1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმა მტკიცდება მინისტრის მოადგილის ბრძანებით. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.
2. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება ,,ბათილია”, რასაც ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში