გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4658-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დ----- წ--------–-
სხდომის მდივანი სალომე ზ---–---–-
მოსარჩელეები - ჯუ-–----- ნე----, ვა-–------ და--–-–------
წარმომადგენელი - კა------ მა----–---–-
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენელი - ნი----–---- წ--------–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2--- წლის 1--------- №S------------ წერილობითი მიმართვა, მოსარჩელეებისათვის - ჯუ-–----- ნე---ისა და ვა-–------ და--–-–-----ისათვის ომში დ---------–------------–-------- (მარჩენალდაკარგულის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეებს - ჯუ-–----- ნე----სა და ვა-–------ და--–-–------ს მიენიჭებათ ომში დ---------–------------–-------- (მარჩენალდაკარგულის) სტატუსი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, აგრეთვე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელეების - ჯუ-–----- ნე---ისა და ვა-–------ და--–-–-----ის შვილი ლე--- და--–-–------ 1--- წლის 1--------–- გაწვეული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
1--- წლის 1---------------, საქართველოს სახელმწიფო უ–-–-------- სამინისტროს ს--–-------- შტაბის უ---------, პოლკოვნიკმა ა---- ე-–-----, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ------------------–--–- ბრიგადი მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა რეზო ა------, ჰ--–----------–----- წევრმა ზ------------–---–--- და სხვებმა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება. მათი ორგანიზებით ქ. ს----–- დისლოცირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ------------------–--–- ბრიგადის შტაბიდან თბილისის მიმართულებით უკანონოდ და მოტყუებით იქნა გაყვანილი სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აღკვეთილი იქნა სამხედრო ამბოხების მცდელობა და სამხედრო შენაერთები დაბრუნდნენ ქ. ს------ მიმართულებით. გადაადგილებისას ხონი-ს------ საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მ--------–-- რაიონის სოფელ ბ----–-, ჯ--–---------, რომლის კოშკურაზეც ისხდნენ სამხედრო მოსამსახურეები შეეჯახა გამგეობის შენობას. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაიცვალნენ სამხედრო ნაწილის ს-------- ბ-----–------ რიგითები ლე--- და--–-–------ და შალვა ტეტელოშვილი.
მოსარჩელეების - ჯუ-–----- ნე----ს და ვა-–------ და--–-–------ს, მათი შვილის გარდაცვალების შემდეგ, რაიმე სახის სოციალური, მატერიალური დახმარება არ მიუღიათ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------- წლის 2-----–---- ცნობა (ს.ფ. 23);
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–------------–-------- წლის 2-----–---- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 27-28);
- ასპინძის რაიონის სამხედრო კომისრის ცნობა (ს.ფ.24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. 2--- წლის 7------, მოსარჩელეებმა ჯუ-–----- ნე----მ და ვა-–------ და--–-–------მ განცხადებით მიმართეს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ითხოვეს მათთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2--- წლის 1--------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2--- წლის 1--------- №S------------ წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯუ-–----- ნე---ის და ვა-–------ და--–-–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, საქართველოს კანონი, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, აქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2--- წლის 1--------- №S------------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელეებისათვის - ჯუ-–----- ნე---ისა და ვა-–------ და--–-–-----ისათვის ომში დ---------–------------–-------- (მარჩენალდაკარგულის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას და სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობა. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ვეტერანების კატეგორიებს და ადგენს, რომ ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები; ბ. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები; გ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ. სამხედრო ძალების ვეტერანები“.
მითითებული კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უ–-–-------- სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-კუვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, ყოფილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უ–-–-------- სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით და სამსახურის დირექტორის სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურში იქმნება სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, ხოლო სტუქტურულ ერთეულებს შორისაა სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანებსაც წარმოადგენს: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია. შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება და სხვა.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული კანონების საფუძველზე, სოციალურ უზრუნველყოფას ექვემდებარებიან ის პირები, რომელთა ოჯახის წევრი მონაწილეობას იღებდა და დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პერიოდში, სხვა ქვეყნის ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ საქართველოზე თავდასხმის მოგერიების მიზნით წარმოებულ ბრძოლაში დაღუპვას. შესაბამისად, აღნიშნულ ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისათვის, ზემოთ აღნიშნული კანონებით დადგენილია სათანადო სოციალური გარანტიები და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების უზრუნველყოფა ევალება მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
სასამართლო მიუთითებს „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოცხადებას, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უ–-–--------ა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების - ჯუ-–----- ნე---ისა და ვა-–------ და--–-–-----ის შვილი ლე--- და--–-–------ 1--- წლის 1--------–- გაწვეული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამასთან, 1--- წლის 1---------------, საქართველოს სახელმწიფო უ–-–-------- სამინისტროს ს--–-------- შტაბის უ---------, პოლკოვნიკმა ა---- ე-–-----, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ------------------–--–- ბრიგადი მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა რ----- ა------, ჰ--–----------–----- წევრმა ზ------------–---–--- და სხვებმა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება. მათი ორგანიზებით ქ. ს----–- დისლოცირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ------------------–--–- ბრიგადის შტაბიდან თბილისის მიმართულებით უკანონოდ და მოტყუებით იქნა გაყვანილი სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აღკვეთილი იქნა სამხედრო ამბოხების მცდელობა და სამხედრო შენაერთები დაბრუნდნენ ქ. ს------ მიმართულებით. გადაადგილებისას ხონი-ს------ საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მ--------–-- რაიონის სოფელ ბ----–-, ჯ--–---------, რომლის კოშკურაზეც ისხდნენ სამხედრო მოსამსახურეები შეეჯახა გამგეობის შენობას. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელეთა შვილი - სამხედრო ნაწილის ს-------- ბ-----–------ რიგითი ლე--- და--–-–------.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა შვილი, რომელიც ჩარიცხული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გარდაიცვალა არა საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმასთან დაკავშირებულ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში, არამედ ქვეყნის შიგნით, დანაშაულის აღკვეთასთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. შესაბამისად, მისი ოჯახის წევრებისათვის, ზემოთ აღნიშნული კანონების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დ---------–------------–-------- სტატუსის მინიჭებას მოცემულ შემთხვევაში არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების - ჯუ-–----- ნე----ს და ვა-–------ და--–-–------ს, მათი შვილის გარდაცვალების შემდეგ, რაიმე სახის სოციალური, მატერიალური დახმარება არ მიუღიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი სადავო პერიოდში და დღეის მდგომარეობით ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის სოციალურ უზრუნველყოფას. შესაბამისად, საქმეში მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა, მოსარჩელეთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებს და მის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა საფუძვლებით განსაზღვრავს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების, შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელეებისათვის - ჯუ-–----- ნე---ისა და ვა-–------ და--–-–-----ისათვის ომში დ---------–------------–-------- (მარჩენალდაკარგულის) სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2--- წლის 1--------- №S------------ წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ მიიჩნია განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს ომში დ---------–------------–-------- (მარჩენალდაკარგულების) სტატუსის მინიჭებაზე, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარ-----ლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯუ-–----- ნე---ის და ვა-–------ და--–-–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დ----- წ--------–-