1. საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე, კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
ბ) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს, აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს;
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის მდივნის არყოფნის ან მის მიერ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში, საარჩევნო კომისია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს საარჩევნო კომისიის კონკრეტული სხდომის მდივანს
მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი
- მუხლი 7. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
- მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
- მუხლი 10. საარჩევნო კომისია
- მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
- მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 14. დამკვირვებელი
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 17. საარჩევნო სიები
- მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 13, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-13/