამდვილად იყო ჩარიცხული და მსახურობდა ეროვნული გვარდიის ო----------ი №-- ბატალიონში, 1992 წლის 1-------–-დან, 1992 წლის 12 სექტემბრამდე და იგი მონაწილეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლებისა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონში კერძოდ, 1992 წლის ივნისი-ივლისი სამაჩაბლო, 1992 წლის აგვისტო - გ-----, 1992 წლის 12 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებებიდან დაჭრილების გამოყვანის დროს დაიღუპა სოფელ ც--სთან.
2.1.2. მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–- არის კ--- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–-ს მეუღლე. მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–მა, 2017 წლის 5 სექტემბერს განცხადებით მიმართა მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ითხოვა მისთვის მარჩენალ დაკარგულის სტატუსის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსით შეცვლა (მინიჭება).
მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 13 სექტემბრის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ადგილი (სოფელ ც--ში), სადაც მისი მეუღლე დაიღუპა არ მიეკუთვნება აფხაზეთის ტერიტორიას.
2.2. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა. საქართველოს კონსტიტუციის მითითებული ნორმა, მათ შორის გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო პირობების არსებობისას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას და სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობა. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და
თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს მოთხოვნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის (ვეტერანის) ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებასთან, როგორც სახელმწიფო სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის სპეციალურ საკანონმდებლო რეჟიმთან დაკავშირებით, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ვეტერანების კატეგორიებს და ადგენს, რომ ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები; ბ. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები; გ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ; დ. სამხედრო ძალების ვეტერანები“.
სასამართლომ მიუთითა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით და სამსახურის დირექტორის სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურში იქმნება სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, ხოლო სტუქტურულ ერთეულებს შორისაა სააღრიცხვო- ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანებსაც წარმოადგენს: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია. შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება და სხვა.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
ამრიგად, სასამართლოს მითითებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე ის პირები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები იყვნენ, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
ამასთან, კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 992 წლის 1-------–-ს №-- ბრძანების საფუძველზე, კ--- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–- 1992 წლის 1-------–-დან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ო----------ის №-- ბატალიონის გვარდიელად - მ-------დ.
საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია ეროვნული გვარდიის ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გვარდიის ვ/პოლკოვნიკის, ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა და ტექნიკის განყოფილების უფროსის, გვარდიის ვ/პოლკოვნიკის, ეროვნული გვარდიის საფინანსო განყოფილების მთავარი ბუღალტერის, გვარდიის მაიორის, ასევე ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის, გვარდიის პოლკოვნიკის მიერ, კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–- ნამდვილად იყო ჩარიცხული და მსახურობდა ეროვნული გვარდიის ო----------ი №-- ბატალიონში, 1992 წლის 1-------–-დან, 1992 წლის 12 სექტემბრამდე და იგი მონაწილეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლებისა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონში კერძოდ, 1992 წლის ივნისი-ივლისი სამაჩაბლო, 1992 წლის აგვისტო - გ-----, 1992 წლის 12 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებებიდან დაჭრილების გამოყვანის დროს დაიღუპა სოფელ ც--სთან.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს მეუღლის - კ------- ჩ-------–---–-ს მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ დაღუპვის ფაქტი არ გამორიცხავს მის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტს, თუ მისი მონაწილეობა აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ზემოთ მითითებული ნორმის მიზანი და შინაარსი არ შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მხოლოდ კონკრეტული გეოგრაფიული საზღვრებით შემოფარგვლა, თუ პირი სწორედ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარკვეულ მოქმედებებს, ამ შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ ახორციელებდა და ამ მიზნით იმყოფებოდა იქ. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - საბრძოლო მოკვლევების მიხედვით, მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს მეუღლე - კ------- ჩ-------–---–- აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ - სოფელ ც--შთან, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი პირების გამოსაყვანად და მათ გადასარჩენად იმყოფებოდა, რითაც იგი მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. შესაბამისად, მისი გარდაცვალება, მიზეზ-შედეგობრივად სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას უკავშირდება, რაც განმსაზღვრელი გარემოებაა ასეთი სტატუსის მინიჭებისათვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიის გარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა იმ შემთხვევაში არ ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობად, თუ იგი ქვეყნის შიგნით არსებულ სხვა შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლას უკავშირდება. სწორედ აღნიშნული საკითხია შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის (საქმის ნომერი :ბს-83-80(კ-06)) გადაწყვეტილებაში.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, პირისათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის და არა დაღუპვის პირობას ითვალისწინებს. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევების თანახმად, კი მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს მეუღლე კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–- მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, 1992 წლის ივნის-ივლისში სამაჩაბლოში, ხოლო 1992 წლის აგვისტოში გ-----ში, იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, ასევე ქ. სოხუმში, სოფელ ტ---–ში და სოფელ ლ-----ში. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, მითითებული ნორმის შესაბამისად, საკმარისი პირობაა მისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.
სასამართლომ მიუთითა, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი
სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა, მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა, არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული /გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო–კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანის, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი) განისაზღვრება 125 კვტ სთ–ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი–ოქტომბერი) – 75 კვტ სთ–ით თვეში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–- არის კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–-ს მეუღლე.
ამრიგად, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს მეუღლეს - კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–ს უდასტურდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის, ასევე აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 13 სექტემბრის №4------------------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-სათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს , ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ--–- ჩ-------–---–-ს სარჩელი საფუძვლიანია, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური დაცვის უფლების, შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 13 სექტემბრის №4------------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-სათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ ბათილად ცნო ის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–ს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი მიენიჭება.
3. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, კ------- ჩ------–---–ი დაიღუპა 1992 წლის 12 სექტემბერს ზ--------ის რაიონის სოფ. ც--შში. აღნიშნული ტერიტორია არც გეოგრაფიულად და არც კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე არ ითვლება საომარი მოქმედების ზონად. 1997 წლის 27 ნოემბრის N1--- საბრძოლო მოკვლევის თანახმად, კ--- ჩ-------–---–- დაიღუპა 1992 წლის 12 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებიდან დაჭრილების გამოყვანის დროს ექსპრეზიდენტის მომხრეებთან შეტაკებისას, სოფ ც--შთან." იმ გარემოებიდან გამომდინარე, როდესაც კანონი პირდაპირ უთითებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერნად მხოლოდ აფხაზეთისა და შიდა ქართლში ბრძაოლის მონაწილეებს, სამსახური და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირი მოკლებულია შესაძლებლობას გასცდეს კანონით დადგენილ არეალს და მიანიჭოს მოთხოვნილი სტატუსი ქვეყნის შიგნით არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეს.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 992 წლის 1-------–-ს №-- ბრძანების საფუძველზე, კ--- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–- 1992 წლის 1-------–-დან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ო----------ის №-- ბატალიონის გვარდიელად - მ-------დ.
საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია ეროვნული გვარდიის ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გვარდიის ვ/პოლკოვნიკის, ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა და ტექნიკის განყოფილების უფროსის, გვარდიის ვ/პოლკოვნიკის, ეროვნული გვარდიის საფინანსო განყოფილების მთავარი ბუღალტერის, გვარდიის მაიორის, ასევე ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის, გვარდიის პოლკოვნიკის მიერ, კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–- ნამდვილად იყო ჩარიცხული და მსახურობდა ეროვნული გვარდიის ო----------ი №-- ბატალიონში, 1992 წლის 1-------–-დან, 1992 წლის 12 სექტემბრამდე და იგი მონაწილეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლებისა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონში კერძოდ, 1992 წლის ივნისი-ივლისი სამაჩაბლო, 1992 წლის აგვისტო - გ-----, 1992 წლის 12 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებებიდან დაჭრილების გამოყვანის დროს დაიღუპა სოფელ ც--სთან.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ლ--–- ჩ-------–---–-ს მეუღლის - კ------- ჩ-------–---–-ს მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ დაღუპვის ფაქტი არ გამორიცხავს მის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტს, თუ მისი მონაწილეობა აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ზემოთ მითითებული ნორმის მიზანი და შინაარსი არ შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მხოლოდ კონკრეტული გეოგრაფიული საზღვრებით შემოფარგვლა, თუ პირი სწორედ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარკვეულ მოქმედებებს, ამ შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ ახორციელებდა და ამ მიზნით იმყოფებოდა იქ. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - საბრძოლო მოკვლევების მიხედვით, მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს მეუღლე - კ------- ჩ-------–---–- აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ - სოფელ ც--შთან, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი პირების გამოსაყვანად და მათ გადასარჩენად იმყოფებოდა, რითაც იგი მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. შესაბამისად, მისი გარდაცვალება, მიზეზ-შედეგობრივად სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას უკავშირდება, რაც განმსაზღვრელი გარემოებაა ასეთი სტატუსის მინიჭებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიის გარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა იმ შემთხვევაში არ ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობად, თუ იგი ქვეყნის შიგნით არსებულ სხვა შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლას უკავშირდება. სწორედ აღნიშნული საკითხია შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის (საქმის ნომერი :ბს-83-80(კ-06)) გადაწყვეტილებაში.
აქვე პალატა განმარტავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, პირისათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის და არა დაღუპვის პირობას ითვალისწინებს. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევების თანახმად, კი მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-ს მეუღლე კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–- მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, 1992 წლის ივნის-ივლისში სამაჩაბლოში, ხოლო 1992 წლის აგვისტოში გ-----ში, იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, ასევე ქ. სოხუმში, სოფელ ტ---–ში და სოფელ ლ-----ში. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, მითითებული ნორმის შესაბამისად, საკმარისი პირობაა მისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დადგენილია და უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–- არის კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–-ს მეუღლე.
ამრიგად, ლ--–- ჩ-------–---–-ს მეუღლეს - კ------- ჟ-----ს ძე ჩ-------–---–ს უდასტურდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის, ასევე აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 13 სექტემბრის №4------------------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ლ--–- ჩ-------–---–-სათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ--–- ჩ-------–---–-ს მოთხოვნის უსაფუძვლობას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველ--–-დ უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
5. პროცესის ხარჯები:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 38--ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლ--–-დ დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა