1. არჩევნების პროცესზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს შემდეგი პირების მიერ:
ა) კანდიდატის დამკვირვებლები;
ბ) სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;
გ) დამოუკიდებელი დამკვირვებლები;
დ) კოორდინატორი;
ე) სარდლობის თანამშრომელი.
2. თითოეულ კანდიდატს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.
4. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;
ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით გაასაჩივროს კოორდინატორის ქმედება სამინისტროში;
თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
5. დამკვირვებელს ეკრძალება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.
6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლებისა, ახორციელებს საარჩევნო კომისია მსურველის სახელის, გვარისა და პირადი ნომრის შესაბამის ჟურნალში მითითებით.
7. სარდლობის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს დაკვირვება შესაბამის ლიცეუმში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. სარდლობის თანამშრომელთა ვინაობა სარდლის მიერ ეცნობება ლიცეუმის კოორდინატორს და ამავე ტერიტორიაზე მდებარე ლიცეუმის საარჩევნო კომისიებს.
8. სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება სამინისტროს თანამშრომელთა (დამკვირვებელთა) ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ დაკვირვება ლიცეუმში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა ნუსხა გადაეცემა კოორდინატორებს.
9. სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებზე სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობებს.
თავი II
მოსამზადებელი ეტაპ
მუხლი 14. დამკვირვებელი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
- მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
- მუხლი 10. საარჩევნო კომისია
- მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
- მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 17. საარჩევნო სიები
- მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 14, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-14/