1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი მონაცემების შესწავლის საფუძველზე:
ა) განკარგულება შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თანდართული შემაჯამებელი ოქმით;
ბ) სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების ავტობიოგრაფიის ასლი;
გ) კომისიაში შესული საჩივრების ჟურნალი და ყველა შესული საჩივარი;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარდგინება.
2. სამეურვეო საბჭოს წევრების მონაცემები რეგისტრირებულად ითვლება, თუ სამინისტრო მათი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
3. სამინისტროში სამეურვეო საბჭოს წევრის მონაცემების რეგისტრაციის შემდეგ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დედნები უბრუნდება შესაბამის სკოლას წევრის სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად, ხოლო მათი ასლები ინახება სამინისტროში.
4. სამეურვეო საბჭოს წევრის სარეგისტრაციო მონაცემების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია
თავი V — რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
- მუხლი 31. კოორდინატორის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 33. საჩივრის ფორმა
- მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში
- მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
- მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია
- მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციის გაუქმება
- მუხლი 41. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 35, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-35/