1. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო ახალი წევრის რეგისტრაციას ახორციელებს ლიცეუმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც-ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით