გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4619-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - ა-–---------- ჭ--------–ი
წარმომადგენელი - მ--–-------------–---–-
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენლები - ნ-----–-----–--------–- და კ----–-------–---
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 მაისის №1----- სხდომის ოქმი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის №3------------------ გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მოსარჩელე - ა-–---------- ჭ--------–ს მიანიჭოს ვეტერანის სტატუსი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 27 ივნისის №1--- ბრძანებით, სერჟანტი - ა-–---------- ჭ--------–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის კ---------------------–-------------–------------------–-------------–-------------------–---------------–ად (შტატი №8-------).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 27 ივნისის №1--- ბრძანება (ს.ფ. 18).
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, კ---------------------–-------------–------------------–-------------–-------------–--------–----------------–ი - სერჟანტი ა-–---------- ჭ--------–ი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მთლიანობის დასაცავად 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით შ------------–-ს რეგიონში. კერძოდ, 2008 წლის 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით სერჟანტი - ა-–---------- ჭ--------–ი ასრულებდა შემდეგ დავალებებს: დ. ვ-------დან ქ. გ-----ს მიმართულებით სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტების, ჯავშან-ტექნიკის, სამედიცინო მედიკამენტების და საბრძოლო მასალების უსაფრთხოდ გადაადგილებას; ახორციელებდა სამხედრო ტყვეებისა და დაჭრილების ქ. გ-----დან თბილისის მიმართულებით გადმოყვანას; გ-----ს რაიონიდან დაზიანებული ტექნიკის და საბრძოლო მასალების დაცვას, გამოსული პირადი შემადგენლობის, ჯავშან ტექნიკის, ავტო-კოლონების დისლოკაციის ადგილზე დროულად მიყვანას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საბრძოლო მოკვლევა (ს.ფ. 17).
3.1.3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 სექტემბრის №4--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის კ---------------------–-------------–------------------–-------------–-------------–--------–----------------–ი (შტატი №8-------), სერჟანტი - ა-–---------- ჭ--------–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (პირადი განცხადებით) თანახმად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 სექტემბრის №4--- ბრძანება (ს.ფ. 19).
3.1.4. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 მაისის №1----- სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ა-–---------- ჭ--------–ს არ დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 მაისის №1----- სხდომის ოქმი (ს.ფ. 13-16).
3.1.5. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის №3------------------ გადაწყვეტილებით ა-–---------- ჭ--------–ს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების შესახებ ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი კონფლიქტურ ზონაში მივლინების და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე 2017 წლის 19 მაისს გამართულ კომისიაზე ვერ დადასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის №3------------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-12).
3.1.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 7 აგვისტოს №1-- ბრძანებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კ----------------------–-------------–------------------–-------------–ი, ლეიტენანტი - თ-------- ე------ე, შესაძლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, წარგზავნილი იქნენ კონფლიქტის ზონაში (ძირითადი დისლოკაციის ადგილი ქ. გ-----: სამხედრო პოლიციის შ------------–-------------–------------------–-----------------–----–---------------------------------–-), 2008 წლის 7 აგვისტოს შემდგომ განკარგულებამდე. ამავე ბრძანებით სამხედრო პოლიციის შ------------–-ს რეგიონალური სამმართველოს სრული პირადი შემადგენლობა (დისლოკაციის ადგილი: ქ. გ-----), 2008 წლის 7 აგვისტოდან ჩაითვალა კონფლიქტურ ზონაში მყოფებად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 9 აგვისტოს №1-- ბრძანებით, კონფლიქტურ ზონაში როტაციის (ჩანაცვლების) შედეგად, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეების კონფლიქტური ზონიდან ყოველდღიური დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები ჩაითვალნენ მათი დანაყოფების ყოველდღიური დისლოკაციის ადგილებზე კონფლიქტური ზონიდან დაბრუნებულად, 2008 წლის 9 აგვისტოდან, მათ შორის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კ---------------------–-------------–------------------–-------------–ი, ლეიტენანტი - თ-------- ე------ე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 07 აგვისტოს №1-- ბრძანება (ს.ფ. 61-62).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–---------- ჭ--------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგ-----ების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანება, „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის №3------------------ გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 მაისის №1----- სხდომის ოქმი წარმოადგენს არა დამოუკიდებელ აქტს, არამედ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად ისინი ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალოს მოსარჩელე - ა-–---------- ჭ--------–ს მიანიჭოს ვეტერანის სტატუსი.
6.2. სასამართლო მიუთითებს - „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ხოლო მე-31 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
6.3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგ-----ების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქცია, რომელიც ადგენს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების (შემდგომში – ვეტერანი) აღრიცხვის, შესაბამისი კატეგ-----ების მინიჭების პროცედურულ საკითხებს, არეგულირებს მოწმობების გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, ვეტერანთა მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) მეშვეობით. ხოლო მე-6 მუხლის შესაბამისად - ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები - „ვ.ბ“ პუნქტის მიხედვით მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილი უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცდა „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომის მონაწილეზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინი - „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე განსაზღვრულია ვეტერანთა კატეგ-----ები, მათ შორის ვეტერანთა კატეგ-----ას განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ხოლო მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: ა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად; ბ) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები; დ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები (ეკიპაჟი), რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საბრძოლო მოკვლევა, რომლის თანახმად - კ---------------------–-------------–------------------–-------------–-------------–--------–----------------–ი, სერჟანტი - ა-–---------- ჭ--------–ი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მთლიანობის დასაცავად 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით შ------------–-ს რეგიონში. კერძოდ, 2008 წლის 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით სერჟანტი - ა-–---------- ჭ--------–ი ასრულებდა შემდეგ დავალებებს: უზრუნველყოფდა დ. ვ-------დან ქ. გ-----ს მიმართულებით სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტების, ჯავშან-ტექნიკის, სამედიცინო მედიკამენტების და საბრძოლო მასალების უსაფრთხოდ გადაადგილებას; ახორციელებდა სამხედრო ტყვეებისა და დაჭრილების ქ. გ-----დან თბილისის მიმართულებით გადმოყვანას; გ-----ს რაიონიდან დაზიანებული ტექნიკის და საბრძოლო მასალების დაცვას, გამოსული პირადი შემადგენლობის, ჯავშან ტექნიკის, ავტო-კოლონების დისლოკაციის ადგილზე დროულად მიყვანას.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 7 აგვისტოს №1-- ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კ----------------------–-------------–------------------–-------------–ი, ლეიტენანტი - თ-------- ე------ე, შესაძლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი იქნა კონფლიქტის ზონაში (ძირითადი დისლოკაციის ადგილი ქ. გ-----: სამხედრო პოლიციის შ------------–-------------–------------------–-----------------–----–---------------------------------–-), 2008 წლის 7 აგვისტოს შემდგომ განკარგულებამდე. ასევე წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 9 აგვისტოს №1-- ბრძანება, რომლითაც კონფლიქტურ ზონაში როტაციის (ჩანაცვლების) შედეგად, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეების კონფლიქტური ზონიდან ყოველდღიური დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები ჩაითვალნენ მათი დანაყოფების ყოველდღიური დისლოკაციის ადგილებზე კონფლიქტური ზონიდან დაბრუნებულად, 2008 წლის 9 აგვისტოდან, მათ შორის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კ---------------------–-------------–------------------–-------------–ი, ლეიტენანტი - თ-------- ე------ე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არაა მოსარჩელესთან მიმართებით გამოცემული ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ბრძანება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ არც სასამართლოში და არც ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვის დროს არ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
რაც შეეხება მითითებას, რომ მოსარჩელე საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყოფდა დაბა ვ-------დან ქალაქ გ-----ს მიმართულებით სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტების, ჯავშან-ტექნიკის, სამედიცინო მედიკამენტების და საბრძოლო მასალების უსაფრთხოდ გადაადგილებას; ახორციელებდა სამხედრო ტყვეებისა და დაჭრილების ქალაქ გ-----დან თბილისის მიმართულებით გადმოყვანას; გ-----ს რაიონიდან დაზიანებული ტექნიკის და საბრძოლო მასალების დაცვას, გამოსული პირადი შემადგენლობის, ჯავშან ტექნიკის, ავტო-კოლონების დისლოკაციის ადგილზე დროულად მიყვანას, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებები არ შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ საომარ მოქმედებებში მონაწილეობად, რადგან როგორც ცნობილია, იმ პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში ახორცილებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და არ ყოფილან მივლინებული საომარი მოქმედებების ზონაში. შესაბამისად მათი საქმიანობა, ისევე როგორც მოსარჩელის საქმიანობა არ შეიძლება შეფასებული იქნას საომარ მოქმედებებში მონაწილეობად.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება მოსარჩელე - ა-–---------- ჭ--------–ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 მაისის №1----- სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის №3------------------ გადაწყვეტილება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო აქტი, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაველებაზე მოსარჩელე - ა-–---------- ჭ--------–ისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–---------- ჭ--------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი