1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ერთეულის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
თ) უზუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა მიერ შინაგანაწესის დაცვას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გამგებლის და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშ