1. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში შეიძლება გასაჩივრდეს კოორდინატორის, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
2. სამინისტროში შეიძლება აგრეთვე გასაჩივრდეს შესაბამისი სამინისტროს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
3. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის, აგრეთვე სარეგისტრაციოდ წარდგენილ სამეურვეო საბჭოს წევრების კანდიდატურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით იქმნება საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში –
კომისია), რომელიც საჩივრის საფუძველზე განიხილავს და ამოწმებს როგორც კენჭისყრის, ასევე შედეგების შეჯამების კანონიერებას და გამოაქვს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
ა) უარს ამბობს განცხადების განხილვაზე უსაფუძვლობის გამო;
ბ) ძალაში ტოვებს საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ შედეგებს;
გ) აუქმებს საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად ამტკიცებს არჩევნების ახალ შედეგებს, რითაც ცვლის საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ შედეგებს ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე;
დ) ბათილად ცნობს არჩევნების შედეგებს და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს, თუ ამ დებულების დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
4. საჩივრის განხილვისა და სამეურვეო საბჭოს წევრთა რეგისტრაციის მიზნით დოკუმენტაციის შემოწმების პროცესში კომისია უფლებამოსილია სკოლიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მ.შ.,საარჩევნო სიები, საარჩევნო ბიულეტენების პაკეტები), განხილვაში მონაწლეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებლები, მათ შორის სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ იმ სკოლაში წარგზავნილი დამკვირვებელი.
თავი V
რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტ
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში
თავი IV — გასაჩივრება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
- მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
- მუხლი 31. კოორდინატორის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 33. საჩივრის ფორმა
- მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია
- მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
- მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია
- მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციის გაუქმება
- მუხლი 41. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 34, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-34/