განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2018
საქმის ნომერი
330310017001943209
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001943209

საქმე №3ბ/2773-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური;

წარმომადგენელი - ნ-----–-----–--------–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- გ---–----ი ხ------–-ძე;

წარმომადგენელი - მ---------–-–--ლი;

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ---–----ი ხ------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 05 მაისის №2------------------ გადაწყვეტილება და დაეკისრა მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით 2015 წლის ივლისიდან 2017 წლის მარტის თვემდე მიუღებელი კომპენსაციის თანხის - 20000 ლარის ანაზღაურება; (ტ. 1, ს.ფ.92-103).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. ზ------ კ--------ძე არის გ---–----ი ხ------–-ძის შვილი.

 

ზ------ კ--------ძე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1-ლი საარმიო კორპუსის ს---------------–---ნის პირად შემადგენლობაში 1993 წლის 1 ივლისიდან 1-ლი საარმიო კორპუსის მეთაურის 1993 წლის 1 ივლისის N31 ბრძანებით ჩაირიცხა.

 

ზ------ კ--------ძე 1993 წლის 10 ოქტომბერს ს------------ის გზატკეცილზე, სოფელ ლ-----თან მომხდარი შემთხვევის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის N2------------------ წერილით გ---–----ი ხ------–-ძეს უარი ეთქვა მარჩენალდაკარგულის სტატუსის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსით შეცვლაზე იმ საფუძვლით, რომ მისი შვილის - ზ------ კ--------ძის დაღუპვის ადგილი - ქ-----–-ს რაიონის სოფელი ლ-----ი სცილდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების არეალს.

 

1993 წლის 10 ოქტომბერს ს------------ის გზატკეცილზე, სოფელ ლ-----თან ზ------ კ--------ძემ სასიკვდილო ჭრილობა ს---------------–---ნსა და ო-- ეროვნების სამხედრო პირების შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირებისას მიიღო.

 

ზ------ კ--------ძე 1993 წლის 10 ოქტომბერს შიდა ქართლის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაიღუპა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ---–----ი ხ------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის წერილი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გ---–----ი ხ------–-ძის რეგისტრაციაში გატარება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახის წევრი და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა.

 

2.1.2. 2017 წლის 27 თებერვალს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გ---–----ი ხ------–-ძის, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის მიმართ გაიცა ვეტერანის მოწმობა (N2---------).

 

2.1.3. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 05 მაისის №2------------------ წერილის თანახმად, გ---–----ი ხ------–-ძეს (წარმომადგენელი კ------- მ----–--ე) უარი ეთქვა 2017 წლის 28 აპრილის №ხ-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2015 წლის ივლისიდან 2017 წლის მარტამდე მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის

განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტება (საქმე №ბს-648-623

(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

სასამართლომ ასევე განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური

ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

2.2.2. სასამართლომ ასევე, განმარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

 

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ,,ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს”.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს

 

თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული /გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლო ასევე მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის

,,ნ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

ამავე საკანონდებლო აქტის 27-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პროცედურები, კერძოდ: 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა;

2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 30 ივნისს, გ---–----ი ხ------–-ძემ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მარჩენალდაკარგულის სტატუსის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსით შეცვლა და შესაბამისი მოწმობის გაცემა მოითხოვა.ასევე ,2015 წლის 6 ივლისის N2------------------ წერილობითი პასუხით, გ---–----ი ხ------–-ძის 2015 წლის 30 ივნისის №ხ-------------- განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ---–----ი ხ------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის წერილი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გ---–----ი ხ------–-ძის რეგისტრაციაში გატარება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახის წევრი და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა.

 

2017 წლის 27 თებერვალს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გ---–----ი ხ------–-ძის, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის მიმართ გაიცა ვეტერანის მოწმობა (N2---------).

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის

6 ივლისის წერილის უკანონობა დადგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/6350-15). შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი გ---–----ი ხ------–-ძის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლოს მოსაზრებით კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

2.2.3. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამო--ლი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 05 მაისის №2------------------ წერილის თანახმად, გ---–----ი ხ------–-ძეს უარი ეთქვა 2017 წლის28 აპრილის №ხ-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2015 წლის ივლისიდან 2017 წლის მარტამდე მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უდავოდ ეკისრება გ---–----ი ხ------–-ძისათვის უკანონო აქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ამასთან, რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის საკითხს სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან −

1000 ლარს.

 

სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების და გარემოებების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად მიიჩნია ,მოსარჩელე გ---–----ი ხ------–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 05 მაისის №2------------------ წერილი და მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის ივლისიდან (2015 წლის 30 ივნისის განცხადების საფუძველზე) 2017 წლის მარტის თვემდე მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს 20000 ლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. ზ------ კ--------ძე არის გ---–----ი ხ------–-ძის შვილი

 

ზ------ კ--------ძე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1-ლი საარმიო კორპუსის ს---------------–---ნის პირად შემადგენლობაში 1993 წლის 1 ივლისიდან 1-ლი საარმიო კორპუსის მეთაურის 1993 წლის 1 ივლისის N31 ბრძანებით ჩაირიცხა.

 

ზ------ კ--------ძე 1993 წლის 10 ოქტომბერს ს------------ის გზატკეცილზე, სოფელ ლ-----თან მომხდარი შემთხვევის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის N2------------------ წერილით გ---–----ი ხ------–-ძეს უარი ეთქვა მარჩენალდაკარგულის სტატუსის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსით შეცვლაზე იმ საფუძვლით, რომ მისი შვილის - ზ------ კ--------ძის დაღუპვის ადგილი - ქ-----–-ს რაიონის სოფელი ლ-----ი სცილდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების არეალს.

 

1993 წლის 10 ოქტომბერს ს------------ის გზატკეცილზე, სოფელ ლ-----თან ზ------ კ--------ძემ სასიკვდილო ჭრილობა ს---------------–---ნსა და ო-- ეროვნების სამხედრო პირების შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირებისას მიიღო.

 

ზ------ კ--------ძე 1993 წლის 10 ოქტომბერს შიდა ქართლის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაიღუპა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის

24 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ---–----ი ხ------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის წერილი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გ---–----ი ხ------–-ძის რეგისტრაციაში გატარება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახის წევრი და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა.

 

4.1.2. 2017 წლის 27 თებერვალს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გ---–----ი ხ------–-ძის, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის მიმართ გაიცა ვეტერანის მოწმობა (N2---------).

 

4.1.3. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 05 მაისის №2------------------ წერილის თანახმად, გ---–----ი ხ------–-ძეს (წარმომადგენელი კ------- მ----–--ე) უარი ეთქვა 2017 წლის 28 აპრილის №ხ-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2015 წლის ივლისიდან 2017 წლის მარტამდე მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2 სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის შეფასებას საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 30 ივნისს, გ---–----ი ხ------–-ძემ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მარჩენალდაკარგულის სტატუსის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსით შეცვლა და შესაბამისი მოწმობის გაცემა მოითხოვა. ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 6 ივლისის N2------------------ წერილობითი პასუხით, გ---–----ი ხ------–-ძის 2015 წლის 30 ივნისის №ხ-------------- განცხადება არ დაკმაყოფილდა. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ---–----ი ხ------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის წერილი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გ---–----ი ხ------–-ძის რეგისტრაციაში გატარება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახის წევრი და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა.

 

2017 წლის 27 თებერვალს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გ---–----ი ხ------–-ძის, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის მიმართ გაიცა ვეტერანის მოწმობა (N2---------).

 

პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის წერილის უკანონობა დადგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/6350-15). შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი გ---–----ი ხ------–-ძის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება - დამტკიცებისათვის. პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ---–----ი ხ------–-ძეს უარი ეთქვა 2017 წლის 28 აპრილის №ხ-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2015 წლის ივლისიდან 2017 წლის მარტამდე მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უდავოდ ეკისრება გ---–----ი ხ------–-ძისათვის უკანონო აქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ამასთან, რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის საკითხს პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად იქნა პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებული ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან −1000 ლარს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ არსებითად სწორად იქნა დავა გადაწყვეტილი შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში

 

მოსამართლე ილონა თოდუა