განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2019
საქმის ნომერი
330310018002785953
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310018002785953

საქმე №3-ბ-2125-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ო-------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ------------ა

 

მესამე პირი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----–-----–--------–ი

 

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ზ------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება/წერილობითი მიმართვა და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ზ------------ას დაუდასტურდება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ზ-------------ა მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1-----–-–--------------–---------------–-–-------------------–-----------------------------------------------–-–---------------–-----------–-–---------------–-----------–-–-------------------------------------------–----------–--------–----------------–------------------–-----–-–------------------------–-------------------------–--------–-–--------------------------–-–---------------–-----------------------------–-----–------------------------–-------------–----------–-–-------------------------–---------------------------–---------------------------------------------------დ.

 

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2----------) დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ზ------------ა 1992-1993 წლებში მონაწილეობას იღებდა ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში ს-------–-------------------ში.

 

1----–-–---------–-------–--------–-----–------------------------–-------–---–------------–-----------------–--------------–-------–--------------------–-----------–------------------–--------------–----------------------–-------------------------------------–---------–------------------------–------------------–-–----------------–-------------------------------–--–-----–------------–---------------------------------–-–--------------–----------------–-------–------------------–--------------–----------–-------–-----------ი.

 

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის №1----------- მოწმობის თანახმად, ზ------------ა არის ომის მონაწილე.

 

1.2.2. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა ვ----------------–---–მა დაადასტურა, რომ 1----------–-–--–------–---------–------------–--------------–------------------------–-–-----------------------–---–---------–-–----------–---------------–------------------------–-–-------------------------------------------------------------------–----------–--–-----–--------–--–-------------------------------------ში. იქ ყოფნისას მოწინააღმდეგის ვერტმფრენმა დაბომბა მათი პოზიციები. დაბომბვის შედეგად ზ------------ამ მიიღო კონტუზია და დაუზიანდა სმენა, თითქმის აღარ ესმოდა.

 

სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ი-------–-–-----–---–მა დაადასტურა, რომ 1---------–-–--–-----–------------------------–-–--–------–---–-----------–----–---------------–--------–-–-------–-------------–-–--------–---–---------------------------–-------------–--------–--–-------------------------------------–--------–-–----------------–-------------–--–----–--------------------–-------------------------------------------–--–----------------ის შესახებ. ი-------–-–-----–---–ი და მისი თანამებრძოლები გაუშვეს სოფელ ლ-----ში. იქ ი-------–-–-----–---–ი შეხვდა მათი რაიონის პოლიციის უფროსს ზ------------ას, რომელსაც იცნობდა. შეხვედრისას ზ------------ა ცუდად იყო, მიღებული ჰქონდა კონტუზია, დაკარგული ჰქონდა სმენა.

 

სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა გ--------–----–---–მა დაადასტურა, რომ 1992-1993 წლებში მუშაობდა შსს თბილისის ნაძალადევის რაიონის პოლიციის მესამე ქვეგანყოფილებაში. მაშინ განყოფილების უფროსი იყო პოლიციის მაიორი ზ-------------ა, რომელიც 1-----–-–-----------–----------------------------–---------–--–----------------------------------------ში. იქიდან ჩამოსულს მიღებული ჰქონდა კონტუზია, დაზიანებული/დაქვეითებული ჰქონდა სმენა.

 

1.2.3. 2013 წლის 25 თებერვლის შემოწმების შედეგად, ზ------------ას უვადოდ მიენიჭა ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და დაუდგინდა შრომითი საქმიანობის I ხარისხის შეზღუდვა.

 

2016 წლის 08 ივნისის №---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ზ------------ას აღენიშნება II-IV ხარისხის სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება (მძიმე).

 

1.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3/8------ გადაწყვეტილებით ზ------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 13 ოქტომბრის MIA 6------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში.

 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, „მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ------------ა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ აღრიცხულია, როგორც ომის მონაწილე და მასზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა, ხოლო მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დროს, საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, არ მიუმართავს და არ გამოუთხოვია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მოსარჩელე ზ------------ას შესახებ არსებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული ჩანაწერის მიხედვით, ზ------------ა 1993 წლის 1 თებერვალს უჩიოდა ხმაურს ორივე ყურის არეში და თავბრუსხვევას. მისი განმარტებით, ჩივილები დაეწყო კონტუზიის შემდეგ, რომელიც მიიღო 1----–-–----------–------------–---------------ოს. ამბულატორიული ბარათის თანახმად, მოსარჩელე ზ------------ას 1993 წლის 4 თებერვალს აუდიოგრამაზე დაუდგინდა ნევრიტი, ექსუდაციური ოტიტი, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუმართავს შესაბამისი დაწესებულებისათვის (ამბულატორიული ბარათის მწარმოებელი ან მისი უფლებამონაცვლე დაწესებულებისათვის) მოსარჩელის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკითხავს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურეები, რომლებმაც ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დაადასტურეს მოსარჩელე ზ------------ას საბრძოლო მოქმედებების დროს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გამოიკვლიოს, შეაფასოს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახოს, თუ რატომ არ იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ზ------------ამ ნამდვილად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება კონტუზია, ასევე ამბოლატორიულ ბარათში არსებულ ჩანაწერს და ა. შ.

 

1.2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ფარგლებში დამატებით იქნა მოძიებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილება, რომელიც ზ------------ას გაეგზავნა.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილების თანახმად, ზ------------ას III-IV ხარისხის სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება (მძიმე) მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.

 

1.2.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №0------------ გადაწყვეტილებით ზ------------ას უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნაზე, ვინაიდან წარდგენილი სსე აქტის ამონაწერის მიხედვით მას დადგენილი აქვს ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, საერთო დაავადებით.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.

 

მითითებული კანონის მითითებული რედაქციის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. ამავე კანონის მე-14 მუხლით კი გათვალისწინებულია მითითებული კატეგორიის პირთა სოციალურ დაცვა: ა) საპენსიო უზრუნველყოფა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად; გ) საყოფაცხოვრებო–კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანის, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესი და პირობები განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე დროს, მითითებული წესი მე-7 მუხლით ადგენს სოციალური დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტებს, კერძოდ, განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ყველა კატეგორიის სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა), ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში, მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები); კ) ომის ინვალიდის შემთხვევაში – ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან.

 

ამრიგად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა და შესაბამისი კომპენსაციის მოსაპოვებლად აუცილებელია დადგინდეს პირველ რიგში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, შეზღუდულია თუ არა მისი შესაძლებლობები, ხოლო შემდეგ, მიზეზობრივი კავშირი ამ მდგომარეობასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას მიღებულ ტრამვას/დაავადებას შორის, რაც წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს. კერძოდ, მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადგენა.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც სადავო პერიოდში, ასევე, დავის გადაწყვეტისას მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა ყველასთვის. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3/8------ გადაწყვეტილებით ზ-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 13 ოქტომბრის MIA 6------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში.

 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, „მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ------------ა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ აღრიცხულია, როგორც ომის მონაწილე და მასზე გაცემულია შესაბამისი მოწმობა, ხოლო მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დროს, საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, არ მიუმართავს და არ გამოუთხოვია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მოსარჩელე ზ------------ას შესახებ არსებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული ჩანაწერის მიხედვით, ზ------------ა 1993 წლის 1 თებერვალს უჩიოდა ხმაურს ორივე ყურის არეში და თავბრუსხვევას. მისი განმარტებით, ჩივილები დაეწყო კონტუზიის შემდეგ, რომელიც მიიღო 1993 წლის იანვარში აფხაზეთში ყოფნის დროს. ამავე ავადმყოფის ამბულატორიული ბარათის თანახმად, მოსარჩელე ზ------------ას 1993 წლის 4 თებერვალს აუდიოგრამაზე დაუდგინდა ნევრიტი, ექსუდაციური ოტიტი, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუმართავს შესაბამისი დაწესებულებისათვის (ამბულატორიული ბარათის მწარმოებელი ან მისი უფლებამონაცვლე დაწესებულებისათვის) მოსარჩელის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკითხავს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურეები, რომლებმაც ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დაადასტურეს მოსარჩელე ზ------------ას საბრძოლო მოქმედებების დროს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი.

 

შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აესახა, თუ რატომ არ იზიარებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ზ------------ამ ნამდვილად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება კონტუზია, ასევე ამბულატორიულ ბარათში არსებულ ჩანაწერს და ა.შ.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილებით დადასტურდა, რომ ზ------------ას III-IV ხარისხის სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება (მძიმე) მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გასაჩივრებული აქტით/წერილობითი მიმართვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელეს გაუგზავნა ეს უკანასკნელი დოკუმენტი, თუმცა მას საერთოდ არ შეუფასებია და არ უმსჯელია სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებულ არცერთ საკითხზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოსა და ყოფილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზებზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა (მეუღლე, შვილი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩარიცხულ სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე, სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

 

ამავე წესდების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს დადგენილი წესით სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება, რისთვისაც ამავე წესდების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის შემადგენლობაში არსებობს ცენტრალური სამხედრო–საექიმო კომისია.

 

ამრიგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურდა ზ------------ას შესაძლებლობების შეზღუდვის ფაქტი სამხედრო სამსახურის გავლისას, თუმცა ამის მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაუგზავნა მოძიებული დოკუმენტი დაინტერესებულ პირს. კერძოდ, სამინისტროს არ უმსჯელია და არ შეუფასებია სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებულ არცერთ საკითხზე. შესაბამისად, მან ფორმალურად გამოსცა სადავო აქტი და უგულებელყო ის გარემოებები, რომლის თანახმად, ზ------------ა 1---------–-–--–--------------–------------------–----–----------------------------------------–-------------------------–--–-------------------------–------–------------------------------------------------–-----------–-------------------ში. აღნიშნული გარემოებები კი დასტურდება საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3/8------ გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს 2012 წლის 11 სექტემბრის №1----------- ცნობით, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შსს სამმართველოს კომისიის 1999 წლის 23 ივნისის აქტით, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს 2009 წლის 24 ნოემბრის №6-------- ცნობითა და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით. სასამართლომ მხარეთა ყურადღება ასევე გაამახვილა სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ დაზიანება, რომლის გამოც მისი შესაძლებლობები შეიზღუდა, მიიღო უშუალოდ საომარი მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ზ------------ას დაავადებასა და საომარი მოქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას და იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება კი ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ამრიგად, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია მითითებული დანაწესების უგულებელყოფით, კერძოდ, გადაწყვეტილება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით დგინდება ზ------------ას მიერ ა---------–------------–-–--–-----------------------–-------–--–---ბა და იქ განვითარებული მოვლენების შედეგად ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება, რომლითაც მას უვადოდ მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი.

 

1.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, კერძოდ, მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ზ------------ას დაუდასტურდება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ზ------------ას შესახებ, თუმცა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი ვერ დადასტურდა. სადავო არაა, რომ ზ------------ა მონაწილეობდა 1992-1993 წლებში ს-------–-------------------ში ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ზ------------ა საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივლინების ფარგლებში. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ სამინისტრომ არ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, სასამართლომ არასწორად დააკისრა მტკიცების ტვირთი სამინისტროს. აპელანტი თვლის, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ამდენად, უნდა გაუქმდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. ამავე კანონის მე-14 მუხლით კი გათვალისწინებულია მითითებული კატეგორიის პირთა სოციალურ დაცვა: ა) საპენსიო უზრუნველყოფა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად; გ) საყოფაცხოვრებო–კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანის, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა და შესაბამისი კომპენსაციის მოსაპოვებლად აუცილებელია დადგინდეს პირველ რიგში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, შეზღუდულია თუ არა მისი შესაძლებლობები, ხოლო შემდეგ, მიზეზობრივი კავშირი ამ მდგომარეობასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას მიღებულ ტრამვას/დაავადებას შორის, რაც წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს. კერძოდ, მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადგენა.

 

პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3/8------ გადაწყვეტილებით ზ-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 13 ოქტომბრის MIA 6------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, რომლის აღსრულების მიზნითაც ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაიცა სადავო აქტი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოსა და ყოფილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზებზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა (მეუღლე, შვილი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩარიცხულ სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე, სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას. ამავე წესდების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს დადგენილი წესით სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება, რისთვისაც ამავე წესდების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის შემადგენლობაში არსებობს ცენტრალური სამხედრო–საექიმო კომისია.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ შესაბამისი ორგანოს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილებით, ცალსახაა, რომ ზ------------ას III-IV ხარისხის სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება (მძიმე) მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. ამდენად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურდა ზ------------ას შესაძლებლობების შეზღუდვის ფაქტი სამხედრო სამსახურის გავლისას. ასევე დადგენილია, რომ ზ------------ა 1992-1993 წლებში დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ამავე დროს მონაწილეობდა ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ს-------–-------------------ში. აღნიშნული გარემოებები კი დასტურდება საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3/8------ გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს 2012 წლის 11 სექტემბრის №1----------- ცნობით, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შსს სამმართველოს კომისიის 1999 წლის 23 ივნისის აქტით, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს 2009 წლის 24 ნოემბრის №6-------- ცნობითა და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით დგინდება, რომ ზ------------ამ დაზიანება, რომლის გამოც მისი შესაძლებლობები შეიზღუდა, მიიღო უშუალოდ საომარი მოქმედებების შედეგად. საქმეში არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება. ამდენად, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტება ზ------------ას დაავადებასა და საომარი მოქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით.

 

ამრიგად, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით დგინდება ზ------------ას მიერ ა---------–------------–-–--–-----------------------–-------–--–---ბა და იქ განვითარებული მოვლენების შედეგად ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება, რომლითაც მას უვადოდ მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი.

 

მხოლოდ ის ფაქტი, რომ აპელანტის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოიძია ზ------------ას საომარ მოქმედებებში მონაწილეობის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივლინების დამადასტურებელი მტკიცებულება, მაშინ, როდესაც ცალსახაა, რომ ზ------------ა მონაწილეობდა 1992-1993 წლებში ს-------–-------------------ში ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ამასთან, ამ პერიოდში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ვერ გახდება ზ------------ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

3.2.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ზ------------ას დაუდასტურდება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი