1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ყველა პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
ვ) 2 ფოტოსურათი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.
3. საარჩევნო კომისია ვალდებულია ერთი დღის ვადაში განცხადების მიღების დღიდან მოახდინოს კანდიდატთა რეგისტრაცია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატს წერილობით მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არა უმეტეს 2 კალენდარული დღისა.
5. თუ კანდიდატი, საარჩევნო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, საარჩევნო კომისია არ გაატარებს მას რეგისტრაციაში.
6. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან 1 კალენდარული დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს კანდიდატი ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაში გატარებაზე.
7. კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია კომისიის წევრის, დირექციის წევრის, დამკვირვებლის და ასევე ნებისმიერ იმ თანამდებობასთან ლიცეუმში, რომელიც დაკავშირებულია ლიცეუმში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან