1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულებით დაუყოვნებლივ გადაეცემა სარდლობას.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე და სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებელი.
4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულების საფუძველზე ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება და დაუყოვნებლივ გადაეცემა სამინისტროს. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ ბიულეტენების დათვლას
მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
თავი III — კენჭისყრის დღე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა
- მუხლი 20. კენჭისყრის დრო
- მუხლი 21. საარჩევნო უბნის გახსნა
- მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
- მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
- მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
- მუხლი 26. ხმების დათვლა
- მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
- მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
- მუხლი 30. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 25, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-25/