1. საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მშობელთა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენაზე (შემდგომში - ამომრჩეველთა სია). მშობელთა სიები დგება თითოეული საფეხურისთვის ცალ-ცალკე.
2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე საარჩევნო კომისია ლიცეუმის დირექციიდან გამოითხოვს მასწავლებელთა ნუსხას სახელფასო უწყისის მიხედვით.
3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე სასწავლო ჯგუფის დამრიგებელი საარჩევნო კომისიას აწვდის თავისი სადამრიგებლო ჯგუფის კადეტთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული კადეტის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ კადეტის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
4. მოწოდებული სიები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას ლიცეუმში. სიებში ხარვეზის აღმოჩენისას დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სამი დღის განმავლობაში მიმართოს საარჩევნო კომისიას ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთელი.
5. ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ უნდა გამოიტანოს ერთი დღის ვადაში
მუხლი 17. საარჩევნო სიები
თავი II — მოსამზადებელი ეტაპი
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი დღის განმავლობაში
- ვადა ერთი დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
- მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
- მუხლი 14. დამკვირვებელი
- მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
- მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
- მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა
- მუხლი 20. კენჭისყრის დრო
- მუხლი 21. საარჩევნო უბნის გახსნა
- მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 17, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-17/