განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2564-17
საქმე № 330310017001791714
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი
აპელანტი: სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენელი: ნ-----–-----–--------–-
მოწინააღმდეგე მხარე _ ა-------------------
წარმომადგენელი: ზ---–------------
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ა-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 4 იანვრის №1---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე - ა------------------ს მიენიჭება ვეტერანის სტატუსი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია, რომ ა-----------------ის (დაბ. 0----------–.) სახელზე საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა №1----------, რომელშიც მითითებულია, რომ მოწმობის წარმდგენი პირი არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.
2.2. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის 1-ლი ცალკეული საზენიტო საარტილერიო დივიზიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა - რ--------------, ამავე დივიზიონის საზენიტო საარტილერიო დივიზიონის ზემდეგებმა - კ-----------–-- და მ----------------- დაადასტურეს, რომ რიგითი - ა------------------- (დაბ. 0----------–.) ჩაირიცხა ს/ნ: 2-----–- 1992 წლის 25 სექტემბრის №4- ბრძანების საფუძველზე და დაინიშნა რიგით მეზენიტედ. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გულირიფშის რაიონში, აფხაზეთში. საბრძოლო მოკვლევაში ასევე მითითებულია, რომ იგი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა 1993 წლის 16 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.
2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირად შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის 2014 წლის 25 დეკემბრის №M---------------- წერილით ა------------------ს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში ინფორმაცია ა-------------------------------ის შესახებ არ მოიპოვება.
2.4. 2015 წლის 7 სექტემბერს ა------------------მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს და მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მინიჭება იმ საფუძვლით, რომ იგი არის აფხაზეთის ომის მონაწილე.
2.5. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 13 დეკემბრის №1----- სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ა------------------ს არ დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
2.6. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №1---------------- წერილით ა------------------ს ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით, იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი საბრძოლო ქვედანაყოფში ჩარიცხვა-ამორიცხვის და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, 2016 წლის 13 დეკემბერს გამართულ კომისიაზე ვერ დაადასტურა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 4 იანვრის №1---------------- წერილი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამასთან, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მოსარჩელესთან დაკავშირებით ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ, აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
2.8. სასამართლომ მიუთია - „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს, მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ხოლო მე-31 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2.9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქცია, რომელიც ადგენს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, შესაბამისი კატეგორიების მინიჭების პროცედურულ საკითხებს, არეგულირებს მოწმობების გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, ვეტერანთა მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ხოლო მე-6 მუხლის შესაბამისად - ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით, ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: „ვ.ბ“ პუნქტის მიხედვით - მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცდა „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით - ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომის მონაწილეზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე განსაზღვრულია ვეტერანთა კატეგორიები, მათ შორის ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ხოლო მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვი ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის 2014 წლის 25 დეკემბრის №M---------------- წერილით ა------------------ს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში ინფორმაცია ა-------------------------------ის შესახებ არ მოიპოვება. თუმცა ასევე წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, რომლის თანახმად, ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის 1-ლი ცალკეული საზენიტო საარტილერიო დივიზიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა - რ--------------, ამავე დივიზიონის საზენიტო საარტილერიო დივიზიონის ზემდეგებმა - კ-----------–-- და მ----------------- დაადასტურეს, რომ რიგითი - ა-------------------ი (დაბ. 0-----------–.) ჩაირიცხა ს/ნ: 2-----–- 1992 წლის 25 სექტემბრის №4- ბრძანების საფუძველზე და დაინიშნა რიგით მეზენიტედ. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გულირიფშის რაიონში, აფხაზეთში. საბრძოლო მოკვლევაში ასევე მითითებულია, რომ იგი საომარ მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა 1993 წლის 16 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.
2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ საბრძოლო მოკვლევას, ასევე სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, კეძოდ, მოწმე - რ------------ის განმარტებაზე, რომელიც იყო იმ დივიზიონის მეთაური, სადაც იბრძოდა ა-------------------. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მასთან მივიდა აგვისტო- სექტემბრის თვეში და იგი მის მიერ აღრიცხულ იქნა სიაში, თუმცა ამჟამად ეს სია განადგურებულია. მოწმემ დაადასტურა, რომ ა------------------- სექტემბრიდან მასთან ერთად ღებულობდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. სასამართლომ ასევე მიუთითა მოწმის სახით დაკითხულ მ----------------ს განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და ა------------------- ერთად წავიდნენ საბრძოლველად და როგორც ის, ასევე მოსარჩელეც ღებულობდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა-------------------ის ოჯახი ცხოვრობდა გ---–-----–----------------------–-----------ში და აფხაზეთის ტერიტორია დატოვა სოხუმის დაცემის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები, რომლის შესაბამისად ა-------------------ი 1993 წლის ზაფხულში მონაწილებას იღებდა საზენიტო ტექნიკის კოდორის ხეობაში ტრანსპორტირების ოპერაციაში.
სასამართლო არ დაეთანმა მოპასუხის მოსაზრებას, თითქოს ის გარემოება, რომ ა-------------------ის განმარტება, რომ იგი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ მასზე განპირობებული ავტომატის საშუალებით და ვერ დაასახელა კონკრეტულად რომელი საზენიტო დანადგარის გათვლაში იყო მიმაგრებული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამ უკანასკნელს არ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, რადგან სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა------------------- არ ყოფილა სპეციალურად მომზადებული სამხედრო მოსამსახურე, იგი, ისევე როგორც ბევრი აფხაზეთის მაცხოვრებელი თვისი სურვილით შეუერთდა ზემოთ მითითებულ დივიზიას. ამასთან გასათვალისწინებელია იმ პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების და წვრთნის დონე, რაც არ გამორიცხავს იმ რეალობას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ა------------------- ყოფილიყო ცალკეული საზენიტო საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში არ სცოდნოდა მისთვის კანონმდებლობით გაწერილი ფუნქციები და შეესრულებინა მეთაურის ცალკეული დავალებები.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებისა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------------------- 1993 წელს სექტემბრამდე, რ-------------სა და მ----------------სთან ერთად იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, რაც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს.
2.11. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დასტურდება მოსარჩელე - ა-------------------ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 4 იანვრის №1---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, ამგვარი უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს და შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს - ა------------------ს მიენიჭება ვეტერანის სტატუსი.
3. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ, ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთ შეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
მისივე განმარტებით, მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი საბუთით (საბრძოლო მოკვლევის გარდა) არ დასტურდება მისი საბრძოლო მოქმედებებში არათუ მონაწილეობა, არამედ მისი რომელიმე დანაყოფში ჩარიცხვა.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე ომის ვეტერანებად ითვლებიან „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები“
აღნიშნული კანონის საფუძველზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ომის ვეტერანის სტატუსის მაძიებელმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უნდა წარმოადგინონ: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ) ბ) მაძიებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე ამავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიულად; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოდან (იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში - ლტოლვილის მოწმობა), დაბადების მოწმობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი არ ქონდა სტატუსის მინიჭებისთვის დადგენილი საბუთები იგი მაინც სამსახურმა გაატარა სტატუსის მიმნიჭებელ კომისიაზე, თუმცა მის მიერ კომისიაზე ვერ იქნა დადასტურებული რომელიმე საბრძოლო დანაყოფში ჩარიცხვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.
აპელანტის აზრით, მართალია აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მოსარჩელემ თვითონ უნდა ამტკიცოს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროდან წარმოდგენილი ცნობით (2014 წლის 25 დეკემბრის M----------------) ა-------------------ს შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებათ. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტის დამდგენ კომისიაზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა აღწერილი ფაქტები და გარემოებები, რომლითაც დადგინდებოდა საბრძოლო მოქმედებები.
აპელანტი მიუთითებს, საქართველოს კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის საფუძველზე ომის ვეტერანის სტატუსი ენიჭებათ, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები“ და განმარტავს, რომ კანონმდებლის ძირითადი მოთხოვნაა, რომ სტატუსის მაძიებელი მათ შორის მოხალისეც (სამოქალაქო პირი) ჩარიცხული უნდა ყოფილიყო რომელიმე სამხედრო ფორმირებაში და მონაწილეობა მიეღო საბრძოლო მოქმედებებში, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სამსახურში, როგორც საქმის განხილვისას ისე სარჩელზე თანდართული საბუთებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.4. დადგენილია, რომ ა-----------------ის (დაბ. 0----------–.) სახელზე საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა №1----------, რომელშიც მითითებულია, რომ მოწმობის წარმდგენი პირი არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.
4.5. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის 1-ლი ცალკეული საზენიტო საარტილერიო დივიზიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა - რ--------------, ამავე დივიზიონის საზენიტო საარტილერიო დივიზიონის ზემდეგებმა - კ-----------–-- და მ----------------- დაადასტურეს, რომ რიგითი - ა------------------- (დაბ. 0----------–.) ჩაირიცხა ს/ნ: 2-----–- 1992 წლის 25 სექტემბრის №4- ბრძანების საფუძველზე და დაინიშნა რიგით მეზენიტედ. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გულირიფშის რაიონში, აფხაზეთში. საბრძოლო მოკვლევაში ასევე მითითებულია, რომ იგი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა 1993 წლის 16 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.
4.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირად შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის 2014 წლის 25 დეკემბრის №M---------------- წერილით ა------------------ს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში ინფორმაცია ა-------------------------------ის შესახებ არ მოიპოვება.
4.7. 2015 წლის 7 სექტემბერს ა------------------მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს და მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მინიჭება იმ საფუძვლით, რომ იგი არის აფხაზეთის ომის მონაწილე.
4.8. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2016 წლის 13 დეკემბრის №1----- სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ა------------------ს არ დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
4.9. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 4 იანვრის №1---------------- წერილით ა------------------ს ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით, იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი საბრძოლო ქვედანაყოფში ჩარიცხვა-ამორიცხვის და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, 2016 წლის 13 დეკემბერს გამართულ კომისიაზე ვერ დაადასტურა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 4 იანვრის №1---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლითაც ა------------------ს უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე.
4.12. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქცია. მითითებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, ვეტერანთა მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, ხოლო მე-6 მუხლის შესაბამისად - ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით, ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: „ვ.ბ“ პუნქტის მიხედვით - მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები.
4.13. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცდა „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით - ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომის მონაწილეზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
4.14. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე განსაზღვრულია ვეტერანთა კატეგორიები, მათ შორის ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ხოლო მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვი ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის 2014 წლის 25 დეკემბრის №M---------------- წერილით ა------------------ს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში ინფორმაცია ა-------------------------------ის შესახებ არ მოიპოვება. თუმცა ასევე წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, რომლის თანახმად, ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის 1-ლი ცალკეული საზენიტო საარტილერიო დივიზიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა - რ--------------, ამავე დივიზიონის საზენიტო საარტილერიო დივიზიონის ზემდეგებმა - კ-----------–-- და მ----------------- დაადასტურეს, რომ რიგითი - ა-------------------ი (დაბ. 0-----------–.) ჩაირიცხა ს/ნ: 2-----–- 1992 წლის 25 სექტემბრის №4- ბრძანების საფუძველზე და დაინიშნა რიგით მეზენიტედ. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გულირიფშის რაიონში, აფხაზეთში. საბრძოლო მოკვლევაში ასევე მითითებულია, რომ იგი საომარ მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა 1993 წლის 16 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.
4.15. პირველმა ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ საბრძოლო მოკვლევაზე, ასევე სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, მოწმე - რ------------ის განმარტებაზე, რომელიც იყო იმ დივიზიონის მეთაური, სადაც იბრძოდა ა-------------------. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მასთან მივიდა აგვისტო-სექტემბრის თვეში და იგი მის მიერ აღრიცხულ იქნა სიაში, თუმცა ამჟამად ეს სია განადგურებულია. მოწმემ დაადასტურა, რომ ა------------------- სექტემბრიდან მასთან ერთად ღებულობდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. სასამართლომ ასევე მიუთითა მოწმის სახით დაკითხულ მ----------------ს განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და ა------------------- ერთად წავიდნენ საბრძოლველად და როგორც ის, ასევე მოსარჩელეც ღებულობდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ა-------------------ს ოჯახი ცხოვრობდა გ---–-----–--------------------–----------ში და აფხაზეთის ტერიტორია დატოვა სოხუმის დაცემის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები, რომლის შესაბამისად ა-------------------ი 1993 წლის ზაფხულში მონაწილებას იღებდა საზენიტო ტექნიკის კოდორის ხეობაში ტრანსპორტირების ოპერაციაში.
4.16. აპელანტი უთითებს, რომ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტის დამდგენ კომისიაზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა აღწერილი ფაქტები და გარემოებები, რომლითაც დადგინდებოდა საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის ფაქტი. ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ რომ ა------------------- არ ყოფილა სპეციალურად მომზადებული სამხედრო მოსამსახურე, იგი, ისევე როგორც ბევრი აფხაზეთის მაცხოვრებელი თავისი სურვილით შეუერთდა ზემოთ მითითებულ დივიზიას. ამასთან გასათვალისწინებელია იმ პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების და წვრთნის დონე, რაც არ გამორიცხავს იმ რეალობას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ა------------------- ყოფილიყო ცალკეული საზენიტო საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში არ სცოდნოდა მისთვის კანონმდებლობით გაწერილი ფუნქციები და შეესრულებინა მეთაურის ცალკეული დავალებები.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებისა და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე პირველმა ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ა------------------- 1993 წელს სექტემბრამდე, რ-------------სა და მ----------------სთან ერთად იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, რაც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს.
4.17. სააპელაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს, აპელანტის მიერ მითითებულ განმარტებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა შეიძლება გამოირიცხოს გარკვეული გარემოებების არსებობისას და გადაკისრებულ იქნეს სხვა ნებისმიერ პირზე, იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც უშუალოდ მისი კომპეტენციას განეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, იმ ფარგლებში რის გამოც მინიჭებული აქვს მას ეს უფლებამოსილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ა-------------------ს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის და შესაბამისის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, წარმოდგენილი იქნა ის მტკიცებულებები, რომლითაც მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი დადასტურდებოდა, კერძოდ მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის ერთი მეთაურის და ორი თანამებრძოლის, რომლებმაც დაადასტურეს მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამრიგად, წარმოდგენილი არგუმენტი, რომ ა------------------- არ ყოფილა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე და ამის მტკიცება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროდან წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე არარელევანტურია და უსაფუძვლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველი ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება გამოიკვლიოს ჯეროვნად. ხოლო მათი ურთიერთშეჯერების და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
4.18. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად ეცნო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 4 იანვრის №1---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე - ა------------------ს მიენიჭება ვეტერანის სტატუსი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე