1. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 500 მოსწავლეზე მეტი,სამეურვეო საბჭოში აირჩევა 12 წევრი, ხოლო სკოლაში, რომელშიც სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები – 6 წევრი.
2. იმ სკოლებში, რომლებშიც სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ 2 საფეხურზე, მშობელთა საფეხურების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აირჩევა სამეურვეო საბჭოს 8 წევრი.
3. 6-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლების არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას – უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი.
4. 6-წევრიან სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში თითოეულ საფეხურზე გამარჯვებულად ჩაითვლება იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე მშობელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას – იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე 2 მშობელი.
5. 8-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლებს შორის არჩეულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე 4 მასწავლებელი, ხოლო მშობლებს შორის – იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე 2 მშობელი.
6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც არსებობს მხოლოდ 1 საფეხური, 6-წევრიან სამეურვეო საბჭოში აირჩევა 3, ხოლო 12 წევრიანში – 6 მშობელი.
7. ხმათა გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით