1. კომისიის პირველი სხდომა იმართება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისია, პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებას;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განსაზღვრული წესით დავალებას აძლევს მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის მდივანი.
4. საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა