განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310017002160685 (3ბ/3179-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--------–----ე
წარმომადგენელი - ლ-–--------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გ--------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №------- წერილობითი მიმართვა, გ--------–----ის სასარგებლოდ ფულადი პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე გ--------–----ის სასარგებლოდ ფულადი პრემიის ანაზღაურება 68 850 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმით, მოსარჩელე გ--------–----ე დაინიშნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ.
2.2. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის 2015 წლის 3 ივლისის მიმართვის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეცნობა, რომ 2015 წლის 2-8 ივნისს ბულგარეთში, ქ. სოფიაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის დელეგაციამ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა პარასპორტსმენმა, რომელთაგანაც ზ--------------მ, ზ----------–--------მ და ბ------–----–---–მა მარჯვენა და მარცხენა ხელში დაიკავეს მე-2 ადგილი, ზ--------------მ მარჯვენა და მარცხენა ხელში დაიკავა მე-3 ადგილი. გუნდურ ჩათვლაში 49 ქულით გავიდნენ მე-6 ადგილზე. ასევე ეცნობა, რომ პარაოლიმპიური კომიტეტის აღნიშნულ შეჯიბრზე მოთხოვნილი არასრული დღიური ნორმა წარმოადგენდა მექანიკურ ტექნიკურ შეცდომას, რადგან სასტუმროში, სადაც დელეგაცია იყო განთავსებული არ შედიოდა კვება. გამომდინარე აქედან მოუწიათ მათ დღიური ნორმის სრულად გაცემა. შეჯიბრებაზე მივლინების წინასწარი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ჩაირიცხა 15 417 ლარი, ფაქტობრივმა ხარჯმა კი შეადგინა 12 738 ლარი. შესაბამისად, პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ სამინისტროს ანგარიშზე დაბრუნებული იქნა 2 679 ლარი.
2.3. 2015 წლის 17 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოსარჩელე გ--------–----ემ მიმართა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გ------------------ს და მოახსენა, რომ პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე და ბ------–----–---–ი ემზადებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მკლავჭიდში, რომელიც გაიმართებოდა მალაიზიაში, ქ. კ----–---–--------–ი 2015 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რისთვისაც დიდი შრომა გაწიეს, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ ჩემპიონატში, რაც გაზრდიდა მათ შედეგებსა და რეიტინგს. ამავე მოხსენებით ბარათში გ--------–----ე ადასტურებს, რომ პარასპორტსმენების ზ----------–-------ის, ზ-------------ის, ვ---------------ის და ბ------–----–---–ის მონაწილეობა ზემოთხსენებულ ჩემპიონატში იყო აუცილებელი მათი რეიტინგისთვის. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანების თანახმად, მალაიზიაში, ქ. კ----–----–--------–ი, 2015 წლის 26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დაგეგმილ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე მივლინებული იქნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე და ბ------–----–---–ი, დელეგაციის ხელმძღვანელი გ------------------, მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. დამტკიცდა ხარჯთაღრიცხვა 34 499 (ოცდა თოთხმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით. 2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გ-----------------ის მიმართვის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეცნობა, რომ 2015 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე მალაიზიაში, ქ. კ----–---–--------–ი, იმართებოდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობის მისაღებად მოემზადა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით - პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე და ბ------–----–---–ი. დელეგაციის ხელმძღვანელი გ------------------, მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. მიმართვით მოთხოვნილი იქნა პარაოლიმპიური სპორტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 34 499 ლარის ჩარიცხვა.
2.4. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ზ----------–-------- მიწვეული იქნა როგორც ათლეტი მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ზ-------------- მიწვეული იქნა როგორც ათლეტი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ვ---------------ე მიწვეული იქნა როგორც ათლეტი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ბ------–----–---–ი მიწვეული იქნა როგორც ათლეტი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, გ--------–----ე მიწვეული იქნა როგორც საქართველოს ეროვნული პარა-სპორტსმენების მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 7 აპრილის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ლ-–---–-----ე მიწვეული იქნა როგორც ათლეტი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში.
2.5. 2016 წლის 23 აპრილის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოსარჩელე გ--------–----ემ მიმართა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ლ----------–-----ს და მოახსენა, რომ პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე, ლ-–---–-----ე და ბ------–----–---–ი ემზადებოდნენ ევროპის ჩემპიონატისთვის პარა მკლავჭიდში, რომელიც გაიმართებოდა რუმინეთში ქ. ბუქარესტში 21-29 მაისს. პარასპორტსმენებმა დიდი შრომა გაწიეს, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ ჩემპიონატში, რაც გაზრდიდა მათ შედეგებსა და რეიტინგს. იმავე მოხსენებით ბარათში გ--------–----ე ადასტურებდა, რომ პარასპორტსმენების ზ-----------–-------ის, ზ--------------ის, ვ---------------ის, ლ-–---–-----ეს და ბ------–----–---–ის მონაწილეობა ზემოთხსენებულ ჩემპიონატში იყო აუცილებელი მათი რეიტინგისთვის. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 16 მაისის ბრძანების თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 21-29 მაისის ჩათვლით რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პარა მკალვჭიდში მონაწილეობის მისაღებად მივლინებული იქნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით - პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე, ლ-–---–-----ე და ბ------–----–---–ი, დელეგაციის ხელმძღვანელი პარა მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. დამტკიცდა ხარჯთაღრიცხვა 17 262 ლარის ოდენობით. 2016 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ლ----------–-----მ, №-- წერილით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და მოახსენა, რომ 2016 წლის 21-29 მაისის ჩათვლით რუმინეთში, ქ. ბუქარესტში იმართებოდა ევროპის ჩემპიონატი პარა მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობის მისაღებად მოემზადა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე, ლ-–---–-----ე და ბ------–----–---–ი. დელეგაციის ხელმძღვანელი პარა მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. მიმართვით მოთხოვნილ იქნა პარაოლიმპიური სპორტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 17 262 ლარის ჩარიცხვა.
2.6. საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის 2016 წლის 16 მაისის №-- მიმართვიდან დგინდება, რომ 21-29 მაისს რუმინეთში ქ. ბუქარესტში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონატი შშშმ სპორტსმენებს შორის, სადაც მიწვეული იქნა საქართველოს შშმპ მკლავჭიდის ნაკრები მონაწილეობისთვის და მოთხოვნილი იქნა 32 408,5 ლარის გამოყოფა, რათა გუნდს შესძლებოდა ხსენებულ ჩემპიონატზე გამგზავრება. 2016 წლის 15 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიეწოდა ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მონაწილეთა ძირითადი სია, რომელიც გაიმართებოდა 2016 წლის 21-29 მაისს, შემდეგი შემადგენლობით - ე-----–-----------ი (პრეზიდენტი); მ--–------------–--ე (მწვრთნელი); მ-------------------ე (სპორტსმენი); თ-----------–------–---–ი (სპორტსმენი); თ---------------–---ი (სპორტსმენი); ზ----------–----–---–ი (სპორტსმენი); ა-------–--–--–---–ი (მწვრთნელი); გ---------------–------ე (სპორტსმენი); ლ-–-------–---–ი (სპორტსმენი); თ---------------ი (სპორტსმენი); ს---------------–-–---–ი (სპორტსმენი); გ--------------–---–ი (სპორტსმენი); ა-----–---------ა (სპორტსმენი); შ-------------–---–ი (სპორტსმენი). საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის 2016 წლის 14 დეკემბრის №--- მიმართვით წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 21-29 მაისს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, შშმპ მკლავჭიდის სპორტული დელეგაციის მონაწილეების ფინანსური ფაქტიური ხარჯები და ასევე ტექნიკური ანგარიში.
2.7. 2016 წლის 16 მაისის განცხადებით, სპორტსმენებმა-ჩემპიონებმა ზ----------–--------მ და ვ---------------ემ მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, სადაც აღნიშნეს, რომ სწორედ კომიტეტის უშუალო დახმარებით მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები. ამჟამადაც პარამკლავჭიდის მთავარი მწვრთნელის გ--------–----ის უშუალო ხელმძღვანელობით ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, რაშიც ძალიან დიდ შრომას დებენ და დიდი იმედი აქვთ, რომ ამ ისედაც რთულ გზაზე დაბრკოლებები არ შეექმნებათ და შეძლებენ პარაოლიმპიური კომიტეტის ეგიდით მონაწილეობის მიღებას ამ მაღალი რანგის შეჯიბრზე.
2.8. 2017 წლის 17 აგვისტოს წერილის თანახმად, მოსარჩელე გ--------–----ემ მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა: მიეწოდებინათ 2015-2016 წლებში საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მხრიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებული სრული დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდებოდა პარაოლიმპიური კომიტეტის სახელით მითითებულ წლებში პარა მკლავჭიდის ნაკრების საერთაშორისო ასპარეზობებზე (2015 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი) მონაწილებას; მიეწოდებინათ 2015 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დაფინანსების ფინანსური დოკუმენტაცია, რომლითაც მივლინებული იქნა აღნიშნულ ტურნირებზე მთავარ მ–--------–-დ; მიეწოდებინათ პარა მკლავჭიდის 2015 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული სრული კორესპოდენცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 30 აგვისტოს №------- მიმართვიდან ირკვევა, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე გ--------–----ის 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადების (რეგისტრაცია - №--------, 17.08.2017) პასუხად ეცნობა, რომ 2016 წელს, შშმპ მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის მივლინების ხარჯების დაფინანსება არ განხორციელებულა მათი სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის განხორცილებული მიმოწერის საფუძველზე.
2.9. მსოფლიო მკლავჭიდის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მ---------------------------–-მ მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საიდანაც დგინდება, რომ მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაცია (მმფ) ცნობს საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში შემდეგ ორგანიზაციებს - ა) ჯანმრთელი ათლეტებისთვის - საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციას და ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათლეტებისთვის - საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს და მკლავჭიდის ნებისმიერი სხვა ეროვნული ორგანიზაცია არ იყო აღიარებული მმფ-ს და არც მსფ-ს მიერ და არ ჰქონდათ უფლება დაერეგისტრირებინათ ქართველი ათლეტები მმფ-ს ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად. მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის პრეზიდენტ ი-----------------ოს მიერ ხელმოწერილი 2016 წლის 13 აპრილის სერთიფიკატის თანახმად, მითითებული სერთიფიკატი მკლავჭიდის კურსის დასრულების მიზნით გადაეცა 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს პარა მკლავჭიდში გ--------–----ეს.
2.10. 2015 წელს პარაოლიმპიურმა მკლავჭიდელებმა ზ--------------მ, ზ----------–--------მ, ბ------–----–---–მა და ვ---------------ემ მოიპოვეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის სტატუსები. ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ პრეზიდენტმა, 2016 წლის 21 იანვარს წერილობით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და აღნიშნა, რომ 2015 წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მკლავჭიდში სპორტსმენების მიერ საპრიზო ადგილების დაკავების გამო, მათ შორის მთავარ მწვრთნელს გ--------–----ეს არ ჰქონდა მიღებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი პრემია, რის გამოც ითხოვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №--- მოხსენებითი ბარათის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 თებერვლის №------ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელა სამსახურებრივი შემოწმება, მათ შორის მოსარჩელე გ--------–----ის საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნასთან დაკავშირებით და მივიდა დასკვნამდე, რომ მისი მთავარ მ–--------–-დ დანიშვნის ფაქტი ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა, აღნიშნული დასკვნის მოტივაციად მიუთითა ის, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტიდან" გამოთხოვილ გამგეობის ოქმის დედანსა და საქმეში არსებულ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმს შორის არსებობდა შეუსაბამობა დღის წესრიგებთან დაკავშირებით. ამასთან, 2015 წელს გამართული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები არ ჩატარებულა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ეგიდით და იგი გაიმართა მსოფლიოს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და ამ უკანასკნელის მიერ მიღებული მოწვევის საფუძველზე საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ნაცვლად მოახერხეს მონაწილეობის მიღება 2015 წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გ--------–----ე არასოდეს ყოფილა მკლავჭიდელი და შესაბამისად მას არ გააჩნდა მკლავჭიდის სამწვრთნელო გამოცდილება, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან შშმპ მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას და აქედან გამომდინარე სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული სამწვრთნელო შედეგების გამო დაუშვებელი იყო მისი წარდგენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით’’ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე.
2.11. 2016 წელს პარაოლიმპიურმა მკლავჭიდელებმა ზ--------------მ, ზ----------–--------მ, ბ------–----–---–მა, ვ---------------ემ და ლ-–---–-----ემ მოიპოვეს ევროპისა ჩემპიონატის გამარჯვებულის სტატუსები. მოსარჩელე გ--------–----ემ 2017 წლის 19 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და პარაოლიმპიელი სპორტსმენების მიერ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებების მოპოვების გამო ითხოვა მისთვის ფულადი პრემიის გადაცემა 68 850 ლარის ოდენობით. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №------- წერილობითი მიმართვით მოსარჩელე გ--------–----ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით განსაზღვრულ ფულად პრიზებზე ნაკრები გუნდების მწვრთნელების წარდგენა ხდება მხოლოდ იმ შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების შუამდგომლობების საფუძველზე, რომელთა უფლებამოსილებებსაც განეკუთვნება ნაკრები გუნდების მწვრთნელებად ამ პირთა დანიშვნა. რაც შეეხება შშმპ მკლავჭიდელების მიერ 2015 წელს მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით დასმულ საკითხს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელზე მომართვისას არ იქნა დაცული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით განსაზღვრული ზემოთ ხსენებული მოთხოვნა და ასევე, წარმოდგენილ მომართვებსა და მასზედ თანდართულ მასალებში აღმოჩენილი იქნა არაერთი აშკარა შეუსაბამობა. აღნიშნულისა და აგრეთვე სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არ იქნა მართებულად მიჩნეული გ--------–---------ის ფულადი პრიზის გაცემისთვის შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №------- წერილობითი მიმართვა გ--------–----ის სასარგებლოდ ფულადი პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე - გ--------–----ის მოთხოვნა ფულადი პრემიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ. 5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა და უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილული იქნეს როგორც საკუთრების უფლება. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე - კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 341-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სპორტულ გაერთიანებებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვას. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 7 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო 2017 წლის 7 დეკემბრის ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული რედაქციის შესაბამისად, ასეთი ფუნქცია გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართი შეჯიბრებების (პარაოლიმპიური თამაშები, დიდებს შორის მსოფლოს ჩემპიონატი, მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი) გამარჯვებულებს, პრიზიორებს (ასევე პარაოლიმპურ თამაშებზე IV-VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, აგრეთვე საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს უნდა მიეცეთ ფულადი პრიზები ამ პროგრამის მე-4 მუხლის „1-3“ და „8-11“ პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით. მითითებული პროგრამის მე-4 მუხლის „1-3“ და „8-11“ პუნქტების თანახმად, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლისა და ფინალური თამაშების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწრთვნელთა, ნაკრები გუნდების საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წასახალისებლად, სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესდა შემდეგი ფულადი პრიზები (ლარებში): 1. ოლიმპიურ თამაშებზე: ა) I ადგილი - 170 000, გუნდური პირველობა - 340 000; ბ) II ადგილი - 102 000, გუნდური პირველობა - 204 000; გ) III ადგილი - 68 000, გუნდური პირველობა – 136 000; დ) IV ადგილი - 20 400, გუნდური პირველობა - 40 800; ე) V ადგილი - 13 600, გუნდური პირველობა - 27 200; ვ) VI ადგილი - 6 800, გუნდური პირველობა - 13 600. მსოფლიოს ჩემპიონატებზე: ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 85 000, გუნდური პირველობა - 170 000; ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 68 000, გუნდური პირველობა - 136 000; გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 51 000, გუნდური პირველობა - 102 000. ევროპის ჩემპიონატებზე: ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 51 000, გუნდური პირველობა - 102 000; ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 34 000, გუნდური პირველობა - 68 000; გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 25 500, გუნდური პირველობა - 51 000. სპორტსმენთა პირად მწვრთნელებისთვის და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებისთვის განისაზღვრა თითოეულის პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50%-ი. ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელებისთვის განისაზღვრა პირად-გუნდურ და გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50%-ი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმით, მოსარჩელე გ--------–----ე დაინიშნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით ასევე დგინდება, რომ 2015-2016 წლებში პარაოლიმპიურმა მკლავჭიდელებმა ზ--------------მ, ზ----------–--------მ, ბ------–----–---–მა, ვ---------------ემ და ლ-–---–-----ემ მოიპოვეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულების სტატუსები, რომელსაც მოპასუხე მხარე სადაოდ არ ხდის და ადასტურებს ფაქტს, რომ აღნიშნულ სპორტსმენებს მათთვის განკუთვნილი საპრიზო თანხები მიღებული აქვთ. ასევე, არ ხდის სადაოდ 2015-2016 წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მითითებული სპორტსმენების მიერ მიღებულ საპრიზო ადგილებსა და თანხების რაოდენობას. საქალაქო სასამართლომ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად მოსარჩელე გ--------–----ის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო, აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ--------–----ე დაინიშნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას გააქარწყლებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. ის გარემოება, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნით, ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის ოქმის დედანსა და იმავე გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმის ასლს შორის შეუსაბამობა არსებობს მხოლოდ დღის წესრიგში, არ აქარწყლებს მოსარჩელე გ--------–----ის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნის ფაქტს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ასეთი ოქმი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
2.15. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის მიერ მიღებული მოწვევის საფუძველზე საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ნაცვლად, საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა მოახერხა მონაწილეობის მიღება 2015 წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს ფაქტს, რომ მოპასუხე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღიარებს ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ ნაკრების მიერ 2015 წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღებას. ასევე საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, რომ გ--------–----ე არასოდეს ყოფილა მკლავჭიდელი და შესაბამისად მას არ გააჩნდა მკლავჭიდის სამწვრთნელო გამოცდილება, მიუთითა, რომ მსჯელობა არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ვინაიდან დადგენილია, რომ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მკლავჭიდის ფედერაციის (მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის პრეზიდენტი - ი-----------------ო) 2016 წლის 13 აპრილის სერტიფიკატის თანახმად, ეს სერტიფიკატი მკლავჭიდის კურსის დასრულების მიზნით გადაეცა 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს პარა მკლავჭიდში გ--------–----ეს. შესაბამისად, მოსარჩელე გ--------–----ის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნა დადასტურებულია სათანადო სამართლებრივი საფუძვლებით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართ გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწრთვნელებს და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) უნდა გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსოფლიო მკლავჭიდის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მ---------------------------–-მ მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაცია (მმფ) ცნობს საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში შემდეგ ორგანიზაციებს: ა) ჯანმრთელი ათლეტებისთვის - საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას და ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათლეტებისთვის - საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2015 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართული დელეგაციის მივლინების ხარჯების დაფინანსება განხორციელდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის მიმოწერის საფუძველზე. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს, დადგენილია, რომ 2016 წლის 15 მაისს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიეწოდა ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთში ქ. ბუქარესტში მონაწილეთა ძირითადი სია, რომელიც გაიმართებოდა 2016 წლის 21-29 მაისს. ძირითადი სია შედგებოდა შემდეგი პირებისგან: ე-----–-----------ი (პრეზიდენტი); მ--–------------–--ე (მწვრთნელი); მ-------------------ე (სპორტსმენი); თ-----------–------–---–ი (სპორტსმენი); თ---------------–---ი (სპორტსმენი); ზ-----------–----–---–ი (სპორტსმენი); ა-------–--–--–---–ი (მწვრთნელი); გ---------------–------ე (სპორტსმენი); ლ-–-------–---–ი (სპორტსმენი); თ----------------ი (სპორტსმენი); ს---------------–-–---–ი (სპორტსმენი); გ--------------–---–ი (სპორტსმენი); ა-----–----------ა (სპორტსმენი); შ-------------–---–ი (სპორტსმენი). ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 16 მაისის განცხადებით, სპორტსმენებმა ჩემპიონებმა ზ----------–--------მ და ვ---------------ემ მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, სადაც აღნიშნეს, რომ სწორედ პარაოლიმპიური კომიტეტის უშუალო დახმარებით მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები. ამჟამადაც პარამკლავჭიდის მთავარი მწვრთნელის გ--------–----ის უშუალო ხელმძღვანელობით ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, რაშიც ძალიან დიდ შრომას დებენ და დიდი იმედი აქვთ, რომ ამ ისედაც რთულ გზაზე დაბრკოლებები არ შეექმნებათ და შეძლებენ პარაოლიმპიური კომიტეტის ეგიდით მონაწილეობის მიღებას ამ მაღალი რანგის შეჯიბრზე. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №------------------- და 2016 წლის 7 აპრილის №--- მოწვევების თანახმად, რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს - გენერალური მდივანის მიერ ზ-----------–-------ე, ზ--------------, ბ------–----–---–ი, ვ---------------ე, ლ-–---–-----ე და გ--------–----ე მიწვეული იქნენ როგორც ათლეტები და როგორც მთავარი მწვრთნელი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპორტსმენები: ზ--------------, ზ----------–--------, ბ------–----–---–ი, ვ---------------ე და ლ-–---–-----ე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის ეგიდით არ წასულან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირები საბოლოო სიებში მოხსენიებულნი არიან და მათ მიღებული აქვთ შესაბამისი საპრიზო ადგილების საპრიზო თანხები, რაც ბუნებრივი იქნებოდა, ვინაიდან მათ მოიპოვეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულის სტატუსი. შესაბამისად, შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის მთავარი მწვრთნელი, სპორტულ შეჯიბრებებში სპორტსმენების: ზ-------------ის, ზ----------–-------ის, ბ------–----–---–ის, ვ---------------ის და ლ-–---–-----ის მიერ მიღწეული სამწვრთნელო შედეგების გამო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით’’ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, რადგან ამ უკანასკნელთა მწვრთნელს წარმოადგენდა გ--------–----ე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია პარამკლავჭიდელები ზ--------------, ზ----------–--------, ბ------–----–---–ი, ვ---------------ე და ლ-–---–-----ე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდნენ შშმპ-ს მკლავჭიდის ფედერაციის გუნდთან ერთად, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მათი გამგზავრების დაფინანსება (ავიაბილეთები და სასტუმროები) არ მომხდარა შშმპ-ს მკლავჭიდის ფედერაციის მიერ, ისინი პირადი მოწვევების საფუძველზე იღებდნენ მონაწილეობას აღნიშნულ ჩემპიონატზე, სადაც ისინი მთავარ მწვრთნელ გ--------–----ესთან ერთად გაემგზავრნენ საკუთარი ხარჯით, შშმპ მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად. მათ პირად და მთავარ მწვრთნელს წარმოადგენდა გ--------–----ე. შესაბამისად, სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული სამწვრთნელო შედეგების გამო, კერძოდ, ზ-------------ის, ზ----------–-------ის, ბ------–----–---–ის, ვ---------------ის და ლ-–---–-----ის მიერ მოპოვებული საპრიზო ადგილების და თანხების გამო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით’’ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ--------–----ემ 2017 წლის 19 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და პარაოლიმპიელი სპორტსმენის მიერ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვების გამო ითხოვა მისთვის ფულადი პრემიის გადაცემა 68 850 ლარის ოდენობით, თუმცა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე გ--------–----ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გ--------–----------ის ფულადი პრემიის ანაზღაურებაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უარი ეწინააღმდეგება კანონს.
2.16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №------- წერილობითი მიმართვა, გ--------–----ის სასარგებლოდ ფულადი პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
2.17. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელე - გ--------–----------ის ფულადი პრემიის ანაზღაურებაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უარი, მისი მოთხოვნა ქმედების განხორციელების - ფულადი პრემიის - 68 850 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებული საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სპორტის მართვის მიმართულებით, ასევე მთლიანი ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, გარდა ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებისა) გადაეცეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (სპორტის მართვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ქმედების - მოსარჩელე - გ--------–----------ის ფულადი პრემიის - 68 850 ლარის ოდენობით ანაზღაურება უნდა დაევალოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული (3.1 პუნქტი) მოსარჩელე გ--------–----ის საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნა ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის N- ოქმის საფუძველზე. აღნიშნული გარემოება ცალსახად სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოედგენს, მითუფრო იმ ვითარებაში, როცა არსებობს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული, სამინისტროში წარდგენილი ოქმი (ოქმები), რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათისაა. 2015 წლის შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, ფულადი პრიზების (მათ შორის, გ--------–---------ის) მიღების მიზნით, ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი შუამდგომლობებით მიმართა სამინისტროს. ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის N--- წერილით სამინისტროში წარდგენილ იქნა კომიტეტის გამგეობის 4 მარტის N- ოქმის ასლი, რომლის თანახმადაც, უსინათლოთა ძიუდოს მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ დაინიშნა ვ-----–-----ე და ეტლით ფარიკაობის მთავარ მწრთვნელად დაინიშნა მ--------ე (ოქმის მიხედვით, მხოლოდ ეს ორი საკითხი იყო დღის წესრიგში), ხოლო ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის N--- წერილით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წარდგენილ იქნა იმავე გამგეობის კრების 2015 წლის 24 მარტის N- ოქმის ასლი, რომლის თანახმადაც, შშმპ მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მწრთვნელად დაინიშნა გ--------–----ე (ოქმის მიხედვით, მხოლოდ ეს ერთი საკითხი იყო დღის წესრიგში). სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის მხრიდან ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს ეთხოვა ზემოთ მითითებული დოკუმენტაციის ორიგინალების წარდგენა, რის პასუხადაც, ამ კომიტეტის მიერ წარდგენილ იქნა 2015 წლის 4 მარტის N- ოქმი (რაც ერთვოდა სარჩელს), რომელშიც უკვე სამივე ზემოხსენებული პირის დანიშვნის საკითხი იყო მითითებული. აღნიშნულით აშკარად გამოიკვეთა შეუსაბამობა მანამდე წარდგენილ ოქმების ასლებსა და შემდგომ წარდგენილ დედანს შორის, რისი გათვალისწინებითაც, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის N----- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოხდა შშმპ პირთა მკლავჭიდის მწრთვნელებზე ფულადი პრიზების გაცემის საკითხის შეჩერება, ხოლო იგივე დეპარტამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის N----- და 2016 წლის 15 იანვრის N--- მოხსენებითი ბარათების საფუძველზე კი, სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულ იქნა სამსახურებრივი შემოწმება მოცემულ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გ--------–----ის შშმპ მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მწრთვნელად დანიშვნა მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძვლებს. 2016 წელს შშმპ მკლავჭიდთან დაკავშირებით, სამინისტრო თანაშრომლობდა მხოლოდ ა(ა)იპ - საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციასთან. ამასთან, სამინისტრო არ ეთანხმებოდა იმ წერილებს, რომელშიც მწრთვნელად მითითებული იყო მოსარჩელე, მაგ: ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 16 მაისის N-- წერილი, რომლითაც ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი ითხოვდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი პარამკლავჭიდელების მონაწილეობის დაფინანსებას, სამინისტროს მიერ რეაგირების გარეშე იქნა დარჩენილი.
3.2. აპელანტის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული (3.5 პუნქტი) 2016 წლის 21-29 მაისს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ მივლინებული დელეგაციის შესახებ ინფორმაცია. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ 2016 წელს შშმპ მკლავჭიდთან დაკავშირებით, სამინისტრო თანაშრომლობდა მხოლოდ ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციასთან. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 16 მაისის N-- წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი პარამკლავჭიდელების მონაწილეობის დაფინანსება და პარა მკლავჭიდში მთავარ მ–--------–-დ მითითებული იყო გ--–----ე, სამინისტროს მიერ რეაგირების გარეშე იქნა დარჩენილი. შესაბამისად, სამინისტრო არ ეთანხმებოდა მასში წარმოდგენილ საკითხებს, მათ შორის, გ--–---------ნ მიმართებით. სადავო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული (3.6 პუნქტი), რომ 2016 წელს 21-29 მაისს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე (შშმ სპორტსმენებს შორის) მიწვეულ იქნა საქართველოს შშმპ მკლავჭიდის ნაკრები. ამავე პუნქტში მითითებულია რომ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია სამინისტროს მიმართავდა თხოვნით, ზემოაღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მიზნით, გამოსაყოფი თანხის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ მკლავჭიდი და შშმპ მკლავჭიდიც წარმოადგენენ ერთ საერთაშორისო ფედერაციაში (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) შემავალ სახეობებს, რომლის ეგიდითაც ტარდება საერთაშორისო შეჯიბრებები (მათ შორის, 2015 და 2016 წელს გამართული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები შშმპ მკლავჭიდში) ორივე ამ სახეობაში. მოცემული საერთაშორისო ფედერაციის წევრიც ჩვენი ქვეყნიდან არის და შესაბამისად, მას გააჩნია უფლებამოსილება საპრიზო თანხების განაწილებაზე, თუმცა, 2016-2017 წლებში შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე, აღნიშნულ ფედერაციას მოცემული უფლებამოსილება დელეგირებული ჰქონდა ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნულ ფედერაციაზე, რომელიც იმავე მემორანდუმის მიხედვით, წარადგენდა შშმპ მკლავჭიდში ჩვენი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, იმ შეჯიბრებებზეც, რომლებზეც მიღწეული შედეგებისთვის არის განსაზღვრული ზემოხსენებული ფულადი პრიზები. ამდენად, შშმპ მკლავჭიდში საპრიზო თანხების მიმღებ პირებს (სპორტსმენები და მწრთვნელები) 2016-2017 წლებში განსაზღვრავდა სწორედ აა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნული ფედერაცია და მხოლოდ ის შეიძლება ყოფილიყო ფულადი პრიზების განაწილების შესახებ წინადადების წარმდგენი.
3.3. აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და აღნიშნულის გამო ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტისთვის თანხების გადარიცხვას, აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებული მემორანდუმი გაფორმდა მხოლოდ 2016 წელს, ხოლო 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა მიმართებით რაიმე მსგავსი სახის მარეგულირებელი დოკუმენტი არ არსებობდა. ასევე გარკვეული სახის ბუნდოვანება იყო მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის კუთხითაც, კერძოდ, დაურეგულირებელი იყო საკითხი შშმპ მკლავჭიდის ღონისძიებებთან მიმართ, რადგან ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა მანამდე ცალკე სახით არსებული შშმპ მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის თავად მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციაში გაერთიანების პროცესი, რამაც შესაძლოა გამოიწვია გაურკვევლობა, თუ ვის უნდა წარედგინა შშმპ მკლავჭიდელთა ნაკრები გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე. ვინაიდან ცალკე არსებული სახით, შშმპ მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია ღონისძიებებს ატარებდა საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტთან გარკვეული სახის ურთიერთთანამშრომლობით (მაგრამ არა ამ კომიტეტის ეგიდით), შესაძლებელია ამ გარემოების გამო, ხსენებულ გარდამავალ პერიოდში ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს გაეგზავნა მოწვევა 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, რისი საფუძველზეც მოხდა დაფინანსება. აღნიშნული განპირობებული იყო იმ ფაქტორითაც, რომ ქართულ მკლავჭიდში იმ დროს არსებული დაპირისპირების გამო (რითაც შესაძლოა ისარგებლა კიდევაც იმ პერიოდში ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა) არ უნდა მომხდარიყო შეფერხება ქართველი შშმპ მკლავჭიდელების ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის კუთხით, თუმცა აღნიშნული არანაირად არ გულისხმობდა, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს შეეძლო შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნა და შესაბამისად, მათი ფულად პრიზებზე წარდგენა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ უკვე სწორედ იმ პერიოდიდან შშმპ მკლავჭიდელთა საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება მხოლოდ ერთი მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, რომლის წევრიც ჩვენი ქვეყნიდან იმ პერიოდში იყო ა(ა)იპ - საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია და რომელსაც, 2015 წელს არ ჰქონდა გაფორმებული ზემოთ მითითებული მემორანდუმის მსგავსი დოკუმენტი რომელიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის, ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან (ს/ნ 2--------). შესაბამისად, ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას არანაირი უფლებამოსილების დელეგირება არ ჰქონდა გადაცემული არცერთ ორგანიზაციაზე და იმ პერიოდში, მას უნდა განესაზღვრა შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების შემადგენლობა და დაენიშნა მწრთვნელები. ამდენად, 2015 წელს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს (ს/ნ 2--------) არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომ თავისი გადაწყვეტილებით დაენიშნა შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელები და წარედგინა ისინი ფულად პრიზებზე. ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულის განხორციელება 2015 წელს შეეძლო მხოლოდ ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას და მის გამგეობას (2016 წლიდან კი, ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნულ ფედერაციას), ზემოთ მითითებული მემორანდუმის საფუძველზე, გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო წარდგენილი შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნასთან და მათ ფულად პრიზებზე წარდგენასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებები შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნისა და მათი ფულად პრიზებზე წარდგენის თაობაზე, მოკლებული იყო ყოველგვარ ლეგიტიმაციას.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული არაერთი ფაქტობრივი უსწორობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლოს საფუძვლიანად არ შეუსწავლია საქმე და არ გამოუკვევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ხოლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველს წარმოადგენს. გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, წინააღმდეგობრივი მსჯელობებით მოცული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქვს სრული საფუძველი საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით განსხვავებულად გადაწყვიტოს საქმე, რის შედეგადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სადავო სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ის გადაწყვეტილებები, რომელთაც დავის საგანთან არანაირი სამართლებრივი შემხებლობა არ გააჩნიათ, მოსამართლე ცდილობს მისი პოზიციის გასამყარებლად მოიშველიოს ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც განსხვავებულ სამართლებრივ თუ ფაქტობრივ გარემოებზეა დაფუძნებული. მაგალითად, ყველა მითითებული გადაწყვეტილება ეფუძნება საკუთრების უფლების ფართო გაგებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში საქმესთან კავშირი არ აქვს.
3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 და მე-11 მუხლებზე, რომელთა მიხედვით, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართ გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწრთვნელებს და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) უნდა გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე. საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართი შეჯიბრებების (პარაოლიმპიური თამაშები, დიდებს შორის მსოფლოს ჩემპიონატი, მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი) გამარჯვებულებს, პრიზიორებს (ასევე პარაოლიმპიურ თამაშებზე IV- VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, აგრეთვე საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს მიეცეთ ფულადი პრიზები ამ პროგრამის მე-4 მუხლის „1-3“ და „8-11“ პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 2-8 ივნისს ბულგარეთში, ქ. სოფიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, ასევე 2015 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, მალაიზიაში, ქ. კ----–---–--------–ი, 2016 წლის 21-29 მაისს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გამართული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით, რაც ცალსახად არასწორ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რადგან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულია ფულადი პრიზები მკლავჭიდში საქართველოს ნაკრები გუნდების (ეროვნული, ახალგაზრდული, ჭაბუკთა) წევრთა, მწრთვნელთა და საექიმო პერსონალისათვის, სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით. მოცემული პროგრამის ამავე მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის ზემოაღნიშნული მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ასევე ვრცელდება მკლავჭიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის გასამართ ანალოგიურ შეჯიბრებებზე მიღწეულ იგივე შედეგებზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული რეგულაცია არ ეხება საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართ შეჯიბრებებზე (პარაოლიმპიური თამაშები, დიდებს შორის მსოფლოს ჩემპიონატი, მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი) მიღწეული შედეგებისთვის გათვალისწინებულ ფულად პრიზებს, რომელიც დადგენილია ზემოთ ხსენებული პროგრამის მე-5 მუხლით და რომელთა განაწილებაც (მე-11 მუხლის მიხედვით) უნდა მოხდეს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის (ს/ნ 2--------) წინადადების საფუძველზე. შშმპ მკლავჭიდთან დაკავშირებული ფულადი პრიზები წარმოადგენს არაოლიმპიური სახეობებისთვის (მე-8 მუხლით) განკუთვნილი საპრიზო თანხების ნაწილს, იგი განსაზღვრულია ცალკე სპეციალური დათქმით და საპრიზო თანხების განაწილებაც ხდება განსხვავებული წესით. კერძოდ, მკლავჭიდი და შშმპ მკლავჭიდიც წარმოადგენენ ერთ საერთაშორისო ფედერაციაში (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია - WAF) შემავალ სახეობებს, რომლის ეგიდითაც ტარდება საერთაშორისო შეჯიბრებები (მათ შორის, 2015 და 2016 წელს გამართული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები შშმპ მკლავჭიდში) ორივე ამ სახეობაში. მოცემული საერთაშორისო ფედერაციის წევრიც ჩვენი ქვეყნიდან არის ა(ა)იპ - საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია (ს/ნ 2--------) და შესაბამისად, მას გააჩნია უფლებამოსილება საპრიზო თანხების განაწილებაზე. თუმცა, 2016-2017 წლებში შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე, აღნიშნულ ფედერაციას მოცემული უფლებამოსილება დელეგირებული ჰქონდა ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნულ ფედერაციაზე (ს/ნ 4--------), რომელიც იმავე მემორანდუმის მიხედვით, წარადგენდა შშმპ მკლავჭიდში ჩვენი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის იმ შეჯიბრებებზეც, რომლებზეც მიღწეული შედეგებისთვის არის განსაზღვრული ზემოთ ხსენებული ფულადი პრიზები. ამდენად, შშმპ მკლავჭიდში საპრიზო თანხების მიმღებ პირებს – (სპორტსმენები და მწრთვნელები) 2016-2017 წლებში განსაზღვრავდა სწორედ აა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნული ფედერაცია და მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო ფულადი პრიზების განაწილების შესახებ წინადადების წარმდგენი. რაც შეეხება 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და აღნიშნულის გამო ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტისთვის თანხების გადარიცხვას, ზემოთ მითითებული მემორანდუმი გაფორმდა მხოლოდ 2016 წელს, ხოლო 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა მიმართებით რაიმე მსგავსი სახის მარეგულირებელი დოკუმენტი არ არსებობდა. ასევე გარკვეული სახის ბუნდოვანება იყო მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის კუთხითაც, კერძოდ, დაურეგულირებელი იყო საკითხი შშმპ მკლავჭიდის ღონისძიებებთან მიმართ, რადგან ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა მანამდე ცალკე სახით არსებული შშმპ მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის თავად მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციაში გაერთიანების პროცესი, რამაც შესაძლოა გამოიწვია გაურკვევლობა, თუ ვის უნდა წარედგინა შშმპ მკლავჭიდელთა ნაკრები გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე. ვინაიდან ცალკე არსებული სახით, შშმპ მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია ღონისძიებებს ატარებდა საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტთან (IPC) გარკვეული სახის ურთიერთთანამშრომლობით (მაგრამ არა ამ კომიტეტის ეგიდით), შესაძლებელია ამ გარემოების გამო, ხსენებულ გარდამავალ პერიოდში ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს გაეგზავნა მოწვევა 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, რისი საფუძველზეც მოხდა დაფინანსება. აღნიშნული განპირობებული იყო იმ ფაქტორითაც, რომ ქართულ მკლავჭიდში იმ დროს არსებული დაპირისპირების გამო (რითაც შესაძლოა ისარგებლა კიდევაც იმ პერიოდში ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა) არ უნდა მომხდარიყო შეფერხება ქართველი შშმპ მკლავჭიდელების ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის კუთხით, თუმცა აღნიშნული არანაირად არ გულისხმობდა, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს (ს/ნ 2--------) შეეძლო შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნა და შესაბამისად, მათი ფულად პრიზებზე წარდგენა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ უკვე სწორედ იმ პერიოდიდან შშმპ მკლავჭიდელთა საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება მხოლოდ ერთი მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, რომლის წევრიც ჩვენი ქვეყნიდან იმ პერიოდში იყო ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია (ს/ნ 2--------), რომელსაც, 2015 წელს არ ჰქონდა გაფორმებული ზემოთ მითითებული მემორანდუმის მსგავსი დოკუმენტი რომელიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის, ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან (ს/ნ 2--------). შესაბამისად, ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 2--------) არანაირი უფლებამოსილების დელეგირება არ ჰქონდა გადაცემული არცერთ ორგანიზაციაზე და იმ პერიოდში, მას უნდა განესაზღვრა შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების შემადგენლობა და დაენიშნა მწრთვნელები. ამდენად, 2015 წელს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს (ს/ნ 2--------) არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომ თავისი გადაწყვეტილებით დაენიშნა შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელები და წარედგინა ისინი ფულად პრიზებზე. ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულის განხორციელება 2015 წელს შეეძლო მხოლოდ ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 2--------) და მის გამგეობას (2016 წლიდან კი ა(ა)იპ - საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნულ ფედერაციას, ს/ნ 4--------), ზემოთ მითითებული მემორანდუმის საფუძველზე), გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო წარდგენილი შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების" მწრთვნელების დანიშვნასთან და მათ ფულად პრიზებზე წარდგენასთან დაკავშირებით. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის (ს/ნ 2--------) მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებები შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნისა და მათი ფულად პრიზებზე წარდგენის თაობაზე, მოკლებული იყო ყოველგვარ ლეგიტიმაციას. მიუხედავად ამისა, რადგანაც თავად შშმპ მკლავჭიდელ სპორტსმენთა მონაწილეობა 2015 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და იქ მიღწეული შედეგები არანაირ ეჭვს არ იწვევდა, მათთვის ფულადი პრიზების გაცემა სრულიად მართებული და სამართლიანი იყო, ხოლო ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის (ს/ნ 2--------) მიერ 2015 წელს წარდგენილ მწრთვნელებთან (მათ შორის, მოსარჩელესთან) დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ფულადი პრიზების მიღებაზე მათი არ წარდგენის შესახებ, ასევე იყო სრულიად მართებული და სამართლიანი.
3.6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გ--–----ის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნა დადასტურებულია სათანადო სამართლებრივი საფუძვლით. საქმეში წარმოდგენილი სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულ იქნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაცემული დასკვნით „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N--- მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების შესწავლასთან დაკავშირებით წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“ ცალსახად დასტურდება, რომ 2015 წლის შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით ფულადი პრიზების (მათ შორის, გ--------–---------ის) მიღების მიზნით, ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტმა შესაბამისი შუამდგომლობებით მიმართა სამინისტროს. ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის N--- წერილით სამინისტროში წარდგენილ იქნა კომიტეტის გამგეობის 4 მარტის N- ოქმის ასლი, რომლის თანახმადაც, უსინათლოთა ძიუდოს მიმდინარეობის მთავარ მწრთვნელად დაინიშნა ვ-----–-----ე და ეტლით ფარიკაობის მთავარ მწრთვნელად დაინიშნა მ--------ე (ოქმის მიხედვით, მხოლოდ ეს ორი საკითხი იყო დღის წესრიგში), ხოლო ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის (ს/ნ 2--------) მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის N--- წერილით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წარდგენილ იქნა იმავე გამგეობის კრების 2015 წლის 24 მარტის N- ოქმის ასლი, რომლის თანახმადაც, შშმპ მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მწრთვნელად დაინიშნა გ--------–----ე (ოქმის მიხედვით, მხოლოდ ეს ერთი საკითხი იყო დღის წესრიგში). სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის მხრიდან ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს (ს/ნ 2--------) ეთხოვა ზემოთ მითითებული დოკუმენტაციის ორიგინალების წარდგენა, რის პასუხადაც, ამ კომიტეტის მიერ წარდგენილ იქნა 2015 წლის 4 მარტის N- ოქმი (რაც ერთვოდა სარჩელს), რომელშიც უკვე სამივე ზემოხსენებული პირის დანიშვნის საკითხი იყო მითითებული. აღნიშნულით აშკარად გამოიკვეთა შეუსაბამობა მანამდე წარდგენილ ოქმების ასლებსა და შემდგომ წარმოდგენილ დედანს შორის, რისი გათვალისწინებითაც, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის N----- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოხდა შშმპ პირთა მკლავჭიდის მწრთვნელებზე ფულადი პრიზების გაცემის საკითხის შეჩერება, ხოლო იგივე დეპარტამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის N----- და 2016 წლის 15 იანვრის N--- მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულ იქნა სამსახურებრივი შემოწმება მოცემულ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გ--------–----ის შშმპ მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მწრთვნელად დანიშვნა მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძვლებს. სასამართლომ შესაბამისი დარგის მცოდნე პირების მიერ მომზადებულ დასკვნას ვერავითარი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა, ვერ დაასაბუთა, რატომ არ იზიარებდა დასკვნაში მითითითებულ გარემოებს. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სამინისტრომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის N--- და N--- წერილებით წარდგენილი ოქმები (N-, 4.03.2015წ. და N-, 24.03.2015წ.) სასამართლოში არ წარადგინა, სამინისტროს პოზიცია შემდეგია: ნებისმიერი დოკუმენტის ასლი სასამართლოში დამოწმებული სახით უნდა იყოს წარდგენილი, რაც მის ორიგინალთან შესაბამისობას ადასტურებს. ამ შემთხვევაში კი, სწორედ ასლებისა და ორიგინალის შეუსაბამობასთან გვქონდა საქმე, რისი გარკვევაც ეთხოვა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტს. დასკვნაში (რაც წარედგინა სასამართლოს) დეტალურად იყო აღწერილი ოქმების შინაარსი, თანაც საქმე გვქონდა არა სამინისტროს დოკუმენტების ასლებთან, რომელთა დამოწმებაც შესაძლებელი იქნებოდა სამინისტროს ბეჭდით, არამედ სხვა იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის - (ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ თავის დროზე წარმოდგენილ მასალებთან, რომელთანაც სამინისტრო უკვე აღარ თანამშრომლობდა სასამართლო წარმოების დაწყების მომენტში. სამინისტროს პოზიცია ძირითად ემყარებოდა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნას და შესაგებელშიც და უშუალოდ სასამართლო პროცესებზე ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო სწორედ ზემოთ მითითებული ოქმების შეუსაბამობაზე. შესაგებელშიც და მასზე თანდართულ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაში დეტალურად იყო აღწერილი მათი შინაარსი და შეუსაბამობა წარდგენილი ოქმის (N-, 4.03.2015წ.) ორიგინალთან, რასაც ზედმიწევნით აჟღერებდა სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო სხდომებზე, მათ შორის, ამ ოქმების (რომლებიც ხელზე თან ჰქონდა) ტექსტის ფაქტიურად პირდაპირი ციტირებით და ამდენად, სასამართლოსთვის მთელი პროცესის მანძილზე აბსოლუტურად ცნობილი იყო ოქმების პრაქტიკულად სრული შინაარსი. ამასთან, ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ წარდგენილი ოქმების ასლებსა და ორიგინალს შორის განსხვავება დღის წესრიგში და შესაბამისად, მისგან გამომდინარე გადაწყვეტილებებში იყო.
3.7. აპელანტის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ასევე მიჩნეულია (3.8 პუნქტი) მსოფლიო მკლავჭიდის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმართ, საიდანაც სასამართლოს შეფასებით დგინდება მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (მმფ) მიერ საქართველოს მკლავშიდის ეროვნულ ფედერაციაში ორგანიზაციების, მათ შორის, შშმპ ათლეტებისთვის საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ცნობის ფაქტი. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ მკლავჭიდი და შშმპ მკლავჭიდიც წარმოადგენენ ერთ საერთაშორისო ფედერაციაში (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) შემავალ სახეობებს, რომლის ეგიდითაც ტარდება საერთაშორისო შეჯიბრებები (მათ შორის, 2015 და 2016 წელს გამართული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები შშმპ მკლავჭიდში) ორივე ამ სახეობაში. მოცემული საერთაშორისო ფედერაციის წევრიც ჩვენი ქვეყნიდან არის ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია (ს/ნ 2--------) და შესაბამისად, მას გააჩნია უფლებამოსილება, საპრიზო თანხების განაწილებაზე. თუმცა, 2016-2017 წლებში შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე, აღნიშნულ ფედერაციას მოცემული უფლებამოსილება დელეგირებული ჰქონდა ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნულ ფედერაციაზე (ს/ნ 4--------), რომელიც იმავე მემორანდუმის მიხედვით, წარადგენდა შშმპ მკლავჭიდში ჩვენი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, იმ შეჯიბრებებზეც, რომლებზეც მიღწეული შედეგებისთვის არის განსაზღვრული ზემოხსენებული ფულადი პრიზები. ამდენად, შშმპ მკლავჭიდში საპრიზო თანხების მიმღებ პირებს (სპორტსმენები და მწრთვნელები) 2016-2017 წლებში განსაზღვრავდა სწორედ აა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნული ფედერაცია და მხოლოდ ის შეიძლება ყოფილიყო ფულადი პრიზების განაწილების შესახებ წინადადების წარმდგენი. რაც შეეხება 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და აღნიშნულის გამო ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტისთვის თანხების გადარიცხვას, ზემოთ მითითებული მემორანდუმი გაფორმდა მხოლოდ 2016 წელს, ხოლო 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა მიმართებით რაიმე მსგავსი სახის მარეგულირებელი დოკუმენტი არ არსებობდა. ასევე გარკვეული სახის ბუნდოვანება იყო მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის კუთხითაც, კერძოდ, დაურეგულირებელი იყო საკითხი შშმპ მკლავჭიდის ღონისძიებებთან მიმართ, რადგან ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა მანამდე ცალკე სახით არსებული შშმპ მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის თავად მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციაში გაერთიანების პროცესი, რამაც შესაძლოა გამოიწვია გაურკვევლობა, თუ ვის უნდა წარედგინა შშმპ მკლავჭიდელთა ნაკრები გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე. ვინაიდან ცალკე არსებული სახით, შშმპ მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია ღონისძიებებს ატარებდა საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტთან გარკვეული სახის ურთიერთთანამშრომლობით (მაგრამ არა ამ კომიტეტის ეგიდით), შესაძლებელია ამ გარემოების გამო, ხსენებულ გარდამავალ პერიოდში ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს (ს/ნ 2--------) გამოეგზავნა მოწვევა 2015 წელს შშმპ მკლავჭიდელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, რისი საფუძველზეც მოხდა დაფინანსება. აღნიშნული განპირობებული იყო იმ ფაქტორითაც, რომ ქართულ მკლავჭიდში იმ დროს არსებული დაპირისპირების გამო (რითაც შესაძლოა ისარგებლა კიდევაც იმ პერიოდში ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა) არ უნდა მომხდარიყო შეფერხება ქართველი შშმპ მკლავჭიდელების ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის კუთხით, თუმცა აღნიშნული არანაირად არ გულისხმობდა, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს (ს/ნ 2--------) შეეძლო შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნა და შესაბამისად, მათი ფულად პრიზებზე წარდგენა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ უკვე სწორედ იმ პერიოდიდან შშმპ მკლავჭიდელთა საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება მხოლოდ ერთი მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, რომლის წევრიც ჩვენი ქვეყნიდან იმ პერიოდში იყო ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია (ს/ნ 2--------) და რომელსაც, 2015 წელს არ ჰქონდა გაფორმებული ზემოთ მითითებული მემორანდუმის მსგავსი დოკუმენტი რომელიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის, ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან (ს/ნ 2--------). შესაბამისად, ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 2--------) არანაირი უფლებამოსილების დელეგირება არ ჰქონდა გადაცემული არცერთ ორგანიზაციაზე და იმ პერიოდში, მას უნდა განესაზღვრა შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების შემადგენლობა და დაენიშნა მწრთვნელები. 2015 წელს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს (ს/ნ 2--------) არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომ თავისი გადაწყვეტილებით დაენიშნა შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელები და წარედგინა ისინი ფულად პრიზებზე. ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულის განხორციელება 2015 წელს შეეძლო მხოლოდ ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 2--------) და მისი გამგეობას (2016 წლიდან კი ა(ა)იპ - საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 4--------), ზემოთ მითითებული მემორანდუმის საფუძველზეც გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო წარდგენილი შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნასთან და მათ ფულად პრიზებზე წარდგენასთან დაკავშირებით. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის (ს/ნ 2--------) მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებები შშმპ მკლავჭიდში ნაკრები გუნდების მწრთვნელების დანიშვნისა და მათი ფულად პრიზებზე წარდგენის თაობაზე, მოკლებული იყო ყოველგვარ ლეგიტიმაციას.
3.8. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი პრემიის ანაზღაურება 68 850 ლარის ოდენობით. სასამართლო გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება, რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებზე დაყრდნობით მიიჩნია 68 850 ლარი სასამართლომ პრემიის სახით გ--–----ისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობად (მითითებულია მხოლოდ თანხა, ხოლო მსჯელობა იმის თაობაზე, რის საფუძველზეა მიჩნეული აღნიშნული თანხა პრემიის სახით გ--–----ისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობად, არ არის განმარტებული), რაც ცალსახად ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ: 2015 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართველი შშმპ მკლავჭიდელების მონაწილეობა უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის (ს/ნ 2--------) დაფინანსების საშუალებით და აღნიშნულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, მოცემული შედეგების მიმღწევ სპორტსმენებს მიეცათ დაწესებული ფულადი პრიზები, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის N2790 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში. 2015 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპნატებთან მიმართებით, ჯამში სპორტსმენთა საპრიზო თანხამ შეადგინა 103 700 ლარი. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა მხოლოდ იმ სპორტსმენებისა და მწრთვნელების მონაწილეობის დაფინანსება, რომლის თაობაზეც მოთხოვნა წარდგენილ იქნა ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის მხრიდან, ხოლო რაც შეეხება იმ 5 სპორტსმენს (ლ-–---–-----ე, ვ---------------ე, ზ----------–--------, ბ------–----–---–ი და ზ--------------), რომლებზეც აპელირებდა მოსარჩელე, მათი მონაწილეობის (ასევე თავად მოსარჩელის) დაფინანსება უზრუნველყო ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ნაწილის (ზემოაღნიშნული 5 პირის) მონაწილეობის უზრუნველყოფა არ მომხდარა სამინისტროს მხრიდან ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის (ს/ნ 4--------) დაფინანსების ფარგლებში, ეს ხუთივე პირი იყვნენ ერთი ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები და ამ 5 პირმა სწორედ ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის 18 ნოემბრის N--- წერილით წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო კუთვნილი ფულადი პრიზები (ჯამში ამ 5 სპორტსმენის ფულადი პრიზების ოდენობამ შეადგინა 32 300 ლარი), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის N---- განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენდა გ--–----ეს მთავარ მ–--------–-დ, რასაც აპელანტი არ ეთანხმება, სასამართლოს უნდა მიეთითებინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მითითება მოხდა ზოგადად აღნიშნულ განკარგულებაზე, რაც გადაწყვეტილების დასაბუთებულობის დაბალ სტანდარტზე მიუთითებს, ამასთან, შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 2-8 ივნისს ბულგარეთში, ქ. სოფიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, ასევე 2015 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, მალაიზიაში, ქ. კუალა ლამპურში, 2016 წლის 21-29 მაისს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გამართული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით, რაც ცალსახად არასწორ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს (მოცემულ შემთხვევაში, თანხის გაცემის სამართლებრივი საფუძველი და პროცედურაც, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ მიხედვით განსხვავებულია), თუმცა აღსანიშნავია, რომ გ--–----ესთვის ასანაზღაურებელი თანხის (პრემიის) ოდენობის დადგენის საკითხთან დაკავშირებით, 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ მე-11 და მე-5 მუხლებზე მითითებითაც არ განხორციელებულა. 2015 წელს ყველა შშმპ მკლავჭიდელის, ხოლო 2016 წელს - ზემოთ მითითებული 5 სპორტსმენის (ლ-–---–-----ე, ვ---------------ე, ზ----------–--------, ბ------–----–---–ი და ზურაბ სონაძე) მიერ მიღწეული შედეგების მიხედვით, გ--------–----ის ფულადი პრიზების საერთო ოდენობა შეადგენს 68 000 ლარს (2015 წლის 103 700 ლარისა და 2016 წლის 32 300 ლარის ჯამის ორზე გაყოფით), სასამართლო გადაწყვეტილებაში კი, მითითებულია 68 850 ლარი.
3.9. აპელანტის განმარტებით, სარჩელში (მოთხოვნის ნაწილში) მოსარჩელე ითხოვდა სამინისტროს მიერ 68 850 ლარის ანაზღაურებას, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლის 2018 წლის 2 აპრილის განცხადებაში ცალსახად მიეთითა, რომ სარჩელში აშკარა უზუსტობას ჰქონდა ადგილი, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვ---------------ის მიერ ნაჩვენებ შედეგთან დაკავშირებით (მითითებული იყო არაზუსტი მონაცემი, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვ---------------ის მიერ მარცხენა ხელით ასპარეზობაში მე-3 ადგილის დაკავების შესახებ). ამ ფაქტს დაეთანხმა თავად მოსარჩელეც (ხსენებული უზუსტობა ახსნა მექანიკური შეცდომით), მან სასამართლო სხდომაზევე დააზუსტა მოთხოვნა - 68 000 ლარის ოდენობის თაობაზე. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნიდან გამომდინარე, შშმპ მკლავჭიდში მიღწეული შედეგების მიხედვით, 2015 წელს მთავარ მწრთვნელზე საერთოდ არ მომხდარა ფულადი პრიზის გაცემა, ხოლო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატთან მიმართებით კი, ფულადი პრიზები მიეცა მ--–------------–--ეს (რომელიც ა(ა)იპ - საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის მიერ იყო დანიშნული მთავარ მწრთვნელად), მათ შორის იმ 5 სპორტსმენის მიერ მიღწეული შედეგის გამოც, რომლებმაც ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით მიიღეს მონაწილეობა შეჯიბრებაში. მოცემული 5 სპორტსმენი წარმოადგენდა შშმპ მკლავჭიდში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის შემადგენელ ნაწილს და აღნიშნული სახის შეჯიბრებებზე, როგორც წესი ერთი ქვეყანა არ არის ორი სხვადასხვა ნაკრებით, წარმოდგენილი, რასაც ადასტურებს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი, ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის 2016 წლის 14 დეკემბრის N--- წერილით წარდგენილი ტექნიკური ანგარიში - სრული მონაცემები შეჯიბრების მხოლოდ სპორტული შედეგების შესახებ, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ზემოთ მითითებული სპორტსმენების, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთი ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების მიერ მიღწეულ შედეგებს, ისევე როგორც ამავე ნაკრები გუნდის იმ სხვა წევრების მიერ მიღწეულ შედეგებსაც, რომელთა მონაწილეობის დაფინანსებაც (ხსენებული 5 პირისგან განსხვავებით) მოხდა სამინისტროს მხრიდან ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის დაფინანსების ფარგლებში. იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაცია წარმოადგენდა ერთ გუნდს, ასევე ადასტურებს ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის 2016 წლის 16 მაისის N-1 წერილის დანართის ბოლო 22-ე გვერდზე მოცემული დელეგაციის სრული სია, რომელთა შესახებ მოწვევაც შეჯიბრებაში მონაწილეობის შესახებ გაეგზავნა ა(ა)იპ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციას, როგორც ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის წარმდგენ ორგანიზაციას და რომელთა შორისაც აგრეთვე მითითებული იყვნენ ზემოთ ხსენებული 5 პირიც (ლ-–---–-----ე, ვ---------------ე, ზ----------–--------, ბ------–----–---–ი და ზ--------------). შესაბამისად, გ--------–----ე (რომელიც მხოლოდ ამ 5 სპორტსმენის შედეგის გამო ითხოვდა ფულად პრიზს) 2016 წლის შემთხვევაშიც არ იქნა წარდგენილი ფულადი პრიზზე, მოცემული გარემოებებისა და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის იმავე ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, წინააღმდეგობრივი მსჯელობებით მოცული, შესაბამისად, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებულ იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმით, მოსარჩელე გ--------–----ე დაინიშნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ.
4.3. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის 2015 წლის 3 ივლისის მიმართვის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეცნობა, რომ 2015 წლის 2-8 ივნისს ბულგარეთში, ქ. სოფიაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის დელეგაციამ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა პარასპორტსმენმა, რომელთაგანაც ზ--------------მ, ზ----------–--------მ და ბ------–----–---–მა მარჯვენა და მარცხენა ხელში დაიკავეს მე-2 ადგილი, ზ--------------მ მარჯვენა და მარცხენა ხელში დაიკავა მე-3 ადგილი. გუნდურ ჩათვლაში 49 ქულით გავიდნენ მე-6 ადგილზე. ასევე ეცნობა, რომ პარაოლიმპიური კომიტეტის აღნიშნულ შეჯიბრზე მოთხოვნილი არასრული დღიური ნორმა წარმოადგენდა მექანიკურ ტექნიკურ შეცდომას, რადგან სასტუმროში, სადაც დელეგაცია იყო განთავსებული არ შედიოდა კვება. გამომდინარე აქედან მოუწიათ მათ დღიური ნორმის სრულად გაცემა. შეჯიბრებაზე მივლინების წინასწარი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ჩაირიცხა 15 417 ლარი, ფაქტობრივმა ხარჯმა კი შეადგინა 12 738 ლარი. შესაბამისად, პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ სამინისტროს ანგარიშზე დაბრუნებული იქნა 2 679 ლარი.
4.4. 2015 წლის 17 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოსარჩელე გ--------–----ემ მიმართა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გ------------------ს და მოახსენა, რომ პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე და ბ------–----–---–ი ემზადებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მკლავჭიდში, რომელიც გაიმართებოდა მალაიზიაში, ქ. კ----–---–--------–ი 2015 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რისთვისაც დიდი შრომა გაწიეს, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ ჩემპიონატში, რაც გაზრდიდა მათ შედეგებსა და რეიტინგს. ამავე მოხსენებით ბარათში გ--------–----ე ადასტურებს, რომ პარასპორტსმენების ზ----------–-------ის, ზ-------------ის, ვ---------------ის და ბ------–----–---–ის მონაწილეობა ზემოთხსენებულ ჩემპიონატში იყო აუცილებელი მათი რეიტინგისთვის. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანების თანახმად, მალაიზიაში, ქ. კ----–----–--------–ი, 2015 წლის 26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დაგეგმილ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე მივლინებული იქნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე და ბ------–----–---–ი, დელეგაციის ხელმძღვანელი გ------------------, მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. დამტკიცდა ხარჯთაღრიცხვა 34 499 (ოცდა თოთხმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით. 2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გ-----------------ის მიმართვის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეცნობა, რომ 2015 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე მალაიზიაში, ქ. კ----–---–--------–ი, იმართებოდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობის მისაღებად მოემზადა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით - პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე და ბ------–----–---–ი. დელეგაციის ხელმძღვანელი გ------------------, მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. მიმართვით მოთხოვნილი იქნა პარაოლიმპიური სპორტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 34 499 ლარის ჩარიცხვა.
4.5. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ზ----------–-------- მიწვეული იქნა როგორც ათლეტი მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ზ-------------- მიწვეული იქნა როგორც ათლეტი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ვ---------------ე მიწვეული იქნა როგორც ათლეტი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ბ------–----–---–ი მიწვეული იქნა როგორც ათლეტი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, გ--------–----ე მიწვეული იქნა როგორც საქართველოს ეროვნული პარა-სპორტსმენების მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 7 აპრილის №--- მოწვევიდან დგინდება, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს (გენერალური მდივანი) მიერ, ლ-–---–-----ე მიწვეული იქნა როგორც ათლეტი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში.
4.6. 2016 წლის 23 აპრილის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოსარჩელე გ--------–----ემ მიმართა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ლ----------–-----ს და მოახსენა, რომ პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე, ლ-–---–-----ე და ბ------–----–---–ი ემზადებოდნენ ევროპის ჩემპიონატისთვის პარა მკლავჭიდში, რომელიც გაიმართებოდა რუმინეთში ქ. ბუქარესტში 21-29 მაისს. პარასპორტსმენებმა დიდი შრომა გაწიეს, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ ჩემპიონატში, რაც გაზრდიდა მათ შედეგებსა და რეიტინგს. იმავე მოხსენებით ბარათში გ--------–----ე ადასტურებდა, რომ პარასპორტსმენების ზ-----------–-------ის, ზ--------------ის, ვ---------------ის, ლ-–---–-----ეს და ბ------–----–---–ის მონაწილეობა ზემოთხსენებულ ჩემპიონატში იყო აუცილებელი მათი რეიტინგისთვის. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 16 მაისის ბრძანების თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 21-29 მაისის ჩათვლით რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პარა მკალვჭიდში მონაწილეობის მისაღებად მივლინებული იქნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით - პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე, ლ-–---–-----ე და ბ------–----–---–ი, დელეგაციის ხელმძღვანელი პარა მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. დამტკიცდა ხარჯთაღრიცხვა 17 262 ლარის ოდენობით. 2016 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ლ----------–-----მ, №-- წერილით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და მოახსენა, რომ 2016 წლის 21-29 მაისის ჩათვლით რუმინეთში, ქ. ბუქარესტში იმართებოდა ევროპის ჩემპიონატი პარა მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობის მისაღებად მოემზადა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: პარასპორტსმენები ზ----------–--------, ზ--------------, ვ---------------ე, ლ-–---–-----ე და ბ------–----–---–ი. დელეგაციის ხელმძღვანელი პარა მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. მიმართვით მოთხოვნილ იქნა პარაოლიმპიური სპორტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 17 262 ლარის ჩარიცხვა.
4.7. საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის 2016 წლის 16 მაისის №-- მიმართვიდან დგინდება, რომ 21-29 მაისს რუმინეთში ქ. ბუქარესტში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონატი შშშმ სპორტსმენებს შორის, სადაც მიწვეული იქნა საქართველოს შშმპ მკლავჭიდის ნაკრები მონაწილეობისთვის და მოთხოვნილი იქნა 32 408,5 ლარის გამოყოფა, რათა გუნდს შესძლებოდა ხსენებულ ჩემპიონატზე გამგზავრება. 2016 წლის 15 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიეწოდა ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მონაწილეთა ძირითადი სია, რომელიც გაიმართებოდა 2016 წლის 21-29 მაისს, შემდეგი შემადგენლობით - ე-----–-----------ი (პრეზიდენტი); მ--–------------–--ე (მწვრთნელი); მ-------------------ე (სპორტსმენი); თ-----------–------–---–ი (სპორტსმენი); თ---------------–---ი (სპორტსმენი); ზ----------–----–---–ი (სპორტსმენი); ა-------–--–--–---–ი (მწვრთნელი); გ---------------–------ე (სპორტსმენი); ლ-–-------–---–ი (სპორტსმენი); თ---------------ი (სპორტსმენი); ს---------------–-–---–ი (სპორტსმენი); გ--------------–---–ი (სპორტსმენი); ა-----–---------ა (სპორტსმენი); შ-------------–---–ი (სპორტსმენი). საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის 2016 წლის 14 დეკემბრის №--- მიმართვით წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 21-29 მაისს რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, შშმპ მკლავჭიდის სპორტული დელეგაციის მონაწილეების ფინანსური ფაქტიური ხარჯები და ასევე ტექნიკური ანგარიში.
4.8. 2016 წლის 16 მაისის განცხადებით, სპორტსმენებმა-ჩემპიონებმა ზ----------–--------მ და ვ---------------ემ მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, სადაც აღნიშნეს, რომ სწორედ კომიტეტის უშუალო დახმარებით მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები. ამჟამადაც პარამკლავჭიდის მთავარი მწვრთნელის გ--------–----ის უშუალო ხელმძღვანელობით ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, რაშიც ძალიან დიდ შრომას დებენ და დიდი იმედი აქვთ, რომ ამ ისედაც რთულ გზაზე დაბრკოლებები არ შეექმნებათ და შეძლებენ პარაოლიმპიური კომიტეტის ეგიდით მონაწილეობის მიღებას ამ მაღალი რანგის შეჯიბრზე.
4.9. 2017 წლის 17 აგვისტოს წერილის თანახმად, მოსარჩელე გ--------–----ემ მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა: მიეწოდებინათ 2015-2016 წლებში საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მხრიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებული სრული დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდებოდა პარაოლიმპიური კომიტეტის სახელით მითითებულ წლებში პარა მკლავჭიდის ნაკრების საერთაშორისო ასპარეზობებზე (2015 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი) მონაწილებას; მიეწოდებინათ 2015 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის დაფინანსების ფინანსური დოკუმენტაცია, რომლითაც მივლინებული იქნა აღნიშნულ ტურნირებზე მთავარ მ–--------–-დ; მიეწოდებინათ პარა მკლავჭიდის 2015 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული სრული კორესპოდენცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 30 აგვისტოს №------- მიმართვიდან ირკვევა, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე გ--------–----ის 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადების (რეგისტრაცია - №--------, 17.08.2017) პასუხად ეცნობა, რომ 2016 წელს, შშმპ მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის მივლინების ხარჯების დაფინანსება არ განხორციელებულა მათი სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის განხორცილებული მიმოწერის საფუძველზე.
4.10. მსოფლიო მკლავჭიდის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მ---------------------------–-მ მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საიდანაც დგინდება, რომ მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაცია (მმფ) ცნობს საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში შემდეგ ორგანიზაციებს - ა) ჯანმრთელი ათლეტებისთვის - საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციას და ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათლეტებისთვის - საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს და მკლავჭიდის ნებისმიერი სხვა ეროვნული ორგანიზაცია არ იყო აღიარებული მმფ-ს და არც მსფ-ს მიერ და არ ჰქონდათ უფლება დაერეგისტრირებინათ ქართველი ათლეტები მმფ-ს ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად. მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის პრეზიდენტ ი-----------------ოს მიერ ხელმოწერილი 2016 წლის 13 აპრილის სერთიფიკატის თანახმად, მითითებული სერთიფიკატი მკლავჭიდის კურსის დასრულების მიზნით გადაეცა 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს პარა მკლავჭიდში გ--------–----ეს.
4.11. 2015 წელს პარაოლიმპიურმა მკლავჭიდელებმა ზ--------------მ, ზ----------–--------მ, ბ------–----–---–მა და ვ---------------ემ მოიპოვეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის სტატუსები. ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ პრეზიდენტმა, 2016 წლის 21 იანვარს წერილობით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და აღნიშნა, რომ 2015 წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მკლავჭიდში სპორტსმენების მიერ საპრიზო ადგილების დაკავების გამო, მათ შორის მთავარ მწვრთნელს გ--------–----ეს არ ჰქონდა მიღებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი პრემია, რის გამოც ითხოვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №--- მოხსენებითი ბარათის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 თებერვლის №------ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელა სამსახურებრივი შემოწმება, მათ შორის მოსარჩელე გ--------–----ის საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნასთან დაკავშირებით და მივიდა დასკვნამდე, რომ მისი მთავარ მ–--------–-დ დანიშვნის ფაქტი ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა, აღნიშნული დასკვნის მოტივაციად მიუთითა ის, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტიდან" გამოთხოვილ გამგეობის ოქმის დედანსა და საქმეში არსებულ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმს შორის არსებობდა შეუსაბამობა დღის წესრიგებთან დაკავშირებით. ამასთან, 2015 წელს გამართული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები არ ჩატარებულა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ეგიდით და იგი გაიმართა მსოფლიოს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და ამ უკანასკნელის მიერ მიღებული მოწვევის საფუძველზე საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ნაცვლად მოახერხეს მონაწილეობის მიღება 2015 წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გ--------–----ე არასოდეს ყოფილა მკლავჭიდელი და შესაბამისად მას არ გააჩნდა მკლავჭიდის სამწვრთნელო გამოცდილება, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან შშმპ მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას და აქედან გამომდინარე სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული სამწვრთნელო შედეგების გამო დაუშვებელი იყო მისი წარდგენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით’’ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე.
4.12. 2016 წელს პარაოლიმპიურმა მკლავჭიდელებმა ზ--------------მ, ზ----------–--------მ, ბ------–----–---–მა, ვ---------------ემ და ლ-–---–-----ემ მოიპოვეს ევროპისა ჩემპიონატის გამარჯვებულის სტატუსები. მოსარჩელე გ--------–----ემ 2017 წლის 19 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და პარაოლიმპიელი სპორტსმენების მიერ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებების მოპოვების გამო ითხოვა მისთვის ფულადი პრემიის გადაცემა 68 850 ლარის ოდენობით. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №------- წერილობითი მიმართვით მოსარჩელე გ--------–----ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით განსაზღვრულ ფულად პრიზებზე ნაკრები გუნდების მწვრთნელების წარდგენა ხდება მხოლოდ იმ შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების შუამდგომლობების საფუძველზე, რომელთა უფლებამოსილებებსაც განეკუთვნება ნაკრები გუნდების მწვრთნელებად ამ პირთა დანიშვნა. რაც შეეხება შშმპ მკლავჭიდელების მიერ 2015 წელს მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით დასმულ საკითხს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელზე მომართვისას არ იქნა დაცული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით განსაზღვრული ზემოთ ხსენებული მოთხოვნა და ასევე, წარმოდგენილ მომართვებსა და მასზედ თანდართულ მასალებში აღმოჩენილი იქნა არაერთი აშკარა შეუსაბამობა. აღნიშნულისა და აგრეთვე სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არ იქნა მართებულად მიჩნეული გ--------–---------ის ფულადი პრიზის გაცემისთვის შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.13. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.14. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი პრემიის ანაზღაურების დავალდებულების საფუძველი, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფულადი თანხის ოდენობა და ნაცვლად 68 000 ლარისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასწორად დააკისრა 68 850 ლარის გადახდის ვალდებულება. სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეებმაც დაადასტურეს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო პალატა დარწმუნდება, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, მაშინ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს არა 68 850 ლარს, არამედ 68 000 ლარს.
4.17. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 341-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სპორტულ გაერთიანებებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვას. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 7 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო 2017 წლის 7 დეკემბრის ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული რედაქციის შესაბამისად, ასეთი ფუნქცია გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართი შეჯიბრებების (პარაოლიმპიური თამაშები, დიდებს შორის მსოფლოს ჩემპიონატი, მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი) გამარჯვებულებს, პრიზიორებს (ასევე პარაოლიმპურ თამაშებზე IV-VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, აგრეთვე საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს უნდა მიეცეთ ფულადი პრიზები ამ პროგრამის მე-4 მუხლის „1-3“ და „8-11“ პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით. მითითებული პროგრამის მე-4 მუხლის „1-3“ და „8-11“ პუნქტების თანახმად, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლისა და ფინალური თამაშების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწრთვნელთა, ნაკრები გუნდების საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წასახალისებლად, სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესდა შემდეგი ფულადი პრიზები (ლარებში): 1. ოლიმპიურ თამაშებზე: ა) I ადგილი - 170 000, გუნდური პირველობა - 340 000; ბ) II ადგილი - 102 000, გუნდური პირველობა - 204 000; გ) III ადგილი - 68 000, გუნდური პირველობა – 136 000; დ) IV ადგილი - 20 400, გუნდური პირველობა - 40 800; ე) V ადგილი - 13 600, გუნდური პირველობა - 27 200; ვ) VI ადგილი - 6 800, გუნდური პირველობა - 13 600. მსოფლიოს ჩემპიონატებზე: ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 85 000, გუნდური პირველობა - 170 000; ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 68 000, გუნდური პირველობა - 136 000; გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 51 000, გუნდური პირველობა - 102 000. ევროპის ჩემპიონატებზე: ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 51 000, გუნდური პირველობა - 102 000; ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 34 000, გუნდური პირველობა - 68 000; გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 25 500, გუნდური პირველობა - 51 000. სპორტსმენთა პირად მწვრთნელებისთვის და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებისთვის განისაზღვრა თითოეულის პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50%-ი. ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელებისთვის განისაზღვრა პირად-გუნდურ და გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50%-ი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმით, მოსარჩელე გ--------–----ე დაინიშნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით ასევე დგინდება, რომ 2015-2016 წლებში პარაოლიმპიურმა მკლავჭიდელებმა ზ--------------მ, ზ----------–--------მ, ბ------–----–---–მა, ვ---------------ემ და ლ-–---–-----ემ მოიპოვეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულების სტატუსები, რომელსაც მოპასუხე მხარე სადაოდ არ ხდის და ადასტურებს ფაქტს, რომ აღნიშნულ სპორტსმენებს მათთვის განკუთვნილი საპრიზო თანხები მიღებული აქვთ. ასევე, არ ხდის სადაოდ 2015-2016 წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მითითებული სპორტსმენების მიერ მიღებულ საპრიზო ადგილებსა და თანხების რაოდენობას. საქალაქო სასამართლომ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად მოსარჩელე გ--------–----ის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო, სწორად აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ--------–----ე დაინიშნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მ–--------–-დ, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას გააქარწყლებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. ის გარემოება, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნით, ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის ოქმის დედანსა და იმავე გამგეობის 2015 წლის 4 მარტის №- ოქმის ასლს შორის შეუსაბამობა არსებობს მხოლოდ დღის წესრიგში, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არ აქარწყლებს მოსარჩელე გ--------–----ის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნის ფაქტს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ასეთი ოქმი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
4.18. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის მიერ მიღებული მოწვევის საფუძველზე საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ნაცვლად, საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა მოახერხა მონაწილეობის მიღება 2015 წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს ფაქტს, რომ მოპასუხე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღიარებს ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის“ ნაკრების მიერ 2015 წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღებას. ასევე საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, რომ გ--------–----ე არასოდეს ყოფილა მკლავჭიდელი და შესაბამისად მას არ გააჩნდა მკლავჭიდის სამწვრთნელო გამოცდილება, სწორად მიუთითა, რომ მსჯელობა არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ვინაიდან დადგენილია, რომ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მკლავჭიდის ფედერაციის (მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის პრეზიდენტი - ი-----------------ო) 2016 წლის 13 აპრილის სერტიფიკატის თანახმად, ეს სერტიფიკატი მკლავჭიდის კურსის დასრულების მიზნით გადაეცა 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს პარა მკლავჭიდში გ--------–----ეს. შესაბამისად, მოსარჩელე გ--------–----ის მთავარ მ–--------–-დ დანიშვნა დადასტურებულია სათანადო სამართლებრივი საფუძვლებით. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით გასამართ გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწრთვნელებს და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) უნდა გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსოფლიო მკლავჭიდის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მ---------------------------–-მ მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაცია (მმფ) ცნობს საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში შემდეგ ორგანიზაციებს: ა) ჯანმრთელი ათლეტებისთვის - საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას და ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათლეტებისთვის - საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2015 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართული დელეგაციის მივლინების ხარჯების დაფინანსება განხორციელდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის მიმოწერის საფუძველზე. რაც შეეხება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს, დადგენილია, რომ 2016 წლის 15 მაისს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიეწოდა ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთში ქ. ბუქარესტში მონაწილეთა ძირითადი სია, რომელიც გაიმართებოდა 2016 წლის 21-29 მაისს. ძირითადი სია შედგებოდა შემდეგი პირებისგან: ე-----–-----------ი (პრეზიდენტი); მ--–------------–--ე (მწვრთნელი); მ-------------------ე (სპორტსმენი); თ-----------–------–---–ი (სპორტსმენი); თ---------------–---ი (სპორტსმენი); ზ-----------–----–---–ი (სპორტსმენი); ა-------–--–--–---–ი (მწვრთნელი); გ---------------–------ე (სპორტსმენი); ლ-–-------–---–ი (სპორტსმენი); თ----------------ი (სპორტსმენი); ს---------------–-–---–ი (სპორტსმენი); გ--------------–---–ი (სპორტსმენი); ა-----–----------ა (სპორტსმენი); შ-------------–---–ი (სპორტსმენი). ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 16 მაისის განცხადებით, სპორტსმენებმა ჩემპიონებმა ზ----------–--------მ და ვ---------------ემ მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, სადაც აღნიშნეს, რომ სწორედ პარაოლიმპიური კომიტეტის უშუალო დახმარებით მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები. ამჟამადაც პარამკლავჭიდის მთავარი მწვრთნელის გ--------–----ის უშუალო ხელმძღვანელობით ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, რაშიც ძალიან დიდ შრომას დებენ და დიდი იმედი აქვთ, რომ ამ ისედაც რთულ გზაზე დაბრკოლებები არ შეექმნებათ და შეძლებენ პარაოლიმპიური კომიტეტის ეგიდით მონაწილეობის მიღებას ამ მაღალი რანგის შეჯიბრზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ 2016 წლის 3 მარტის №------------------- და 2016 წლის 7 აპრილის №--- მოწვევების თანახმად, რუმინეთის მკლავჭიდის ასოციაციის ,,ფ---–---------–--ის“ მეშვეობით, მ--------------------------–-ს - გენერალური მდივანის მიერ ზ-----------–-------ე, ზ--------------, ბ------–----–---–ი, ვ---------------ე, ლ-–---–-----ე და გ--------–----ე მიწვეული იქნენ როგორც ათლეტები და როგორც მთავარი მწვრთნელი, მკლავჭიდის 26-ე ჩემპიონატში და/ან პარა-მკლავჭიდის ევროპის მე-19 ჩემპიონატში, EUROARM 2016-ში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21-29 მაისს, ,,ს----------–---–---------–--–ი“, ბუქარესტში, რუმინეთში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სპორტსმენები: ზ--------------, ზ----------–--------, ბ------–----–---–ი, ვ---------------ე და ლ-–---–-----ე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის ეგიდით არ წასულან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირები საბოლოო სიებში მოხსენიებულნი არიან და მათ მიღებული აქვთ შესაბამისი საპრიზო ადგილების საპრიზო თანხები, რაც ბუნებრივი იქნებოდა, ვინაიდან მათ მოიპოვეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულის სტატუსი. შესაბამისად, შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის მთავარი მწვრთნელი, სპორტულ შეჯიბრებებში სპორტსმენების: ზ-------------ის, ზ----------–-------ის, ბ------–----–---–ის, ვ---------------ის და ლ-–---–-----ის მიერ მიღწეული სამწვრთნელო შედეგების გამო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით’’ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, რადგან ამ უკანასკნელთა მწვრთნელს წარმოადგენდა გ--------–----ე. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მართალია პარამკლავჭიდელები ზ--------------, ზ----------–--------, ბ------–----–---–ი, ვ---------------ე და ლ-–---–-----ე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდნენ შშმპ-ს მკლავჭიდის ფედერაციის გუნდთან ერთად, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მათი გამგზავრების დაფინანსება (ავიაბილეთები და სასტუმროები) არ მომხდარა შშმპ-ს მკლავჭიდის ფედერაციის მიერ, ისინი პირადი მოწვევების საფუძველზე იღებდნენ მონაწილეობას აღნიშნულ ჩემპიონატზე, სადაც ისინი მთავარ მწვრთნელ გ--------–----ესთან ერთად გაემგზავრნენ საკუთარი ხარჯით, შშმპ მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად. მათ პირად და მთავარ მწვრთნელს წარმოადგენდა გ--------–----ე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული სამწვრთნელო შედეგების გამო, კერძოდ, ზ-------------ის, ზ----------–-------ის, ბ------–----–---–ის, ვ---------------ის და ლ-–---–-----ის მიერ მოპოვებული საპრიზო ადგილების და თანხების გამო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით’’ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა მთავარი მწვრთნელი გ--------–----ე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ--------–----ემ 2017 წლის 19 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და პარაოლიმპიელი სპორტსმენის მიერ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვების გამო ითხოვა მისთვის ფულადი პრემიის გადაცემა 68 850 ლარის ოდენობით, თუმცა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე გ--------–----ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო სწორად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გ--------–----------ის ფულადი პრემიის ანაზღაურებაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უარი ეწინააღმდეგება კანონს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფულადი თანხის ოდენობა და ნაცვლად 68 000 ლარისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასწორად დააკისრა 68 850 ლარის გადახდის ვალდებულება. სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა თვითონვე დაადასტურეს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო პალატა დარწმუნდება, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, მაშინ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს არა 68 850 ლარს, არამედ 68 000 ლარს. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ეს პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელე გ--------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი პრემიის ანაზღაურება 68 000 (სამოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ეს პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელე გ--------–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფულადი პრემიის ანაზღაურება 68 000 (სამოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ეს პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელე გ--------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი პრემიის ანაზღაურება 68 000 (სამოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით;
3. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.
4. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე