1. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი შეიტანება საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი უნდა გადაეცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია საჩივარი რეგისტრაციაში გაატაროს საჩივრების ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცეს თავისი ხელმოწერით და ლიცეუმის ბეჭდით დამოწმებული ცნობა, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის საარჩევნო კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა, გამოასწოროს დარღვევა ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის თაობაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საჩივრების ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს