1. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის ადგილის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა.
2. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
3. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში