1. არჩევნების შედეგებზე (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) საჩივარი შეიტანება სამინისტროში არა უგვიანეს კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საჩივრდება მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებასთან ერთად.
2. სამინისტროში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის მიზნით, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება არჩევნების საკითხებზე საჩივრების განმხილველი და არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული საჩივრის შესწავლა-განხილვის მიზნით, თავისი შემადგენლობის ფარგლებში, შექმნას ქვეკომისიები, რომლებშიც კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასკვნის მომზადების მიზნით, ნაწილდება კონკრეტული საჩივარი/საკითხი.
6. ქვეკომისიის მიერ კონკრეტულ საჩივარზე მომზადებული დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც იღებს შემაჯამებელ დასკვნას და სამინისტროში საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში შუამდგომლობს მინისტრის მოადგილის წინაშე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
ა) საჩივარის მიღებაზე/განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
დ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების გაუქმების, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად კენჭისყრის ახალი შედეგების დამტკიცებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
ე) არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
7. სამინისტროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში, გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს და ლიცეუმს. ლიცეუმი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ლიცეუმის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
9. საჩივრის განხილვის პროცესში სამინისტრო უფლებამოსილია ლიცეუმიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მათ შორის, საარჩევნო სიები, ბიულეტენების პაკეტები და ა.შ.), განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებელი და სხვა დაინტერესებული პირი.
თავი V
რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტ