1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს დირექტორი.
2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 21 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.
3. დირექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია კოორდინატორს წარუდგინოს მის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სრული ნუსხა. დაინტერესბული პირები უფლებამოსილნი არიან გადაამოწმონ ნუსხა კოორდინატორთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის კადეტი, მასწავლებელი, მშობელი) რაოდენობა აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:
ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა სახელსა და გვარს;
ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;
გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს ყუთებში, რომლებიც განკუთვნილი უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთათვის (საშუალო საფეხურის კადეტი, მასწავლებელი ან მშობელი);
დ) კოორდინატორი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს და თითოეული ყუთიდან იღებს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს საარჩევნო კომისიის წევრი საშუალო საფეხურის კადეტის, მასწავლებლის და მშობლის გამოსავლენად.
5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის კადეტი, მასწავლებელი, მშობელი) რიცხვი ნაკლებია ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება უნდა მოხდეს გარეშე პირებით.
6. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატ გარეშე პირებთან დაკავშირებით წილისყრა არ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი გარეშე პირების რიცხვი აღემატება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას, კოორდინატორი, თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, მის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, განსაზღვრავს იმ გარეშე პირთა ვინაობას, რომლებიც შეყვანილ იქნებიან საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.
7. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი (შემდგომში – სარდალი) საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის ლიცეუმს, ხოლო ლიცეუმი ვალდებულია უზრუნველყოს სარდლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ საჯაროდ განთავსება ლიცეუმის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას
მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი
- მუხლი 7. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
- მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
- მუხლი 10. საარჩევნო კომისია
- მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
- მუხლი 14. დამკვირვებელი
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 17. საარჩევნო სიები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-11/