განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.01.2018
საქმის ნომერი
330310017001843908
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001843908

საქმე №3ბ/2080-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური;

წარმომადგენელი: ნ-----–-----–--------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ---- პ-------ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 3 თებერვლის N147-20 სხდომის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის 2017 წლის 08 თებერვლის N2----------------- გადაწყვეტილება;

 

1.3. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რ---- პ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 3 თებერვლის N147-20 სხდომის ოქმი, სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის 2017 წლის 08 თებერვლის N2----------------- გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---- პ-------ასათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. 2016 წლის 08 დეკემბერს, რ---- პ-------ამ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს და მიუთითა, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, იგი როგორც ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩარიცხული იყო სსგ „ს------ს“ ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ, მუშაობდა 8------------------------–-------------------------------------------ს ინდივიდუალური გამშვები მოწყობილობების კონსტრუქციების დამუშავება-დამზადების ზედამხედველად. საქმიანობა იყო გასამხედროებული და ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. განცხადებასთან ერთად, რ---- პ-------ამ წარადგინა სსიპ ს-------ს ი. ვ-----ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ცნობა N34, 07.12.16წ., საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული ცნობა N2572, 25.12.2001წ., საბრძოლო მოკვლევა და მოწმეთა ჩვენებები დამოწმებული სანოტარო წესით, დაბადების, პირადობისა და დევნილის მოწმობების ასლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ---- პ-------ამ მოითხოვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირის (ვეტერანის) სტატუსის დადგენა.

 

სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ს-------ს ი-–-----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის“ (ს-----) გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ს------------–-ა, სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსის „მ------“-ს დირექტორი გ----------------ა, სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსის „ს----ს“ დირექტორი გ-----------------ძე ადასტურებენ, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს - რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩარიცხული იყო და მსახურობდა სსგ „ს-----“-ს ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას: 8-----------------------–-----------------ს და უმართავი ჭურვების ინდივიდუალური გამშვები მოწყობილობების კონსტრუქციების დამუშავება- დამზადების ზედამხედველობას.

 

„ს-------ს ი-–----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის“ დირექტორის - გ----------------ას მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს გაცემული ცნობის თანახმად, რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ნამდვილად მუშაობდა ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში 1974 წლიდან მ.შ 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე.

 

მითითებული ცნობის თანახმად, ინსტიტუტის სამხედრო რეჟიმზე გადაყვანისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა - 1992 წლის 14 აგვისტოს და ამორიცხვა - 1993 წლის 27 სექტემბერს საომარი მოქმედებების დამთავრების დღიდან, დამტკიცების შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 27 აგვისტოს N2391 ბრძანებაში რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ვერ მოხვდა იმ პერიოდისათვის (2001წ.) თბილისში არყოფნისა და ინსტიტუტში საარქივო მასალის უქონლობის გამო. (ს.ფ. 53-60).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2015 წლის 21 მაისის წერილით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში, რ---- პ-------ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. (ს.ფ -61).

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 3 თებერვლის N147-20 სხდომის ოქმის თანახმად, რ---- პ-------ას უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა სიებში ჩარიცხვა-ამორიცხვისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტები. (ს.ფ. 63-65).

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 08 თებერვლის N2----------------- გადაწყვეტილებით რ---- პ-------ას გადაეგზავნა ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 3 თებერვლის N147-20 სხდომის ოქმი და ამასთან ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით რ---- პ-------ას უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვება მისი ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მუშაობის შესახებ (აღნიშნული ორგანიზაცია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იყო გასამხედროებული). (ს.ფ. 17-18)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ,,ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს”.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ –„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, რ---- პ-------ა მოითხოვს ვეტერანის სტატუსის დადგენას, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე - საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე.

 

საქმეში წარმოდგენილი „ს-------ს ი-–----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის“ დირექტორის - გ----------------ას მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს გაცემული ცნობის თანახმად, რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ნამდვილად მუშაობდა ს-------ს ფიზიკა- ტექნიკის ინსტიტუტში 1974 წლიდან, ასევე 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის

27 სექტემბრამდე - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.

 

მითითებული ცნობით ასევე დასტურდება, რომ ინსტიტუტი სამხედრო რეჟიმზე იყო გადაყვანილი და იყო გასამხედროებული. აღნიშნული გარემოება მხარეთა შორის სადავო არ არის.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ „ს-------ს ი-–----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის“ დირექტორის - გ----------------ას მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, ინსტიტუტის თანამშრომელთა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა განხორციელდა 1992 წლის 14 აგვისტოდან, ხოლო ამორიცხვა მოხდა 1993 წლის 27 სექტემბერს საომარი მოქმედებების დამთავრების დღიდან. რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 27 აგვისტოს N2391 ბრძანებით განსაზღვრულ სიაში ვერ მოხვდა იმ პერიოდისათვის, ანუ სიების შედგენის დროს (2001წ.) თბილისში არყოფნისა და ინსტიტუტში საარქივო მასალის უქონლობის გამო.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სანოტარო წესით დამოწმებულ საბრძოლო მოკვლევის აქტზე, რომლის თანახმად, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ს-------ს ი-–----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი“-ს (ს-----) გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ს------------–-ა, სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსის „მ------“-ს დირექტორი გ----------------ა, სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსის „ს----ს“ დირექტორი გ---------------ძე ადასტურებენ, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს - რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩარიცხული იყო და მსახურობდა სსგ „ს-----“-ს ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას: 8-----------------------------–---------------------------------------------------ის ინდივიდუალური გამშვები მოწყობილობების კონსტრუქციების დამუშავება-დამზადების ზედამხედველობას.

 

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ წერილობითი დოკუმენტების - საბრძოლო მოკვლევის აქტისა და „ს-------ს ი-–----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის“ დირექტორის - გ----------------ას მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს გაცემული ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩარიცხული იყო და მსახურობდა „ს-------ს ი-–----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში“ (აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იყო გასამხედროებული) და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას: 8-----------------------–-----------------ს და უმართავი ჭურვების ინდივიდუალური გამშვები მოწყობილობების კონსტრუქციების დამუშავება-დამზადების ზედამხედველობას, რაც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია რ---- პ-------ასათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება საქართველოს შეიარაღებული ძალების საარქივო მასალებში. სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა და არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს რ---- პ-------ასათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.

 

6. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე N3/1883-17 და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

6.1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართალია დაადგინა, რომ რ---- პ-------ა მუშაობდა ვ-----ს სახელობის ფიზიკა მათემატიკის ინსტიტუში, თუმცა წარდგენილი არ არის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება მისი აღნიშნულ სამსახურში მუშაობა. ხოლო წარმოდგენილი საბუთები, ცნობა კომისარიატიდან და ცნობა თვით აღნიშნული ინსტიტუტიდან, გვაწვდის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის საფუძველზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ომის ვეტერანის სტატუსის მაძიებელმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უნდა წარადგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილებას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი, ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრამვის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვა). ბ) მაძიებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე ამავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადსტურებული უნდა იყოს ნოტარიულად; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოდან (იძულებით გადაადგილებული პირის შემთვევაში - ლტოლვილის მოწმობა); დაბადების მოწმობა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სადავო ურთიერთობა წარმოადგენს იმ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროდან წარმოდგენილი ცნობით (2015 წლის 21 მაისის MOD 01500389433) რ---- ა-–----------ს ძე პ-------ას შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებათ. ასევე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე საბუთი (შრომის წიგნაკი, ან სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი) რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობა.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7 .1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 08 დეკემბერს, რ---- პ-------ამ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს და მიუთითა, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, იგი როგორც ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩარიცხული იყო სსგ „ს------ს“ ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ, მუშაობდა 8------------------------–-------------------------------------------ს ინდივიდუალური გამშვები მოწყობილობების კონსტრუქციების დამუშავება-დამზადების ზედამხედველად. საქმიანობა იყო გასამხედროებული და ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. განცხადებასთან ერთად, რ---- პ-------ამ წარადგინა სსიპ ს-------ს ი. ვ-----ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ცნობა N34, 07.12.16წ., საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული ცნობა N2572, 25.12.2001წ., საბრძოლო მოკვლევა და მოწმეთა ჩვენებები დამოწმებული სანოტარო წესით, დაბადების, პირადობისა და დევნილის მოწმობების ასლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ---- პ-------ამ მოითხოვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირის (ვეტერანის) სტატუსის დადგენა.

 

სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ს-------ს ი-–-----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის“ (ს-----) გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ს------------–-ა, სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსის „მ------“-ს დირექტორი გ----------------ა, სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსის „ს----ს“ დირექტორი გ-----------------ძე ადასტურებენ, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს - რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩარიცხული იყო და მსახურობდა სსგ „ს-----“-ს ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას: 8-----------------------–-----------------ს და უმართავი ჭურვების ინდივიდუალური გამშვები მოწყობილობების კონსტრუქციების დამუშავება- დამზადების ზედამხედველობას.

 

„ს-------ს ი-–----ეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის“ დირექტორის - გ----------------ას მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს გაცემული ცნობის თანახმად, რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ნამდვილად მუშაობდა ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში 1974 წლიდან მ.შ 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე.

 

მითითებული ცნობის თანახმად, ინსტიტუტის სამხედრო რეჟიმზე გადაყვანისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა - 1992 წლის 14 აგვისტოს და ამორიცხვა - 1993 წლის 27 სექტემბერს საომარი მოქმედებების დამთავრების დღიდან, დამტკიცების შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 27 აგვისტოს N2391 ბრძანებაში რ---- ა-–----------ს ძე პ-------ა ვერ მოხვდა იმ პერიოდისათვის (2001წ.) თბილისში არყოფნისა და ინსტიტუტში საარქივო მასალის უქონლობის გამო. (ს.ფ. 53-60).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2015 წლის 21 მაისის წერილით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში, რ---- პ-------ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. (ს.ფ -61).

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 3 თებერვლის N147-20 სხდომის ოქმის თანახმად, რ---- პ-------ას უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა სიებში ჩარიცხვა-ამორიცხვისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტები. (ს.ფ. 63-65).

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 08 თებერვლის N2----------------- გადაწყვეტილებით რ---- პ-------ას გადაეგზავნა ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 3 თებერვლის N147-20 სხდომის ოქმი და ამასთან ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით რ---- პ-------ას უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვება მისი ს-------ს ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მუშაობის შესახებ (აღნიშნული ორგანიზაცია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იყო გასამხედროებული). (ს.ფ. 17-18)

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე რომლის თანახმად, ,,ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს”.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული შემთხვევაში ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ცხადყოფს, რომ აღნიშნული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სუბიექტს წარმოადგენენ - ბრძოლის მონაწილეები და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები. ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტებით, ასევე თავად რ---- პ-------ას განმარტებით, არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) წარმოადგენს ბრძოლის მონაწილეს ან საბრძოლო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხულ სამოქალაქო პირს, შესაბამისად მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

ამასთან, ის ფაქტი, რომ რ---- პ-------ა მუშაობდა ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში აფხაზეთში განვითარებული საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, პირდაპირ არ გულისხმობს მის მონაწილეობას ამ საბრძოლო მოქმედებებში.

 

ასევე, საქმეში წარმოდგენილი (ს.ფ. 16) ცნობის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია რ---- ა-–----------ს ძე პ-------ას შესახებ, ხოლო ის არგუმენტი, რომ რ---- პ-------ა ვერ მოხვდა თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 27 აგვისტოს #2391 ბრძანებაში, რადგან იგი იმ პერიოდისათვის არ იმყოფებოდა თბილისში და ასევე ინსტიტუტში საარქივო მასალების უქონლობის გამო, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მისი არადამაჯერებლობისა და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით.

 

რაც შეეხება არგუმენტს, რომ რ---- პ-------ა შესაძლოა ჩაითვალოს ვეტერანთან გათანაბრებულ სამოქალაქო პირად, ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებდა 2006 წლამდე მოქმედი კანონი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ, რომლის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთად ჩაითვლებოდა სამოქალაქო პირები, რომლებიც ქალაქების გაგრისა და ს-------ს, აგრეთვე ს-------ს, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაცვისას მუშაობდნენ ამ ქალაქებისა და რაიონების წარმოება-დაწესებულებებში (ჯანმრთელობის დაცვის, კავშირგაბმულობის, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის, ელექტრო და წყალმომარაგების სფეროებში და საცხობ საწარმოებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში), ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებში და მათი სამსახურებრივი საქმიანობა უშუალოდ იყო დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებებთან ან დაინვალიდდნენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

 

საქმის მასალებისა და თავად რ---- პ-------ას განმარტების თანახმად, მას არ უმუშავია არცერთ ზემოაღნიშნულ ორგანოში, დაწესებულებაში თუ ქალაქში, ამდენად, არვ აღნიშნული მუხლის სუბიექტი შეიძლებოდა ყოფილიყო რ---- პ-------ა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო ახალი გადაწყვეტილეით რ---- პ-------ას სარცელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. რ---- პ-------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -