1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევა, საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს კოორდინატორის მეშვეობით.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებელი.
4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, საარჩევნო ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს/კოორდინატორის მეშვეობით. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას