1. ლიცეუმში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) ამავე ლიცეუმის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამავე ლიცეუმის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში –დირექტორი);
გ) ამავე ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში (შემდგომში – დირექტორის მოადგილე);
დ) ამავე ლიცეუმის ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;
ე) პირი, რომელიც ქმედუუნაროა;
ვ) პირი, რომელიც არის სხვა ლიცეუმის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი.
3. საარჩევნო კომისიის წევრი – გარეშე პირი (შემდგომში – გარეშე პირი) არ შეიძლება იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ამავე ლიცეუმის კადეტი, მასწავლებელი, მშობელი, მათი ახლო ნათესავი. ამ დებულების მიზნებისათვის ,,ახლო ნათესავი’’ გულისხმობს ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
4. ლიცეუმში, რომელშიც სწავლობს 1000-მდე კადეტი, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 5 (ხუთს), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 კადეტი;
ბ) 1 მასწავლებელი;
გ) 1 მშობელი;
დ) 2 გარეშე პირი.
5. ლიცეუმში, რომელშიც სწავლობს 1000-ზე მეტი კადეტი, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 8 (რვას), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 კადეტი;
ბ) 2 მასწავლებელი;
გ) 2 მშობელი;
დ) 3 გარეშე პირი.
6. იმ შემთხვევაში, თუ ლიცეუმის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი ან საშუალო საფეხურის კადეტი არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მათ ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს გარეშე პირი
მუხლი 10. საარჩევნო კომისია
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი
- მუხლი 7. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
- მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
- მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
- მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
- მუხლი 14. დამკვირვებელი
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 17. საარჩევნო სიები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 10, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-10/