1. სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი მონაცემების შესწავლის საფუძველზე:
ა) განკარგულება შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თანდართული შემაჯამებელი ოქმით;
ბ) კოორდინატორებისა და სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე.
2. კოორდინატორებისა და სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს არჩევნების კანონიერება და მიიღოს ამ დებულების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ’’, ,,დ” ან ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.
3. სამეურვეო საბჭოს წევრების მონაცემები რეგისტრირებულად ითვლება, თუ სამინისტრო მათი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს ლიცეუმს აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
4. სამეურვეო საბჭოს წევრების სარეგისტრაციო მონაცემების ნუსხას და რეესტრის ფორმას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს ლიცეუმის კურატორი მინისტრის მოადგილე
მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია
თავი V — რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
- მუხლი 30. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება
- მუხლი 31. საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები
- მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 33. საჩივრის ფორმა
- მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში
- მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
- მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია
- მუხლი 41. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 35, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-35/