განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310017002160088
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002160088

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3ბ/ 1638-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი

აპელანტი - ზ--–----ა კ----–-ა;

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ზ--–----ა კ----–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2017 წლის 23 მაისს გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად, ზ--–----ა ქ------ია და ი-–-- კ----–-ა დაქორწინდნენ 1----–-–--------------რს. ზ--–----ა ქ------იას ქორწინების შემდგომი გვარია კ----–-ა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 02 ივნისის N0-------- წერილობითი პასუხით, მოქალაქე ზ--–----ა კ----–-ას 2017 წლის 25 მაისის N9---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ზ--–----ა კ----–-ას სახელზე ფიქსირდება ერთი აღდგენილი ქორწინების აქტის ჩანაწერი სტატუსით - „შეწყვეტი-–--“. კერძოდ: თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ჩანაწერების აღდგენის წესით, 2017 წლის 23 მაისს რეგისტრირებულია ქორწინება (აქტი N0----------) საცოლე - ზ--–----ა ქ------იას (დაბ.1--------- წელს, პ/ნ 6----------) და საქმრო - ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას შორის. აქტის თავდაპირველი რეგისტრაციის თარიღი - 1--------- წელი, ადგილი - ს------ის მმაჩის განყოფილება. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, ზ--–----ა ქ------იას მიეკუთვნა მეუღლის გვარი - კ----–-ა. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 1----–-–------------------ს გარდაცვლილი ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას და ზ--–----ა კ----–-ას (გვარი ქორწინებამდე - ქ------ია) სახელზე არ დასტურდება მოქმედ, რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი.

 

199--–-–-- 26 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა გარდაიცვალა 1993 წლის 24 ოქტომბერს თ--------------–იით, ჭურვის მოხვედრის გამო.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისს გაცემული N1-------- ცნობის თანახმად, ზ--–----ა კ----–-ას მეუღლე ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 1992 წლის სექტემბრიდან 1993 წლის 24 ოქტომბრამდე იმყოფებოდა N0---- სამხედრო ნაწილის სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ ზ--–----ა კ----–-ას სახელზე გაიცა ცნობა N2---, რომლის თანახმად, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 1992 წლის 24 ოქტომბერს მიღებული იყო ს------ის სამხედრო კომისარიატის მიერ 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში მსროლელად.

 

აფხაზეთის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული N73 ცნობის თანახმად, აფხაზეთიდან დევნილი ზ--–----ა კ----–-ა აღრიცხვაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის მეუღლე, სარეგისტრაციო ნომრით N8------

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის N2--- ცნობის თანახმად, რიგით ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას (გაწვეული ს------ის სამხედრო კომისარიატის მიერ) დაღუპვასთან დაკავშირებით არ გაცემულა ფულადი დახმარება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მიერ 2014 წლის 09 ივლისს გაცემული M---------------- ცნობის თანახმად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსს მისი 2014 წლის 8 ივლისის N2------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

2014 წლის 04 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსმა თადარიგის მაიორმა ვ-–-------------------ამ, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის ოცმეთაურმა თადარიგის ზემდეგმა ვ-–------------–----ემ და 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილემ თადარიგის უფროსმა ლეიტენანტმა რ--------------ამ დაადასტურეს, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა მონაწილეობას იღებდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მოხალისედ, სოფელ აჩ-------ში, მდინარე გუ------ს მიდამოებში. ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 199--–-–-- 18 სექტემბერს ბატალიონის შტაბის დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში და გადაყვანილ იქნა ქ. თ---–-----------------------ოში, სადაც 24 ოქტომბერს გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად.

 

შპს აკადემიკოს ვ. ბ--------–---–ის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის 2016 წლის 28 ნოემბრის N2---- ცნობის თანახმად, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა, 58 წლის, მცხოვრები ქ. ს------ი, მ------–---–ის ქუჩა, მე-2 ჩიხი N3, მოთავსდა სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში 199--–-–-- 27 სექტემბერს დიაგნოზით: მუცლის ღრუს ჩირქოვანი პ------------ი. პაციენტი გარდაიცვალა 1----–-–------------------ს დიაგნოზით: თ--------------–ია.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 20---–-–-------------------------- ოქმით, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას მეუღლეს - ზ--–----ა კ----–-ას უარი ეთქვა ი-–-- კ----–-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა ი-–-- კ----–-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილის 2017 წლის 24 ოქტომბრის N1------------------ გადაწყვეტილებით, ზ--–----ა კ----–-ას 2017 წლის 18 ოქტომბრის Nკ-------------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი მისი მეუღლის - ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ზ--–----ა კ----–-ას მეუღლის საომარი მოქმედებების პერიოდში შესაბამის უწყებაში სამსახურს, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისად, სამსახურის „ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის’’ 2017 წლის 15 სექტემბრის N1----- გადაწყვეტილებით ზ--–----ა კ----–-ას უარი ეთქვა მისი მეუღლის - ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენის შესახებ.

 

ამდენად, ზ--–----ა კ----–-ას მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

 

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული/გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს .

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმატიული აქტები უზრუნველყოფენ იმ პირთა ოჯახების სოციალურ დაცვას, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სამხედრო ორგანიზაციაში თუ ფორმირებაში იყვნენ ჩარიცხულნი და დაიღუპნენ მიღებული ჭრილობების შედეგად. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საკითხის გარკვევას მოსარჩელის მეუღლე - ი-–-- კ----–-ა მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში და გარდაიცვალა თუ არა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განმსაზღვრელ მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, რომ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ე.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე.ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში - დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.გ) გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი); ე.ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა- დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ე.ი) ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

სასამართლოს მითითებით, დადგენი-–--, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 20---–-–-------------------------- ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, ზ--–----ა კ----–-ას უარი ეთქვა მეუღლის - ი-–-- კ----–-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.

 

ასევე დადგენი-–--, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1------------------ გადაწყვეტილებით ზ--–----ა კ----–-ას მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სამსახურის „ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიისათვის’’ ვერ იქნა წარდგენილი მისი მეუღლის - ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ზ--–----ა კ----–-ას მეუღლის საომარი მოქმედებების პერიოდში შესაბამის უწყებაში სამსახურს და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისიის 2017 წლის 15 სექტემბრის N1----- გადაწყვეტილებით ზ--–----ა კ----–-ას უარი ეთქვა მისი მეუღლის ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისს გაცემული N1-------- ცნობის თანახმად, ზ--–----ა კ----–-ას მეუღლე ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 1992 წლის სექტემბრიდან 199--–-–-- 24 ოქტომბრამდე იმყოფებოდა N0---- სამხედრო ნაწილის სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ ზ--–----ა კ----–-ას სახელზე გაიცა ცნობა N2---, რომლის თანახმად, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 1992 წლის 24 ოქტომბერს მიღებული იყო ს------ის სამხედრო კომისარიატის მიერ 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში მსროლელად. აფხაზეთის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული N73 ცნობის თანახმად, აფხაზეთიდან დევნილი ზ--–----ა კ----–-ა აღრიცხვაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის მეუღლე სარეგისტრაციო ნომრით N8------

 

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 04 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსმა თადარიგის მაიორმა ვ-–-------------------ამ, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის ოცმეთაურმა თადარიგის ზემდეგმა ვ-–------------–----ემ და 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილემ თადარიგის უფროსმა ლეიტენანტმა რ--------------ამ დაადგინეს, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა მონაწილეობას იღებდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მოხალისედ, სოფელ აჩ-------ში, მდინარე გუ------ს მიდამოებში. ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 199--–-–-- 18 სექტემბერს ბატალიონის შტაბის დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში და გადაყვანილ იქნა ქ. თ---–-----------------------ოში, სადაც 24 ოქტომბერს გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად.

 

ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენი-–-- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 09 ივლისის M---------------- ცნობა, რომლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლომ ასევე ყურადღებას მიაქცია შპს აკადემიკოს ვ. ბ--------–---–ის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს გაცემულ N2---- ცნობას, რომლის მიხედვით, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა, 58 წლის, მცხოვრები ქ. ს------ი, მ------–---–ის ქუჩა, მ-----------, მოთავსდა სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში 199--–-–-- 27 სექტემბერს დიაგნოზით: მუცლის ღრუს ჩირქოვანი პ------------ი. პაციენტი გარდაიცვალა 199--–-–--

24 ოქტომბერს დიაგნოზით: თ--------------–ია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის მოწმობის მაძიებელმა მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლოს შეფასებით, ზ--–----ა კ----–-ას მიერ მსგავსი ხასიათის დოკუმენტი წარმოდგენილი ვერ იქნა. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–-- კ----–-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი სადავო არ არის, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ი-–-- კ----–-ას გარდაცვალებასა და საბრძოლო მოქმედებებში მიღებულ დაზიანებებს შორის.

 

ამდენად, მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ი-–-- კ----–-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი, რაც წარმოადგენს ზ--–----ა კ----–-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მაძიებელმა პირმა უნდა წარადგინონ მტკიცებულებანი, რომლების ადასტურებენ მისი ოჯახის წევრის (მოცემულ შემთხვევაში მეუღლე) ომში მონაწილეობას და საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვალებას. სასამართლოს შეფასებით, ზ--–----ა კ----–-ას მიერ მსგავსი ხასიათის დოკუმენტი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი ვერ იქნა, ხოლო რაც შეეხება საბრძოლო მოკვლევის აქტს, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. სასამართლო მტკიცებულებების შეფასებისა ასევე ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საბრძოლო მოკვლევაში ი-–-- კ----–-ას გარდაცვალების ადგილი - ქ. თ---–-----------------------ოში ჩაიწერა მისი მითითების შესაბამისად, მან არასწორად მიუთითა ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მისი მეუღლე გარდაიცვალა. ამდენად, სასამართლოს შეფასებით სარჩელზე წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევა არ წარმოადგენს იმ სახის დოკუმენტს, რომლითაც შეიძლება დადგენილ იქნეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისა და ომში დაღუპვის ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისად მითითებული მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დგინდება ი-–-- კ----–-ას ომში ყოფნისა და გარდაცვალების ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსი-–-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლი-–-- ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათი-–--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა- განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 15 სექტემბრის N1----- სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1------------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითაა გამოცემული, არ არსებობს მოთხოვნის - დაევალოს მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დაგენილი სამართლებრივი და სოცილურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემას. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა. 24-ე მუხლის შესაბამისად კი, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

 

საქართველოს კანონის "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" მე-9 მუხლის "გ" პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული "ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და წესის" დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილის "ზ" პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომში დაღუპულის ოჯახის წევრზე. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისთვის, ტერმინი "ომი" გულისხმობს "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" - "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ნ" ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინსტრუქციის მე-6 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, ე) ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა: ე.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე.ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში - დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.გ) გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი); ე.ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვანა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ე.ი) ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

აპელანტის მითითებით, დავის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლოს ხელთ ჰქონდა წარდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისს გაცემულ N1-------- ცნობა, რომლის თანახმადაც ი-–-- კ----–-ა 1992 წლის სექტემბრიდან 199--–-–-- 24 ოქტომბრამდე იმყოფებოდა N0---- სამხედრო სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემულ N2--- ცნობა, რომლის თანახმადაც აპელანტის მეუღლე 1992 წლის 24 ოქტომბერს მიღებული იყო ს------ის სამხედრო კომისარიატის მიერ 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში მსროლელად და აფხაზეთის ინვალდობის სამხედრო დეპარტამენტის მიერ გაცემულ N73 ცნობა, რომლის თანახმადაც მოსარჩელე აღრიცხვაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ინვალიდობის სამხედრო დეპარტამენტში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის მეუღლე, სარეგისტრაციო ნომრით N8----. აღნიშნული დოკუმენტაციით ცალსახად დგინდება ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ძის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტი.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტს დამატებით ამყარებს 2014 წლის 04 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, რომლის თანახმადაც, 23-ე მექანიზირებული ბიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსმა თადარიგის მაიორმა ვ-–-------------------ამ, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის ოცმეთაურმა თადარიგის ზემდეგმა ვ-–------------–----ემ და 23-ე მექანიზირებული ბიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილემ თადარიგის უფროსმა ლეიტენანტმა რ--------------ამ დაადგინეს, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს აპელანტის მეუღლე მონაწილეობას იღებდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მოხალისედ. სოფელ ა------აში, მდინარე გუ------ს მიდამოებში, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 199--–-–-- 18 სექტემბრის ბატალიონის შტაბის დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში და გადაყვანილ იქნა ქ. თ---–-----------------------ოში, სადაც 24 ოქტომბერს გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად. მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტს კი თავის მხრივ ადასტურებს აპელანტის მიერ წარმოდენილი შპს აკადემიკოს ვ. ბ--------–---–ის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს გაცემული N2---- ცნობა.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოცემული მტკიცებულებების გასაბათილებლად პირველი ინსტანციის სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 09 ივლისის ცნობას, რომლის თანახმადაც დეპარტამენტის საარქივო მასალებში აპელანტის მეუღლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებდა. აღნიშნული შესაძლოა გამომდინარეობდეს იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ ი-–-- კ----–-ა მოხალისეობრივ საწყისებზე იბძოდა საქართველოს ტერიტორიული მთიანობის დასაცავად. ასევე არ გამოირიცხება დოკუმეტაციის განადგურების ან 90-იან წლებში შეუდგენლობის ფაქტი. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მხედველობაში არ მიიღო აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქმის არასრული სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების საფუძველზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი შესწავლის საფუძველზე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

პალატა მიუთითებს, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული/გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საკითხის გარკვევას მოსარჩელის (აპელანტი) მეუღლე - ი-–-- კ----–-ა მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში და გარდაიცვალა თუ არა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული იქნა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ე.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე.ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში - დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.გ) გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი); ე.ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა- დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ე.ი) ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისს გაცემული N1-------- ცნობის თანახმად, ზ--–----ა კ----–-ას მეუღლე ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 1992 წლის სექტემბრიდან 199--–-–-- 24 ოქტომბრამდე იმყოფებოდა N0---- სამხედრო ნაწილის სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ ზ--–----ა კ----–-ას სახელზე გაცემული N2--- ცნობით დასტურება, რომ ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 1992 წლის 24 ოქტომბერს მიღებულ იქნა ს------ის სამხედრო კომისარიატის მიერ 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში მსროლელად.

 

აფხაზეთის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული N73 ცნობის თანახმად, აფხაზეთიდან დევნილი ზ--–----ა კ----–-ა აღრიცხვაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის მეუღლე სარეგისტრაციო ნომრით N8------

 

საქმეში ასევე წარმოდგენი-–-- 2014 წლის 04 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, რომლის თანახმად, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსმა თადარიგის მაიორმა ვ-–-------------------ამ, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის ოცმეთაურმა თადარიგის ზემდეგმა ვ-–------------–----ემ და 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილემ თადარიგის უფროსმა ლეიტენანტმა რ--------------ამ დაადგინეს, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა მონაწილეობას იღებდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მოხალისედ, სოფელ აჩ-------ში, მდინარე გუ------ს მიდამოებში. ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 199--–-–-- 18 სექტემბერს ბატალიონის შტაბის დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში და გადაყვანილ იქნა ქ. თ---–-----------------------ოში, სადაც 24 ოქტომბერს გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული იქნა ზემოაღნიშნულ საბრძოლო მოკვლევაზე ხელმომწერი სამივე პირი. საგულისხმოა, რომ სამივე მათგანმა ზუსტი თანმიმდევრობით აღწერა ფაქტები, კერძოდ ბატალიონის დაბომბვის, ბატალიონის დაბომბვის შედეგად დაჭრილი და გარდაცვლილი პირების ვინაობა, მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა არ გამოვლენილა. რაც შეეხება იმ მოცემულობას, რომ ი-–-- კ----–-ას თაობაზე მონაცემები j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის არქივში დაცული არ არის, მოწმედ დაკითხულმა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსმა თადარიგის მაიორმა ვ-–-------------------ამ განმარტა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირთა დიდ ნაწილზე ინფორმაცია დაცული არ არის.

 

სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის NM---------------- წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ N0---- სამხედრო წერტილი (ბატალიონი), რომელშიც ი-–-- კ----–-ა მსახურობდა, შედიოდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობაში. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალისათვის გამოგზავნილ 2018 წლის 23 ოქტომბრის N0----- წერილში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საინვენტარიზაციო N2-- ცნობის გაცემის საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის მიუხედავად, არ უარყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისის N1-------- ცნობის გაცემის ფაქტს, რომლის თანახმადაც ი-–-- კ----–-ა 1992 წლის სექტემბრიდან 199--–-–-- 24 ოქტომბრამდე იმყოფებოდა N0---- სამხედრო სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, ამდენად პალატას არ აქვს საფუძველი აღნიშნული მტკიცებულების ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენოს.

 

რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს საბრძოლო მოქმედებებში მიღებულ დაზიანებებსა და ი-–-- კ----–-ას გარდაცვალებას შორის, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში ასახულ და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 04 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა 199--–-–-- 18 სექტემბერს ბატალიონის შტაბის დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში და გადაყვანილ იქნა ქ. თ---–-----------------------ოში. როგორც სააპელაციო სასამართლოში ზ--–----ა კ----–-ას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით დასტურდება, მდგომარეობის გაუარესებისა და სისხლის მოწამვლის გამო, ი-–-- კ----–-ა თბილისის N8 საავადმყოფოდან გადაყვანილ იქნა შპს აკადემიკოს ვ. ბ--------–---–ის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში. შპს აკადემიკოს ვ. ბ--------–---–ის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის 2016 წლის 28 ნოემბრის N2---- ცნობით დასტურდება, რომ, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა, 58 წლის, მცხოვრები ქ. ს------ი, მ------–---–ის ქუჩა, მე-2 ჩიხი N3, მოთავსდა სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში 199--–-–-- 27 სექტემბერს დიაგნოზით: მუცლის ღრუს ჩირქოვანი პ------------ი. პაციენტი გარდაიცვალა 1----–-–------------------ს დიაგნოზით: თ--------------–ია.

 

199--–-–-- 26 ოქტომბრის N1---- გარდაცვალების აქტის ჩანაწერის შესაბამისად, ი-–-- კ----–-ას (დაბ. 1--------- წ.) გარდაცვლების მიზეზი გახდა ფილტვის არტერიის ემბოლია. (ს.ფ. 141); 199--–-–-- 26 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ა გარდაიცვალა 1993 წლის 24 ოქტომბერს თ--------------–იით, ჭურვის მოხვედრის გამო.

 

აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება პალატას უქმნის საკმარის საფუძველს იმ ვარაუდისათვის, რომ ი-–-- კ----–-ას დაღუპვა გამოწვეულ იქნა სწორედ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას მიღებული ჭრილობებით.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ ზ--–---ა კ----–-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისს გაცემული N1-------- ცნობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული N2--- ცნობა, აფხაზეთის ინვალდობის სამხედრო დეპარტამენტის მიერ გაცემულ N73 ცნობა და საბრძოლო მოკვლევა ცალსახად ადასტურებს ი-–-- ს----------ის ძე კ----–-ძის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტს, აღნიშნული გარემოებები ასევე დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებითაც. გარდა აღნიშნულისა პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ საქართველოს მარჩენალ დაკარგულთა (ქვრივთა) რეგისტრირებული კავშირი „ი------“ მიერ გაცემულ მოწმობას N6--- რომლითაც დასტურდება, რომ ზ--–----ა შ--–--ს ასული ქ------ია წარმოადგენს მარჩენალ დაკარგულ პირს (ქვრივს).

 

პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული კავშირი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების გაერთიანებას, ამდენად აღნიშნული გარემოებაც ადასტურებს ი-–-- კ----–-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის Nბს-838-834(კ-17) გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის (აპელანტი) მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს მიიჩნევს საკმარისად და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დადასტურებულ იქნა ი-–-- კ----–-ას ომში ყოფნისა და მიღებული ჭრილობებით გარდაცვალების ფაქტი, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდის ვალდებულებისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზ--–----ა კ----–-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ--–----ა კ----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N1----- სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1------------------ გადაწყვეტილება;

5. დაევალოს მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე